ინი და იანი

tyctetritskaro@gmail.com
a
1998
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

მოგეხსენებათ, როგორც საქართველოს ყველა რეგიონში ასევე თეთრიწყაროში მწვავედ დგას ქალთა განათლების, თვითშეფასების და თვითდამკვიდრების პრობლემა. სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევცვლით ზრდასრულ ქალბატონებში ამას, თუმცა ახალგაზრდა გოგონებს შეგვიძლია ვასწავლოთ და დავანახოთ, რომ მათი უფლებები და შესაძლებლობები არ ჩამორჩება მამაკაცების უფლებებსა და შესაძლებლობებს და ისინი თანასწორია. განათლება და საკუთარი თავის რწმენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებებია წარმატების მისაღწევათ. ჩვენ ვიცით ისეთი მაგალითები, როდესაც თინეიჯერულ ასაკში სკოლებში გოგონებზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რის შედეგადაც ძალიან ბევრი მათგანი იკეტება საკუთარ თავში, კარგავს ცხოვრების სტიმულს, ნაადრევად თხოვდება, საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ისეთ სურათს სადაც გამოსახულია ქალები, რომლებიც ვერ გაუმკლავდნენ სტრესს, არაფრის შეცვლა არ უნდათ ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, ქალები რომლებმაც თავის დროზე არ იცოდნენ საკუთარი უფლებების შესახებ, და რომლებიც ასევე ზრდიან შვილებს, საბოლოო ჯამში არც თაობა არ იცლევა და არც საზოგადოება. ან პირიქით კარავენ გოგოს სახეს და ხდებიან უფრო აგრესიულები, იყენებენ ჟარგონებს და უზრდელობენ იცვლებიან იმისთვის, რომ საზოგადოებას თავისი ძალა დაანახონ.

Proposed Solution:

მოცემულ პროექტში დასახული პრობლემის მოგვარება ჩვენ გვსურს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით რომელთა შორისაცაა: 1. ფორუმთეატრი გენდერულ თემაზე. 2. ლექცია ადამიანის ძირითად უფლებებზე. 3. ფილმის ჩვენება შერჩეულ თემაზე და მის შინაარსთან დაკავშირებული დისკუსიი გამართვე. 4. რამოდენიმე ცნობილი ფემინისტის აზრის განხილვა და დისკუსია (მოცემულ აქტივობაში მამაკაცებიც მიიღებენ მონაწილეობას) 5. წარმატებულ ქალებთან შეხვედრა. 6. სახალისო კონკურსები სქესთა შორის, სპორტული, ინტელექტუალური, და ფსიქოლოგიური თამაშები. (ასევე მამაკაცების მონაწილეობით) 7. გასვლითი აქტივობები. სტრით -არტი ქალაქის ქუჩებში. 8. შემოქმედებითი ნაშრომების კონკურსი გენდერული თანასწორობის თემაზე (ნებისმიერი ნაშრომი: მოთხრობა, ნახატი, სიმღერა და ა.შ.). 9. ტრენინგი თემაზე:ბულინდი და პრობლემების მოგვარების საშუალებები.
ყველა ამ აქტივობით ჩვენ ვეცდებით ქალთა თავდაჯერებულობის, თვითშეფასების, ცოდნის და თვითაღიარების ამაღლებას.

Sustainability:

ყველა იმ ახალგაზრდა გოგონას , რომელიც ჩაერთვება ამ პროექტში ექნება მეტი ცოდნა გენდერული თანასწორობის და თავისი უფლებების შესახებ. ექნებათ მეტი მოტივაცია ცხოვრების გაუმჯობესების და წინსვლის. პროექტში ყველა ჩართულ ბიჭები კი გაიაზრებენ და უფრო ლამაზად მოექცევიან გოგოებს. ამ პროექტით ზემოთ აღნიშნული ძირითადი პრობლემა არ აღმოიფხვრება, თუმცა თეთრიწყაროს თინეიჯერებში შემცირდება.

Equal gender opportunity:

პროექტის ძირითადი მონაწილეები იქნებიან გოგონები, თუმცა ბოლო აქტივობებში ბიჭებსაც შემოვიერთებთ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
spray

სტრით-არტისთვის, მოვხატავთ თემატიკის მიხედვით თეთრიწყაროში, გამგეობასთან შეთანხმებით სხვადასხვა ადგილებს
პულივიზატორები

დომინო

http://domino.com.ge/
კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2
ფაქსი: 250 50 50
ელ-ფოსტა: info@domino.com.ge

ტელ: 250 50 50
175,00 ₾
stationary

საკანცელარიო მასალას გამოვიყენებთ ტრენინგების და აქტივობების დროს

საკანცელარიო მაღაზია ფორმატი

http://format.ge/router.php?route=static|start

ვაჟა–ფშაველას 45
ფაქსი: (995 32) 2 53 61 15
ელ–ფოსტა:contact@format.ge

(995 32) 2 39 84 05
200,00 ₾
Projector screen REFLECTA CRYSTALLINE TRIPOD 180x180

ჩვენთან არის თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი რომელიც მხარში გვიდგას და პროექტორით დაგვეხმარებიან, თუმცა ეკრანი არ აქვთ, რაც საჭიროა ფილმის ჩვენებების წარმატებულას წარმართვის დროს

http://www.be.ge/

http://www.be.ge/product-144374.html

Email: info@be.ge

მისამართი:
თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119

(+995 32) 2 550 800
253,00 ₾
Gifts

წახალისების მიზნით, წიგნები

ბიბლუსი

http://www.biblusi.ge/
თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 32 2 48 68 44
250,00 ₾
Sport inventory

ძირითადად სპორტული აქტივობების დროს გასამოყენებლად

სპორტ მასტერი

SportMaster, 6 Miminoshvili Str. Tbilisi

http://sportmaster.ge/ka/content/4-chvens-shasxeb

(+995) 2930388
172,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში მოეწყო ორი შეხვედრა. პირველი შეხვედარა და დისკუსია, მოხდა ახლაგაზრდა მწვანეების მოხალისესთან, რომელიც ესაუბრა მონაწილეებს ფემინიზმზე და ქალის როლზე თანამედროვე ცხოვრებაში მონაწელეებმა განიხილეს მათთვის ცნობილი ცხოვრებისეული მაგალითები. რადგანაც მოცემულ შეხვედრაში აქტიურობა მეტად გამოიჩინეს ბიჭებმა შეხვედრას მოყვა ხანგძლივი და საინტერესო დისკუსია. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მოხდა იმის აღიარება რომ ქალის უფლებები დღესაც ილახება დემოკრატიისა და პროგრესული კანონმდებლობის მიუხედავად. შეხვედრა ძალზე საინტერესო აღმოჩნდა რაზეც მიუთითებს ის რომ სახლში მიმავალი ბავშვები გზაშიც კი აგრძელებდნენ საუბარს და მაგალითებით განმტკიცებულ დისკუსიას. მეორე შეხვედრა მოხდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში გიორგი ტუმასიანთან. მოცემული შეხვედრა იყო ორგანიზებული "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის" მიერ მას დაესწრო პროექტ "ინი და იანი"-ს 16 მონაწილე. ახალგაზრდები განიხილავდნენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და მათი ინიციატივით განხილულ იქნა გენდერული თემაც, რაც ძალზე ნაყოფიერი იყო რადგან ამჯერად მონაწილეებს გენდერულ პრობლემებზე და თანასწორობის აუცილებლობაზე მამაკაცი ესაუბრა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მარიამობასთან დაკავშირებით პროექტის მშვენიერმა ნახევამრა გადაწყვიტე ლაშქრობა მოეწყო. ლაშქრობა სამების ეკლესიაში შემდგომი პიკნიკით და სახალისო შეხვედრით პროექტზეც დადებითად აისახა. მონაწილეებმა არაფორმალურ გარემოში გამოხატეს თავისი აზრი პროექტზე, მონაწილეებზე, შესაძლო ღონისძეიბებზე და რამოდენიმე საინტერესო ინიციატივაც შემომტავაზეს რომლის ორგანიზებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.
Reply
tyctetritskaro@gmail.com კიდევ ერთი სახალისო ღონისძიება პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში. ქ.თეთრიწყაროს საბავშ ბაღის დირექციის თხოვნითა და მონაწილეების ინიციატივით მოიხატა ქ.თეთრიწყაროს საბავშო ბაღი. პროექტის მონაწილეთათვის ეს ღონისძიება ერთ-ერთი საყვარელი გახდა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანის "ფარგლბში ჩატარდა "მხიარული სტარეტები. მონაწილეთაგან შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებშ. სულ იყო ხუთი დავალებ, მათ მიხედვითაც გამოვლინდენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები წიგნები.
Reply
tyctetritskaro@gmail.com როგორც უკვე გაგიზიარეთ, პროექტის ფარგლებში დავლაშქრეთ ბირთვისი. ლაშქრობის დროს გამოგვყვნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული განყოფილების უფროსი და ორგანიზაცია თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარე, რომლებმაც დაგვათვალიერებინეს და მოგვიყვნენ ბირთვისის ისტორიის შესახებ. ლაშქრობაში წამოსული მონაწილეებიდან აქ მხოლოდ 2 იყო ნამყოფი მანამდე. ბევრი ვისაუბრეთ, ვიხალისეთ დავისვენეთ, განვიტვირთეთ და ემოციებით აღსავსე დავბრუნდით სახლებში.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა ლაშქრობა. ბავშვების ინიციატივით ლაშქრობის ადგილი შეიცვალა და დაგეგმილი "ეცოს" მაგივრად მონაწილეებმა ბირტვისი დალაშქრეს.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა ფილმის ჩვენაბა გენდერულ თემაზე და დისკუსია. ფილმი "სუფრაჟისტები" ისტორიულ ხასიათს ატარებს და ფემინისტების პირველი გამოსვლების მიზეზსა და მიზანს ნათლად ასახავს. მოცემული ფილმის ყურების შემდეგ პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია რომელიც ფილმში ასახულ ყველა პრობლემს ისახავდა, საინტერესოა რო დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა გაავლეს პარალელი დღევანდელობასთან და მოიყვანეს როგორც ძალზე სასიხარულო განსხვავებები ისე სამწუხარო მსგავსებებიც. ვფიქრობ დღევანდელმა ღონისძიებამ თითოეული მონაწილე ჩააფიქრა თუნდაც იმაზე თუ რა შეუძლია თითოეულ მათგანს იმისთვის რომ შეცვალოს რეალობა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა მორიგი ღონისძიება ამჯერად ეს იყო სტრიტ-არტი ქალაქის ქუჩებში. მოიხატა .თეთრიწყაროს ორი პარკ. მონაწილეები გასაოცარი ენთუზიაზმითა და გულმოდგინებით მოეკიდნენ შესასრულებელ საქმეს. შესრულებული ნამუშევრები მონაწილეთა მიერ აირჩა. მოცემულმა ღონისძიებამ გაუხალისა ცხოვრება არა მხოლოდ მონაწილეებს არამედ ქ. თეთრიწყაროს თითოეულ მცხოვრებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" ამ შესაძლებლობისთვის.
Reply
tyctetritskaro@gmail.com დღეს პროექტ "ინი და იანის" ფარგლებში ჩატარდა შემოქმედებითი კონკურსი გენდერულ თემაზე. კონკურსის ფარგლებში დაფიქსირდა სხვადასხვა სახის ნამუშევარი ნახატი, ლექსი, მოტხრობა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. თითოეული მათგანი დაჯილდოვდა პრიზებით.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს მონაწილეთა ინიციატივით ჩატარდა მორიგი შეხვედრა რომელზეც განიხილა ლიდერობასა და მოხალისეობა. შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ბევრი დავალება და ენერჯაიზერი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი წასულიყვნენ ლაშქრობაში და თავად შეუდგენე მის დაგეგმვას. ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავისი აზრები მოიყვანეს ისტორიული მაგალითები და გაიაზრეს მოხალისეობის უპირატესობანი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარდა მორიგი აქტივობა ამჯერად ეს გახლდთ "სითი-გეიმი". მონაწილეები ეძებდნენ ქალაქში დამალულ ნივთებს, მითითებებს და ასრულებდნენ დავალებებს. ეს ღონისძიება ძალიან სახალისო მაგრამ ამავე დროს დამღლელი აღმოჩნდა მონაწილეთათვის, თუმცა დაღლილობამ არ შეუშალათ მათ ხელი ებრძოლად ბოლომდე. მაშინაც კი, როდესაც ერთმა გუნდმა სხვეზე ადრე დაამთავრა სავარჯიშოების შესრულება რითაც მოიპოვა გამარჯვება, დანარჩენმა გუნდებმა სურვილი გამოთქვეს გაეგრძელებინათ თამაში და დარჩენილი დავალებებიც შეესრულებინათ. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ამჯერად ჩატარდა ტრენინგი ბუილინდისა და კონფლიქტის მართვაზე. მოცემული ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანია რადგან პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა გოგონებსა და ვაჟებს შორის დიალოგი ამისთვის კი აუცილებელია ყველა შესაძლო კონფლიქტის განხილვა, პოზიციების მოსმენა და ერთ აზრამდე მისვლა. დღევანდელმა შეხვედრამ გვასწავლა რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა კომპრომისის მისარწევად. ასე განხილულ იქნა ბუილინდი მისი წარმომქმნელი ფაქტორები და არმოფხვრის გზები. ტრენინგი ძალზე საინტერესო აღმოჩნდა ახალგაზრდებისტვის რადგან ეხებოდა მათტვის აქტუალურ თემებს მონაწილეებმა გაგვიზიარეს მათ ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევები და მიირეს რჩევები როგორც ტრენერისგან ასევე სხვა მონაწილეთაგანაც. ასევე ტრენინგის წასახალისებლად მსვლელობისას ჩატარდა ბევრი ენერჯაიზერი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი ღონისძიება პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში. ამ ჯერად პროექტის მონაწილეებმა საკუთარი ძალები სპორტში სცადეს. მინი ფეხბურთში იმონაწილევეს როგორც ბიჭებმა ისე გოგონებმა, იყო როგორც ერთსქესიანი ისე შერეული გუნდები. თითოეულმა გუნდმა წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა რომელიც შედგებოდა ორივე სქესის წარმომადგენლებისგან.გამარჯვებულებს გადაეცათ პირველი ადგილის მედლები. ეს ღონისძიება სტიმულად იქცა თითოეული მონაწილისთვის და წარმოაჩინა რომ შეუძლებელი არაფერია. გოგონები რომლებსაც აქამდე არასდროს უთამაშიათ ფეხბურთი ოთხ დღიანი წვრთნის შემდეგ ღირსეულ კონკურენციას უწევდენენ ვაჟებს, რაც ძალზე საამაყოა.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მოეწყო კიდევ ერთი შეხვედრა რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი სქესთა ბუნებრივ განსხვავებაზე სამედიცინო და სამართლებრივ-ისტორიული განხრით. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ცნობილი ფემინისტების გამონათქვამები რომელზეც მათ უნდა გამოეხატათ საკუთარი აზრი. დისკუსიის შედეგად გამოვლინდა სამი ლიდერი რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები. დისკუსიის დროს მონაწილეები ხშირად არგუმენტების სახით იყენებდნენ ტრენინგის დროს მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გოგონები ისე ვაჟები გოგონებს მიეცათ დავალება არ დასთანხმებოდნენ ცნობილ ფემინისტებს ხოლო ვაჟებს საპირისპიროდ უნდა დაეცვათ და გაემყარებინათ არგუმენტებიტ მათი მოსაზრებები, ამის საშუალებით დისკუსია უფრო საინტერესო გამოვიდა. მოცემული შეხვედრა ძალზე ნაყოფიერი და ემოციური იყო მონაწილეთათვის მათ შეძლეს გაემახვილებინათ ყურადღება მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე.
Reply
tyctetritskaro@gmail.com პროექტ "ინი და იანი"-ს ფარგლებში ჩატარადა ინტელექტუალური შეჯიბრება "რა? სად? როდის?" პროეტის მონაწილეებმა შეამოწმეს საკუტარი ზოგადი განათლება და ლოგიკა. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიირო ოთხმა გუნდმა "ბულავკები", "404 ერორ" "ლუი მე-14" "გამარჯვება". გამარჯვებული გუნდის "ერორ 404"-ის წევრებმა საჩუქრად მიიღეს წიგნები. ასევე დამარცხებული გუნდიდან ყველაზე აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო წამახალისებელი პრიზი ასევე წიგნი.
Reply
tyctetritskaro@gmail.com ჩატარდა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეებმა გაიცნეს ერთმანეთი და გაეცნენ პროექტის შინაარსსა და მიზნებს. შეხვედრა ბუნებაში ჩატარდა რამაც მეტად შეუწყო ხელი ჯგუფის შეკვრას. მონაწილეებმა სახალისო სავარჯიშოებისა და მოკლე ტრენინგის საშვალებით შეისწავლეს ისეთი თემაბი როგორიცაა ჯგუფში მუშაობა ასოციაციების გავლენა ადამიანზე. ასოციაციების თემა განხილული იყო გენდერული კუთხით მონაწილეებმა განიხილეს ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის თუ რა საქმიანობა შეეფერება, ან არ შეეფერება ქალს ქართული რეალობის შემთხვევაში ჩვენი ასოციაციებით.
Reply
tyctetritskaro@gmail.com მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" პროექტ "ინი და იანი" დაფინასებისთვის. პროეტის მსვლელობა უკვე დაწყებულია, უკვე მოხდა ინვენტარის შეძენა და ჩამოტანა ასევე შეხვედრის საფუძველზე იქნა შერჩეული მონაწილთა ნაწილი 12 გოგონა. შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალშია დანიშნული. პატივისცემით ნათელა მანუკოვი.
Reply