ფილმის ჩვენებები გენდერულ თანასწორობაზე

tamar.phurtseladze@yahoo.com
a
3706
Comments: 50
a

Goals

Problem statement:

სოფელი ვეჯინი ერთ–ერთი ქართული სოფელია კახეთის რეგიონში. მასში მცხოვრები მამაკაცებესითვის – და უმეტეს შემთხვევაში ქალებისთვისაც – გენდერული თანასწორება ისეთივე ახალი და მიუღებელი ფენომენია, როგორც დანარჩენ საქართველოში. ქალები, განსაკუთრებით შუა ასაკის და შუახანს გადაცილებულები, ერთის მხრივ, უდიდეს როლს ასრულებენ საოჯახო საქმეების შესრულებაში, მეორეს მხრივ კი საკუთარ თავზე იღებენ ოჯახის ფინანსურ უზრუნველყოფას და დღიურ, დაქირავებულ მუშებად მუშაობენ მიწის ნაკვეთებში. ხშირად, პარალელურად მამაკაცები ბირჟაზე დგომით ირთობენ თავს და ფუნქციების ამგვარ გადანწილებას, ბუნებრივად მიიჩნევენ. მაშინაც კი, როდესაც ქალის და მამაკცის სამუშაო თანაბრად არის გადანაწილებული, ქალის როგორც სოციალური არსების როლი პრაქტიკულად ნიველირებულია. სოფელში არ არსებოს ქალბატონებისთვის გაზრდის, თვითშემეცნების საშუალება, რომელიც დაუპირისპირდება არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს და ქალებს მისცემს თვითრეალიზაციის, ინტერესების განვითარების და დასვენების საშუალებას.
გარდა ამგვარი უთანასწორობისა, სოფელ ვეჯინში ოჯახარი ძალადობის ფაქტებიც არ არის უცხო მოვლენა. თუმცა, ისეთ ფაქტებს, როგორიცაა ქალების ცემა, სახლში გამოკეტვა და ა.შ. მოსახლეობა, როგორც მამაკაცები ისე ქალები, ხშირად ძალადობად არ მიიჩნევენ. ვეჯინელი მამაკაცების დამოკიდებულება ქალების მიმართ ასახულია საავტორო ფილმების სტუდია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, „ხმაამოიღეთ!''

Proposed Solution:

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სოფლის მოსახლეობას სტერეოტიპების დაძლევაში, რათა გაიცნობიეროს გენდერული თანასწორობის პრინციპები და ხელიშეუწყოს ქალების მიმართ სათანადო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ვეჯინის საზოგადოებას მივცეთ საშუალება აიმაღლონ ცოდნა და ცნობიერება ქალების უფლებების და გაძლიერების გზების შესახებ თემსა და ოჯახში. ამისთვისაც სოფელ ვეჯინში ივ. ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმის უკვე არსებულ კინო–დარბაზში გავმართავთ კინო–ჩვენებებს. დარბაზი გაიხსნილია 1988 წელს და მისი აპარატურა მოძველებულია, თუმცა თავად სივრცე და სავარძლები (გათვლილი 107 მაყურებელზე) პრაქტიკულად ხელუხლებელია. დარბაზში,თვეში ორჯერ საღამოს 5 საათიდან გავმართავთ გენდერულ საკითხებზე შექმნილ როგორც მხატრული ისე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას. სულ გათვალისწინებულია 20 ფილმის ჩვენება, როგორც ქართული ასევე უცხოური ფილმის ჩვენება ქართულ ენაზე. იდეის ინიციატორებს შექმნილი გვაქვს ფილმების წინასწარი სია, რომლებიც მოიცავს როგორც ბოლო დროინდელ ქართულ ფილმებს, როგორცაა ,,გაიღიმეთ’’, გრძელი ნათელი დღეები“, ,, პატარძლები“, ,,ქალები საქართველოდან“, ,,ხმა ამოიღეთ“... ასევე ცნობილ უცხოურ ფილმებს: Desert flower, Danish Girl, The Color Purple და ა.შ. წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ქართულ ფილმებს მოგვაწვდის „ქალთა ფონდი საქართველოში“. ღონისძიებაზე დავპატიჟებთ მოსახლეობას, მოვიწვევთ ოჯახებს. ჩვენება გათვალისწინებულია 30 კაციანი ჯგუფებისათვის. ფილმის ჩვენების შემდეგ გავმართავთთ დისკუსიას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. გარდა იმისა რომ დამსწრე საზოგადოება გაეცნობა გენდერული თემატიკის პრობლემებს, ასევე მათ გაუჩნდებათ სოციალიზაციის და შეკრების ადგილი, რომელიც საშუალებას მათ პიროვნულ ზრდას და გაძლიერებას. იმედი გვაქვს რომ დასწრეებს შორის იქნებიან მამაკაცები და ჩერთვებიან დისკუსიაში. კინო–ჩვენებების შესახებ ინფორმაციას გავავრცელებთ მოხალიესეების საშუალებით
ფასილიტატორად მოწვეული იქნებიან ადგილობრივი ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

Sustainability:

ივ. ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი უკვე ოცი წელია უფასოდ უთმობს ადგილს სხვადასხვა არასამთავრობო თუ საინიციატივო ჯგუფების ღონისძიებებს. აქ გამართულა ასობით სემინარი, ტრენინგი, პრეზენტაცია, კონფერენცია, გამოფენა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მუზეუმი წლების განმავლობაში ასრულებდა სამოქალაქო აქტივინიზმის ცენტრს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, საგრძნობლად შემცირდა. კინო–კლუბის მოწყობა, იქნება დიდი სტიმული საზოგადოებისთვის თავისი ინიციატივით გამართონ არა მხოლოდ ფილმის ჩვენებები, არამედ სხვადასხვა სამოქალაქო თუ სათემო ღონისძიებები და დაუბრუნონ მუზეუმს სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ფუნქცია. შეძენილი ნივთები გადაეცემა ივ.ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმს

Equal gender opportunity:

კინოჩვენენბებზე მოწვეულები იქნებიან როგორც ქალბატონები ასევე მამაკაცები, რომელბიც ჩაებმებიან ფილმის დასრულებისას დიკუსიაში. ფასილიტატორებად მოწვეულები იქნებიან როგორც ქალი ასევე მამაკაცი ფასილიტატორები. თუ ვისაუბრებთ უფრო ფართო სურათზე, ქალთა გაძლიერება ერთნაირად მომგებიანი მთლიანი თემისთვის, თანაბრად ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
projector

Benq MX507 XGA, 1024 x 768 DPI, 3,200 Lumens cd/m², 1.1:1, Black

LTD ALTA OK

0

0
1 100,85 ₾
acoustic system

Temeisheg. model Dp-114 bt. Total 300w

LTD AEROSOFT

0

0
374,58 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

tamar.phurtseladze@yahoo.com შაბათს, 26 აგვისტოს 14 საათზე გაიმართა მარიანო ბარროსოს ფილმი ,,პეპლების დრო", ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია:
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 26 აგვისტოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია. 14 საათზე ჯონ სმიტის ფილმი ,,სახიფათო ფიქრები" 16 საათზე დოკუმენტური ფილმი ,,ქალები საქართველოდან"
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com კვირას 6 აგვისტოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინო-დარბაზში გაიმართება ფილმების ჩვენება 14:00 სთ - ნანა ჯანელიძის ფილმი ,,ოჯახი" ხოლო 14:30 სთ დენი ბოილის ფილმი ,,მილიონერი გარე უბნიდან''. ფილმებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com კვირას 6 აგვისტოს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართება ფილმების ჩვენება-დისკუსი: 14:00 სთ - ნანა ჯანელიძის ფილმი ,,ოჯახი" 14:30 სთ დენი ბოილის ფილმი ,,მილიონერი გარე უბნიდან''
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com დღეს, 23 ივლისს 2 საათზე გაიმართა FLORIAN GALLENBERGER-ის ფილმი ,,კოლონიას" ჩვენება. მაყურებელი დიდი ინტერესით უყურებდა, ბოლოს დისკუსიაც გაიმართეს.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com მიუხედავად იმისა რომ დღეს ვეჯინში ძალიან ცხელოდა, მაინც მოვიდნენ პატარა მაყურებლები და ნახეს ხუან ანტონიო ბაიონას ფილმი ,,ურჩხული გიხმობს" . ფილმმა მოწონება დაიმსახურა და დასარულების შემდეგ დისკუსიაც გაიმართა პატარებს შორის.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 22 და 23 ივლისს ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გამართება ფილმების ჩვენება და დისკუსია: შაბათს- 22 ივლისს 2 საათზე -- ხუან ანტონიო ბაიონას ფილმი ,,ურჩხული გიხმობს" კვირას - 23 ივლისი 2 საათზე -- FLORIAN GALLENBERGER-ის ფილმი ,,კოლონია"
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 9 ივლისს, ვეჯინის კინო-კლუბში ჩატარდა რუსუდან ჭყონიას ფილმი ,,Keep Smiling ანუ გაიღიმეთ", ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 8 ივლისს, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართა საბავშვო ფილმის ,,გარფილდის'' კინო-ჩვენება. ფილმს დაესწრნენ პატარა მაყურებლები. კინო-ჩვენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 25 ივნისს, 2 საათზე ნაჩვენები იქნა ლანა ღოღობერიძის ფილმი ,,რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com კვირას 25 ივნისს, 2 საათზ,ე დაგეგმილი გვაქვს ლანა ღოღობერიძის ფილმი ,,რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე''
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 24 ივნისს მორიგი საბავშვო ფილმი გავუშვით, სტივენ სპილბერგის ,,დიდი და კეთილი გოლიათი ''. ფილმმა პატარების მოწონება დაიმსახურა.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ფილმების დასრულების შემდეგ მაყურებელთა შორის გაიმართა ცხარე დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 18 ივნისს ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია. 2 საათზე ზურა ინაშვილის დოკუმენტური ფილმი ,,ხმა ამოიღეთ''. 3 საათზე ნადინ ლაბაკის მხატრული ფილმი ,,ახლა საით წავიდეთ?"
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 17 ივნისს ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში, 1 საათზე გაიმართა პატარებსთვის მაიკი მიტჩელიის ანიმაციური ფილმი ,,ტროლები".
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 17 ივნისს და 18 ივნისს მორიგი კინო-ჩვენებები ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში. შაბათს 1 საათზე მაიკი მიტჩელიის ანიმაციური ფილმი ,,ტროლები". კვირას 2 საათზე ზურა ინაშვილის დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!" 3 საათზე კი ნადინ ლაბაკის მხატრული ფილმი ,,ახლა საით წავიდეთ?"
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 4 ივნისს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართა ASIF KAPADIA-ს ფილმი ,,ალი და ნინო. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში, დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 3 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ნაჩვენები იქნა დუნკან ჯონსის ფილმი ,,ვორკრაფტი’’. ფილმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია ყველა ასაკის მაყურებელში.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიემართება ფილმების ჩვენება-დისკუსია: შაბათს, 3 ივნისს, 4 საათზე- დუნკან ჯონსის ფილმი ,,ვორკრაფტი’’ კვირას, 4 ივნისს 4 საათზე -ASIF KAPADIA-ის ფილმი ,,ალი და ნინო’’
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 22 მაისს, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში მაყურებელთა თხოვნით განმეორებით გაიმართა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები". ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ჩვენი პატარა მაყურებელი, რომელიც ასეთი ლამაზი მოვიდა ფილმის სანახავად
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ცხრა შვილიანი ოჯახიდან ფილმის ჩვენებას ექვსი და-ძმა დაესწრო, მოიჩქაროდნენ, დროზე ადრე მოვიდნენ და ერთი მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიწყებოდა ფილმის ჩვენება.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ცხრა შვილიანი ოჯახიდან ფილმის ჩვენებას ექვსი და-ძმა დაესწრო, მოიჩქაროდნენ, დროზე ადრე მოვიდნენ და ერთი მოუთმენლად ელოდნენ როდის დაიწყებოდა ფილმის ჩვენება.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com კვირას 21 მაისს, 15 საათზე ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინო-დარბაზში ნაჩვენები იქნა ენგ ლის ფილმი ,,პის ცხოვრება“. ფილმს დაესწრნენ როგორც უფროსი კლასის მოსწავლეები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვებიც. ფილმმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 20 მაისს, 15 საათზე ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ნაჩვენები იქნა სტივენ სპილბერგის მხატრული ფილმი ,,იისფერი", ფილმის დაწყებამდე ვისაუბრეთ ოჯახური ძალადობის პრევენციის შესახებ და საქართველოში მოქმედი სამართლებრივ რეგულაციეზე.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართება ფილმების ჩვენება-დისკუსია: შაბათს, 20 მაისს, 15 საათზე - სტივენ სპილბერგის მხატრული ფილმი ,,იისფერი" კვირას 21 მაისს, 15 საათზე - ენგ ლის ფილმი ,,პის ცხოვრება“ ორშაბათს 14 საათზე - ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსიის ქართული მხატვრული ფილმი ,,გრძელი ნათელი დღები" განმეორებით მაყურებელთა თხოვნით.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 7 მაისს სამ საათზე ნაჩვენები იქნა მარიამ ხაჭვანის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმი ,,დინოლა’’ და მელ გიბსონის ,,ჰაქსოუს გმირი’’. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ უფროსებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც. ფილმების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 7 მაისს, 1 საათზე ნაჩვენები იქნა საბავშვო ანიმაციური ფილმი ,,შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება", პატარები მშობლებმა, ბებიებმა და პაპებმა მოიყვანეს. უფროსებიც სიამოვნებით დაესწრნენ ფილმის ჩვენებას.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 7 მაისს გაიმართება მორიგი კინო-ჩვენებები ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინო-დარბაზში. ფილმების ჩვენება დიდ ინტერესს იწვევს პატარა ბავშვებში, ამიტომ გადავწყვიტეთ პირველ საათზე ვაჩვენოთ კრის რენოდის ანიმაციური ფილმი ,,შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“ , სამ საათზე კი მარიამ ხაჭვანის ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმი ,,დინოლა’’ და მელ გიბსონის ,,ჰაქსოუს გმირი’’. ჩვენი პატარა მოხალისები მოუთმენლად ელიან ამ დღეს, თაბახზე ამობეჭდილი აფიშები ვეჯინის სხვადასხვა უბანში გამოაკრეს.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 23 აპრილს 5 საათზე ნაჩვენები იქნა შერი ჰორმანის ფილმი ,, უდაბნოს ყვავილი", რამაც მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com წინა ფილმის ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ 23 აპრილს, 3 საათზე სოფელ ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინო-კლუბში ნაჩვენები იქნა რეჟისორ ჰარალდ ცვარტის საბავშვო ფილმი ,,კარატისტი ბიჭუნა''.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com დღეს უამინდობის გამო სოფელ ვეჯინში გაითიშა ელექტროენერგია, სამწუხაროდ ვერ შედგა დაგეგმილი ფილმის- ჩვენება. ხვალ, 23 აპრილს 15:00 (3 საათზე) ნაჩვენები იქნება ,, კარატისტი ბიჭუნა',' ხოლო 17:00 ფილმი ,,უდაბნოს ყვავილი''.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ჩვენმა გამოკრულმა აფიშებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სოფლის მოსახლეობაში. ყველა ერთად ველოდებით 22-23 აპრილს
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com წინა ფილმის ჩვენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში, ამიტომ გადავწყვიტეთ 23 აპრილს, კვირას პატარებს ვაჩვენოთ ფილმი ,,კარატისტი ბიჭუნა".
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 22 აპრილს, 16 საათზე, გვაქვს დაგეგმლი ფილმის ,,უდაბნოს ყვავილის'' ჩვენება. დავიწყეთ მზადება, გავუგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოსახლეობას, გავაკარით აფიშები სოფლის სხვადასხვა უბნებში.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ჩვენებას დაესწრო სხვადასხვა ასაკის მაყურებელი მათ შორის არასრულწლოვანები. სოფლის მოსახლეობა ელოდება შემდეგი ფილმის ჩვენებას.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ფილმის ,,გრძელი ნათელი დღეები" სიუჟეტმა მაყურებელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია , ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელთა შორის გაიმართა ცხარე დებატები.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com 30 მარტს, სოფელში ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში კინო-კლუბმა დაიწყო მუშაობა. მაყურებელმა ნახა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი ,,გრძელი ნათელი დღეები"
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ჩვენი მოხალისე მარი აკრავს ვეჯინის უბნებში აფიშებს. რამაც მოსახლეობის ინტერესი გამოიწვია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com დღეს ამოვბეჭდეთ პატარა ზომის აფიშები, რომელიც გავაკარით სოფლ ვეჯინის სხვადასხვა უბანში
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ვიწყებთ ფილმების ჩვენებას. 30 მარტს, 16 საათზე სოფელ ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინო-დარბაზში გაიმართება მხატვრული ფილმის ჩვენება–დისკუსია.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com მიუხედავად იმისა რომ ამინდები გამოვიდა და შედარებით დათბა, ფილმების ჩვენება კიდევ გადაიდო. ველოდებით მუქი ფერის ფარდებს, რომლების შეძენასაც დაგვპირდა სამუზეუმო გაერთიანება.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ვეჯინში ძალიან ცივა, სამწუხაროდ ვერ შევძელით დაგეგმილ დღეს გვეჩვენებინა ფილმი, მოხალისეებმა მაინც ჩართეს საცდელად, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ უყურეს, შესცივდათ :( გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანება დაგვპირდა რომ მუქი ფერის ფარდებს შეგვიძენს. ველოდებით კარგ ამინდს და ფარდებს :)
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ჩვენმა მოხალისეებმა დაამონტაჟეს პროექტორი და დინამიკები, ყინვები გვიშლის ხელს რომ დავიწყოთ კინო–ფილმების ჩვენება. ვეჯინელი ქალები და არა მარტო ქალები ელოდებიან გამოამინდებას, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი პროექტის განხორციელება.
Reply
Лаура Харитонашвили დავიწყეთ მოხალისეებთან ერთად პროექტორის და დინამიკების .დამონტაჟება ცუდმა ამინდებმა შეგვიშალეს ხელი და დაგვაგვიანდა გაკეთება
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ივანე ბერიტაშვილის სააქტო დარბაზი, სადაც ვგეგმავთ კინო–ფილმების ჩვენებას. ,,ორბელიანი საქართველომ" შეგვიძინა დამატებით პროექტორის საკიდი და კაბელები. ანიშნულ ნივთებს ჩავიტან ვეჯინში და შევუდგებით დამონტაჟებას.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com პროექტორი და დინამიკები მივიტანეთ ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში და საცდელად ფილმიც ჩავრთეთ. იმისთვის რომ სრულყოფილი ფილმის ჩვენება შედგეს გვესაჭიროება ჭერზე პროექტორის დასამაგრებელი, პროექტორიდან კომპიუტერზე დამაკავშირებელი კაბელი და დინამიკების დასამონტაჟებლად ასევე გრძელი კაბელი. სულ მალე შევიძენთ აღნიშნულ ნივთებს და შევუდგებით დამონტაჟებას.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ,,ორბელიანი საქართველომ'' შეგვიძინა დინამიკები და პროექტორი, ვეჯინის ქალთა კინო კლუბისთვის. ნივთები უკვე წავიღეთ კახეთში და სულ მალე დავამონტაჟებთ.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com ვეჯინის ქალთა კინო კლუბისთვის ,,ორბელიანი საქართველომ'' მოიძია შესაბამისი პროექტორი და დინამიკები. უახლოეს დღეებში ამ აღჭურვილობას დავამონტაჟებთ ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში.
Reply
tamar.phurtseladze@yahoo.com სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის სააქტო დარბაზში ვგეგმავთ კინო–ჩვენებებს, რომელშიც ასახული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპები, ვეჯინის თემის ქალთა გაძლიერების მიზნით. საორგანიზაციო საქმეების დასრულების შემდეგ, ინფორმაციას ქალებს დაგეგმილი კინო–ჩვენებების შესახებ მიაწვდიან მოხალისეები
Reply