ნაბიჯი თანასწორობისკენ

elvinitagiyev20@gmail.com
a
1906
Comments: 22
a

Goals

Problem statement:

მრავალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ უმცირესობების (ეთნიკური, რელიგიური, სოციალური და ა.შ.) წარმომადგენელი ქალები და გოგონები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას და მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, რეგულარულ ანაზღაურებად სამსახურზე, ჯანმრთელობის დაცვისა და იურიდიულ მომსახურებაზე, არა აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია სახელმწიფო ენის არცოდნისა და ადათ-წესების გამო. გოგონათა და ქალთა მდგომარეობას ძირითადად მათი სქესი განსაზღვრავს. გამონაკლისი არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობაა. აქ გოგონების უმრავლესობა სკოლაში მხოლოდ 9 კლასის ჩათვლით დადის. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახი, რომელიც ვერ ხედავს უფრო მაღალი დონის განათლების გამოყენების პერსპექტივას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბლის თემში ოთხი სოფელი და ხუთი სკოლაა, მათ შორის მხოლოდ ორი სკოლაა 12 წლიანი, დანარჩენი სამი სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა განათლების მიღების შესაძლებლობის მიღმა რჩება, რადგან გვერდით მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების, განსაკუთრებით, გოგონათა მიმოსვლა 12 წლიან სკოლებში თითქმის შეუძლებელია. ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს: ტერიტორიული სიშორე, მშობლების მხრიდან გოგონათა შეზღუდვა და ნაადრევი ქორწინებების ტრადიცია. გოგონებს ხშირად უთქვამთ, რომ მათი სოფლის ქუჩებში გოგო თუ მარტო მიდის, მას როგორც „არაპატიოსანს" ისე უყურებენ.
წლების წინ არსებული მდგომარეობა გაცილებით სავალალო იყო, უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანულ სკოლებში ქართველ მასწავლებელთა დასაქმებამ, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტიგმატიზაციისა და სტერეოტიპული დამოკიდებულების შემცირებაში, თუმცა პრობლემა კვლავ აუღებელ ციხე-სიმაგრედ რჩება. ყოველი ერთი აგურის დამატებით, ჩვენ შევძლებთ ჯანსაღი საზოგადოების აშენებას!
ინტეგრაციის პრობლემაც ერთ-ერთია ბუმბერაზ პრობლემებს შორის. სწორედ მისგან არის გამოწვეული ეთნიკური უთასწორობის შეგრძნება, სახელმწიფო ენის არცოდნა, განსხვავებულის მიუღებლობა და სტიგმატიზაცია.

Proposed Solution:

ორბელიანის საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად, შევძლებთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ერთი აგურის დადებას თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობაში!
ჩვენი გეგმა არის შემდეგი:
1. გვსურს, გავაკეთოთ მოლაშქრეთა კლუბი და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ მუნიციპალიტეტში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მოვაწყოთ ტურები/პიკნიკები/ბანაკები. ეს ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პრობლემის მოგვარებას და ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ბუნებრივად გამოიწვევს სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას.
ყველა ახალ ჯგუფთან, რომელიც შეიქმნება ხოლმე ტურებში წასვლის წინ, გვექნება საინფორმაციო შეხვედრები და ექსკურსანტებს წინასწარ გავაცნობთ იმ ადგილებს, რის მონახულებასაც ვაპირებთ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის შესწავლას, ასევე შევასწავლით სალაშქრო ინვენტარის გამოყენებას. გვაქვს იმედი, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მონახულება, ღისშესანიშნავი ადგილების დათვალიერება და ხალხთაშორის ურთიერთობების დამყარება აამაღლებს ეროვნულ თვითშეგნებას ჩვენს რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში.
გვეყოლება მოხალისე გიდი, ისტორიკოსი და გამოცდილი მოლაშქრე ვალერი ოღიაშვილი, თანადგომის შესახებ დასტური მისგან უკვე გვაქვს.
დაფინანსების შემთხვევაში თქვენი ორგანიზაციის ბიუჯეტით შევიძენთ სალაშქრო ინვენტარს და დავაფინანსებთ ტურს დავით-გარეჯში, ხოლო პანკისში ექსკურსიისთვის საჭირო ტრანსპორტსა და საწვავს გამოგვიყოფს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ბაჩო ხაჩიძე.
2. შევქმნით კინო-კლუბს და პროექტის ფარგლებში გაშვებული ფილმები იქნება ქალთა თემატიკაზე. მაგ: სორაიას ჩაქოლვა, უდაბნოს ყვავილი, ასმა, ახლა საით წავიდეთ..
3. პროექტის ფარგლებში მოვაწყობთ ერთ სადისკუსიო შეხვედრას კაბლის თემში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებთან და გოგონებთან და განვიხილავთ სამართლებრივ მიდგომებს შემდეგ საკითხებთან: ნაადრევი ქორწინება, ოჯახური ძალადობა. შეხვედრას გაუძღვება ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის კომიტეტის ხელმძღვანელი ევა ლომთაძე და სახალხო აპარატის წარმომადგენელი ლაგოდეხში, იურისტი ეკა გოგაშვილი.

Sustainability:

ექსკურსიები, ლაშქრობები, პიკნიკები და მსგავსი სათავგადასავლო სიტუაციები იწვევს სტიგმების, სტერეოტიპებისა და გაუცხოვების გაქრობას ადამიანებს შორის! ეს ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია! და ვფიქრობთ, რომ მოლაშქრეთა კლუბის შექმნით ინტეგრაციის პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ.
ქალთა საკითხებზე გაშვებული ფილმები ახალგაზრდებში, განსაკუთრებით გოგონებში გააჩენს ჯანსაღ პროტესტს იმ წესებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების მხრიდან იჩენს ხოლმე თავს მათი მისამართით. ფილმის ჩვენებებს თან მოვაყოლებთ მცირე დისკუსიას, რათა ყოველ ჯერზე გამოიკვეთოს, თუ როგორ აღიქვა აუდიტორიამ ფილმში გადმოცემული სიუჟეტი.
შეხვედრას გენდერის საკითხებთან დაკავშირებით დაესწრებიან თემში მცხოვრები ბიჭები და ახალაგზრდა მამაკაცები. ეს შესაძლებელს გახდის, ვიმუშავოთ უშუალოდ პრობლემის პოტენციურ წყაროსთან.
პროექტის ფარგლებში შეძენილ ინვენტარს და ტექნიკას გამოვიყენებთ პროექტის დასრულების შემდეგაც, ფილმის ჩვენებები თვეში ორჯერ გაიმართება ხოლმე კაბლის თემში, ლაშქრობების მოწყობას კი თვეში ერთხელ მოვახდენთ ხოლმე.

Equal gender opportunity:

მოლაშქრეთა კლუბის წესდების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა იქნება გოგონათა უმრავლესობა ტურში წამომსვლელთა შორის!
ქალთა თემატიკაზე გაშვებული ფილმების დროს აუდიტორის მონაწილეები, გოგონებთან ერთად, ასევე იქნებიან ვაჟებიც.
შეხვედრას გენდერის საკითხებთან დაკავშირებით დაესწრებიან თემში მცხოვრები ბიჭები და ახალაგზრდა მამაკაცები. ეს შესაძლებელს გახდის, ვიმუშავოთ უშუალოდ პრობლემის პოტენციურ წყაროსთან.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
10 Paraloni

land sleep

Nika Chomakhashvili

Tbilisi Saakadze square

551 54 22 49
250,00 ₾
პროექტორი

for films screening

Alika Gelashvili

Lagodekhi Kostava street

593 63 22 70
900,00 ₾
10 Sleeping bag

for sleeping

Nika Chomakhashvili

Tbilisi Saakadze square #10 magazin

551 54 22 49
700,00 ₾
5 tent

for camp

Nika Chomakhashvili

Tbilisi, Saakadze square #10 magazin

551 54 22 49
750,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ninomodebadze1989@gmail.com პროექტის გუნდის წევრები - შესანიშნავი გოგონები კაბლის თემიდან!! <3
Reply
elvinitagiyev20@gmail.com პროექტის მთავარი მიზნად დავისახეთ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგონების გაძლიერება, ინტეგრაციის და ტოლერანტობის პროცესში ჩვენი წვლილის შეტანა. ვფიქრობთ, კაბლის საზოგადოებრივ ცენტრში გამართული დღევანდელი შეხვედრა ნათელი დადასტურებაა ჩვენი მიზნების განხორციელების შესახებ. კაბლის თემში მაცხოვრებელი გოგონები გეგმავენ საახალწლო ღონისძიების ჩატარებას კაბლის #1 საჯარო სკოლაში. ვიმუშავეთ ღონისძიების პროგრამაზე და დავგეგმეთ მომავალი შეხვედრის თარიღი. სასიხარულოა გოგონების ასეთი ჩართულობა ჩვენს პროექტში და მათი მონდომება, რომ იყვნენ საზოგადოებრივად აქტიურები.
Reply
elvinitagiyev20@gmail.com პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტურების მოწყობა კაბლის თემში მაცხოვრებელი ახალგაზრდების ჩართულობით. მცხეთა-თბილისის ექსკურსიის მერე, დაიგეგმა ტური გუდაურის მიმართულებით. 21 ახალგაზრდა ჩაერთო აღნიშნულ აქტივობაში, კაბლის თემიდან, სოფელ ჰერეთისკარიდან, თელადან და ბაისუბნიდან. სათხილამურო სეზონის გახსნამ მშვენივრად ჩაიარა. ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ურთიერთობა გვეხმარება ინტეგრაციისა და ტოლერანტობის წინაშე მდგარი გამოწვევების გადალახვაში!
Reply
elvinitagiyev20@gmail.com პროექტი დასასრულს უახლოვდება. 8 დეკემბერს ვუმასპინძლეთ ორბელიანის წარმომადგენელს ქ-ნ ნინო გიორგაძეს. კაბლის საზოგადოებრივი ცენტრში პროექტის აქტიურ და მუდმივ მონაწილეებს შევხვდით. შეხვედრის მიზანი იყო ამ დროის მანძილზე განხორციელებული სამუშაო პროცესების ანალიზი, თუ როგორ იყვნენ ჩართულნი, რა უნარ ჩვევები მიიღეს, შეძლეს თუ არა ერთ გუნდად ჩამოყალიბება. გუნდური მუშაობის პროცესი მათთვის რამდენად საინტერესო იყო და იყო თუ არა რთული აქტივობების ორგანიზება.. მოვისმინეთ მათი საინტერესო აზრები, შთაბეჭდილებები და გამოცდილება. გოგოებმა აქვე გადაწყვიტეს, რომ დაგეგმონ საახალწლო ღონისძიება!! ჩვენმა აქტიურმა ორგანიზატორმა გოგონებმა ამ ღონისძიების ჩასატარებლად უკვე დაიწყეს მუშაობა. ასევე დაგეგმილია ტრენინგი თემაზე - ბავშვთა და გოგონათა უფლებები.
Reply
elvinitagiyev20@gmail.com მორიგი ფილმის ჩვენება კაბლის #1 საჯარო სკოლაში.. ახალგაზრდების მიერ შერჩეული ფილმი - "მეშვიდე სამყარო"
Reply
elvinitagiyev20@gmail.com მორიგი ფილმის ჩვენება კაბლის #1 საჯარო სკოლაში.. ახალგაზრდების მიერ შერჩეული ფილმი - "მეშვიდე სამყარო"
Reply
elvinitagiyev20@gmail.com მორიგი ფილმის ჩვენება კაბლის #1 საჯარო სკოლაში.. ახალგაზრდების მიერ შერჩეული ფილმი - "მეშვიდე სამყარო"
Reply
elvinitagiyev20@gmail.com ანიმაციური ფილმის ჩვენება - "ბალერინა" ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ფილმში გადმოცემულმა გოგონას ისტორიამ მათ მოტივაცია აუმაღლა.. <3
Reply
elvinitagiyev20@gmail.com მორიგი კინო-ჩვენება კაბლის თემში, #1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალგაზრდების გადაწყვეტილებით ვუყურეთ ანიმაციურ ფილმს - "დრაკონების მომთვინიერებელი". დარბაზში, სადაც ჩვენებებს ვმართავთ, ფანჯრებს მუქი ფერის ფარდები არ აქვს და არც გათბობაა. ამგვარი პირობები არაკომფორტულს ხდის ფილმის ყურების პროცესს. ვფიქრობთ, ჩვენებების ადგილი შევცვალოთ და სოფლის საზოგადოებრივ ცენტრში გავაგრძელოთ აღნიშნული აქტივობა. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ვაპირებთ მერის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას..
Reply
elvinitagiyev20@gmail.com ჩვენი პირველი კინო-ჩვენება სოფელ ყარაჯალაში.. ძალიან ხალხმრავალი ჩვენება გვქონდა სექტემბრის თვეში, როცა დავიწყეთ აქტივობების გაკეთება.. <3 ვუჩვენეთ ყველასთვის საყვარელი ფილმი - "ჰაჩიკო", რომელიც მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას საოცარი ძაღლისა და პატრონის სიყვარულზე.. ფილმის ჩვენებამ საკმაოდ ემოციურად ჩაიარა.
Reply
elvinitagiyev20@gmail.com აზერბაიჯანელი გოგონები, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს მცხეთა-თბილისის ტურს <3 საიმედო ახალგაზრდები სოფელ განჯალიდან.. <3
Reply
elvinitagiyev20@gmail.com პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ტური მცხეთა-თბილისის მიმართულებით. ტურის დაგეგმვის პროცესი წარმართეს კაბლის თემის ახალგაზრდა გოგონებმა: შეადგინეს მარშრუტი, შეხვდნენ სოფელ განჯალის და კაბლის სკოლის დირექტორებს, ჩვენი დახმარებით დაუკავშირდნენ მძღოლს, გაწერეს ბიუჯეტი, მოახდინეს სკოლის ბავშვების ინფორმირება დაგეგმილი ტურის შესახებ. მშვენიერი დღე გამოგვივიდა. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ გიორგეთსა და ბაისუბანში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები. ინტეგრაციისა ტოლერანტობის პრობლემებს მსგავსი აქტივობებით თუ მოვაგვარებთ..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ჩვენ ერთი გუნდი ვართ!!!!! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 28 სექტემბერს კაბლის #1 საჯარო სკოლაში. შევარჩიეთ ფილმი, ფილმის გაშვების დღე და საათი. გოგონების გადაწყვეტილებით შაბათს, შუადღის 14:00 საათზე გავუშვებთ შესანიშნავ სამოტივაციო ანიმაციას - "ბალერინა" <3 გულს გვიხარებს გოგონების აქტიურობა დაგეგმვის პროცესში..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com პროექტის მიზანია აზერბაიჯანელი გოგონების აქტიურ სამოქალაქო-კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობა, სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება. სწორედ ამ მიზნით კაბლის თემის ორ სკოლაში მოვახდინეთ სამუშაო გუნდის ფორმირება. <3 ამიერიდან აღნიშნული სკოლების ბაზაზე გამართულ კინო-ჩვენებებს დაგეგმავს და განახორციელებს ათამდე გოგონა და რამდენიმე აქტიური ბიჭი <3 ვუმასპინძლეთ #OrbelianiGeorgia -ს წარმომადგენელს, ქ-ნ ნინო გიორგაძეს :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ვხვდებით სკოლის დირექტორებს და მასწავლბლებსაც. რადგან სკოლის ბაზაზე ვაპირებთ კინო-ჩვენებების ორგანიზებას შემოდგომის, ზამთრისა და გაზაფხულის სეზონის განმავლობაში, დირექციასთან და პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციაა საჭირო. უკვე სამი სკოლის მასშტაბით ფლობენ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაციას. გვაქვს 100%-იანი მხარდაჭერა დირექციისგან!!! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com სწავლა დაიწყო და ჩვენც გადავწყვიტეთ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება კაბლის თემის ყველა სკოლაში. ელვინი პროექტის შინაარსს აცნობს დაინტერესებულ ახალგაზრდებს :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com #ჰაჩიკო შეიყვარეს აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა <3 :) დიდი გამოუხმაურება აქვს ჩვენს ჩვენებებს.. ეს სტიმულს გვაძლევს, სულ უფრო მეტი სოფელი და სკოლა მოვიცვათ.. :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ასე ვემზადებოდით ფილმის ჩვენებისთვის.. დინამიკები ერთმა კეთილმა ბიჭმა გვათხოვა. მოხალისეობა გადამდებია!!!! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com კიდევ ერთი ფილმის ჩვენება კაბლის თემის, სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლაში უპრეცედენტოდ ბევრი ბავშვი დაესწრო #ჰაჩიკოს ღია ჩვენებას <3
Reply
Nino Giorgadze test
Reply
elvinitagiyev20@gmail.com ,,ნაბიჯი თანასწორობისკენ" ფარკლებში კაბლის თემში 3 აგვისტოს ყარაჯლის სკოლის ეზოში ანუ ღია სივრცეზე გავაკეთეთ ფილმის ჩვენება! ფილმის სახელი იყო ,,კომპიუტერის ყაჩაღი" ფილმის მთავარი პერსონაჟი არის ერთი სტუდენტი ბიჭი რომელიც ერთი ყარიბი ოჯახის შვილია და ფულის შოვნისთვის ყველაფერს ცდილობს რომ უნივერსიტეტში სწავლა გააკრძელებინა. ფილმის ჩვენება წარმადებულად ჩაიარა იმიტომ რომ მოსალოდნელიდან ბევრი მაყურებელი მოვიდა დაახლოებით 40 ზე მეტი. მოყვარული მაყურებლის შორის ყველა ასაკის ადამიანი იყო ბავშვიც, ახალგაზრდაც, ასევე ასაკოვანი თაობა გოგოები და ქალებიც ესწრებოდნენ.
Reply