ქუჩის მხატვრობა ზესტაფონში

Qeti Saladze
a
2097
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

ქალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დადებით ცვლილებეის განხორციელება საზოგადოებაში, მაგრამ მათ ხშირად ეს ავიწყდებათ სხვა და სხვა გარე ფაქტორების გამო! განსაკუთრებით ეს პრობლემა ფიქსირდება რეგიონებში, სადაც ქალბატონების უმეტესობა დაკავებულია სახლის საქმიანობით და საზოგადოება ვეღარ იღებს იმ სარგებელს რაც მათი დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღო!
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დგას ზესტაფონში არის სწორედ ზემოთ აღნიშნული! როგორც მონაცემებში ნათლადაა აღნიშნული, ქალების მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობაა დასაქმებული რეგიონის მაშტაბით, ამის მიზეზი ცალსახად არაა განათლება! მათ პროფესიულ განვითარებაზე, არა განათლება, არამედ სხვა ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიცაა სტრეოტიპები და დაბალი თვითშეფასება.
ზესტაფონში, იქ სადაც, 20 წელია ვიზრდები და ვუყურებ საზოგადოების განვითარებას, კარგად ვხედავ თუ რა ფესვგადგულია აღნიშნული სტერეოტიპი საზოგადოებაში და რა მძიმე ტემპით მიდის ქალის როლის ზრდა საზოგადოებაში, სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ საზოგადოებას სჭირება ბიძგი, რომელიც მათ დაანახებს და შეახსენებს ქალის როლის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში და ქალებს მისცემს მოტივაციას იფიქრონ პროფესიულ წინსვასა და განვითარებაზე!

Proposed Solution:

აღნიშნული პრობლემა არ ეხება მხოლოდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ეს არის უმრავლესობის პრობლემა, რომელსაც გადაჭრის მხოლოდ ფართომაშტაბიანი ღონისძიება!
სწორედ ამ მიზნით, რომ საზოგადოების ფართო ნაწილმა დაინახოს და შევახსენოთ ყოველდღიურად ქალთა როლი საზოგადოებაში, ქალებსაც შევახსენოთ მათი საჭიროება, გადავწყვიტეთ რომ ყველაზე კარგად და მცირე დანახარჯებით ამ პრობლემას გადაჭრაში დაეხმარებოდა ქუჩის მხატვრობა, რომელსაც საწყის ეტაპზე განვათავსებთ ქალაქის 10 ყველაზე ხალხ მრავალ ადგილზე, როგორიცაა: ქალაქის ცენტრი, ბაზარი (რომელსაც ყველაზე ხშრად ქალები სტუმრობენ), და სავაჭრო ზონები.
ნახატების თემატიკა ძირითადად იქნება ქალის როლის შეხსენებასა და მათ მოტივირებაზე, გააქტიურდნენ როგორც სამოქალაქო ნაწილი. (იხ. დანართი)

Sustainability:

ვინაიდან აღნიშნული ნახატები შესრულდება ისეთ საღებავებით, რომელიც წლების განმავლობაში შენარჩუნდება, ეს უზრუნველყოფს იმას რომ საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გაიხსენებს ამ პრობლემას და ქვეცნობიერად განახორციელებს თავის თავში ცვლილებებს.

Equal gender opportunity:

პოსტერები ქალებისათის იქნება მოტივაციის მიმცემი, დაიწყონ მუშაობა, გახდნენ რეალიზებულები საზოგადოებაში და გაზარდონ ოჯახის შემოსავლები. რაც უკვე გულისხმობს ოჯახში მეტნაკლებად მათი როლის გათანაბრებას.
აღნიშნული პროექტია დადებით გავლენას მოახდენს არამხოლოდ ზრდასრულ, არამედ მომავალ თაობებზეც, რომლებიც პატარაობიდანვე დაფიქრდებიან და გაითავისებენ აღნიშნული საკითხის სიმწვავეს. ისინი დაინახავენ თუ რა მნიშვნელოვან და სასარგებლო გავლენას ახდენს ქალების დასაქმება. ეს იქნება დიდი ბიძგი, იმისათვის რომ მომავალი თაობის ქალბატონებმაც იფიქრონ კარიერულ წინსვალსა და განვითარებაზე.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
volunteers trip cost and money for food

ვინაიდან ვარ ზესტაფონიდან და ჩემი საცხოვრებელი უზრუნველყოფილია,ფინანსების გაწევა დამჭირდება მხოლოდ თბილისიდან ზესტაფონისკენ მგზავრობისა და კვებისთვის 10 დღის განმავლობაში.ვსწავლობ თბილისში და ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ადგილზე ყოფნა არ შემეძლება,ამისათვის მომიწევს თბილისი-ზესტაფონის მიმართულებით სიარული,რომლის ერთი მარშუტის ღირებულებაა 20(ოცი) ლარი(ჩასვლა-ჩამოსვლა) და ასეთი 4(ოთხი) მგზავრობა ანუ 80(ოთხმოცი) ლარი იქნება საჭირო და კვების დაახლოებით 10(ათი) დღის განმავლობაში 100(ასი) ლარი.

ქეთი სალაძე

ზესტაფონი,გურამ ქაშაკაშვილის 21

599-190-100
180,00 ₾
painting costs

როგორც აღვნიშნეთ ზესტაფონის მასშტაბით იქნება 10(ათი) ნახატი,რომელსაც შეასრულებს მხატვარი აკაკი მარღიშვილი.თითო ნახატის ღირებულება,ზომით 1 კვადრატული მეტრი, საღებავებისა და მხატვრის ანაზღაურებით ჩათვლით იქნება 150(ას ორმოცდაათი) ლარი.

აკაკი მარღიშვილი

გორის რაიონი,სოფელი ხელთუბანი

598845133
1 500,00 ₾
Hotel fees

მხატვარი 10 დღის განმავლობაში მოთავსებული იქნება ზესტაფონის სასტუმრო ''Guest House Zedafoni''-ში.სასტუმროს დღიური ღირებულება კვებით არის 40(ორმოცი) ლარი.

''Guest House Zedafoni''

ზესტაფონი,პუშკინის ქუჩა 23

555-371-800
400,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Qeti Saladze მჯერა და ვიცი,რომ ამ ერთმა,თითქოს მცირე მნიშვნელობის პროექტმა,ძალიან ბევრი ადამიანის აზროვნება ცოტათი მაინც შეცვალა უკეთესობისკენ.თითქოს ყველასთვის ნაცნობი და ნათელი ფრაზა ძალიან ბევრისთვის სრულიად გაუგებარი და უცხო აღმოჩნდა. მინდა ყველას მოგიწოდოთ,რომ არ დაიზაროთ და განსაკუთრებულად რაიონებში გამოვიჩინოთ აქტიურობა გენდერული თანასწორობის შესახებ პროექტების ჩატარებაზე.საკმარისია ამ თემასთან დაკავშირებით რამოდენიმე ადამიანს ესაუბროთ,რომ დარწმუნდებით თურმე ყველაფერი იმაზე უარესადაა ამ საკითხთან დაკავშირებით,ვიდრე შეგეძლოთ წარმოგედგინათ.
Reply
Qeti Saladze 2017 წლის 28-29 აპრილს პირველი ნახატი განვათავსეთ ზესტაფონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე,რომელიც ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და მოსახლეობის უმეტესობას შესაძლებლობა ექნება იხილოს აღნიშნული. ნამუშევარი ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული როდესაც გამვლელების დიდ ყურადღებას იქცევდა და ყოველი მათგანი კრიტიკისა თუ მადლობის სათქმელად მოდიოდა.ძალიან ბევრმა გააპროტესტა ჩვენი ნამუშევარი,რადგან თვლიდნენ,რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა არ შეიძება არსებობდეს.სწორედ ქალები იყვნენ უმეტესობა იმისა,ვინც ამბობდნენ,რომ მამაკაცის როლი მეტი უნდა იყოს ოჯახში,ვიდრე ქალის,რადგან მათ ის ლიდერული თვისებები არ გააჩნიათ,რაც მათ მეუღლეებს.ყოველი ასეთი საუბრის მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი თუ რა ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ თითოეულ ჩვენგანს გასაკეთებელი იმისათვის,რომ მომავალი თაობის აზროვნება შევცვალოთ და ქალებმა საკუთარი თავი მეორეხარისხოვან ადამიანებად არ იგრძნონ. მეორე ნახატსაც სულ ცოტა ხანში განვათავსებთ ზესტაფონში.
Reply
Qeti Saladze ამ ფოტოზე ვერ მივიღეთ თანხმობა.
Reply
Qeti Saladze გამგეობის მიერ ერთიანი,სრული დოკუმენტის განხილვის შემდგომ მათ გადაწყვიტეს,რომ შემდგომ დოკუმენტში ატვირთული სურათი ზესტაფონის საზოგადოებისთვის მისაღები ვერ იქნებოდა,რადგან შეიცავდა უხეშ დეტალებს,რაც საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევდა,დანარჩენ ორ ფოტოზე კი თანხმობა მივიღეთ,რომელთა განხორციელებსაც უახლოეს მომავალშ ვაკეთებთ.
Reply
Qeti Saladze ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ესკიზების მიტანის შემდგომ 10 სამუშაო დღეში დამიკავშირდნენ გამგეობიდან და მითხრეს,რომ თითოეული საცხოვრებელი კორპუსიდან საჭირო იყო მაცხოვრებლების თანხმობის მიღება.სამივე კორპუსის მოსახლეობა თავჯდომარესთან ერთად შეიკრიბნენ ცალ-ცალკე და ბჭობდნენ თუ რას მოუტანდა მათ ამ ნახატის გაკეთება და რატომ იყო საჭირო.საბედნიეროდ,ორი კორპუსის მოსახლეობამ გაიაზრა ის ბენეფიტი,რასაც ეს სურათები ზესტაფონის მოსახლეობას მოუტანდა,მაგრამ,სამწუხაროდ,ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა,რომლის ფოტოც მოცემულია მეორე სურათზე,გვითხრეს,რომ თუ ნახატს მათ კედელზე დავიტანდით ყოველ თვიურად მათთვის ანაზღაურება უნდა გადაგვეხადა,რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ეს შემოთავაზება მათ უგუნურობას დავუკავშირე.ყოველივე აქედან გამომდინარე,განცხადებაა და ესკიზებს,ორი მოსახლეობის თანხმობა დავამატე და შეიკრა საბოლოო,სრული დოკუმენტი,რაც გამეგობას უნდა განეხილა.
Reply
Qeti Saladze ესეც მესამე შესაძლო ადგილი.
Reply
Qeti Saladze ეს მეორე შესაძლო ადგილი ნახატის განსათავსებლად
Reply
Qeti Saladze სოციალური ქსელში გავაკეთეთ საერთო სასაუბრო და მისი მეშვეობით დავიწყეთ ერთმანეთში იდეების გაცვლა როგორი უნდა ყოფილიყო ნახატები.დაახლოებით ყველანი შევთანხმდით ერთ იდეაზე და მხატვრებმა დაიწყეს ესკიზებზე მუშაობა,რომლებიც მალევე გადმოგვიგზავნეს.ახლა კი მიმდინარეობს განხილვა რისი დამატება, გადაკეთება თუ ზუსტად იმავე ფოტოების დატოვება გვსურს.აღნიშნული ესკიზების მიხედვით ავარჩიე რამოდენიმე კედელი ზესტაფონში,რაზეც შესაძლებელი იქნებოდა ნახატების გადატანა,გავუგზავნე მათ ეს ფოტოები და ერთობლივად ავარჩიეთ თუ რომელი გვსურდა ზუსტად.შემდგომში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დავწერე გაცხადება ნებართვისთვის,სადაც რამოდენიმე დღეში კიდევ უნდა მივიდე ზუსტი ესკიზების საჩვენებლად.
Reply
Qeti Saladze მე ანუ პროექტის ავტორი,''ორბელიანი საქართველოს'' წარმომადგენლები და ორივე მხატვარი ვესწრებოდით სამუშაო შეხვედრას.გადავწყვიტეთ,რომ ჩემს მიერ არჩეული ფოტოები არ გადაგვეტანა კედლებზე და მხატვრების ინტერპრეტაციით შეგვეცვალა,ასევე ათი ფოტოს მაგივრად დაგვეტანა ორი,რადგან თითო ფოტოს ერთი დღე სჭირდება,ისინი კი ამ საქმეს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკეთებენ და ათი დღის განმავლობაში ზესტაფონში სიარულს და სამსახურიდან ამდენი ხნით განთავისუფლებას ბუნებრივია ვერ შეძლებენ.აღნიშნულ შეხვედრაზე შევთანხმდით,რომ ისინი ესკიზებზე მუშაობას დაიწყებდნენ,ასევე ზუსტად ამიხსნეს რა ზომის და ზედაპირის მქონე კედლები უნდა ამერჩია.
Reply
Qeti Saladze როდესაც ''ორბელიანი საქართველოდან'' დამიკავშირდნენ მითხრეს,რომ პროექტი მოწონდათ,თუმცა გარკვეულ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა,რადგან გაწერილი გვქონდა როგორც მხატვრის ანაზღაურების ,ისე მისი სასტუმროს ხარჯები,აღნიშნული ორგანიზაციის ფორმატის მიხედვით კი ყველაფერი მოხალისეობრივად უნდა გაკეთდეს.მათ შემოგვთავაზეს მოგვეძებნა ისეთი პიროვნება,რომელიც ანაზღაურებას არ მოითხოვდა.ასეთი პიროვნების ძებნის პროცესი არ აღმოჩნდა მარტივი და მათ შემოგვთავაზეს დახმარება,თვითონაც ჩართულიყვნენ ამ პროცესში.ძალიან მალე ''ორბელიანი საქართველომ'' ორ ასეთ პიროვნებას მიაკვლია,რომლებიც თავიანთ საქმეში საკმაოდ მაღალკვალიფიციურები არიან.რამოდენიმე დღეში იგეგმება ერთიანი შეხვედრა და დეტალების განხილვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
Reply