მოზარდთა კლუბი -„გენდერული სათვალე“

Khatuna Jalagonia
a
1890
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა გენდერულ საკითხებთან მიმართებაში. მთავარ პრობლემას ამ შემთხვევაში წარმოადგენს არაინფორმირებულობა და სტერეოტიპული მიდგომა საკითხებისადმი.
გენდერული თემატიკა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელია მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყოს. უნდა გააქტიურდეს მუშაობა მოზარდებთან, რომელთა ცნობიერება საბოლოოდ არ არის ფორმირებული. ამიტომაც მათთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება იქნება საუკეთესო მექანიზმი საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესაქმნელად.
თუ გვინდა, ხვალინდელ საზოგადოებაში არ არსებობდეს გენდერული თანასწორობის პრობლემა, ამისთვის დღევანდელი თაობა უნდა მომზადდეს შესაბამისი განათლებით. მოზარდებში გენდერული ცნობიერების შეცვლას შევეცდებით ახლებური მეთოდით. კერძოდ, ფილმების ჩვენება გენდერულ თემაზე და მისიჯგუფური განხილვა.

Proposed Solution:

ინტერნეტ- სივრცე იძლევა საშუალებას ინფორმირების დეფიციტი შეივსოს, მაგრამ ახალგაზრდებს, მოზარდებს სჭირდებათ ინფორმაცია ახლებურად, განსხვავებულად, კრეატიულად მიეწოდოს. აქედან გამომდინარე ჩვენი იდეა არის შემდეგი.
ქალაქ ხონში, ცენტრში მუშაობს საბავშვო ბიბლიოთეკა. რომელსაც აქვს კარგი დარბაზი, ჩვენთვის საჭირო ინვენტარით: მაგიდა, სკამები. ბიბლიოთეკას ჰყავს მკითხელები, ანუ მონაცემთა ბაზა ახალგაზრდების არსებობს, რომელიც კარგ შესაძლებლობას იძლევა ჩვენი იდეის განხორციელებისათვის. არსებული ბაზის გამოყენებით ვგეგმავთ მოზარდთა სადისკუსიო კლუბის შექმნას.
პროექტი: მოზარდთა კლუბი - “გენდერული სათვალე“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები:
1 ეტაპი: საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე იქმნება დებატ-კლუბი. კლუბს ეყოლება 10 მოხალისე ლიდერი სხვადასხვა სკოლებიდან. (5 გოგო -5 ბიჭი). კლუბის ლიდერები თვეში ერთხელ ორგანიზებას გაუკეთებენ დისკუსიის მოწყობას.
2 ეტაპი: მოეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გენდერულ თემებზე. (ფილმები წინასწარ იქნება შერჩეული.) დებატებში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები 10-დან 18 წლამდე. სულ 15-20 მონაწილე. დებატებს დაესწრებიან გოგონები და ბიჭები(გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას კლუბის ლიდერებიშეეცდებიან).
მონაწილეები ფილმის ჩვენებისას მოირგებენ სიმბოლურ ე.წ. „გენდერულ სათვალეს“. შესაძლოა, ეს სათვალე გაკეთდეს ქაღალდისგან და მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება. ამის შემდეგ გაიმართება ფილმის ჩვენება. ჩვენების დამთავრების შემდეგ მონაწილეები იძრობენ გენდერულ სათვალეებს და იწყება დისკუსია: რა იყო გენდერული ფილმში, სად იყო სტერეოტიპები და რა უნდა გაკეთდეს ამ სტერეოტიპების დასამსხვრევად . დისკუსიას უხელმძღვანელებს კლუბის სპიკერი, რომელიც წინასწარ შეირჩევა.
ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა ფართოეკრანიანი ტელევიზორი, რათა ფილმების ჩვენება მოხერხდეს.
გენდერული თემის განხილვა ამ მეთოდით ხელს შეუწყობს მოზარდებში გენდერული კულტურის დამკვიდრებას და სტერეოტიპული აზროვნების მსხვრევას. ახალგაზდებში განავითარებს დისკუსიის წარმართვის ხელოვნებას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს.

Sustainability:

პროექტი იქნება სიცოცხლისუნარიანი ხანგრძლივად, მინიმუმ 5 წელი. გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება გეოგრაფიულ არეალი და პროექტში ჩაერთვებიან ახლომდებარე სოფლებიც. წლებთან ერთად გაიზრდება ახალი ბენეფიციარების რიცხვი, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ხვალინდელი საზოგადოება უფრო მეტად იქნება მზად გენდერული ბალანსის დასამკვიდრებლად.

Equal gender opportunity:

კლუბს ეყოლება 10 ლიდერი (5 გოგო , 5 ბიჭი). ისინი უზრუნველყოფენ აუდიტორიაში გენდერული ბალანსის შექმნას. თითოეულ კლუბზე მოწვეულთა სიის შედგენისას აუცილებელი პირობა გახდება გენდერული ბალანსის დაცვა. (10 გოგო 10 ბიჭი). რაც შექმნის იმის პირობას რომ გოგონებმა და ვაჟებმა თანაბრად ისარგებლონ პროექტის შედეგებით.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
TV

ტელევიზორი მოდელი - tgl 4902930 317055

მაკა ყურაშვილი

ხონი, მოსე ხონელი #8

599569525
1 099,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

bennie@mailllc.top write research paper <a href="http://researchpaper.store">literature research papers</a> research papers <a href=http://researchpaper.store>college research paper</a>
Reply
Khatuna Jalagonia მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ თავის მუშაობას აჯამებს. აგვისტოდან დღემდე კლუბის წევრებმა სულ 12 შეხვედრა გამართეს. დებატებზე მოწვეული ჰყავდათ პედაგოგები, მშობლები. დებატ-კლუბს ხშირად სტუმრობდნენ წარმატებული ლიდერი ქალები, რომელთა ისტორიების მოსმენა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. პროექტში ჩართულნი იყვნენ მოზარდები 12-დან 19 წლამდე. კლუბის წევრებმა სხვადასხვა კალენდარული თარიღები აქტივობებით აღნიშნეს, როგორიც არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე, შიდსის დღე და გენდერულ თანასწორობას დაუკავშირეს. გარდა ამისა, კლუბის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კლუბის ლიდერების ინიციატივით სხვადასხვა სკოლებში, კლასებში ჩატარდა ვორკშოპები გენდერული თანასწორობის თემაზე. პატარებისთვის მოეწყო მულტიპლიკაციური ფილმის ჩვენება ასევე თანასწორობის თემაზე. შედეგად: მონაწილეები თვლიან, რომ მათ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. გოგონების აზრით, ისინი საკუთარი უფლებების დაცვას თავისუფლად შეძლებენ, რადგან ინფორმირებულნი არიან ამ საკითხებზე. ბიჭების აზრით, ის პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ნაკლები იქნება მომავალში, რადგან გენდერული საკითხები სწორად აღიქვეს .
Reply
Khatuna Jalagonia გენდერული კლუბი ახალ წელს გილოცავთ ყველას და წარმატებულ დღეებს გისურვებთ!
Reply
Khatuna Jalagonia ხონის გენდერული კლუბისთვის დეკემბრის თვე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. კლუბის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიაში. არიგებდნენ საინფორმაციო ფურცლებს, ფლაიერებს. მონაწილეებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ პროტესტს უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობას და მზად არიან აქტიურად იმუშაონ საზოგადოებაში არაძალადობრივი კულტურის დასანერგად.
Reply
Khatuna Jalagonia ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში შეიკრიბა კლუბის ,, გენდერული სათვალე" წევრები. განხილული იქნა თემა: ,, ქალთა ლიდერობა" მოწვეული იყო წარმატებული ლიდერი, პირველი საჯარო სკოლის დირექტორი და ახლად არჩეული საკრებულოს წევრი ქალბატონი შორენა კაკაბაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად და საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელია ცოდნა და განათლება რომელიც მას ძალიან დაეხმარა. შემდეგ ნახეს ფილმი ,, რკინის ლედი" და გაიმართა დისკუსია ფილმის ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდა 18 ადამიანი , პირველი, მეოთხე და მესამე საჯრო სკოლის მოსწავლეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, გამგეობის წარმომადგენლები, მშობლები, პედაგოგები.
Reply
Khatuna Jalagonia გამარჯობათ, მე მშობელი ვარ, ჩემი შვილი გენდერული კლუბის წევრია. სწორედ მან მომიწვია ფილმის ჩვენებაზე. გენდერულ თემაზე საუბარი ყოველთვის იწვევდა ჩემში პროტესტის გრძნობას, სულ მეჩვენებოდა, რომ ქალი საქართველოში არასოდეს ყოფილა ჩაგვრის საგანი და რომ ამ თემაზე დისკუსია გადაჭარბებულია. - ფილმის ჩვენებისას ყველაფერი სხვა კუთხით დავინახე და სხვანაირად გავაანალიზე. მიხარია რომ ჩვენი შვილები, განსაკუთრებით ბიჭები -სწორად ვითარდებიან. ძალიან სასარგებლო საქმე კეთდება. დიდი მადლობა დონორს „ორბელიანი სქართველო„
Reply
Khatuna Jalagonia მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ხონის საბავშვო ბიბლიოთეკაში შეიკრიბა. განხილული იქნა თემა: ,,ქალთა გენდერული და სოციალური მდგომარეობა ხონის რაიონში". ნაჩვენები იქნა ქართული მხატვრული ფილმი ,,შეხვედრა წარსულთან". ბოლოს გაიმართა დისკუსია მოცემული ფილმის ირგვლივ. შეხვედრას ესწრებოდნენ: ხონის მუნიციპლიტეტის კულტურის სამსახურის, არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადგენელი. მშობლები, პედაგოგები, პირველი და მეორე საჯრო სკოლის მოსწავლეები.
Reply
Khatuna Jalagonia მოგესალმებით, მე საბა მუშკუდიანი ვარ ხონიდან! ახალგაზრდული კლუბის ლიდერი ვარ. გადავწყვიტეთ, კლუბის შეხვედრაზე, ქართული ფილმი „შეხვედრა მთაში“ გენდერულად გაგვერჩია. საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. ჩემი თანატოლები თვლიან, რომ ასე ერთობლივად ფილმის გარჩევა მათთვის ახალია და საინტერესო. გენდერულად რომ იაზროვნო, ამისთვის აუცილებელია კარგად დაინახო, სად, რა მონაკვეთში ირღვევა ქალის უფლებები. რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე სტერეოტიპები. კმაყოფილები დავიშალეთ, ახლებურად ვაზროვნებთ, შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ.
Reply
Khatuna Jalagonia მოგესალმებით ყველას. გვინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ჩვენმა კლუბმა გადაწყვიტა მომდევნო შეკრებაზე საინტერესო ადამიანები მოვიწვიოთ. ჯერ ფილმის ჩვენება მოეწყობა, შემდეგ კი ვფიქრობთ, მათთან ერთად ვიდისკუსიოთ გენდერულ საკითხებზე. სასწავლო წელი დაიწყო. კლუბს ახალი მონაწილეებიც შემოუერთდებიან. ვისწავლოთ მზერა გენდერული სათვალიდან
Reply
Khatuna Jalagonia Khatuna Jalagonia commented 22 hours, 41 minutes ago გამარჯობათ! ყველას მოგესალმებით. მოზარდთა კლუბი მორიგი შეკრებისთვის ემზადება. სადისკუსიოდ რამდენიმე ფილმი შევარჩიეთ. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერეთ ფილმზე „შეხვედრა მთაში“. ინტერესით ველოდებით როგორ შეხედავს აუდიტორია ამ ფილმს გენდერული სათვალიდან. შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
Reply
Khatuna Jalagonia -ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. გენდერულ პრობლემებს ჩვეულებრივ მხატვრულ ფილმში თუ აღმოვაჩენდე არ მეგონა. - სუპერ! ძალიან მაგარი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო შეკრებას. - ქალი როგორი დაუცველია, საზოგადოებაც როგორი მკაცრი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ასეთი ემოციები აქვთ დებატ-კლუბის წევრებს ფილმის ჩვენების შემდეგ. -ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. გენდერულ პრობლემებს ჩვეულებრივ მხატვრულ ფილმში თუ აღმოვაჩენდე არ მეგონა. - სუპერ! ძალიან მაგარი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო შეკრებას. - ქალი როგორი დაუცველია, საზოგადოებაც როგორი მკაცრი, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ასეთი ემოციები აქვთ დებატ-კლუბის წევრებს ფილმის ჩვენების შემდეგ.
Reply
Khatuna Jalagonia მოზარდთა კლუბმა ,, გენდერული სათვალე". ქართული მხატვრული ფილმის ,,სხვისი შვილები" ჩვენება მოაწყო. დებატ-კლუბის შეხვედრას 14 ადამიანი დაესწო. მათ შორის რამდენიმე მშობელი. კლუბის წევრებმა ჩვენების დაწყებამდე სიბოლური „გენდერული სათვალეები“ მოირგეს და ფილმიც დაიწყო. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. ვინ რა დაინახა „გენდერული სათვალიდან, როგორ აისახა ფილმში თანასწორობის თემა. -ამ ფილმს ადრე რამდენჯერ ვუყურე, მაგრამ გენდერულად პირველად შევხედე. კარგად ჩანს როგორი დაუცველი და უუფლებოა ქალი. -ქართული სტერეოტიპები ანგრევს თანასწორობას, გენდერული სათვალიდან ეს კარგად დავინახე. კლუბის მონაწილეები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მათთვის ეს ახალი ფორმატია და გენდერული თემატიკა უფრო კარგად დაინახეს.
Reply
Khatuna Jalagonia Khatuna Jalagonia commented 1 week, 6 days ago მოგესალმებით! მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად აქტივობების გამართვას იწყებს. კლუბის ლიდერებმა უკვე იმუშავეს ფილმების შერჩევაზე. ფილმების კატალოგში მოხვდა როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმები. შერჩეულია დისკუსიის წამყვანები, რომლებიც ნავენებ ფილმებს გენდერული მიმართულებით გაანალიზებენ. წინ საინტერესო დღეები გველოდება. შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
Reply
Khatuna Jalagonia არ წყდება მილოცვები ჩვენი გუშემატკივრების მხრიდან. ინფორმაციას „ორბელიანი საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ 500-ზე მეტი მოწონება და გამოხმაურება მოყვა. მოლოცვების პარალელურად ითხოვენ ინფორმაციას „ორბელიანი საქართველოს“ შესახებ. გვთავაზობენ საკუთარ მოსაზრებებს პროექტთან დაკავშირებით. -ძალიან მიხარია ეს ამბები, წარმატებები ახალგაზრდებს. - ხონში ეს მორიგი სიახლეა, რომელიც ახალგაზრდების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის, წარმატებები. -სიამოვნებით ჩავერთვებით თქვენს აქტივობებსი, ძალიან მიხარია.
Reply
Khatuna Jalagonia ახალგაზრდა ლიდერები ტელევიზორის მენიუს და ფუნქციებს სწავლობენ, რათა კლუბმა ხარვეზების გარეშე იმუშაოს. ტელევიზორი თანამედროვეა და ყველა იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც მათ მუშაობისას სჭირდებათ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნივთთან მხოლოდ ის ადამიანი იმუშავებს, რომელსაც ამის გამოცდილება აქვს.
Reply
Khatuna Jalagonia პროექტის მონაწილეები, მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია რა იგეგმება პროექტის ფარგლებში, რა მიზნები აქვთ. ღიად ისაუბრეს რა შესაძლებლობები აქვს მოზარდთა კლუბს, რა შედეგები სეიძლება მიიღონ. მონაწილეები თვლიან, რომ ამ ფორმატით (ფილმების ჩვენება-დისკუსია) მუშაობა ხელს შეუწყობს მოზარდებში გენდერული კულტურის განვითარებას.
Reply
Khatuna Jalagonia „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით ჩვენი იდეის განხორციელება იწყება. ხონის საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე მოზარდთა კლუბი „გენდერული სათვალე“ შეიქმნა. კლუბის წევრები ყოველთვიურად შეიკრიბებიან, მოეწყობა ფილმების ჩვენება და დისკუსიები გენდერულ თემებზე. იგეგმება წარმატებული ქალების მოწვევა და სხვა სახის აქტივობები. პლაზმური ტელევიზორი უკვე ადგილზეა და ჩვენი იდეის რეალიზების საშუალებას გვაძლევს. მადლობა „ორბელიანი საქართველოს“ ჯგუფს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
Reply