გენდერული თანასწორობა

Rioni TV
a
1776
Comments: 15
a

Goals

Problem statement:

პროექტით დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, ასაკისა და სქესის წარმომადგენლებისთვის გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. სტერეოტიპური დამოკიდებულების შემცირებას, გოგონების/ქალების და ვაჟების/კაცების თანაბარ ჩართულობას დაგეგმილ აქტივობებსა და დისკუსიებში.ხშირ შემთხვევაში მედია-საშუალებები ვერ უთმობენ შესაბამის ყურადღებას გენდერული საკითხების გაშუქებას. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში მოთხოვნილი ნივთის (ფოტო ვიდეო აპარატი) საშუალებით გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა გენდერულ თემატიკასთან დაკავშირებით მასლაების მოპოვებასა და გავრცელებას. საქართველოში არსებული მოცემულობა გვიჩვენებს, რომ ინფორმირებულობის გაზრდა გენდერთან დაკავშირებით აუცილებელია, როგორც ქალაქის, ასევე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ინფორმაციის მიწოდება ქალთა მიმართ ძალადობის, ნაადრევი ქორწინებისა და თანაბარი უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გენდერულად დაბალანსებული გარემოს ჩამოყალიბებას. მომზადებული მასალები გავრცელდება, ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში და სოციალურ ქსელში.

Proposed Solution:

• პროექტის თანახმად, მომზადდება ტელე-რადიო დისკუსიები და დებატები გენდერული თანასწორობის შესახებ,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
• წარმოდგენილი იქნება ცალკეული ქეისები გენდერულად დაბალანსებული ოჯახების შესახებ.
• გენდერის საკითხებში ექსპერტების საშუალებით ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია და მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
• ორგანიზებული იქნება დისკუსიები გენდერის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოხალისეებთან.
• თემები: მოხალისეობის კულტურა, ტოლერანტული დამოკიდებულება, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
• გენდერულ თემებზე მომუშავე გამოცდილი ჟურნალისტების მიერ დამწყები ჟურნალისტებისა და მოხალისეებისათვის ჩატარდება სამი ტრენინგი.
• მოხდება სხვადასხვა შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
• დაგეგმილი აქტივობების მონაწილეები იქნებიან მოხალისე სტუდენტები, მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები), რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას გენდერული თანასწორობის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მათგანს მეტი ინფორმაცია გაუზიარონ თავიანთ თანატოლებს, შემდეგ კი თვითონ გახდებიან ინფორმაციის მიმწოდებლები გენდერულ თემებთან დაკავშირებით.

Sustainability:

პროექტის მდგრადობას განაპირობებს ინფორმაციის პერმანენტული გავრცელება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური ქსელებით ,რაც ხელს შეუწყობს განათლების დონის ამაღლებას და ქვეყანაში არსებული პრობლემატიკის შემცირებას, ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებებით სარგებლობას. პროექტის დასრულება არ გულისხმობს პრობლემის მოგვარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მოპოვებული ნივთი გადაეცეს მოხალისეთა ჯგუფს, რომლებიც გააგრძელებენ გენდერულ თემებზე მუშაობას. რაც შემდგომში კარგი მაგალითი იქნება სხვა მედია-საშუალებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

Equal gender opportunity:

თანაბრად იქნება გადანაწილებული

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Digital Camera

Canon EOS/100 D EF-S 18-55 IS STM,18 MP,DIGIC 5,3.0 LCD,SD,FHD White

შპს „ალტაოქეი“, ქუთაისის მაღაზია ს/კ 402033312

თბილისი,ჩაჩავას ქ.2-4-6-8-10-12

597134499
1 189,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ნანა რობაქიძე როგორ აღნიშნავენ ნერგაძეების ოჯახში ძველით ახალ წელიწადს და რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი. იხ. ბმული: https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/537271986630777/
Reply
ნანა რობაქიძე 84 წლის აქტიური ქალი, პიროვნება, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა დეკორაციული დენდროლოგიის განვითარებაში. რა გამოცდილებას უზიარებს იგი ახალგაზრდებს და რამდენად მნიშვნელოვანია საქმის სიყვარულით კეთება. ოჯახი, სადაც თითოეულმა წევრმა კარგად იცის გენდერული ბალანსის მნიშვნელობა. იხ. ბმული: ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/511337359224240/ )
Reply
ნანა რობაქიძე ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოში 25 წევრიდან 4 ქალი დეპუტატია წარმოდგენილი. რამდენად მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისთვის ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა და რა უპირატესობა გააჩნია გენდერულად დაბალანსებულ საკრებულოს? ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/518605465164096/ )
Reply
ნანა რობაქიძე გზა სამართალმცოდნეობიდან ხატმწერობამდე. რა გახდა ოთარ შალიკიანისთვის პროფესიის შეცვლის მიზეზი და როგორ დაეხმარა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეუღლე. როგორ უწყობს ხელს ოჯახში დაბალანსებული გარემო შემოქმედებით პროცესში. იხ. ბმული: ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/512600119097964/)
Reply
ნანა რობაქიძე ანა ჯუღელი შშმ პირია, მარტოხელა დედა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. როგორ ახერხებს იგი შვილებისთვის დაბალანსებული გარემოს შექმნას და რამდენად ღიაა საზოგადოება მსგავსი ადამიანების მიმართ. იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/518579865166656/ )
Reply
ნანა რობაქიძე ლამაზი წყვილის ისტორია, 80 წლის იუბილე და თანაცხოვრების 60 წელი. რას გვირჩევენ ისინი და რამდენადაა დაცული მათ ოჯახში გენდერული ბალანსი? იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/512599405764702/ )
Reply
ნანა რობაქიძე შემოდგომა ბაღდათის რაიონში, წლის მოსავლის აღება, რთველი, კეთილშობილი სითხის დაწურვა და ხალისი, რაც ამ პროცესს ახლავს თან. რამდენად გენდერულად არის გადანაწილებული ქალისა და მამაკაცის შრომა ყურძნის კრეფის დროს? იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/503816159976360/ )
Reply
ნანა რობაქიძე ახალგაზრდა მასწავლებელი და სტაჟიანი დედა, როგორ უთავსებს ერთმანეთს დიასახლისობასა და პროფესიულ საქმიანობას პედაგოგი ინგა შარვაშიძე. რამდენად არის დაცული ჯიშკარიანების ოჯახში გენდერული ბალანსი? იხ. ბმული ( https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/503818466642796/ )
Reply
ნანა რობაქიძე ემზარ გორდაძე და ცირა ჟორჟოლიანი ჩვენი კამერის ობიექტივში მოხვდნენ. გენდერულად დაბალანსებულ ოჯახში იდეალურადაა გადანაწილებული უფლებები და მოვალეობები. რაც ოჯახურ იდილიას ქმნის. აქ არ ანსხვავებენ ქალისა და მამაკაცის საქმეს. მთავარია საერთო მიზანი და ერთმანეთის ხელშეწყობა. ცოლ-ქმარი ასევე საქმიანი პარტნიორებიც არიან. ერთობლივი ძალისხმევით არა ერთი სასწავლო სახელმძღვანელო თუ სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს. თუ სურვილი გაქვთ უფრო მეტი გაიგოთ მათი ოჯახის შესახებ იხ. ბმული - https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/495281100829866/
Reply
ნანა რობაქიძე ჩვენი კამერის ობიექტივში ამჯერად ძლიერი ქალი მოხვდა. ფატი დვალიშვილი უბადლოდ ფლობს ხელსაქმეს, წერს ლექსებს და ძალიან უყვარს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ოჯახში იდილია მან დიდი ძალისხმევის შედეგად შექმნა. მიაჩნია, რომ არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე და ამას საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს! თუ სურვილი გაქვთ გაიგოთ როგორ შეძლო მან ეს ყველაფერი იხ. ბმული -> https://www.youtube.com/watch?v=Y1d2EhsSR_o
Reply
ნანა რობაქიძე ჩვენი ერთერთი პირველი სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანია "რიონის" ეთერში მოხვდა. ჟურნალისტების "გენდერული სათვალის" პრიზმაში ნუგზარ ალიევია, რომელიც ტრადიციული გენდერული როლების შესახებ მითს დაუნდობლად ამსხვრევს. აფხაზეთის ომგამოვლილმა, ვაჟკაცურმა და ძლიერმა, პარალელურად თავისი გატაცება და სიყვარული გაგვიზიარა, ერთი შეხედვით, ძალიან "ქალური" საქმის მიმართ და, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, თავის სამზარეულოში და კულინარიულ საიდუმლოებებში ჩაგვახედა. უნდა გითხრათ, ძალიან - ძალიან გაუმართლა "გენდერული სათვალის" გადამღებ ჯგუფს... თუ ლინკს გაჰყვებით, თავადაც მიხვდებით, რატომ... )))))))))))))))) https://www.facebook.com/Telejurnali7DGE/videos/486326238392019/
Reply
Ema Kamkia მასტერ-კლასი "ჟურნალისტის გენდერული სათვალე "
Reply
Ema Kamkia დავიწყეთ! ახალგაზრდა ჟურნალისტთა პირველი ჯგუფი შეიკრიბა და გენდერულად სენსიტიური ჟურნალისტიკის "მასტერ-კლასიც" ჩავატარეთ. ჯგუფში სხვადასხვა გამოცდილების ჟურნალისტები არიან, თუმცა ზოგიერთს, "ახალგაზრდობის" მიუხედავად, "გენდერული ჟურნალისტიკის მიმართულებით დამსახურებისათვის" ქალთა უფლებათდამცველი ორგანიზაციის, ფონდი "სოხუმის" მიერ დაწესებული პრიზიც აქვს მიღებული, რაც ძალიან გვეამაყება. ახალგაზრდებმა მათ მიერ გაკეთებული სიუჟეტები გაიხსენეს და გენდერული სენსიტიურობა ერთად "შეუმოწმეს". რას ნიშნავს "გენდერული სათვალე" და რა პასუხისმგებლობა აქვს მედიას ქალთა საკითხების გაშუქებისას, რას ნიშნავს ჟურნალისტიკის სოციალური პასუხისმგებლობა და როგორია საზოგადოების "დაკვეთა" ქალის თემის გაშუქებისას - მასტერ- კლასი საინტერესო დისკუსიების წარიმართა. მომავალი სიუჟეტების და ფოტორეპორტაჟების ბევრი საინტერესო იდეაც გაჩნდა, მაგრამ ამაზე - შემდეგ...)))))))))))))) ტექნიკის მოხმარებასაც ვეუფლებით
Reply
ნანა რობაქიძე შევისწავლეთ კამერის ტექნიკური მონაცემები, ახალგაზრდა ჟურნალისტებთან და მოხალისეებთან ერთად შევადგინეთ სამუშაო გეგმა. განვსაზღვრეთ პრიორიტეტები, ვემზადებით ტრენინგის ჩასატარებლად.
Reply
Ema Kamkia "ორბელიანი საქართველომ" დიდი ხნის ოცნება აგვიხდინა: მოხალისეთა ჯგუფს გვექნება საკუთარი კამერა, რომლითაც შევძლებთ გენდერულ თემატიკაზე სიუჟეტების გაკეთებას. მოუთმენლად ველოდებით სამუშაო პროცესს და ვავრცელებთ ინფორმაციას ყველა მსურველთნ, ვისაც უნდა შემოგვიერთდეს. მადლობა და კიდევ მადლობა "ორბელიან საქართველოს". გპირდებით - არ მოგაწყენთ და ხშირად შეგახსენებთ თავს. გვინდა თქვენს დიდ გუნდში გვიგულვოთ. )))
Reply