დაგვიანებული დამეგოვრება

Stanislav Mezhdoyan
a
1632
Comments: 9
a

Goals

Problem statement:

წალკის მუნიციპალიტეტი არის საქართველოს მრავალფეროვნების გამოხატვის საუკეთესო მაგალითი, აქ ცხოვრეობენ სხვადასხვა ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური წარმომავლობის მოქალაქეები - ქრისტიანი სომხები, მუსლიმი აზერბაიჯანალები, ქრისტიანი და მუსლიმი ქართველები (2000-იანებში აჭარიდან და სვანეთიდან გადმოსახლებულები ეკომიგრანტები), ასევე ნაწილობრივ შემორჩენილი ქრისტიანი ბერძნები, რომელთა სალაპარკო ენა თურქულ. ამ მრავალფეროვან რეგიონში მშვიდობიანად თანაცხოვრობენ,მაგრამ თითქმის არ ურთიერთობენ ერთმანეთის მიყოლებით არეულად დასახლებულ სოფლები. სანამ ქართველი ეკომიგრანტები ჩამოსახლებოდნენ, მოსახლეობა ერთმანეთთან ურთიერთობდნენ თურქულ ენაზე. დემოგრაფიული ცვლილების შემდეგ მუნიციპალიტეტის უმრავლესობად ქცეული სომეხი წარმოშობის მოსახლეობა,რომელიც არ ფლობს ქართულს და ჩამოსახლებული ეკომიგრანტები რომლებიც არ ფლობენ სომხურს ვერ ახერხებენ ურთიერთთანამშრომლობას. ასეთი მაგალითი არის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებული ორი სოფელი საყდრიონი, რომელიც ძირითადად აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული (ყოფილი ედიქილისა) და სომხებით დასახლებული სოფელი აიაზმა. მანძილი ამ ორ სოფელს შორის არის ერთ კილომეტრი,მაგრამ მიუხედევად სოფლების სიახლოვისა ამ სოფლების მოსახლეობას შორის თითქმის არ არსებობს კონტაქტი. ათ წელიწადზე მეტი გავიდა რაც ეკომიგრანტები ჩამოსახლდენენ მაგრამ ათწლეულის მანძილზე თითქმის არაფერი გაკეთებულა ერთმანეთთან დაახლოებისა.
ამ ორი თემის ახალგაზრდები არ იცნობენ ერთმანეთს, ახალგაზრდებს არ გააჩნიათ ადგილი და საერთო სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ ურთიერთობას. შესაბამისად ამ ორი თემის მოსახლეობა ერთამენთისაგან საკმაოდ იზოლირებულად ცხოვრობენ.
არსებული მდგომარეობა ქმნის გაუცხოებისა საფრხეს. ჩნდება ურთიერთ-გაცნობის საჭიროება, ინტეგრაციის და სამოქალაქო თვითშეგრძნების პრობლემის გადასაჭრელად. ენობრივი ბარიერი უფრო აღრმავებს არსებულ უფსკრულს ორ თემს შორის. გარდა ამისა რუსული ენა რომელიც ადრე ითვლებოდა ურთიერთობების ენად, ამ ეტაპზე ახალგაზრდა თაობა არ ფლობს,რაც მომავალში ამ პრობლემის არსებობა და გამწვავებას პროგნოზირებს.

Proposed Solution:

სად?
ტრენინგები ჩატარდების რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია, პირველი ეს მოხდეს გახსნილ ადგილას სოფლის სტადიონზე ან გაშლილ ველში ორ სოფელ შუა და მეორე სოფლის საბანკეტო დარბაზებში.
როდის?
პროექტის ჩატარებას ვგეგმავთ აპრილის დასაწყისში. ეს პერიოდი ხელსაყრელი იქნება ხის დარგვისა სატრენინგო ამინდის თვალსაზრისით. ასევე თავს ვარიდებთ კონკრეტული რიცხვისაგან რადგან იგი დამოკიდებული ამინდზე. თუკი აპრილის პირველ შაბათ კვირას კარგი ამინდი იქნება გამოცხადებული პროექტი ჩატარდება 1-2 აპრილს და თუ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო მაში 8-9 აპრილს.
ვინ?
ტრენინგს ჩაატარებს პროექტის ავტორი სლავა მეჟდოიანი
სხვა საორგანიზაციო საკითხები
წინასწარ ვიზიტი და შეთანხმება გამგებლებთან, ან მუნიციპალიტეტთან,
პროექტში მონაწილე მსურველთა შერჩევა გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრება მოხდება როგორც მოზარდებთან ასევე მშობლებთან.

Sustainability:

პროექტის განხორციელების შედეგად მოზარდები გაიცნობენ ერთმანეთს, დამეგობრდებიან და ურთიერთობას შეინარჩუნებენ როგორც რეალურ ისე ვირტუალურ ცხოვრებაში (სოციალურ ქსელებში). ხოლო დარგული ხეები ყოველვთის შეახსენებს მათ მეგობრობაზე.
პროექტი შექმნის პრეცენდენტს მუნიციპალიტეტში, მისი წარმატების ჩატარების შედეგად ბიძგი მიეცემა სხვა მზგავს ღონისძიებებსაც.
პროექტი საფუძველს ჩაუყრის ინტეგრაციის პროცესს წალკის მუნიციპალიტეტში.

Equal gender opportunity:

გენდერული ბალანსი იქნება დაცული და რადგან ბენეფიზიართა არჩევა მოხდება გენდერული თანასწორობის პრინციპით 10 გოგო 10 ბიჭი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
T-shirt:

T-shirt: the project logo will be drawn on the T-shirt.

t-shirt.ge

ხვიჩიას ქ. 5, 0160 თბილისი

32 221 24 97
400,00 ₾
Transport

Transport: transportation will be provided by Tbilisi-Tsalka route taxi, first three arrivals with the aim of organizational issues, for the meetings with the locals, the last arrival for the training.

მძღოლი რამაზი

სამგორის მეტროსთან მდებარე ავტოვაგზალი

577202076
64,00 ₾
Pine-tree saplings

Pine-tree saplings: 10 pine saplings bigger than 1,5 meters will be planted on the edge of the road connecting the two villages

შპს ვაქსი

თბილისი

599 18 25 50
200,00 ₾
Stationary expenses

Stationary expenses – Flip chart 1 piece 8,18; markers 4 pieces, 2,8; lens tape 1 piece 2 GEL, adhesive bookmark 1 piece 1 GEL, pens 20 pieces 0,95 GEL, in total 19 GEL.

8,18+11,2+2+1+19=41,38

GeoSm საკანცელარიო მაღაზია

თბილისი, მ. ასათიანის ქ. 14

+995 32 2729119
41,38 ₾
Food/meals

Food/meals: The meals will include two kinds of lunch and a cultural evening.
The food will be cooked by the locals.
150 GEL will be spent on lunch.
200 GEL on the cultural evening

კარფური

ისნის მეტროსთან მდებარე კარფურის ფილიალი

+995598253050
350,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Stanislav Mezhdoyan ხვალ ჩავდივარ სოფელში რათა მოვინახულო დამთავერბული პროექტი.
Reply
Stanislav Mezhdoyan რამდნიმე დღის წინ ს. აიაზმის სკოლის ეზოშიც დაიდგა საქანელა. და ამით დავამთავრეთ პროექტი. დიდი მადლობა ყველას!
Reply
Stanislav Mezhdoyan ამ კვირაში მოვრჩით კონსტრუქციების აწყობა და მოვასწარით ს. საყდრიონის საქანელასა და სკამის მონტაჟი ხოლო ს. აიაზმაში ამ დღეებში დამონტაჟდება და შიღებება აწყობილი საქანელა და სკამი.
Reply
Stanislav Mezhdoyan 27-28 ივლისის შევისყიდე, სათამაშო მოედნის საჭირო კონსტრუქციის მასალები და სხვა საჭირო ამანათები და ჩავიტანეთ სოფლებში, პროდუქცია შენახულია სოფლების სკოლებში, შემდეგ კვირას ვგეგმავ ჩასვლას და სამუშაოების დაწყებას.
Reply
Stanislav Mezhdoyan 19 ივნისს ვეწვიე ს. აიაზმასა და ს. საყდრიონს, შევხვდი სოფლის გამგებლებს და სკოლის დირექტორებს, მოვახსენე მათ პროექტის მეორე ეტაპის შესახებ და განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. ორივე სოფლის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა დახმარების, დამონტაჟების პროცესში ასევე კონსტრუქციის აწყობის დროსაც. ვგეგმავ შემდეგ კვირას მასალების ჩატანას.
Reply
Stanislav Mezhdoyan პროექტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული ახალი მოწყობლობების (საქანელა, სკამი) მასალა-კონსტრუქციების ფასებისა და პირობების გასარკვევად 27 ივნისს, ვიყავი ელიავას ბაზრობაზე, გარდა ამისა, დავუკავშირდი სოფლის მცხოვრებლებს, ასევე სკოლების დირექტორებს და შევატყობინე ახალი ეტაპის შესახებ.
Reply
Stanislav Mezhdoyan პროექტი ჩატარდა, წარმატებით, დაინსტალირდა სათამაშო მოედნების მოწყობოლობები, დაირგო მეგობორბის ხეივანი და ჩატარდა კულტურული ცვლის ღონისძიება, ღონისძიებას გააშუქა, (ვიდეო რეპორტაჟი) საზოგადეობრივი არხმა და ალიქ მედიამ. პროექტში ჩართული იყო სოფლის მოსახლეობა, რომლეიც გვეხმარეობა დამონტაჟებაში და მოწყობილობების აწყობაში. მეტი ინფორმაცია და სურათ შეგიძიათ ნახოთ ამ ბმულზე გადასვლით https://www.facebook.com/pg/Umbrellageo/photos/?tab=album&album_id=1093958634068465 ჩვენ ასევე მოვამზადეთ პატარა ვიდეო, ღონისძიებიდან https://www.youtube.com/edit?o=U&video_id=4k6QapVfNp8
Reply
Stanislav Mezhdoyan ტრენინგი ჩატარდება 22-23 აპრილს, ღონისძიებას დასწრება 24 მოზარდი (12 ს. აიაზმიდა, 12 ს საყდრიოდან). საკვები პროდუქტების სია უკვე შედგენილია და 21-ში ჩასვლასთან ერთად ამ პროდუქტებს ჩავიტან და მონაწილეთა მშობლებს დაურიგდება მოსამზადებლად. ნეგების თაობაზე ველაპარაკე სოფლის გამგებლებს და მირჩიეს იქვე ტყეში არსებული პატარა ძრები გადმომერგა დაგეგმილ ადგილას, რაშიც თვითონაც დამეხმარებიან.
Reply
Stanislav Mezhdoyan 1 აპრილს განხორციელდა პირველი სამუშაო ვიზიტი ორივე სოფელში, ჩატარდა შეხვედრა სოფლების გამგებლებთან და სკოლების დირექტორებთან. ყველა დადებითან გამოეხმაურა იდეას და გამოთქვეს მზაობა პროექტის მხარდასაჭერად. გარდა სოფელ აიაზმაში გავესაუბრე ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ახალგაზრდებს ასევე უფროსი თაობის ადამიანებს. ჰკითხვაზე თუ რას მოისურვებდნენ მათ სოფელში რომ გაკეთებულ იყო მიპასუხეს - ტურნიკების (ბრიუსები) და სტადიონის ხობის (სეტკის) ამაღლება. უკვე შევიძინე პროექტის განსახორციელებლად საჭირო საკანცელარიო ნივთების და ამ ეტაპზე ვიკვლევ სხვადსხვა რკისინის ფასებს თბილისში და წალკაში რათა საბოოლო დ ოპტიმალურ ვარიანტზე შევჩერდე.
Reply