გოგონათა ხელბურთის გუნდის ხელშეწყობა და განვითარება

lasha005@gmail.com
a
1814
Comments: 7
a

Goals

Problem statement:

ვარ ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი და პროფესიონალი მწვრთნელი ხელბურთში. მინდა გორში ხელბურთელ გოგონათა სტაბილური გუნდის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ამ ეტაპზე წვრთნას გადის 30 გოგონა, რომლებიც სამ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შეადგენენ: 9-10 წლის, 14-15 წლის და16-17 წლის გოგონები, რომლებსაც ვავარჯიშებ გორის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ დარბაზში, კვირაში 3-ჯერ, 2 საათით.
დარბაზი არის არასტანდარტული ხელბურთისათვის და არ არის გათვლილი ხელბურთელთა მომზადებისთვის, თუმცა მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს, რადგან გვეძლევა ვარჯიშის საშუალება. ინვენტარი მაქვს მხოლოდ 5 დაბალი ხარისხის ბურთი, რომელიც ფიზიკურად არ ყოფნით გოგონებს. 4 თვეა ვმუშაობ მათთან და შიდა ქართლის მასშტაბით 1ადგილი ავიღეთ სპორტულ ოლიმპიადაში 16-17 წლიანების გუნდთ. იქიდან გამომდინარე რომ სპორტსმენებისთვის მომზადების პერიოდი ძალზედ მნიშვნელოვანია შედეგის მისაღწევად, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ბურთით ვახერხებთ ამ პერიოდის გავლას.
მინდა გორში უფრო მეტად განვითარდეს სპორტის ეს სახეობა და ხელი შეეწყოთ გოგონებს. ამ ეტაპზე სპორტის სახეობათაგან გოგონებისთვის მხოლოდ ტანვარჯიში, კალათბურთი და ჭადრაკია განვითარებული. ხელბურთით დაინტერესება მაღალია, თუმცა მე როგორც ტრენერს არ მაქვს საკმარისი რესურსი, კონკრეტულად კი საჭირო ინვენტარი რომ მათი ჩართვა უზრუნველვყო. სწორედ ამ ცვლილების მიღწევა მინდა.

Proposed Solution:

იქიდან გამომდინარე რომ გოგონებმა მიაღწიეს შიდა ქართლის მაშტაბით შედეგს, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ეს მოტივაცია არ დაეკარგოთ. იმის ხარჯზე რომ რამოდენიმე ბურთის და სპორტული ინვენტარის დმატებით, მათი ვარჯიშები უფრო დახვეწილი და ხარისხიანი გახდეს.
ეს პროექტი საშვალებას მომცემს, ბაზა, სადაც ახლა ვარჯიშობენ გოგონები, მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ხელბურთის სავარჯიშო სტანდარტებს.
აღჭურვილობის შეძენის შემდეგ მოხდება ინფორმაციის გავრცელება რომ მოხდეს მეტი დაინტერესებული გოგონას მოზიდვა. შემდეგ კი დაიწყება რეგულარული ვარჯიშები და მომზადება. საკმარისი ინვენტარის საშვალებით დავგეგმავ ღონისძიებებს გორისა და გორის რაიონის გოგონებისთვის, რაც გამოიწვევს შიდაქართლში გოგონათა ხელბურთის განვითარებას. შეძენილი ინვენტარით ვარჯიშს რა თქმა უნდა გუნდში არსებული 30 გოგონა კვლავაც გააგრძელებს, რათა მოხდეს მათი წინსვლა და ახალი წარმატებების მიღწევა.

Sustainability:

წლის ბოლომდე ვგეგმავ 100% გოგონათა მატებას გუნდში. შესაბამისად 60 გოგონა, სამი ასაკობრივი ჯგუფით მიიღებენ პროფესიონალურ ვარჯიშებში მონაწილეობას და ეს ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად ხელს შეუწყობს გორის გოგონათა გუნდის ჩამოყალიბებას, გაძლიერებას და მეტი შედეგის მიღწევას. სამომავლოდ ასაკობრივი ნაკრებები ჩაერთვებიან საქართველოს ჩემპიონატში. პოტენციური საქართველოს ნაკრების მოთამაშეების გაზრდას და ქალების გაძლიერებას სპორტში.
აღსანიშნავია რომ 2017 წლის სექტემბერში გორში იხსნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან რათა მოეწყოს შესაბამისი დარბაზში ვარჯიშების გაგრძელება და სტანდარტებში ჩაჯდომა. ჩვენ მიერ უკვე ჩატარებული აქტივობები, რეგულარული ვარჯიშები საშუალებას მოგვცემს გოგონათა ხელბურთის სტაბილურად განვითარებას შევუწყო ხელი.

Equal gender opportunity:

სქესთა შორის თანასწორობის გამტკიცების თვალსაზრისით პროექტი თანასწორუფლებიანს გახდის არსებულ ვითარებას გორში, რადგან შედარებით ნაკლები ყურადგება ექცევა გოგონებს, ვიდრე ბიჭებს ამ სახეობაში. სპორტში მხოლოდ მამაკაცები არ არიან და შესაბამისად ქალებს შეუძლიათ შედეგების დადება და თავისი სიტყვის თქმა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
balls

15ცალი (1ზომა).
5ცალი (2 ზომა)
საცალო ფასი 35 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
700,00 ₾
Net

1 ცალი
საცალო ფასი 15 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
15,00 ₾
inflater of the balls

1 ცალი
საცალო ფასი 10 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
10,00 ₾
ფიშკა

40 ცალი
საცალო ფასი 2,5 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
100,00 ₾
განმასხვავებელი

15 ცალი
საცალო ფასი 6 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
90,00 ₾
rubber

10 ცალი (5 მეტრიანი)
საცალო ფასი 7 ლარი

მამუკა მჟავანაძე

ქ. თბილისი ცაბაძის ქ. #7

599180028
70,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

lasha005@gmail.com 2017 წლის 22 სექტემბერს სკოლა გიმნაზიასთან მოვახდინეთ მოლაპარაკება და ჩამოვაყალიბეთ პატარა ასაკის 2009-11წ. ჯგუფი. პირველი ვარჯში დაესწრო 6 გოგონა
Reply
lasha005@gmail.com 2017 წლის 10 სექტემბერს განვაახლეთ ვარჯიშები მოქმედ გუნდთან. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე(ქალაქის და რაიონის გამგეობების გაერთიანების გამო) რაიონში გუნდების ჩამოყალიბება და ბავშვების მოზიდვა ვერ გვიხერხდება ნოემბრის თვემდე
Reply
lasha005@gmail.com ზაფხულის არდადეგების გამო, გუნდი ვასრულებთ სახალისო და გამაჯანსაღებელ, კარდიო ვარჯიშებს,
Reply
lasha005@gmail.com 2017 წლის 16 ივლისი ფეისბუქ ფეიჯის შექმა Handball Academy of Gori პროექტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის https://www.facebook.com/Goriacademy/
Reply
lasha005@gmail.com 2017 წლის 3 ივლისს ჩატარდა ხელბურთის თეორიული და პრაქტიკული ტრეინინგი. ამ დღისთვის გორის უნივერსიტეტმა დაგვითმო სპორტულ დარბაზში. ტრენინგი მიყავდა პროექტის ინიცატორს, ხელბურთის მწვრთნელს ლაშა მოციქულაშვილს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მოხალისეები, რომლებმაც შემდგომში უნდა შეასწავლონ გოგონებს ხელბურთი.
Reply
lasha005@gmail.com 2017 წლის 27 ივლისს გაიმართა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სპორტულ სკოლაში. შეხვედრაზე დაიგეგმა ჩასატარებელი აქტივობების კალენდარი და ჯგუფის წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები.
Reply
lasha005@gmail.com "გოგონათა ხელბურთის გუნდის, ხელშეწყობა და განვითარება" პროექტის ფარგლებში, მივიღეთ დაფინანსება ფონდ "ორბელიანი საქართველო"-სგან, შევიძინეთ სპორტული ინვენტარი, რაც იყო ამ პროექტის განსახორციელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. საორგანიზაციო ჯგუფის სახელით გიხდით მადლობას ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის.
Reply