ფოტო გამოფენა გენდერულ თანასწორობაზე

Mariam Mirotadze
a
1908
Comments: 11
a

Goals

Problem statement:

რა ცვლილების მიღწევა მსურს?
მსურს 19 წლის ასაკში, საზოგადოებას ჩემი თვალით დანახული რეალობა დავანახო. გამოვხატო პროტესტი, თანადგომა, გულისტკივილი იმ ფუნდამენტური საკითხის მიმართ, რასაც გენდერული თანასწორობა ჰქვია. ამას კი ჩემი აპარატით და 12 გმირის პოვნით ვაპირებ.
ვფიქრობ, ხელოვნების დახმარებით სათქმელს უფრო ადვილად მივიტან საზოგადოებამდე.
ვფიქრობ, ასე უფრო მკაფიო იქნება ჩემი პროტესტი.
ვფიქრობ, ის 12 საუკუნედ დაჭერილი წამი ყველას ეტყვის საკუთარ სათქმელს.

Proposed Solution:

გადავიღებ 12 ფოტოს, რომელსაც ეყოლება 12 გმირი (ქალი) და იქნება 12 ამბავი.
საბოლოო ჯამში მოეწყობა ღია ცის ქვეშ ფოტო-გამოფენას პლუს პერფომანსი, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსნენებს დამსწრე საზოგადოებას, რომ ქალი არ არის სუსტი სქესი და ისეთივე თანსწორუფლებიანია, როგორიც კაცი.
ყველა ფოტოს გმირი გამოფენაზე იქნება და საკუთარ ამბავს მოყვებიან, ხოლო ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება თითოეულ გმირს პირადად გაეცნოს.

Sustainability:

იდეის მდგრადობა, გამოიხატება, იმაში, რომ რამდენიმე წამით, წუთით თუ საათით დამსწრე საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდება და გაანალიზებს გენდერული თანასწორობის ჭეშმარიტ არსს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფუნდამენტურ ცვილებას ვერ მოახდენს, თუმცა რაღაცით უნდა დაიწყო, რომ მთავარ მიზნამდე მიხვიდე.
მოპოვებულ ნივთებს (კერძოდ ფოტოებს) გადავცემ სოფელ შრომის საჯარო სკოლას, სადაც თავად ვსწავლობდი. სკოლას იმიტომ, რომ მომავალ თაობას იმთავითვე სწორი შეხედულებები და დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდეს გენდერული თანასწორობის მიმართ. მოგეხსენებათ, სოფლებში ჯერ კიდევ მწვავედ დგას ზემო აღნინული საკითიხის პრობლემა.
ასევე, სკოლაში ჩავალ იმ 12 გმირთან ერთად და მოვაწყობთ ამ ყველაფრის პრეზენტაციას, შემდგომ კი საჩუქრად დავუტოვებთ ფოტოებს.
ყველაზე მეტად კი მინდა, ჩემი სკოლის მომავალ თაობას ფოტოგრაფიის თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩავუტარო. თვეში ორჯერ ჩავალ და სწორედ ამ აქსესუარების დახმარებით გავუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას.
გარდა ამისა, შეძენილი აქსესუარებით (ჩანთას და flash-ს ) შევძლებ მოხალისეობრივ დახმარებას სხვადასხვა აქტივობებში და ჩემი თემის საინიციატივო ჯგუფისთვის.

Equal gender opportunity:

ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ქალები საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ისინი ძლიერები არიან და შეუძლებელი არაფერია. მეორე მხრივ კი, კაცებს დაუნგრევენ ყოველგვარ სტერეოტიპს.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
easel

12 ცალი ხის დასადგამი ფოტოებისთვის.
მოლბერტი, საპრეზენტაციო სტენდი

"mount hill"

თბილისი.
info@mounthill.ge
http://www.mounthill.ge/a-16.html

593576007
480,00 ₾
flash

აპარატის დამატებითი განათება

mymarket.ge

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10636596/

568 221 313
90,00 ₾
Camera bag

ჩანთა-ქეისი

mymarket.ge

https://www.mymarket.ge/ka/product/view/10583535/

595 774 818
80,00 ₾
A3 Photos

12 ცალი A3 ფოტოს დაბეჭვდა

photocenter

http://www.photocenter.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/13x18/4

32 292 39 35
120,00 ₾
balloons

10 შავი და 10 თეთრიფერის ჰელიუმის ბუშტი

" ჰელიუმის ბუშტები"

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N 14
@heliumballoons.ge

0322 37 42 37
30,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Mariam Mirotadze ფოტოები სხვადასხვა გადასაღები მოედნიდან :დ
Reply
Mariam Mirotadze დღეს მომიტანეს მოლბერტები ^_^
Reply
Mariam Mirotadze გაუთვალისწინებელ დეტალებს რა დალევს! :დ მგონი, ეს არის მთავარი სირთული ხოლმე პროექტის მიმდინარეობის დროს.. თუმცა ყველაფერი მოგვარებადია. 1.პროექტით გათვალისწინებული მქონდა 12 ფოტო, თუმცა რაოდენობა შევცვალე და საბოლოო ჯამში 13 ფოტო იქნება წარმოდგენილი. 2. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გმირისან უარის მისაღებად მზად ვიყავი, მაინც რთული აღმოჩნდა ბოლო წუთას არას მოსმენა, რადგან დაგეგმილი იყო გადაღების სცენა, ადგილი და დაწერილი იყო ისტორია... ამ დროისთვის გადასაღები დამრჩა 5 ფოტო... ერთ ფოტოსთვის კაბის შეკერვას ველოდები, მეორეს შემთხვევაში მოთვინიერებულ ცხენს ვეძებ, მესამეს ხვალ ვიღებს, მეოთხე და მეხუთეს კი უნდა ჩავაკითხო ახალოსფელსა და ლელიანში. ერთ კვირაში ვხვდები ფაბრიკის ივენთ მენეჯერს, ძალიან მინდა გამოფენა იქ გაკეთდეს, ვნახოთ.. ასეთი ამბებია ჩემკენ,,📸🍂🍁
Reply
Mariam Mirotadze რაჭაში ჩამოვაკითხე ტყუპ დებს ^_^ ეს მათ მიერ აშენებული სასტუმროა ^^
Reply
Mariam Mirotadze დღეს სამი უმამოდ გაზრდილი გოგონა გადავიღე💪🏻 ფოტო გადასაღები მოედნიდან 😂
Reply
Mariam Mirotadze 💫
Reply
Mariam Mirotadze გამოფენის ყველაზე პატარა გმირის ფოტოსესია ^^
Reply
Mariam Mirotadze უკვე მქონდა შემთხვევა, როცა უარი მივიღე გადაღებაზე, მაგრამ არაუშავს, ვაგრძელებ საინტერესო ქალების ძებნას
Reply
Mariam Mirotadze გადავიღე ორი ფოტო ^_^ დღეს ერთ-ერთ გმირს უდნა შევხვდე, რომელიც შევარჩიე გადასაღებაად
Reply
Mariam Mirotadze შევარჩიე ხუთი ადამიანი გადასაღებად, ახლა ადგილებზე ვარკვევ თუ სად შეიძლება გადაღება
Reply
Mariam Mirotadze ამ დროისათვის მივეცი მოლბერტების შეკვეთა, ვეძებ აპარატის განათებას, რადგან ის, რაც შერჩეული მქონდა გაიყიდა :( ხოლო, ფოტოების დაბეჭვდა და ჰელიუმის ბურთების შეძენა პროექტის დასასრულს მოხდება.
Reply