ვებ გვერდი მასკულინობის შესახებ

Lika Shiro
a
1742
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანია: სიტყვა გენდერი ასოცირდება ქალთან, მათ პრობლემებთან და უფლებებთან. ასევე გენდერი ხშირად აღიქმება მამაკაცებისთვის მტრულ და საფრთხის მომცემ ფენომენად. უნდა ავღნიშნოთ, რომ საზოგადოებას რეალურად არ აქვს წარმოდგენა, რომ გენდერი თავისთავად მოიაზრებს როგორც ფემინურობას ისევე მასკულინობას. და სწორედ ამიტომ, გვსურს გარკვეული წვლილი შევიტანოთ საზოგადოების მიერ ამ საკითხის სწორად აღქმაში.

Proposed Solution:

ჯგუფი გეგმავს საჯარო ლექციებს მასკულინობაზე, ორ დღიან სერიას ქალაქ ფოთში, რომელსაც წაიყვანს ორი მოწვეული მომხსენებელი შემდეგ თემებზე-მასკულინობის სოციალური ორგანიზება; ქალური მასკულინობა. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ ფოთში მცხოვრები დამამთავრებელი (11,12) კლასების მოსწავლეები. მიგვაჩნია, რომ არსებული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები ნაკლებად ინფორმირებულები არიან მასკულინობის შესახებ.

Sustainability:

გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქ ფოთში გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა არანაირი აქტივობა, მიგვაჩნია, რომ არსებული სამიზნე ჯგუფი (11,12 კლასების მოსწავლეები) ნაკლებად ინფორმირებულია. შესაძლებელია, აღნიშნული მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები ფოთში ჩატარებულმა საჯარო ლექციებმა მასკულინობაზე ინფორმირებულები გახადოს, მეტად დააინტერესოს და სურვილი გაუჩინოს მომავალში აკადემიურ სივრცეში გააგრძელონ მისი შესწავლა, გახდნენ ერთგვარი "მალტიფლაერები".

Equal gender opportunity:

აუდიტორიაში წარმოდგენილი იქნებიან (11,12 კლასების) როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
books on masculinity

Feminism and Masculinites by Peter F. Murphy;The End of Manhood: The Book For Man of Conscience By John Stoltenberg, Bodies That Matter : On The Discursive Limits of Sex By Judith Butler, Young Men and Masculinities : Global Cultures And Intimate Lives (paperback) By Victor J. Seidler, Masculinities by Raewyn Connell; Female Masculinity by Judith Halberstam; The Gendered Society By Michael Kimmel; Misframing Men: The Politics of Contemporary Masculinities By Michael Kimmel; I Don't Want to Talk About It: Overcoming the Secret Legacy of Male Depression By Terrence Real

barami.com

წინამძღვრიშვილის N158

032 2 00 22 33
497,45 ₾
Website creation/maintenance

A simple website will be created with an administrative panel, which will allow students to upload posts. Hosting fees and maintenance costs will be also included to make sure the website runs for at least one year.

Temo Nakashidze

0

0
375,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Lika Shiro ვებგვერდი მასკულინობების კვლევების შესახებ (Masculinities.ge) შეიქმნა 2017 წლის თებერვალში. პროექტი მიზნად ისახავდა მასკულინობების კვლევების, როგორც გენდერული თანასწორობის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის აქტუალიზებას და თავმოყრას ამ საკითხის გარშემო არსებული ცოდნისა (აკადემიური ტექსტების, ბლოგების, კვლევების და ა.შ.). გარდა ამისა, ვებსაიტის შექმნის ერთ-ერთი უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა თემაზე მომუშავე ნებისმიერი მსურველისათვის საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნების, გასაჯაროების საშუალების მიცემა. ამ მიზნების განხორციელება პროექტის ფუნქციონირების მანძილზე გარკვეულწილად მოხერხდა : მოხალისეების დახმარების საშუალებით ქართულ ენაზე ითარგმნა ფუნდამენტური ტექსტი, გამოქვეყნდა სტუდენტების ბლოგები, სტატიების და კვლევები, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მეტ-ნაკლებად მოხერხდა ახალგაზრდების დაინტერესება და პროექტში ჩართვა. იდეის განხორციელების პროცესში უშუალოდ ჩართული იყო ათამდე მოხალისე, რომელთა უმეტესობაც იყო ბიჭი. იდეის სპეციფიკის გათვალისწინებით რთულია იმის თქმა რომელი სქესის წარმომადგენლებისათვის იყო იგი უფრო მეტად სასარგებლო ან საინტერესო, თუმცა ფეისბუქ გვერდზე აქტივობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება ქალების და კაცების მხრიდანაც თანაბარი იყო. ვეგვერდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, როგორც უკვე აღვნიშნეთ წარმოადგენდა საკითხის აქტუალიზება, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოხერხდა, თუმცა არა მასშტაბურად, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მასკულინობების კვლევები, როგორც მიმართულება ჯერ კიდევ ახალია საქართველოშიც და მის მიღმაც. სწორედ ეს ფაქტორი.
Reply
Lika Shiro ზაფხულის ბოლო თვის მანძილზე პროექტი გაჩერებული იყო გარკვეული სუბიეტური მიზეზების გამო, თუმცა მანამდე საიტზე განთავსდა სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები და რამდენიმე სტატია, რომელთა თემატიკაც არ მოიცავს მხოლოდ მასკულინობების საკითხს. (მათი ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე : http://masculinities.ge/index.php) სექტემბრის თვიდან კი საიტი კვლავ განაახლებს ფუნქციონირებას და განთავსდება სხვადასხვა ტიპის პოსტები. დასაწყისისათის კვლავ იგეგმება სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევისა და ბლოგის განთავსება. მთლიანობაში კი, როგორც უკვე აღვნიშნე გვინდა ვებგვერდზე განთავსებული მასალა თემატურად ფოკუსირებული არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მასკულინობების კვლევებზე და გარკვეული დოზით მოიცვას გენდერის საკითხთან დაკავშირებული სხვა ასპექტებიც.
Reply
Lika Shiro We've already published our first, translated text (check it out there : http://masculinities.ge/index.php?translates&id=4 ) also the second one is almost done.
Reply
Lika Shiro ვებგვერდი ფაქტიურად დასრულებულია, ასევე საიტზე - masculinities.ge განთავსებულია პირველი თარგმანი, თუმცა გვინდა, რომ კიდევ 1-2 პოსტი დავამატოთ მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც დავიწყებთ პროექტის გასაჯაროებას და ინფორმაციის გავრცელებას.
Reply
Lika Shiro პირველი ტექსტის თარგმნა და რედაქტირება დასრულებულია, ამჟამად ვმუშაობთ მეორე ტექსტის რედაქტირებაზე და დარჩენილ დეტალებზე, რის შემდეგაც ვებსაიტი დაიწყებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას
Reply
Lika Shiro საჭირო ლიტერატურის მიღების შემდეგ აქტიურად დავიწყეთ თარგმანებზე მუშაობა, რის შედეგადაც პირველი ორი ტექსტის თარგმანი, რომელიც ვებსაიტზე განთავსდება თითქმის დასრულებულია, პარალელურად კი ვმუშაობ ვებსაიტის პოსტერზე და ფბ გვერდზე, რომელიც პოსტების განთავსების შემდეგ საიტთან ერთად გახდება ხელმისაწვდომი
Reply
Lika Shiro The books have arrived and we've started working on translating the first text
Reply
Lika Shiro http://masculinities.ge - ეს არის ჩვენი ვებსაიტის მისამართი, რომელიც სრული სახით თებერვლის თვის შუა რიცხვები იქნება წარმოდგენილი და დაიწყებს ფუნქციონირებას, მანამდე კი ჩვენი ჯგუფის წევრები ვმუშაობთ პირველი პოსტების შერჩევასა და საიტთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებაზე.
Reply
Lika Shiro Web-site creation is almost done, now we're working on the very first publications and waiting for the ordered books to arrive
Reply
Lika Shiro Before officially starting the project, we're looking for a web developer, who will help us to create the web-site and also we're waiting for books to start translating and working on the texts
Reply