Digitize Women's History

Nino Tskipurishvili
a
2367
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაიწყო. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე ქალები და ქალთა უფლებების დამცველები აარსებდნენ და უძღვებოდნენ გოგონათა დაწყებით სკოლებს, ჭრა-კერვის კურსებს, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ლექციებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს, თეატრიალურ წარმოდგენებს, ბეჭდურ გამოცემებს, ლიტერატურულ სალონებს, ღონისძიებებს პროსტიტუციაში ჩართულ ქალთა დასახმარებლად და ა.შ. კატო მიქელაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, ნოტიო ლოლუა, ნინო ტყეშელაშვილი, ლიდია მეგრელიძე და სხვები, მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელია მათ შორის, ვინც მე-19 საუკუნეში პირველად წამოჭრა „ქალთა საკითხი“. ამ საკითხებზე მუშაობისას ისინი, რასაკვირველია, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებებს აწყდებოდნენ. გამოწვევები, რომლებიც იმ დროს მათ წინაშე იდგა, საკმაოდ ჰგავს დღევანდელს, ბევრ [მაშინდელ] არგუმენტს ადვილად ამოვიცნობთ დღეს გავრცელებულ შეხედულებათა ძირითად მიმართულებაშიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია გადავხედოთ ძალისხმევას, მცირე თუ დიდ გამარჯვებებს, მიღწევებსა და იმედგაცრუებებს იმ ქალებისა, რომლებიც წარსულში ქალთა და გოგონათა გაძლიერებითვის იღწვოდნენ და იბრძოდნენ მომავალში ქალთა პირობების გაუმჯობესებისთვის. იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიაში ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის პროცესი მთლიანობაში გავიაზროთ, და განვსაზღვროთ ამ პროცესის დღევანდელი მდგომარეობა, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ იმ ქალებზე, მათ გამოცდილებასა და წვლილზე. ბევრი ასეთი ფაქტი და ბიოგრაფია დასაბუთებულია მათ პირად არქივებსა და დღიურებში და ინახება ქართული ლიტერატურის მუზეუმსა და ეროვნულ არქივში. ეს დოკუმენტები ხელითაა ნაწერი, ზოგჯერ ფანქრით, და დროთა განმავლობაში ბუნდოვანდება და ცვდება. თუ ეს დოკუმენტები გაქრება, ისტორიის ქალთა ნაწილიც გაქრება.

Proposed Solution:

ამ პროექტით ჩვენი მიზანია შევარჩიოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი და მისი არქივი და მოვამზადოთ მისი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია. თავდაპირველად, კონსულტაციისთვის დავუკავშირდებით ექსპერტებსა და გენდერის მკვლევრებს და მათ რჩევაზე დაყრდნობით ამოვირჩევთ მე-19 საუკუნეში (ან მე-20 საუკუნის დასაწყისში) მოღვაწე ქალს. მისი დღიურების/არქივის დამუშავება მოხდება Microsoft Office Word-ის პროგრამაში, შემდეგ მომზადდება ონლაინ გამოცემა და ნაბეჭდი ვერსია. ონლაინ გამოცემა აიტვირთება რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე, ხოლო ნაბეჭდი ვერსია დარიგდება ბიბლიოთეკებში, მათ შორის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში: ქუთაისში, ახალციხეში, გორში და ა.შ, ასევე, სხვა საგანმანათლებლო ცენტრებში. გამოცემისა და მისი წინარეისტორიის შესახებ ამ უნივერსიტეტებში დაინტერესებული ჯგუფებისთვის, მაგ., სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის, ახალგაზრდული ლიდერებისთვის, სოციალური აქტივისტებისათვის, ჩატარდება პრეზენტაციები. დარიგდება წიგნის სანიშნები ამ საზოგადო მოღვაწე ქალის ფოტოთი, მისი ციტატით/ბიოგრაფიული ცნობითა და იმ ბიბლიოთეკის/ელექტრონული რესურსის მისამართით, სადაც იქნება განთავსებული ეს პუბლიკაცია.

Sustainability:

ონლაინ/ნაბეჭდი პუბლიკაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მე-19 საუკუნის ქალი საზოგადო მოღვაწისა და ქალთა უფლებებისათვის მებრძოლის პირადი არქივი გამოსადეგი იქნება საგანმანათლებლო და კვლევითი მიზნებისთვის და ისარგებლებენ ისტორიკოსები, სტუდენტები, მასწავლებლები, სამოქალაქო აქტივისტები და სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებებით, განათლებით, ისტორიითა და აქტივიზმით დაინტერესებული ფართო საზოგადოება. საზოგადო მოღვაწე ქალის ისტორია, მისი შრომა და წვლილი დააინტერესებს და წაახალისებს თანამედროვე სოციალურ აქტივისტებს, რადგან ეს იქნება გამოცდილების გაზიარების წყარო.

Equal gender opportunity:

იქიდან გამომდინარე, რომ ისტორია ძირითადად კაცების მიერ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მათსავე მოღვაწეობაზე იწერებოდა, არსებობს საჭიროება, გამოვამჟღავნოთ წარსულში მოღვაწე ქალთა ამბები. საზოგადო მოღვაწე ქალის არქივის შესახებ პუბლიკაცია შექმნის/გააფართოებს ისტორიის ქალთა, ჯერ კიდევ დაუწერელ ნაწილს, ე.ი. ქალთა ისტორიას. შედეგად, საზოგადოებას ექნება წარსულის უფრო ამომწურავი და გენდერულად ნაკლებად მიკერძოებული სურათი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Bookmarks

500 pieces, size: 50mm x 190mm

Print Georgia

Kazbegi ave. 32/34. Tbilisi

239 33 86
190,00 ₾
Publication

Printed publication, 300 pieces (50 pages, with pictures)

Petite - Graphical and Publishing Studio

Office Address: Sharashidze St №6

229 22 89; 599792289
1 200,00 ₾
Transportation

Transportation to & from: Marneuli (3 persons), Gori (3 persons), Ozurgeti (3 persons), Tsnori (3 persons).

Tbilisi Central Station; Georgian Railway.

Station Square, Tbilisi

(+995 32) 219 95 95
144,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Tskipurishvili პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია. იხილეთ ბმული: The Online version of the publication is available here: https://en.calameo.com/books/005795997b7fab75f87ac
Reply
Nino Tskipurishvili On the 1st of December we had a presentation of the publication "Life Between Two Edges" by Babilina Khositashvili. The grandchildren of the author also participated in the event.
Reply
Nino Tskipurishvili 1-ელ დეკემბერს, კაფე "ახალ მზიურში" გვქინდა ბაბილინა ხოსიტაშვილის კრებულის, "ცხოვრება ორ წყალს შუა" პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლის შვილიშვილებიც.
Reply
Nino Tskipurishvili The publication is now printed. We are preparing for the presentation.
Reply
Nino Tskipurishvili სამუშაო ჯგუფის წევრები ეწვივნენ ნელი ხოსიტაშვილს, ბაბილინა ხოსიტაშვილის ძმის, იროდიონ ევდოშვილის შვილიშვილს, რომელიც ცხოვრობდა ბაბილინასთან ერთად მას შემდეგ, რაც მწერალი ასაკში შევიდა და მხედველობა დაკარგა. ნელი ხოსიტაშვილი მოგვიყვა მწერლის შესახებ უცნობ ფაქტებს და გადმოგვცა ავტორის ბოლოდროინდელი ფოტოები. This week the project team members visited Neli Khositashvili, a grandchild of Babilina Khositashvili’s brother Irodion Evdoshvili. She used to live with Babilina after the author grew old and lost her sight. Neli used to accompany her when she was visiting friends, including writers and poets. Neli Khositashvili told some unknown facts about the author and gave the latest photos of Babilina.
Reply
Nino Tskipurishvili Last week the members of the project team visited the house/museum where Babilina Khositashvilis’s family lived. We collected some additional material, fotos and information about her. გასულ კვირას პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ იმ სახლ-მუზეუმს, სადაც ბაბილინა ხოსიტაშვილის ოჯახი ცხოვრობდა. შევაგროვეთ დამატებითი მასალა, ფოტოები და ინფორმაცია.
Reply
Nino Tskipurishvili მიმდინარეობს ტექსტის სტილისტური შესწორება და წინასიტყვაობაზე მუშაობა. ასევე, წიგნის სანიშნზე დასატანი ციტატის შერჩევა. ამასთანავე, ვაზუსტებთ სატიტულო გვერდზე დასატან დეტალებს. ამის შემდეგ მოხდება დიზაინზე მუშაობა. ბაბილინა (ბარბარე) ხოსიტაშვილის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/BabilinaKhositashvili Currently the text is in process of editing (stylistically). We are also working on the preface of the publication and choosing the quote to use for the bookmarks. The details for the title pages are also in the process of adjusting. After that, we will work on the design. For more information about Babilina (Barbare) Khostitashvili, please visit the page: https://www.facebook.com/BabilinaKhositashvil
Reply
Nino Tskipurishvili The draft version of the publication is ready. The Facebook page has been launched, to re-introduce Babilina (Barbare) Khositashvili as a writer, translator and a women's rights activist. (The page is yet under the modification). პუბლიკაციის სამუშაო ვერსია მზადაა. შეიქმნა "Facebook-ის" გვერდი, რომელიც ხელახლა გაგვაცნობს ბაბილინა (ბარბარე) ხოსიტაშვილს, როგორც მწერალს, მთარგმნელსა და ქალთა უფლებების დამცველს. (გვერდი ჯერ ცვლილების პროცესშია).
Reply
Nino Tskipurishvili We continue editing of the digitized archival material, already chose some poetic works for the publication and now are making decision which portrait of the author shall we use. ვაგრძელებთ გაციფრულებული მასალის რედაქტირებას, უკვე ავარჩიეთ რამდენიმე პოეტური ნამუშევარი და ახლა განვიხილავთ, ავტორის რომელი პორტრეტი გამოვიყენოთ პუბლიკაციისთვის.
Reply
Nino Tskipurishvili The handwritten articles, diaries and a play, is already digitized. Now we begin editing and searching for additional material, including pictures and poems. ხელნაწერი სტატიების, დღიურებისა და პიესის გაციფრულება დასრულებულია. ახლა ვიწყებთ რედაქტირებას და დამატებითი მასალის, მათ შორის ფოტოებისა და ლექსების, მოძიებას.
Reply
Nino Tskipurishvili We have almost finalized the process of making handwritten material into Microsoft Office Word format and are preparing for editing. თითქმის დავამთავრეთ ხელნაწერი მასალის Word-ის ფორმატში შეყვანა და ვემზადებით რედაქტირებისთვის.
Reply
Nino Tskipurishvili We continue sorting and digitization of the archival material. ვაგრძელებთ საარქივო მასალის დახარისხებას და გაციფრულებას.
Reply
Nino Tskipurishvili The museum of literature is closed during August. So the process of digitization will be continued from September. Until then we will do additional research in the public library to identify which works of the chosen female public figure is already published. ლიტერატურის მუზეუმი აგვისტოს განმავლობაში დაკეტილია, ამიტომ გაციფრულებას გავაგრძელებთ სექტემბრიდან. მანამდე ჩავატარებთ დამატებით კვლევას საჯარო ბიბლიოთეკაში იმისათვის, რომ ვნახოთ შერჩეული ქალი საზოგადო მოღვაწის ნაშრომებიდან რომელია უკვე გამოცემული.
Reply
Nino Tskipurishvili On Tuesday we got permission from the literature museum to begin a research. We saw the archives catalog as well and chose some letters, diaries, poetry and a play of the woman we are now studying. On Wednesday we talked to another gender researcher, who has already made an electronic version of the biography of this woman, and suggested collaboration. სამშაბათს ლიტერატურის მუზეუმისგან მივიღეთ ნებართვა, რომ კვლევა ჩავატაროთ. დავათვალიერეთ არქივის კატალოგი და შევარჩიეთ იმ ქალის რამდენიმე წერილი, დღიურები, ლექსები და პიესა, რომელსაც ვიკვლევთ. ოთხშაბათს ვესაუბრეთ კიდევ ერთ გენდერის მკვლევარს, რომელსაც უკვე აქვს გაკეთებული ამ ქალის ბიოგრაფიის ელეტქონული ვერსია, და შევთავაზეთ თანამშრომლობა.
Reply
Nino Tskipurishvili We have been in the museum of literature and got information about admission procedures and opening hours.
Reply
Nino Tskipurishvili We have had the first consultation yesterday and according to this advice identified two female public figures from the 19th century. Nest step is to visit the museum of literature and look the archives.
Reply
Nino Tskipurishvili June 26, 2017 we signed the contract for the project of "Archive tales". Now we begin consultations with gender researchers. As a result we will decide which female activist will be studied. Portrait of Barbare Jorjadze, by Anuka Beluga
Reply