გენდერული უთანასწორობის ფორუმი

inforoheline@gmail.com
a
1532
Comments: 5
a

Goals

Problem statement:

ამჟამად საქართველოში გენდერული უთანასწორობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, თუმცა მასთან დაკავშირებული აქტივობების უმრავლესობა დედაქალაქში ხორციელდება. გენდერის ირგვლივ წარმოშობილი საკითხები ძალიან აქტუალურია მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით განსხვავებული, მრავალფეროვანი პრობლემები გვხვდება.
რიგით მოქალაქეებს შორის ამ საკითხებზე დისკუსიების არარსებობა სტერეოტიპების გავრცელებას, დამახინჯებული წარმოდგენების არსებობას უწყობს ხელს. შემდეგი აქტუალური და პრობლემატური საკითხები - მდედრობითი მუშახელის უფლებები, სქესის მიხედვით ანაზღაურებაში განსხვავებები, უმუშევრობა, პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა, რეპროდუქციული უფლებები, სექსუალური განათლება, ოჯახური ძალადობა - საჭიროებს ანალიტიკურ მიდგომებს და ფართო საზოგადოებაში, განურჩევლად სქესისა, ამ საკითხების ღიად განხილვას.
მაშასადამე, ჩვენი მიზანია ცნობიერების გაზრდა ამ პრობლემურ საკითხებზე, ახალგაზრდების წახალისების გზით, რომ მათ ისაუბრონ გენდერულ თანასწორობასა და არსებულ სტერეოტიპებზე. დაე, მათი ხმა ისმოდეს!

Proposed Solution:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალაგაზრდები თბილისიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან შეხვდებიან ერთმანეთს, გაცვლიან ცოდნასა და იდეებს და მიიღებენ პრაქტიკულ და თეორიულ ინფორმაციას გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებით. თითოეულ ქალაქში ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე პრობლემური საკითხი. პროექტის პირველი ნაწილის ფარგლებში, მონაწილეები შეიკრიბებიან თავიანთ ქალაქებში და განიხილავენ მდედრობითი მუშახელის უფლებებს, სქესის მიხედვით ანაზღაურებაში განსხვავებებსა და უმუშევრობის პრობლემებს.
რუსთავი: სამუშაო ადგილებზე უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან აქ გვაქვს ბევრი მძიმე ინდუსტრიული ქარხანა;
თბილისი: რეპროდუქციული უფლებები და სექსუალური განათლება, როგორც ოჯახური ძალადობის პრევენცია. თბილისი საუკეთესო ვარიანტია ყველაზე სენსიტიური პრობლემების განსახილველად, რადგან აქ ხალხს მეტი ღიაობა და მზაობა აქვს სხვადასხვა საკითხების მსჯელობისადმი.
ახალციხე: ქალთა როლი თემურ მოსახლეობაში (?) და გენდერული სირთულეები ეთნიკურ უმცირესობებში, კულტურა და ქალები - ეს საკითხები შერჩეულია სპეციალურად, რადგან ქალაქი გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით.
გენდერის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები იქნებიან მოწვეულები სტუმრად, სიტყვის წარმოსათქმელად.
პროექტში მონაწილეობის შემდეგ, მონაწილეებმა დისკუსიებისას გამოკვეთილ საკვანძო საკითხებზე ბლოგები უნდა დაწერონ. თითოეული ქალაქის წარმომადგენელ მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გააზიარონ, სხვანაირად შეხედონ, გააანალიზონ ეს პრობლემები და იპოვონ შესაძლო გამოსავალი.
ყველა მონაწილე მოწვეულ იქნება რუსთავში თავიანთი საკითხის წარმოსაჩენად. ღონისძიება დასრულდება საუკეთესო ბლოგპოსტის გამოვლენითა და სერტიფიკატის გადაცემით.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Presents for best blog post authors

3 memory sticks

PatioArt

35/37 Shartava Street, Tbilisi

591 72 02 02
100,00 ₾
Projector

For presentations, documentary screenings and closing ceremony.

101.ge

online shop

555134466
339,00 ₾
Transport

To bring participants from Akhaltsikhe to Rustavi and back.
To bring organizers and guest speakers to Akhaltsikhe and back.

Driver

Undefined

Undefined
600,00 ₾
Stationary

Pens, markers, paper, notebooks, flip charts

Dekori

Beliashvili Street 157, Tbilisi

2 22 13 33
200,00 ₾
Promotional materials

Flyers, stickers, roll-up banner, informational booklets about the project for dissemination, certificates for the participants .

First Floor Group

Tskneti Highway, Tbilisi

555205474
300,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

inforoheline@gmail.com კვირას, 19 ნოემბერს, გაიმართა მეორე შეხვედრა თბილისში, ეროვნულ სამეცნოერო ბიბლიოთეკაში. შეხვედრის თემა იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები. დამარებისთვის მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერს, ნინო ცქიფურიშვილს. ნინო ორბელიანის გამარჯვებული იდეის ავტორია და სწორედ ორბელიანის მიერ ორგანიზებული შეხვედრების შედეგად მოვახერხეთ მასთან დაკავშირება.
Reply
inforoheline@gmail.com ფოტოები რუსთავის შეხვედრიდან.
Reply
inforoheline@gmail.com შაბათს, 11 ნოემბერს შედგა პირველი შეხვედრა რუსთავში. შეხვედრის თემა სამუშაო უფლებები და არათანაბარი ხელფასები. შეხვედრამ დინამიურად ჩაიარა, მონაწილეები ჩაებნენ აქტიურ დისკუსიაში, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი უფრო მეტად ინფორმაციული იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერს, ბექა გაბადაძეს.
Reply
inforoheline@gmail.com პროექტის პირველი შეხვედრა შედგება შაბათს, 11 ნოემბერს, რუსთავში. შეხვედრის თემაა სამუშაო უფლებები და არათანაბარი ხელფასები. მოწვეული ტრენერი ისაუბრებს დასაქმების პირობებზე და გამოწვევებზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაებან დისკუსიაში და როლურ თამაშებში. შეხვედრას დაესწრება 15 რუსთაველი ახალგაზრდა.
Reply
inforoheline@gmail.com მას შემდეგ რაც ჩვემა გუნდმა მიიღო დადებით პასუხი იდეის დაფინანსების შესახებ, ჩვენ შევიმუშავეთ აქტივობების კონკრეტული გეგმა, რომელიც ასე გამოიყურება: 1) პარტნიორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკება, ტრენინგების სივრცის მომზადება. 20.08-31.08.2017 2) მონაწილეების შერჩევა - განაცხადის გამოქვეყნება პარტნიორი ორგანიზაციების ფეისბუქ გვერდზე და jobs.ge-ზე. 15 მონაწილე თითოეული ქალაქიდან. 25.08-05.09.2017 3) მოწვეულ პოფესიონალებთან საბოლოო შეთანხმება და პირობების დაზუსტება. 01.09-04.09.2017 4) ბლოგის შექმნა ბლოგ პოსტების კონკურსისათვის. 06.09-08.09.2017 5) შერჩეულ მონაწილეებთან ტრენინგების განრიგის და დამატებითი ინფორმაციის გაგზავნა. 05.09.2017 6) ტრენინგი - დასაქმების პრობლემები გენდერულ ჭრილში - რუსთავი 9.09.2017 7) ტრენინგი - ქალთა რეპროდუქციული უფლებები 16.09.2017 8) ტრენინგი - კულტურა და ქალები (ეთნიკური უმცირესობები) 23.09.2017 9) ბლოგ პოსტების კონკურსის გამოცხადება - თითოეულ მონაწილეს დაევალება დაწეროს პოსტი ჩატარებული ტრენინგის თემაზე. 23.09-30.09.2017 10) შემაჯამებელი შეხვედრა, ტრენინგი - პროექტების წერა, 11) 3 გამრჯვებული ბლოგ პოსტის ავტორების გამოვლენა, სერთიფიკატების გადაცემა - რუსთავი. 7.10.2017 გუშინ, 19 აგვისტოს ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას და ახლა უკვე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან საჭირო აღჭურვილობის შესაძენად. სულ მალე დაგიბრუნდებით სიახლეებით ჩვენი მუშაობის შესახებ.))
Reply