გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ

ninomodebadze1989@gmail.com
a
1711
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

როგორც ყველა მუნიციპალიტეტისთვის, ლაგოდეხისთვისაც დამახასიათებელია სერვისების ერთ გარემოში თავმოყრა. სოფელი იშვიათად თუ სარგებლობს ამ სიკეთეებით: თეატრი, კინო-თეატრი, გამართული სპორტული მოედნები და დარბაზები, სხვადასხვა სახელოვნობო/პროფესიული კურსები, სკვერები, მუზეუმები. რაიონულ ცენტრებთან მოშორების გამო სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობა მაღალი არ არის. წლების გასვლასთან ერთად სიტუაცია სულ უფრო ინერტული და დამთრგუნველი ხდება.
ამგვარი გარემო განსაკუთრებულად უწყობს ხელს სტერეოტიპულად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბებას. სოფლებში მრავალფეროვანი გარემოს დეფიციტია.
გოგონებისთვის განსაკუთრებულად რთულია 15-18 წლის პერიოდი, როცა ყალიბდება ინდივიდუალიზმი და საკუთარი შინაგანი სამყარო ითხოვს გაცხადებასა და თვითდამკვიდრებას. სამწუხაროა, რომ რუტინულ ყოფას მიჩვეული თვალი, ყური და გონება მხარს არ უჭერს ადამიანების თავისუფლების სხვადასხვაგვარ გამოვლინებას. ფრაზები: „გოგოს ეს არ შეჰშვენის!“, „ეს რა გოგოს საქმეა!“ და ა.შ. სოფელში იავნანასავით ისმინება! სოფელი ვერ იტანს კონტექსტიდან ამოვარდნილ ადამიანებს, მოვლენებსა და დამოკიდებულებებს..
მაგრამ იბადებიან ჭეშმარიტად თავისუფლების შვილები, რომლებიც ვერ ერგებიან საზოგადოების მიერ შექმნილ ყალიბებს და ძალიან, ძალიან უჭირთ, როცა საკუთარი თავის გაცხადებას ვერ ან ნაკლებად ახერხებენ! 27 წლის წინ სწორედ ასეთი თავისუფლების შვილი მეც დავიბადე და მხოლოდ ოთხი წელია, შევძელი ჩემი პიროვნების მეტ-ნაკლებად გარეთ გამოტანა! ესეც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსურად ვუზრუნველვყავი საკუთარი თავი.. თუმცა, დედაჩემი დღემდე ურტყამს მაგიდაზე ხელს და მსაყვედურობს, თუ რატომ დავდივარ ავტოსტოპით, რატომ ვმოგზაურობ მოლაშქრეთა კლუბებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და რატომ არ ჰგავს ჩემი საქმეები კაბინეტიდან შექმნილ ამბებს!! ომი ხშირ შემთხვევაში საკუთარ სახლებში და უახლოეს ადამიანებთან გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება შევწყვიტთ ბრძოლა სტერეოტიპების წინააღმდეგ!!!

Proposed Solution:

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევქმნით ახალ საინიციატივო ჯგუფს - „ჰიპები!“, რომელსაც დავაკომპლექტებთ სხვადასხვა სოფელში მცხოვრები აქტიური გოგონებით.
პროექტის მიზანი იქნება გოგონათა ახალი ჯგუფების გააქტიურება და გააძლიერება ინოვაციური აქტივობების განხორციელების გზით. სახელწოდება - „გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ!“ - აბსოლუტურად გამართლებული იქნება პროექტის საქმიანობებით! 
პროექტის ფარგლებში დავისახეთ რამდენიმე ამოცანა:
1. „მოლაშქრეთა კლუბის“ გაკეთება, რომლის ხელმძღვანელები იქნებიან საინიციატივო ჯგუფის წევრი გოგონები.
2. „ავტოსტოპის“ კულტურის განვითარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
3. პრეზენტაციის მოწყობა ფემინისტ ქალებზე და ფილმის - „უცნობი ისტორიები“ - ჩვენება.
4. ტრენინგის ჩატარება - „სტერეოტიპების გავლენა ინდივიდებსა და საზოგადოებაზე“

Sustainability:

1. მოლაშქრეთა კლუბის გაკეთება და ტურებზე წასვლა იქნება ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი ლაგოდეხის სოფლების პასიური გარემოსთვის. უამრავი ახალგაზრდა გაეცნობა და დამეგობრდება ერთმანეთთან, მოვინახულებთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილს და რაც მთავარია, ამ პროცესების მართვას მოახდენენ გოგონები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაამსხვრევენ უამრავ სტერეოტიპს!
ლაშქრობის აქტიურ სეზონს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ერთი წლის განმავლობაში ტურებს თვეში ერთხელ გავაკეთებთ. ამ ხნის განმავლობაში კლუბის ხელმძღვანელები დავიხვეწებით და განვვითარდებით მენეჯმენტის საკითხებში. კლუბიც პოპულარული გახდება და სამომავლოდ შესაძლებელია, ეს საქმიანობა იქცეს მცირედი შემოსავლის წყაროდ, როგორც ამას ბევრი მოლაშქრეთა კლუბი აკეთებს.
2. ავტოსტოპის კულტურის ჩამოყალიბება ასევე ინოვაციური და პოზიტიური ცვლილების შემტანი იქნება სოფლისა და რაიონისთვის დამახასიათებელი სიტუაციისთვის. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი მიმდევარი შეიძლება გამოგვიჩნდეს და ადამიანები მიეჩვივნონ ყოველგვარი დანახარჯის გარეშე გადაადგილებას. ფერადმაისურიანი გოგონების სტოპზე დგომა სახალისო განწყობას შეიტანს აღნიშნულ გარემოში. სტოპის დროს ადამიანი უამრავ კომპლექსს სძლევს და თავგადასავლების მთელი კასკადი აწყდება თავზე!
„ავტოსტოპერები“ პროექტის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურები იქნებიან!  ეს აქტიურობა გამოვლინდება როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ გასტოპვებში. პროექტის ფარგლებში შევქმნით facebook-გვერდს "მე და ავტოსტოპი", რომელსაც მუდმივად ვამუშავებთ. დაინტერესების შემთხვევაში სხვადასხვა სოფელში ჩავატარებთ ტრენინგს ავტოსტოპის სარგებლობაზე.
3. პრეზენტაცია ფემინისტ ქალებზე საზოგადოებას გააცნობს იმ ქალებს, რომლებმაც თავიანთი ეპოქა გარკვეულწილად შეცვალეს. მათ შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია ბევრ ქალს მისცემს სტიმულს და გააძლიერებს სტერეოტიპებთან ბრძოლის წინააღმდეგ!
პრეზენტაციის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში გოგონები შეიძენენ აუდიტორიასთან მუშაობის უნარებს.
4. ტრენინგი „სტერეოტიპების გავლენა ინდივიდებსა და საზოგადოებაზე“ აამაღლებს ცნობიერებას აღნიშნული ფენომენის დამღუპველ ასპექტებზე!!

Equal gender opportunity:

1. The beneficiaries of the club of hitch-hikers will be mostly young people, and we will especially support girls’ involvement in this process, but in the future any interested people will have the opportunity to accompany us in our tours.
2. The presentation on feminist women and the movie screening will be attended by a diverse audience, without any limitations.
3.The participants of the training on stereotypes will be young girls and boys from the town of Lagodekhi and different villages.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
10 T-shirts

for hitchhiking

Zura Zurabashvili

Lagodekhi Kostava street #14

558 58 55 57
250,00 ₾
5 tent

for hitchhiking

Nika Chomakhashvili

Tbilisi Saakadze square #10 magazin

551 54 22 49
750,00 ₾
10 Sleeping bag

for sleeping

Nika Chomakhashvili

Tbilisi Saakadze square #10 magazin

551 54 22 49
700,00 ₾
10 Paraloni

land sleep

Nika Chomakhashvili

Tbilisi Saakadze square #10 magazin

551 54 22 49
250,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ninomodebadze1989@gmail.com hai, warmatebebi yevlas!!
Reply
ninomodebadze1989@gmail.com 22, 23, 24 სექტემბერს #ტასკანამ გურიაში, გომის მთის სველი და ჭირხლიანი ჰაერი ისუნთქა! <3 :D ღრუბლებში, ნისლში, წვიმაში, ქარში, მზესა და სიხარულში იცურავა და 19 ახალგაზრდას ბედნიერების საშუალება კიდევ ერთხელ და ასე ძლიერად - მისცა!! <3 :) ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ღრუბლების ზღვა და ტალღები რომ ამოგივა და ამოგეზვირთება თვალწინ, ვერაფერი შეგიშლის ხელს, იყო ბედნიერი და წანწალგადაყლაპულობის მადლისგან ნირშეცვლილი! :D გომის მთის დაცვა - ავთო პაპა, ცეცხლის პირს ჩვენი დარდიმანდი, 🔥🔥⛺⛺ შუადღისას ნისლისგან დაღამება, ჭირხლისგან ერთ წუთში დასველება, ბავშვებთან ერთად ფრანის გაშვება და ბავშვად ყოფნა,🧒👶👦👧👧 წვიმისა და ქარიშხლისგან თავდაცვის მიზნით მიტოვებულ ქოხში შეყუჟვა,🌧️🌧️🏡🏡 სიცილისგან მუცლების ატკიება და გატიალება,😀😁😂🤣😅😆😃😄 მეხის დაცემის შიში, ელვისგან თმების ყალყზე დადგომა, 🌩️🌩️🌩️☁️☁️ "ვაღიარებ, პანიკაში ვარ"- ის ძახილი, ერთმანეთით და ბუნების სიყვარულით გულების ამოჭმა, 😍😍😍😍"ქართული ესტრადის" გადამღერება,🔊🎶🎼🎵🔉🎤🎧📻📺📺 უკან გამობრუნების გამო დარდი, მომავალი გასვლების დროს ერთად ყოფნის დაპირებები,❣️❣️❣️❣️❣️ Nodo Mumladze თორნიკე ლობჟანიძე Metreveli Mishka Tamo Jamaspishvili ელენე მოდებაძე ნინო რეხვიაშვილი Nino Patashuri Nodo Kapanadze Artur MkrtchanTemo Mumladze Ziko Odikadze Zako Mumladze DI KO Lasha Grigalashvili Nodo Mumladze Kaxa Andronikashvili Avtuka Pires Цикаришвили Тео - იყო ის, რამაც შექმნა #ტასკანას ყველაზე მხიარული და თავგადასავლებით სავსე გასვლა!!!
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ტასკანა/taskana travel - კახეთის რეგიონში ერთადერთი მოლაშქრეთა კლუბია, რომელიც მოგების გარეშე მუშაობს და რეგიონელ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მოინახულონ საქართველოს სხვადასხვა მხარე <3 სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყოველი მომდევნო ტური იგეგმება ახალგაზრდების ინიციატივით :* თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევქმენით ერთი დიდი ოჯახი, რომლის წევრობა ყველა წანწალის მოყვარულს შეუძლია განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა <3 :) :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ჩვენი მომდევნო ტური ხევსურეთში, აბუდელაურების ფერად ტბებზე შედგა <3 ზღვის დონიდან 2600-2800 მეტრზე ჯამში 15 კილომეტრი ვიარეთ ჩვიდმეტმა ახალგაზრდამ ქ.ლაგოდეხიდან, სოფელ ჩადუნიანიდან, ვარდისუბნიდან, გიორგეთიდან, აფენიდან, თბილისიდან და რუსთავიდან <3 წვიმის, სეტყვის და ქარის მიუხედავად ჩვენმა ფერადმა სახლებმა დაგვიცვა გაუსაძლისი სიცივისგან <3 "გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ" ბრძოლას კვლავ განაგრძობენ და ამჯერად უკვე გურიაში, გომის მთის დასალაშქრად ემზადებიან :D <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ჰეი, ჰეეი <3 მომავალი ტურის შესახებ სიხარულით გაუწყებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი რთული და საინტერესო ბილიკი დავლაშქრეთ!!!! - შავი კლდეების ტბა, 3000 მ.ზ.დ. <3 ძალიან გიჟური და წარმოუდგენლად რთული ტური გვქონდა!! 32 ახალგაზრდა ვიყავით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლიდან და მეზობელი ქალაქებიდან - თელავი, წნორი, სიღნაღი, რუსთავი, თბილისი. ასე ნელ-ნელა ვბევრდებით და ჩვენი ტურებიც საოცრად გადამდები ხდება სრულიად კახეთის რეგიონისთვის!! <3 :) ჩვენს ფერად ამბებს, შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ აქ - https://www.facebook.com/TASKANATRAVEL/?fref=ts სალაშქრო ინვენტარი არის ცხონება!!!! :D
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ასეთი მზისფერი კარვები გვაქვს <3 ჩვენი ახალი "სახლები".. :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com 2017 წლის 22,23,24 ივლისს პროექტის ფარგლებში სვანეთის ტური მოვაწყვეთ <3 დაუვიწყარი სამი ღამე გავათენეთ ახალთახალ კარვებში <3 ისეთი თბილი და ხარისხიანი საძილე ტომრები გვაქვს, რომ ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა ღია ცის ქვეშ გაატარა ეს ბედნიერი ღამეები <3 :D
Reply
ninomodebadze1989@gmail.com 19 ივლისს სალაშქრო ინვენტარს უკვე ლაგოდეხში, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში "ვუმასპინძხლეთ" <3 <3 პროექტმა - "გოგონები სტერეოტიპების წინააღმდეგ" - სტარტი აიღო და 22,23, 24 ივლისს სვანეთში მივწანწალებთ!! ქ.ლაგოდეხის, სოფელ შრომის, ცოდნისკარის, ჩადუნიანის, მსხალგორის გიორგეთის, ლაფნიანის, აფენის და თქვენ წარმოიდგინეთ სიღნაღის ახალგაზრდებიც კი ჩაერთნენ ამ პროცესში და 3 დღით ჩვენს ფერად-ფერად და ახალთახალ კარვებში,საძილე ტომრებში და პარალონებზე დაიძინებთ სვანეთის დიდებული მწვერვალების ფონზე!!!! <3 <3 <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ეს ბიჭი პირველი მოხალისეა, რომელიც სრულიად უანგაროდ მომეხმარა ინვენტარის შერჩევაში და სატვირთო მანქანით ლაგოდეხში ჩამოტანაში!! იცნობდეთ კახა ანდრონიკაშვილს!!! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ჩვენ პროექტს სული ვშთავბერეთ!!! <3 <3 სალაშქრო ინვენტარი ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ უკარგეს მაღაზიაში შევარჩიეთ!!! და ლაგოდეხში გამოსამგზავრებლად მოვამზადეთ!!
Reply