ფორუმ-თეატრი გენდერულ თანასწორობაზე

dalikachibaia@gmail.com
a
2255
Comments: 38
a

Goals

Problem statement:

გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებობებს,მონაწილეობას და ორივე სქესის
გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე.ის მიზნად ისახავს ქალებისა და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას.ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის,გენდერული თანასწორობისათვის საჭიროა მუდმივი ბრძოლა,დაცვა და მხარდაჭერა.საქართველოში სუსტადაა განვითარებული საზოგადოებრივი სამართლიანობა,მოქალაქეობრივი შეგნება და განსხვავებულის მიმართ პატივისცემა როგორც აზრის,ასევე სქესის,ეროვნული რელიგიის,თანასწორობის მიმართ.ასევე დაბალია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გენდერი,როგორც სოციალური წარმონაქმნი იქმნება საზოგადოების მიერ.ის წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ქცევის ნორმას,რომელიც განსაზღვრავს მათ როლსა და მდგომარეობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.საქართველოში გენდერული როლები ჩამოყალიბდა ქალისა და მამაკაცის სქესებს შორის განსხვავების სტერეოტიპული კულტურულ-ტრადიციული შეხედულების მიხედვით.გენდერული სტერეოტიპი ხშირ შემთხვევაში ქალს ავალდებულებს მხოლოდ ოჯახისა და ბავშვის მოვლას და არა საზოგადოებრივ საქმიანობას.ასეთი მიდგომები ხშირად გვხვდება განსაკუთრებით სოფლებში,სადაც მამაკაცების ნახევარზე მეტის მენტალიტეტი ისევ იმ აზრზეა,რომ ქალის საქმე ოჯახის მოვლა და ქმრის უსიტყვო მორჩილებაა.არათანაბარ მდგომარეობაში არიან გოგონები,რომელნიც ხშირად ხვდებიან ძალადობის მსხვერპლი,როცა ნაადრევად იძულებითი გათხოვებით ერთმევათ განათლების და სხვა უფლებები და ვერ რეალიზდებიან საზოგადოებაში.სოფლებში ჯერ კიდევ დაბალია მოსახლეობის ცნობიერება გენდერულ თანასწორობაზე,ძალადობაზე და მათი უფლებების დამცავ მექანიზმებზე.
მეოთხე წელია დაკავებული ვარ სენაკის მუნიციპალიტეტის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში,სადაც მოსახლეობასთან ვმუშაობ გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციის საკითხებზე და ვხედავ რა საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება მოსახლეობა,ქალებიც და მამაკაცებიც.ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო მათში არსებული მავნე სტერეოტიპების დასამსხვრევად.ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გადავწყვიტე სენაკის მუნიციპალიტეტში შევქმნა „ფორუმ თე

Proposed Solution:

„ფორუმ-თეატრის“შექმნის მიზანია მომზადდეს 5-8 წუთიანი რამდენიმე სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი მინი-სპექტაკლი,სადაც მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია გენდერის არსის,გენდერული თანასწორობისა და ძალადობის ფორმების შესახებ.სპექტაკლებს შორის ინტერვალში გაიმართება დისკუსია წარმოჩენილი პრობლემატიკის შესახებ.ფორუმ თეატრის მინიატურებით ნათქვამი ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის ყოველდღიური რეალობის შეცვლის სწავლებას,არსებული სტერეოტიპების და მავნე ტრადიციებზე უარის თქმას.ამ იდეის განხორცილება იქნება ბევრი ადამიანის სოციალური ცვლილების მასტიმულირებელი ინსტრუმენტი.
ფორუმ თეატრის დანიშნულება იქნება როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების და სიტუაციის გაანალიზების საუკეთესო იარაღი. სპქტაკლების სპექტრი იქნება მრავალფეროვანი.ყოველი სიუჟეტის დასრულების შემდეგ იქნება მაყურებელთან დისკუსია,მათი მოსაზრებების მოსმენა და ძალადობრივი ეპიზოდის არაძალადობრივი გზით გადაჭრის თაობაზე.თეატრის ეს კონცეფცია არის საშუალება,რომ ტრადიციული მიმართება მაყურებელსა და თეატრს შორის შეიცვალოს,ასევე გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა პრობლემის გადაჭრაში.სიუჟეტებში ასახული იქნება როგოც ქალების,ასევე მამაკაცებისა და მოზარდების მიმართ ძალადობის ფორმები.სპექტაკლები გათვლილი იქნება ყველა სქესისა და ასაკის ადამიანებზე.

Sustainability:

პროექტის მდგრადობა გამოიხატება პრობლემის სხარტად და კრეატიულად წარმოჩენის და საზოგადოების ფართო ფენებამდე მარტივი და გასაგები ფორმით მიტანაში,მისი განვრცობის არეალით,პროექტი მოიცავს სამეგრელოს რეგიონის 5 მუნიციპლაიტეტის საჯარო დაწესებულებესა და ახალგაზრდობის ცენტრებში მინი-სპექტაკლების ჩვენებას და დისკუსიას თემის ირგვლივ.პროექტის მფგრადობას ხელშ შეუწყობს ის გარემოებაც,რომ ჯგუფი,რომელიც იმუშავებს ამ იდეაზე,არის გენდერულ საკითხებზე მომუშავე პროფესიული ჯგუფი და ზუსტად იცის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მნისვნელობა და მეთოდები.პროექტის პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი იქნება სატელევიზიო მხარდაჭერა და ვიდეო მასალის საშუალებით პროექტის დასრულების შემდეგაც მისი გავრცელება.პროექტის ფარგლებში პირდაპირი ბენფიციარები იქნებიან სამეგრელოს რეგიონის აბაშის,სენაკის,მარტვილის,ხობისა და ზუგდიდის 500 ადამიანი,ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარი მოსახლეობის 60%.

Equal gender opportunity:

გენდერული თვალსაზრისით ფორუმ თეატრში დაკავებული იქნებიან როგორც გოგონები,ასევე ბიჭები.სპექტაკლები გათვლილია როგორც ქალთა მიმართ,ასევე მამაკაცთა მიმართ თანასწორობის დარღვევის შემთხვევებზე.სარგებელს ამ იდეის განხორცილების შედეგად ნახავენ ორივე სქესისა და ყველა სოციალური მდგომარეობის ადამიანები.მნიშვნელოვანია ისიც,რომ იდეის განმახორცილებლებშიც დაცული გვაქვს გენდერული ბალანსი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
stage, scenario ,decors

5 სიტუაციის 5-8 წუთიანი მინი-სპექტაკლის სცენარის დაწერა,რეჟისურა,დეკორაციების შექმნა და მუსიკალური-გაფორმება

ასოციაცია "'დეა"

ასოციაცია "დეა'არის ორგანიზაცია,რომელიც მუშაობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების,ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.არის ავტორიტეტული ორგანიზაცია,რომლის წევრების პროფესიული მომზადება და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები საშუალებას მოგვცემს განვახორცილოთ იდეა.

595285505
1 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

dalikachibaia@gmail.com სცენა სიტუაციიდან ”ნუ იძალადებ”
Reply
dalikachibaia@gmail.com ქ-ნმა ელენე განაიამ მადლობა გადაუხადა პატარებს საინტერესო წარმოდგენისთვის,აქტიურობისთვის და კმაყოფილება გამოთქვა რომ მესტიაში დაგეგმილი ღონისძიება რომელიც საღამოსთვის იმართებოდა მრავლფეროვანი გავხადეთ.საერთო ფოტოც გადავიღეთ
Reply
dalikachibaia@gmail.com ორი სიუტუაცია მოხალისეების დახმარებით ორჯერ წარვადგინეთ.რეჟისორი ვეფხვია გორგოძე,ფონდ”სოხუმის”ცენტრის მობილიზატორის დინა გიორგაძე და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი გვანცა მალანია ძალიან დამეხმარა ერთდოულად ორი სიტუაციის და დისკუსიის გამართვაში
Reply
dalikachibaia@gmail.com მაყურებელი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგიც გამოვიდა.დისკუსია ცალკე საუბრებში გაგრძელდა
Reply
dalikachibaia@gmail.com ნუ იძალადებ ქალზე,მასზე ხელს ნუ აღმართავ-ამაზე ყველა თანხმდება.განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა მაყურებლისთვის დედის ცემის დროს ბავ]სვების რეაქციის შცენა სიტუაციიდან ”ჩაგვრა თუ დისკრიმინაცია”
Reply
dalikachibaia@gmail.com სცენები ფორუმთეტრიდან.სიტუაცია”ჩაგვრა თუ დისკრიმინაცია”.მაყურებელი შეაშფოთა დედის ცემის ფაქტით შეშინებული ბავშვების სცენამ.ქალზე ხელს ნუ აღმართავ,ამაზე ყველა თანხმდება.
Reply
dalikachibaia@gmail.com ”არა ძალადობას! ძალადობა ისჯება კანონით!”-ეს მესიჯი გაუგზავნეს ფორუმთეატრის მონაწილეებმა მესტიის ცენტრალურ პარკში მყოფ მაყურებლებს.ფორუმთეტრი შედგა.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმთეატრის მორიგი ჩვენება მესტიაში გავმართეთ.მართალი გითხრათ მთაზე თავისუფლად გაზრდილი და სხანიატი მენტალიტეტის მქონე ხალხთან გენდერულ თემებზე საუბარი ცოტა ”გვეშინოდა”კიდეც,მაგრამ სულ ტყუილად.მესტიაში ჩასულებს შეხედრა ახალგუზრდულ ცენტრ ”ბეთქილში”უნდა გაგვემართა.აღმოჩნდა ,რომ მესტია ემაზედებოდა სახალხო დღესასწაულის ”სვანეთობისთვის”და მესტიის კულტურის,სპორტისა და ახლგაზრდობის სამსახურის უფროსმა ქ-მა ელენე განაიამ დაგვითმო მესტიის ცენტრში ერთი ლოკაცია ,რაც გამოწვეული იყო ხალხის სიმრავლით.მართლაც ღია სივრცემ განსხვავებული ელფერი შესძინა აქტივობას.ორი სცენის თამაში ბავშვებს ორორჯერ მოუხდათ.მაყურებლების და ადგილობრივი მედიის თხოვნით.ფოტოზე ქ-ნი ელენე განაია გვიჩვენებს ლოკაციის ადგილს.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმთეატრი აგრძელებს ჩვენებებს და დისკუსიებს გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციაზე.ამჯერად 29 ივლისს ჩვენი მოხალისეთა ჯგუფი მესტიას ეწვევა.მოლოდინი საინტერესო დისკუსიაზე დიდ გვაქვს.მით უფო ,რომ მხარდაჭერას გვიცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტეის კულტურის,სპორტის,განათლებისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახური,გაზეთი,”ლილე” და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციოს საბჭოს წევრები,საკრებულოს წევრი ქალბატონები.უფრო დეტალურად ინფორმაციას მოგაწვდით სენაკში დაბრუნებისთანავე.
Reply
dalikachibaia@gmail.com დამსწრეთა სორის ახლგაზრდების გარდა შუა ხნის ადამიანებიც დაგვესწრნენ.დისკუსიაც ორ თაობას შორის გაიმართა.ახლგაზრდების შეხედულებეი მართლაც დაამსხვრევენ სტერეოტიპებს.განსაკუთრებით ვაჟები აქტიურობდენ
Reply
dalikachibaia@gmail.com აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ნაადრევი ქორწინების შედეგად გამოწვეული ოჯახურ კონფლიქტის გაანალიზებას.გაიმართა ჯანსაღი მსჯელობა
Reply
dalikachibaia@gmail.com სიტუაცია 1.ნაადრევი ქორწინება,ჩვენება,დისკუსია
Reply
dalikachibaia@gmail.com დისკუსიის დამტავრების შემდეგ მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები ”გენდერი,ძალადობა,თანასწორობა”,რომელიც დაიბეჭდა სენაკის გენდერული საკონსსულტაციო საბჭოს პროექტის ”ოჯახში ძალადობის პრევენცია სენაკის მუნიციპალიტეტში”.ბროშურაში დეტალურადაა აღწერილი გენდერის არსი და ძალადობის პრევენციები
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმთეატრი განაგრძობს ჩვენებებს და დისკუსიებს ოჯახში ძალადობის თემებზე.ამჯერად სოფ ძველი სენაკის კულტურის ცენრტრში გვქონდა შეხვედრა
Reply
dalikachibaia@gmail.com ძვირფასო მეგობრებო.მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვები და საატესტატო გამოცდების გამო ინფორმაციების დადება დროებით შეცწერებული გვქონდა.ამჟამად ვართ რეპეტიციების რეჟიმში და პარასკევს 30 ივნისს განცაახლებთ ფორუმთეატრის ჩვენებებს
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმთეატრი აგრძელებს ძალადობის პრევენციაზე სიუჟეტების ჩვენებას და დისკუსიებს.მიუხედავად მოსწავლეთა დატვირთული გრაფიკისა მაინც ვახერხებთ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები და ვაჩვენოთ მომზადებული სიუჟეტები
Reply
dalikachibaia@gmail.com საინტერესო დისკუსია მოჰყვა ფორუმთეატრის ჩვენებას სენაკის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასელებთან.ოჯახური ძალადობის თავიდან აცილების გზების თავიანთი შეხედულებები ჩამოაყალიბეს მოზარდებმა.განასაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ დისკუსიაში ვაჟები უფრო აქტიურობდნენ.
Reply
dalikachibaia@gmail.com "არა ძალადობას"-ეს არის ფორუმთეატრის მთავარი სლოგანი
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსაწვლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ფორუმთეატრი გენდერულ თანასწორობადუგჯპრევენციაზე.ოჯახური ძალადობა,ნაადრევი ქორწინებისა და ნარკომანიის შედეგად გამოწვეული ოჯახური კონფლიქტები და ძალადობა იყო 8-8 წუთიან სიუჟეტებში ასახული,პირველი ჩვენება გაიმართასაჯარო მოხელეებისა და გენდერულისაკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის.ფორუმთეატრზე გარდა სიუჯეტებისა ,წარმოდგენილი იყო ვიდეო კლიპები ძალადობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ.ჩვენებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე,საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამდებობის პირები.ჩვენებებს თან ერთვოდა დისკუსიები
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსაწვლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ფორუმთეატრი გენდერულ თანასწორობადუგჯპრევენციაზე.ოჯახური ძალადობა,ნაადრევი ქორწინებისა და ნარკომანიის შედეგად გამოწვეული ოჯახური კონფლიქტები და ძალადობა იყო 8-8 წუთიან სიუჟეტებში ასახული,პირველი ჩვენება გაიმართასაჯარო მოხელეებისა და გენდერულისაკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის.ფორუმთეატრზე გარდა სიუჯეტებისა ,წარმოდგენილი იყო ვიდეო კლიპები ძალადობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ.ჩვენებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე,საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამდებობის პირები.ჩვენებებს თან ერთვოდა დისკუსიები
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მოსაწვლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა ფორუმთეატრი გენდერულ თანასწორობადუგჯპრევენციაზე.ოჯახური ძალადობა,ნაადრევი ქორწინებისა და ნარკომანიის შედეგად გამოწვეული ოჯახური კონფლიქტები და ძალადობა იყო 8-8 წუთიან სიუჟეტებში ასახული,პირველი ჩვენება გაიმართასაჯარო მოხელეებისა და გენდერულისაკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის.ფორუმთეატრზე გარდა სიუჯეტებისა ,წარმოდგენილი იყო ვიდეო კლიპები ძალადობისა და ნარკომანიის წინააღმდეგ.ჩვენებას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე,საკრებულოს წევრები და გამგეობის თანამდებობის პირები.ჩვენებებს თან ერთვოდა დისკუსიები
Reply
dalikachibaia@gmail.com რეპეტიცია და რეგიონში გასვლების მოლოდინში
Reply
dalikachibaia@gmail.com მოხალისეთა გუნდი და მსახიობები შევიკრიბეთ რეპეტიციაზე.მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ჩავუტარეთ მოკლე ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე,ძალადობის ფორმებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.მათთან შეთანხმებით შევადგინეთ ფორუმთატრის ჩვენებების კალენდარი. 31 მარტი- 3 სთ - სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 7 აპრილი- 12 სთ-სოფ.ძველი სენაკის კულტურის სახლი 7 აპრილი-15 სთ-სობ ნოსირის კულტურის სახლი 12 აპრილი-აბაშის N1 საჯარო სკოლა. ამის შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო დაიმის გამოც,რომ სტუდია "ფიროსმანის" მიწვეულია ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე თბილისში,მაისამდე ფორუმთეატრის ჩვენებები არ გაიმართება.შემდეგ კი განვაახლებთ გეგმის მიხედვით.
Reply
dalikachibaia@gmail.com https://www.youtube.com/watch?v=iSEnLqxpCzg ფორუმთეატრი გენდერულ თანასწორობაზე ვიდეორგოლი წარმოადგენს ანონსს ფორუმთეატრიის სიუჟეტებში წარმოჩენილ თემებზე youtube.com
Reply
dalikachibaia@gmail.com არა ძალადობას! არა ნარკომანიას! ნუ გარიყავ! უმკურნალე!-ამ მოწოდებით დავასრულეთ კლიპის გადაღება.ხვალ დამონტაჟდება და მალე გავუშვებთ ეთერში.მომდევნო კვირას პრემიერა გვაქვს.
Reply
dalikachibaia@gmail.com გაძლიერებულ რეჟიმში მიმდინარეობს გენერალურიბ რეპეტიციები.ხვალიდან კლიპის გადარებას ვიწყებთ ქალთა დღეს გილოცავთ ქალბატონებო.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმ თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი გილოცავთ დედის დღეს.ნიშანდობლივია ,რომ პირველი სიუჟეტი ჩვენს თეატრში არის დედების მონოლოგი იმ სტრეოტიპებზე და მიდგომებზე,რომელსაც არასასურველ შედეგამდე მივყავართ.(ნაადრევი ქორწინება,ოჯახური კონფლიქტები და სხვა)
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს შედგა შეხვედრა ოპერატორთან ,რომელიც დაამზადებს ვიდეოკლიპს,ჩაწერს მინისპექტაკლებს და მოამზადებს საეთერო ვარიანატებს.ვიდეორგოლი და სპექტაკლი ჩიწერება დისკებზე და დარიგდება ყველა მუნიციპალიტეტში,სადაც გვექნება გასვლები.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმთეატრის მოხალისეები შევიკრიბეთ და განვიხილეთ საზოგადოების წინაშე გასაგზავნი გზავნილების ვარიანტები.გადაწყდა ,ვიდრე ფორუმთეატრი წარუდგება მაყურებელს,დავმზადოთ ვიდეოკლიპი რომელიც დააანონსებს ჩვენს პროექტს.სცენარის ვარიანტი განხილულია და დავიწყებთ ჩაწერას.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმ-თეატრის მინიატურები თითქმის მზადაა.მიმდინარეობს რეპეტიციები.საზოგადოებას მონაწილეები უგზავნიან მესიჯს:არა ძალადობას,არა ნარკომანიას.10 მარტისთვის წარვსდგებით საზოგადოების წინაშე
Reply
dalikachibaia@gmail.com სცენარის გაცნობა
Reply
dalikachibaia@gmail.com მიმდინარეობს მსჯელობა დეკორაციებზე რეჟისორთან და მსახიობებთან.სცენარი მზადაა,დეკორაციებიც მოფიქრებულია.სულ მალე,თებერვლის შუა რიცხვებში პირველი ჩვენება გაიმართება.
Reply
dalikachibaia@gmail.com ძალადობის ფორმების გაცნობა და მისი პრევენციის გზები- იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა ფორუმთეატრის მსახიობებთან.იდეის მოხალისეებმა დეტალურად გავაცანით პრობლემის არსი,რომელიც მოზარდება უნდა წარმოაჩინონ მაყურებლის წინაშე და ერთად იმსჯელონ ძალადობის და სხვა მავნე ჩვევების შედეგად წამოჭრილი პრობლემების მოგვარების გზებზე.
Reply
dalikachibaia@gmail.com ფორუმ თეატრის დასი შეირჩა და დაწყებულია სიუჟეტებზე მუშაობა.თებერვლიდან უკვე წარვსდგებით საზოგადოების წინაშე.სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ცოტა შევისვენეთ.ხვალიდან განახლდება რეპეტიციები.ახალი შემოქმედებითი წელი დაგვეწყო.წარმატებებს და სიხარულს გისურვებთ ყველას
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს 14 დეკემბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებს მივაწოდე ფორუმ-თეატრის შესახებ ინფორმაცია.საკრებულოს და გენდერული საბჭოს წევრები დადებიტად შეხვდნენ ამ იდეის დაფინანსებას და გვისურვეს წარმატებები,ასევე თანადგომაც.
Reply
dalikachibaia@gmail.com ძალიან საინტერესო გუნდი ვართ შეკრებილი.მე,იდეის ავტორი,რეჟისორი და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდობისა და გენდერის განყოფილების უფროსი ირაკლი კაჭარავა ვმსჯელობთ სიუჟეტის შინაარსზე.თემები ასეთია:არა ნარკომანიას,ბულიგი,ოჯახური ძალადობის ფორმები.შემდეგ ეტაპზე მონაწილეებს შევარჩევთ.
Reply
dalikachibaia@gmail.com დღეს შევხვდი რეჟისორს,მოხალისეს ვეფხვია გორგოძეს და გავაცანი პროექტის მიზანი
Reply
dalikachibaia@gmail.com საინტერესო შეხვედრა შედგა "ორბელიანი საქართველოს"ოფისში.გავაფორმეთ ხელშეკრულება,მიმოვიხილეთ განსახორციელებელი იდეები და მოტივირებული დავბრუნდი ჩემს გუნდთან,რომელთანაც ერთად უნდა შევქმნა ფორუმ-თეატრი და ძალიან საინტერესო,აქტუალური თემებით სხარტად და გონივრულად მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია გენდერულ ძალადობაზე და მავნე ტრადიციებზე.გული მიგრძნობს ძალიან საინტერესო წელი გველოდება.....
Reply