გააზიარე გამოცდილება

rima4ka1@gmail.com
a
1725
Comments: 16
a

Goals

Problem statement:

-მშობელთა და შვილთა კონფლიქტი არ არის ახალი, ეს პრობლემა საუკუნეებია არსებობს და განიხილება ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგების მიერ. მოცემული პრობლემა გენდერულ თემასთანაც მჭიდროდ არის დაკავშრებული მაგალითისთვის ცნობილი ფემინისტი ავგუსტ ბებელი თავის ნაშრომში „ქალი და სოციალიზმი“ ავითარებს აზრს რომ ქალბატონები რომლებიც თავად განიცდიან ჩაგვრას გენდერული ნიშნით თავადაც შემდგომში უთანასწოროდ და უსამართლოდ ექცევინ თავის ქალიშვილებს. მე ვეთანხმები ამ აზრს, სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაშც შვილების გარჩევა გენდერული ნიშნით ძალიან ხშირია, მათ შორის დედების მხრიდან. ჩვენ ვხდებით გენდერულ დისკრიმინაციას ოჯახის დონეზეც კი. მითუმეტეს ასეთი დამოკიდებულება სამწუხაროა დედებისგან რომლებსაც წესით სხვაზე უკეთ უნდა ესმოდეთ საკუთარი ქალიშვილების და მხარს უნდა უჭერდნენ მათ. ჩვენ ვთვლით რომ ამის ერთერთი მიზეზი არის დიალოგის არარსებობა სხვადასხვა თამოების ქალბატონებს შორის. სწორედ დიალოგის დაწყება დედებსა და მათ ქალიშვილებს შორის არის ჩვენი მთავარი მიზანი დროის ამ მონაკვეში.

Proposed Solution:

-ჩვენ გვსურს ჩვენ პროექტში გავაერთიანოთ სხვადსხვა თაობის ქალბატონები თავის ქალიშვილებთან ერთად. მივცეთ მათ საშვალება ერთად გაატარონ დრო, დაკავდნენ საერთო საქმით, ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. ქალბატონებს ექნებათ საშვალება ქალების გარემოცვაში თამამად გამოთქვან საკუთარი აზრი გაუზიარონ ერთმანეთს პრობლემები, ცოდნა და გამოცდილება. ასევე მოისმინონ ერთმანეთის დამოკიდებულება სხვადსხვა თემების მიემართ რაც ხელს შეუწყობს თაობათა დაახლოვებას და იმედია ნდობის ჩამოყალიბებასაც. ჩვეენ მოცემული დიალოგის დაწყებისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა აქტივობებს მათ შორის: ექსკურსია, ფილმის ყურება, დისკუსები სხვადასხვა თემაზე, ფორუმთეატრი, როლური თამაშები, ორდღიანი ბანაკი ბუნებაში, კულინარიული დუელი, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები და ასე შემდეგ. ეს მშვენიერი საშვალება იქნება იმისთვის რომ ქალები განიტვირთონ და ამავე დროს იპოვონ გზები თავისი პრობლემების მოსაგვარებლად.

Sustainability:

-ნუ პირველ რიგში ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ზოგადად თემის შიგნით როგორიცაა ქალური სოლიდარობა, ურთიერთმხარდაჭერა. ასევე უფრო ჯანმრთელ ურთიერთობას ოჯახის შიგნით დედებსა და შვილებს შორის. იმ ინვენტარის ნაწილს რაც ჩვენ დაგვჭირდება მოცემული პროექტის განსახორციელებლად ჩვენ მოგვაწვდის "თეთრიწყაროს ახლალგაზრდული ცენტრი" ხოლო ნაწილის შეძენა ჩვენ გვსურს სწორედ თქვენი ორგანიზაციის დაფინანსებით. პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ დანერჩენილ ინვენტარს გადავცემთ "თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს" რამეთუ ის მისაწვდომი გახდეს ყოველი მსურველისთვის.

Equal gender opportunity:

-გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი დღევანდელ რეალობაში უმეტესად ხდებიან ქალები.სწორედ ქალებზეა მოცემული პროექტი ორიენტირებული. ამ პროექტში მამკაცების ჩართულობა იქნება მინიმალური თუმცა ეს არ შეუშლის ხელს პროექტის მიზნის მიღზევას.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Transport fee

ჩვენ პროექტის ფარგლებში გვსურს მოვაწყოთ ერთი ექსკურსია და ერთი ლაშქრობა ამიტომ დაგვჭირდება პროექტის ბენეფიციალების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა.

გიორგი დოსტიბეგიანი

გორგასლის #42

598890555
600,00 ₾
stationary

სხვადასვხა აქტივობებისთვის ჩვენ დაგვჭირდება სხვადასხვა ინვენტარი მათ შორის საკანცელარიო მასალა.

ფორმატი

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 4ა (ყოფილი ჯიქია)

(995) 032 2 187 187
400,00 ₾
Pulvizers

ერთ-ერთ ღონისძიებათ დედებისა და შვილების საერთო ნაშრომის სტრიტ-არტის გაკეთება პროექტის დასასრულს დაგვანახებდა იმას თუ როგორ შედეგებამდე მივყავართ თაობათა დიალოგს და საერთო სქმის გაკეთებას.

eliavashop.ge

ვაჟა-ფშაველას გამზ. N 45

+995 593 553 907
300,00 ₾
food

ტრენინგებისთვის, კულინარიული დუელისთვის და განსაკუთრებით ორდღიანი ლაშქრობისთვის ჩვენ დაგვჭირდება საკვები პროდუქტები. სალაშქრო ინვენტარს ორდღიანი ლაშქრობისთვის ბირთვისში ჩვენ მოგვაწვდის "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი"

კარფური

თბილისი. აღმაშენებლის ხეივ. 16 კმ.

217 70 70
700,00 ₾
Excursion equipment

როგორც უკვე აღვნიშნეთ სალაშქრო აღჭურვილობის უმეტეს ნაწილს გვაწვდის "თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი მაგრამ რადგან ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ჩვენ პროექტში მინიმუმუმ 20 ადამიანი მაინც ჩაერთვება ჩვენ დაგვჭირდება დამატებით რამოდენიმე კარავი მათ კომფორტულად განსალაგებლად.

ტურისტული ინვენტარი - Tent.ge

მის: თბილისი, სააკაძის მოედანი მიწისქვეშა გადასასვლელი N11

593761651, 551542249
400,00 ₾
Flower seedlings

ქალბატონებისთვის ყვავილების ჩუქება რომლებც მათ სახლში დაიდებენ ბინას შესანიშნავ აზრად და სტიმულად მიგვაჩნია, ასევე შეიძლება მოცემული ყვავილები ქალბატონების მიერ დარგული იყოს ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ პარკში რომელიც განიცდის მცენარეთა ნაკლებობას.

დომინო

თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის #2 East Point

(+995 32) 2 50 50 50

(+995 32) 2 50 50 50
300,00 ₾
Tableware

კულინარიული დუელისთვის გაზქურას, თეფშებს და ჭურჭლის სხვა ნაწილს მოგვაწვდის "თეთრიწყაროს ახლგაზრდული ცენტრი თუმცა გარდა ამისა საჭირო იქნება კიდევ სამზარეულო ინვენტარის შეძენა მაგალითად ტაფების, ქვაბების...

დომინო

თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის #2 East Point

(+995 32) 2 50 50 50
150,00 ₾
Books

ჩვენ მიერ არჩეული პრობლემა საკმაოდ ღრმაა და მხოლოდ ჩვენი ძალებით მასთან გამკლავება არ იქნება ადვილი მითუმეტეს თუ თავად ქალებს არ ექნებათ მოტივაცია რაიმე შეცვალონ. სწორედ მოტივაციის შესაქმნელად ჩევნ გვსურს ვაჩუქოთ ქალბატონებს ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოები.

ბიბლუსი

თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 (32) 248 68 44
150,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

rima4ka1@gmail.com ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთში
Reply
rima4ka1@gmail.com მოხდა სჰეხვედრა და დისკუსია მშობლებტან გენდერულ თემატიკაზე
Reply
rima4ka1@gmail.com ჩატარდა შეჯიბრებები ფერმფურთში დაბანდბიქტონში
Reply
Keti Khachidze წარმატებები! ველი მონაწილეების კომენტარებს, რა ისწავლეს, რა სარგებელი მიიღეს და რატომ იყო მათთვის მნიშვნელოვანი!
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ "გააზიარე გამოცდილება" ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი და დისკუსია გენდერულ თემებზე.
Reply
rima4ka1@gmail.com მოეწყო შემოქმედებითი კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები
Reply
rima4ka1@gmail.com მოეწყო შემოქმედებითი კონკურსი. გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები
Reply
rima4ka1@gmail.com მოეწყო ექსკურსია ყაზბეგში.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ "მირონოვის წყაროს არდგენას" ჩვენმა ახალგაზრდებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაასუფთავეს წყაროს მიმდინარე ტერიტორია. დასუფთავების აქციას ხელმძღვანელობდა რომა მირზოიანი.
Reply
rima4ka1@gmail.com ჩატარდა ფილმის ჩვენება გენდერულ თემატიკაზე იყო ნაჩვენები ფილმი "მონა ლიზას ღიმილი" ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია სადაც განიხილა ქალის როლი საზოგადოებაში, ქალის დანიშნულება, მოხდა ფილმის შედარება რეალურ ცხოვრებასთან.
Reply
rima4ka1@gmail.com დღეს პროექტ "გააზიარე გამოცდილებას" ფარგლებში ჩატარდა "რა სად როდის". გამარჯვებულებს გადაეცათ წამახალისებელი პრიზები.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ "გააზიარე გამოცდილება"-ს ფარგლებში მოიხატა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.
Reply
rima4ka1@gmail.com 28 მაისს ჩატარდა პირველი შეხვედრა ქალბატონებთან და პროექტ "გააზიარე გამოცდილებას" ოფიციალური პრეზენტაცია.
Reply
rima4ka1@gmail.com დღეს პროექტი "გააზიარე გამოცდილებას", ხემლმძღვანელი და ორი მოხალისე, ვესტუმრეთ მეგობარ პროექტს "ღიმილის ოთახი". ჩვენ დავათვალიერეთ მათ მიერ მოწყობილი ფართი, გავიცანით პროექტის ბენეფციალები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცირა შავაძეს მოცემული პროექტისთვის და იმ შესაძლებლობისთვის რაც მან მისცა ამ ბავშვებს რათა უკეთ განვითერებულიყვნენ. ეს ნამდვილად ღირსეული საქმეა და საოცარი მადლი. ასევე დიდი მადლობა ორბელიან საქართველოს რომ აფინანსებენ მსგავს ნამდვილად გასაოცარ ინიციატივებს. ამ ბავშვებთან ურთიერთობამ უამრავი სითბო გვაჩუქა და ცხოვრების ძალა შეგვძინა.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ "გააზიარე გამოცდილებას" ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ბაღისა და სკოლის მასწავლებლებთან და მიეწოდათ ინფორმაცია პროექის შესახებ.უკვე შექმნილი სამუშაო ჯგუფი ამ კვირაში დაგეგმილია პირველი შეხვედრა.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ გააზიარე გამოცდილებას ფარგლებში ინვოისების გადაგზავნა დასრულებულია, უახლოეს მომავალში მოხდება ინვენტარის ჩამოტანა. უკვე დაწყებულია ინფორმაციის გავრცელება მოცემული პროექტის არსებობის თაობაზე უახლოეს მომავალში იგეგმება პირველი შეხვედრა შესაძლო ბენეფიციალებთან და პროექტის პრეზენტაცია. დიდი მადლობა "ორბელიან საქართველოს" მსგავსი შესაძლებლობისთვის.
Reply