ვებ გვერდი მასკულინობის შესახებ - All Activity

Lika Shiro commented

ვებგვერდი მასკულინობების კვლევების შესახებ (Masculinities.ge) შეიქმნა 2017 წლის თებერვალში. პროექტი მიზნად ისახავდა მასკულინობების კვლევების, როგორც გენდერული თანასწორობის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემის აქტუალიზებას და თავმოყრას ამ საკითხის გარშემო არსებული ცოდნისა (აკადემიური ტექსტების, ბლოგების, კვლევების და ა.შ.). გარდა ამისა, ვებსაიტის შექმნის ერთ-ერთი უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა თემაზე მომუშავე ნებისმიერი მსურველისათვის საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნების, გასაჯაროების საშუალების მიცემა.
ამ მიზნების განხორციელება პროექტის ფუნქციონირების მანძილზე გარკვეულწილად მოხერხდა : მოხალისეების დახმარების საშუალებით ქართულ ენაზე ითარგმნა ფუნდამენტური ტექსტი, გამოქვეყნდა სტუდენტების ბლოგები, სტატიების და კვლევები, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მეტ-ნაკლებად მოხერხდა ახალგაზრდების დაინტერესება და პროექტში ჩართვა.
იდეის განხორციელების პროცესში უშუალოდ ჩართული იყო ათამდე მოხალისე, რომელთა უმეტესობაც იყო ბიჭი.
იდეის სპეციფიკის გათვალისწინებით რთულია იმის თქმა რომელი სქესის წარმომადგენლებისათვის იყო იგი უფრო მეტად სასარგებლო ან საინტერესო, თუმცა ფეისბუქ გვერდზე აქტივობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დაინტერესება ქალების და კაცების მხრიდანაც თანაბარი იყო.
ვეგვერდის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, როგორც უკვე აღვნიშნეთ წარმოადგენდა საკითხის აქტუალიზება, რაც შეიძლება ითქვას, რომ მოხერხდა, თუმცა არა მასშტაბურად, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მასკულინობების კვლევები, როგორც მიმართულება ჯერ კიდევ ახალია საქართველოშიც და მის მიღმაც.
სწორედ ეს ფაქტორი.

Lika Shiro commented

ზაფხულის ბოლო თვის მანძილზე პროექტი გაჩერებული იყო გარკვეული სუბიეტური მიზეზების გამო, თუმცა მანამდე საიტზე განთავსდა სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევები და რამდენიმე სტატია, რომელთა თემატიკაც არ მოიცავს მხოლოდ მასკულინობების საკითხს. (მათი ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე : http://masculinities.ge/index.php)
სექტემბრის თვიდან კი საიტი კვლავ განაახლებს ფუნქციონირებას და განთავსდება სხვადასხვა ტიპის პოსტები. დასაწყისისათის კვლავ იგეგმება სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევისა და ბლოგის განთავსება.
მთლიანობაში კი, როგორც უკვე აღვნიშნე გვინდა ვებგვერდზე განთავსებული მასალა თემატურად ფოკუსირებული არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მასკულინობების კვლევებზე და გარკვეული დოზით მოიცვას გენდერის საკითხთან დაკავშირებული სხვა ასპექტებიც.

Lika Shiro commented

ვებგვერდი ფაქტიურად დასრულებულია, ასევე საიტზე - masculinities.ge განთავსებულია პირველი თარგმანი, თუმცა გვინდა, რომ კიდევ 1-2 პოსტი დავამატოთ მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც დავიწყებთ პროექტის გასაჯაროებას და ინფორმაციის გავრცელებას.

Lika Shiro commented

პირველი ტექსტის თარგმნა და რედაქტირება დასრულებულია, ამჟამად ვმუშაობთ მეორე ტექსტის რედაქტირებაზე და დარჩენილ დეტალებზე, რის შემდეგაც ვებსაიტი დაიწყებს სრულფასოვნად ფუნქციონირებას

Lika Shiro commented

საჭირო ლიტერატურის მიღების შემდეგ აქტიურად დავიწყეთ თარგმანებზე მუშაობა, რის შედეგადაც პირველი ორი ტექსტის თარგმანი, რომელიც ვებსაიტზე განთავსდება თითქმის დასრულებულია, პარალელურად კი ვმუშაობ ვებსაიტის პოსტერზე და ფბ გვერდზე, რომელიც პოსტების განთავსების შემდეგ საიტთან ერთად გახდება ხელმისაწვდომი

Lika Shiro commented

http://masculinities.ge - ეს არის ჩვენი ვებსაიტის მისამართი, რომელიც სრული სახით თებერვლის თვის შუა რიცხვები იქნება წარმოდგენილი და დაიწყებს ფუნქციონირებას, მანამდე კი ჩვენი ჯგუფის წევრები ვმუშაობთ პირველი პოსტების შერჩევასა და საიტთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტებაზე.