ჩემი წარმატების გზა

სალომე გოჩოლეიშვილი
a
2205
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

აზერბაიჯანელი და სომეხ მოსწავლეები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხშირად კარგავენ საკუთარ თემთან ახლო კავშირს და მათი მიღწევები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში შეუმჩნეველი რჩება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ კარგი იქნება თუ სტუდენტები თავად მოუყვებიან 1-3 წუთიანი ვიდეოს საშუალებით საკუთარი წარმატების გზას და სამომავლო გეგმებს როგორც საკუთარ თემს ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. შეიქმნება იუტუბ-არხი, რომლის საშუალებითაც გავრცელდება მონაწილეთა ვიდეოები. გარდა ამისა, გაკეთდება ფეისბუქ გვერდი “ჩემი წარმატების გზა”. საწყის ეტაპზე იგეგმება 20 სტუდენტის ჩართვა. დაინტერესების შემთხვევაში გაგრძელდება აღნიშნული პროექტი. შემდეგ სტუდენტები თავად გადაიღებენ ვიდეოებს და იზრუნებენ ვიდეო არხისა ფეისბუქ-გვერდის ფუნქციონირებაზე.

Proposed Solution:

იდეა აქტუალური იქნება როგორც მონაწილის ქალაქსა თუ სოფელში, ასევე მის თემში. გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით და როგორც პრაქტიკული მაგალითი სტიმულს აუმაღლებს არაქართულენენოვანი სკოლის მოსწავლეებს. ეს იქნება მაგალითი იმისა თუ როგორ დაფასდა მათი მძიმე შრომა. მათი მიზანდასახულობა იქცევა მაგალითად სხვა მოსწავლეებისა თუ დაინტერესებული პირებისათვის.მათთვის უნივერსიტეტი აღარ იქნება წარმოასახვითი ადგილი, რომლის შესახებაც მხოლოდ სხვისი ნაამბობიდან სმენიათ.

Sustainability:

ვიდეოები, ასევე ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყოველთვის. საწყის ეტაპზე გავრცელდება 20 სტუდენტის ვიდეო, შემდეგ მოვიძიებ სხვა დაინტერესებულ სტუდენტებს და ისინიც ჩაერთვებიან აღნიშნულ კამპანიაში. შემდგომში პროექტში ჩაერთვებიან ასევე ქართველი სტუდენტებიც, რათა შეიქმნას ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა მონდომება.

Equal gender opportunity:

გენდერულული ბალანსი იქნება დაცული, რადგან თანაბრად ჩაერთვებიან როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
video shooting and montage

video shooting and montage, shooting and montage of 1-3 minute videos

ნანა უგულავა

თბილისი , ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-3 კვარტალი , კორპ 10 .

555477644
1 500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

სალომე გოჩოლეიშვილი • რა იყო ის გაუთვალისწინებელი შედეგი (პოზიტიური, ნეგატიური) რაც მიიღეთ პროექტის ბოლოს? ვიდეომასალამ სასწავლო დანიშნულება შეიძინა და კოლეგებისთვის სასწავლო რესურსად იქცა ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების სფეროში. • როგორ ჩაერთო თემი პროცესებში? ეთნიკური უმცირესობების თემის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზარდი დაინტერესება და ვიდეო-მასალას გამოუძებნეს დანიშნულება , როგორც პროფესიულ ორიენტაციაში გზამკვლევს.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რა იყო იდეის დადებითი და უარყოფითი შედეგი ? უარყოფითი შედეგი არ გამოვლენილა . დადებითი შედეგი კი უმთავრესად გამოვლინდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებში ქართული ენისა და ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის მზარდი მოტივაციის გაჩენით. • რა გამოცდილება მიიღეთ და რას შეცვლიდით მომავალში იდეის განხორცილეების დროს? კარგი იქნებოდა მეტი დამხმარე პარტნიორი მყოლოდა პროექტის ტექნიკური განხორციელების საქმეში . გარდა ამისა , კარგი იქნებოდა , გვერდის პოპულარიზაციაში თავიდანვე ჩადებულიყო გარკვეული ფინანსები , რათა მიზნობრივი აუდიტორია გაგვეზარდა.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რა ცვლილებები გამოიწვია თემში ან ინდივიდებში თქვენმა იდეებმა? არაქართულენოვან დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პროექტის ვიდეოისტორიები იყო კონკრეტული მაგალითები , თუ როგორი ხელმისაწვდომი და რეალურია ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარება და სწავლა სათანადო ძალისხმევისა და მიზანდასახულობის პირობებში. გაიზარდა მათი მოტივაცია ქართული ენის შესწავლის კუთხითაც
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორციელების პროცესში? დაახლოებით ოცამდე ადამიანი. • რამდენმა ადამიანმა (ქალმა და კაცმა) მიიღო სარგებელი თქვენი იდეის განხორცილების შემდეგ? კონკრეტული ციფრის დასახელება ძნელია , თუმცა , ვიდეონახვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , პროექტის მთავარი მესიჯი საშუალოდ 300-მდე ადამიანმა მიიღო. • რამდენად თანაბრად გადანაწილდა სარგებლი ქალსა და კაცზე? თანაბრად
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი • მოკლე აღწერა პროექტის (დაწყების თარიღი, განხორციელების ადგილი, იდეის მოკლე შინაარსი) აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ხშირად კარგავენ საკუთარ თემთან ახლო კავშირს და მათი მიღწევები შეუმჩნეველი რჩება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომ, ვიდეოპროექტის საშუალებით სტუდენტები თავად მოუყვებიან საკუთარი წარმატების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ როგორც საკუთარ თემს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს. ეს იქნება მაგალითი იმისა , თუ როგორ დაფასდა მათი მიზანდასახულობა და მძიმე შრომა . ვფიქრობთ ასეთი კონკრეტული მაგალითების მიცემით წავახალისებთ არაქართულენოვან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს , რომლებსაც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა ჯერ კიდევ მიუღწეველი ოცნება ჰგონიათ . ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული უნივერსიტეტი აღარ იქნება წარმოსახვითი ადგილი, რომლის შესახებაც მხოლოდ სხვისი ნაამბობიდან სმენიათ. აღნიშნული ვიდეოპროექტი მაისიდან ხორციელდება . ვიდეოები გამოქვეყნებულია ‘ფეისბუქის’ გვერდზე „ ჩემი წარმატების გზა „ • რამდენად მიაღწიეთ შედეგს, რაც დაგეგმიმლი გქონდათ? ვიდეოპროექტს თავიდანვე დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი პოზიტიური უკუკავშირი მივიღე. აქედან გამომდინარე , ვფიქრობ, მეტწილად პროექტის მიზნები შესრულდა. • რამდენი ადამიანი (ქალი და კაცი) ჩაერთო ან დაგეხმარათ მოხალისეობრივად იდეის განხორ
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი იხ. ბოლო ვიდეორგოლები.. https://youtu.be/FUaczwf-fug ოქტაი ქაზუმოვი . ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. https://youtu.be/xvHLwjKJ3gY რაუფ მახარამოვი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ახლა უკვე წარმატებული კურსდამთავრებული :) https://youtu.be/P9k2NwZIC-8 ლიანნა ელოიანი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი პროექტის ფარგლებში დამზადებული ვიდეორგოლები გამოქვეყნებულია ფეისბუქის გვერდზე " ჩემი წარმატების გზა " იხ. ლინკი https://www.facebook.com/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90-180059872501142/
Reply
Keti Khachidze Video shooting
Reply
Keti Khachidze One more inspirational video showing an ethnic Azerbaijani student tell his story of success . https://www.youtube.com/watch?v=1ftxPnW7PdE
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი დავიწყეთ გადაღებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში . ჩავწერეთ ორი აზერბაიჯანელი ბიჭი და ორი სომეხი გოგონა. ვიდეორგოლები გამოქვეყნდება მონტაჟის დასრულებისთანავე .
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი გადაღებების პირველი დღე . მზად გვაქვს პირველი ვიდეო რგოლი , რომლის ნახვაც შესაძლებელია ლინკზე https://youtu.be/prhqrRoUf04
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი ვიდეო-გადაღებების დაწყება, სამწუხაროდ , ჯერ ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო : უნივერსიტეტებიდან ჯერ არ გვაქვს ოფიციალური წერილობითი ნებართვა, რის შემდეგაც შეგვეძლებოდა უნივერსიტეტის შიდა სივრცეების გამოყენება გადაღებებისთვის . ასევე, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით და დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოიცალა გადამღებმა ჯგუფმა. იმედი გვაქვს , თვის ბოლომდე დაიძლევა ყველა ტექნიკური დაბრკოლება და მზად გვექნება პირველი ვიდეო-კლიპი.
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი გფგგ
Reply
სალომე გოჩოლეიშვილი უკვე ჩავატარეთ პროექტის განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ , შევქმენით ფეისბუკ-გვერდი , სადაც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პროექტის მოხალისეების ვიდეოები . ( იხ.ლინკი //www.facebook.com/ჩემი-წარმატების-გზა-180059872501142/ ). ასევე ვიყავით ილიაუნისა და თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებთან და გავიარეთ ტექნიკური საკითხები უნივერსიტეტის სივრცეში სტუდენტთა გადაღებასთან დაკავშირებით. ასევე შევხვდით ოპერატორ გოგონას და მის თანაშემწეს და წინასწარ დავათვალიერეთ გადასაღები ლოკაციები. წინასწარ ვიმსჯელეთ ვიდეოთა ქრონომეტრაჟისა და სხვა ტექნიკური საკითხების ირგვლივ , მათ კიდევ ერთხელ გავაცანი პროექტის იდეა და მიზანი . დავიწყეთ სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია , რამდენიმეს უკვე შევუთანხმდით გადაღებაზე, შევათანხმეთ ე.წ " სფიჩის " მიახლოებითი შინაარსი და ხანგრძლივობა, ასევე ვიდეო-გადაღებისთვის ხელსაყრელი დრო .
Reply