ვისწავლოთ ქართული ენა

ნინო ხუციშვილი
a
5088
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

მოგახსენებთ რომ აზერბაიჯანულ დასახლებაში ყოველთვის დეფიციტია ქართული ენის კარგად მოსაუბრე ადამიანის პოვნა.სწორედ ამიტომ ამ თემში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვების სწავლა განათლებას ქართულ სექტორზე,რომელიც ჩვენს სკოლაში წელს პირველად გაიხსნა.მე,როგორც დამხმარე მასწავლებელს ხშირად მიწევს ამ ბავშვებთან ურთიერთობა და გაოცებული ვარ მათი მონდომებითა და ამბიციებით რაც ქართულის შესწავლას ეხება.ჩემს მოსწავლეებს სამომავლოდ დაგეგმილი აქვთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ახალი პროფესიების დაუფლება.მე დიდი სურვილი მაქვს რომ მათი მიზნების განხორციელებაში გარკვეული წვლილი შევიტანო.ამ ბოლო დროს დაწყებით კლასებთან ურთიერთობით აღმოვაჩინე რომ ისინი ხატვის დროს უფრო ბევრ ახალ სიტყვას სწავლობენ,ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილების დროს.ასეთი აქტივობის დროს ნასწავლი მასალა კი უფრო მყარი და საინტერესოა.ჩვენ ვხატავთ ყველაფერს,ვაფერადებთ,ვსაუბრობთ წელიწადის დროებზე,ამინდზე..ადამიანის განწყობაზე და ეს თემები იმდენად ბევრი და საინტერესოა,სულ ამოვწურეთ სკოლაში არსებული ყველა რესურსი [სახატავები,ფანქრები,ფურცლები]ალბათ გაინტერესებთ რის თხოვნას ვაპირებთ,ჩვენ გვინდა სახატავი საშუალებები,ლამაზი პლაკატები,ზღაპრის გმირების ფოტოები,რასაც გადავხატავთ ჩვენს რვეულებში,გვინდა მაგნიტებიანი დაფა და თუ შესაძლებელი იქნება სათამაშოები.მოგახსენებთ რომ ძალიან ბევრ მშობელს ეკონომიური პრობლემების გამო ერთი სახატავი რვეულის ყიდვაც კი უჭირს,სათამაშოებზე ხომ ზედმეტია საუბარი,ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი ორგანიზაციის ამ საუკეთესო შემოთავაზების გვასარგებლა,რაც გარკვეულწილად ჩვენს საგაკვეთილო პროცესსაც საინტერესოს გახდის და ბავშვების მოტივაციაც გაიზრდება.

Proposed Solution:

ჩემი ინიციატივის განხორციელების შედეგად ისარგებლებენ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე,ვისაც კი სურვილი ექნება.სკოლის დირექტორი შეგვპირდა რომ სპეციალურ ოთახს გამოგვიყოფს,სადაც სხვადასხვა აქტივობებს განვახორციელებთ ქართული ენის უკეთ შესასწავლად.ჩვენ საჭირო ინვენტარის მიღებით გავზრდით პასიური ბავშვების მოტივაციას ენის შესწავლის კუთხით.ჩვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე უკვე მომრავლდა ქართულად ნათქვამი ლექსები,ქართულის გაკვეთილები კი დღეის მდგომარეობით თითქმის ყველა მოსწავლისთვის საყვარელი და სასურველია,თუმცა ჩემი მიზანია უფრო წინ წავიდეთ და მეტი საჭიროება დავანახო ჩემს პატარა მეგობრებს,იმიტომ რომ საშუალო ფენამ,ანუ ძირითადად ამ ბავშვების მშობლებმა საკუთარი სახელებიც კი არ იციან ქართულად,მე,როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს,ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ნებისმიერ მსურველს,დიდს თუ პატარას უანგაროდ შევასწავლო ქართული ენა.ასე რომ ამ ბავშვებს სწავლა მხოლოდ სკოლაში,გაკვეთილის დროს უწევთ,სახლში ისინი ძირითადად ვერ მეცადინეობენ.მე კი გამოსავალს მხოლოდ იმაში ვხედავ რომ თამაშით და ხატვით ნასწავლი ქართული ენა,უფრო მეტად შევაყვარო ბავშვებს.

Sustainability:

The obtained items will stay with the school and its pupils, and it is possible to give the socially vulnerable pupils part of the toys, which they miss very much. As for the sustainability of the idea, I know that every day at school will be a very positive sparkle for each pupil.

Equal gender opportunity:

რაც შეეხება იდეის მდგრადობას ვიცი რომ ჩვენი ერთი სასიკეთო ნაბიჯი მაგალითი იქნება ამ თემის უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის და არ არის გამორიცხული რომ მომავალში მათაც გაუჩნდეთ სურვილი აბ ბავშვების დახმარების,რომლებიც ყინვასა და წვიმაში დიდი მონდომებით მოიჩქარიან სკოლაში.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
toys, Prefabricated constructions

We learn many needed words while playing, so our toys have an additional purpose than just playing.

სათამაშოების მაღაზია

თბილისი

0
500,00 ₾
Drawing material, pencils, markers, color papers and different equipment.

school equipment needed during the learning process.

წიგნების მაღაზია

თბილისი

0
500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ნინო ხუციშვილი აი დადგა ნანატრი არდადეგები..დავასრულეთ სასწავლო წელი.ავღწერეთ ჩვენი სათამაშოები,ინვენტარი და სასკოლო ნივთები რომლებსაც მთელი რამოდენიმე თვე საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდით.დავასაწყობეთ ნაჩუქარი ნივთები და ბევრი ვისაუბრეთ ბავშვებთან ერთად თუ რა სარგებელი მოიტანა ამ პროექტმა ჩვენთვის.იმდენად საინტერესო უკუკავშირი მივიღეთ ბავშვებისაგან რომ მასწავლებლები უფრო მოტივირებულები და მონდომებულები დაელოდებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებას.ჩვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილები,რომლებიც სათამაშოებისა და სხვადასხვა ინვენტარის გამოყენებით იქნა დაგეგმილი,აღმოჩნდა რომ ორმაგად მომგებიანი იყო,რადგან ასეთი საგაკვეთილო პროექტის დროს ბავშვების დიდი ნაწილი მყარად და სწორად იგებს ახალ მასალას,მათი ცოდნა ამ კონკრეტულ თემებთან ამომწურავია და იმდენად მოტივირებულები არიან ასეთი სიახლეებისათვის რომ მათთვის ნებისმიერი თემა სათამაშოების თანხლებით უკვე საინტერესო და სახალსო ხდება.მე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ორბელიანი საქართველოს'' იმისათვის რომ მე მომცა საშუალება პროექტის ფარგლებში სიახლე შემეტანა ქართული ენის სწავლებაში აზერბაიჯანულ სკოლაში და მათთვის შემეყვარებინა არამარტო ქართული ენა,არამედ ზოგადად სკოლა და სასწავლო პროცესი..დიდი მადლობა ამ უდიდესი სიკეთისათვის,ჩვენ იმედი გვაქვს რომ ახალი სასწავლო წელი უფრო საინტერესო და სიახლეებით სავსე გვექნება.
Reply
ნინო ხუციშვილი მოგესალმებით ყველას..ბევრი სიახლე გადვიგროვდა თქვენთვის მოსაყოლი,თუმცა ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ იმ გამოფენის შესახებ.მთელ სკოლას რომ გაუჩნდა სურვილი მასში მონაწილეობაზე.პირველი გამოფენა ქართული სექტორის ბავშვებთან გავაკეთეთ.როდესაც კომისიამ დაათვალიერა მათი ნახატები,იმდენად პოზიტიურ განწყობაზე დავდექით რომ გაგვიჭირდა გამარჯვებულების გამოვლენა და ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ; ყველა მონაწილე დავასაჩუქრეთ,არცერთი არ გამოგვირჩევია.ასეთი მიდგომა მათი მოტივაციის ასამაღლებლად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.მეორე ტური მესამე კლასის ბავშვებთან გამოვაცხადეთ და იქაც ანალოგიური დაჯილდოვების პრინციპი გამოვიყენეთ.პატარ-პატარა სუვენირებმა და სასკოლო ნივთებმა ძალიან გაახალისა პატარები.ახლა მოვიფიქრეთ სკოლის ერთი კედლის მოხატვა და ვეძებთ საინტერესო და თემატურად მრავალფეროვან ნახატს,რომელიც გამარჯვებულის სტატუსით სკოლის ერთ კედელს დაამშვენებს და ამ ნახატს პროფესიონალი მხატვარი გადაიტანს კედელზე..მიხარია ბავშვების ინტერესი თუნდაც ხატვის მიმართ,თუმცა დარწმუნებული ვარ რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლეები გვლოდება.ასე რომ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით საინტერესო და მრავალფეროვან ნახატებს..
Reply
ნინო ხუციშვილი გუშინ კიდევ ერთი საინტერესო გაკვეთილი გვქონდა პირველ კლასში.ცხოველების წიგნი ავიღეთ და ვასახელებდით ნახატებს.სადაც ეხატა ზრდასრული ცხოველი,ჩვენ დაფაზე ვწერდით მის შვილს რა ერქმეოდა.ყველა ინტერესით ჩაერთო აქტივობაში.ამ საინტერესო თემას მოვაყოლეთ თუ რას ნიშნავს დედაშვილობა...როდის არის დედა ბედნიერი..რატომ უნდა გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი ჩვენს გარშემო..ჩვენ თან ვხატავთ,თან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ,თან ვაფასებთ მოსწავლეების ნამუშევრებს და თან ახალახალი იდეებიც გვიჩნდება..აქამდე სკოლოს კარებამდე რომ მოდიოდნენ ზოგიერთი ბავშვის მშობელი,ეხლა კლასში შემოდიან და გვესაუბრებიან როგორ მოსწონთ მათ შვილებს ასეთი გაკვეთილები.გუშინ აღმოვაჩინე რომ მათ წასაყვანად მოსული მშობლებიდან,თვითონაც დიდი სიამოვნებით უყურებდნენ საკუთარი შვილების ბედნიერ სახეებს.ასეთი გაკვეთილების დრო თითქოს უცბად გარბის,ზარი რომ ირეკება ბავშვების უკმაყოფილო შეძახილებით ყრუვდება საკლასო ოთახი,თუმცა ჩვენ ვამშვიდებთ იმ იმედით რომ ხვალინდელი შეხვედრა უფრო საინტერესო თემით გველოდება.მე ვფიქრობ,რომ როდესაც ბავშვს ადრეული ასაკიდან შთააგონებ რომ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო,მშობლები,განურჩევლად ყველა ადამიანი და ცხოველები,ასე მდონია ისინი რომ დიდები გახდებიან არასოდეს არ დაუშვებენ ბოროტებას თავიანთ გარშემო..ჩვენი იდეის მთავარი მიზანის ხომ სიკეთის კეთებაზეა დამყარებული.მინდა რომ ყველას გაუღვივო გულში სიკეთის თესვის სურვილი და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქებ,ჩემი პაწიების წარმატებებს რომ გავიგებ..მადლობა კიდევ ერთხელ ორბელიანს...ეს ყველაფერი ზუსტად თქვენი დამსახურებააა..არ დავიღლები თქვენი ქებით არასოდეს..გაიხარეთ...
Reply
ნინო ხუციშვილი მოგესალმებით კიდევ ერთხელ.საინტერესოდ მიდის ჩვენი საგაკვეთილო პროცესები..ბავშვებს ეგულებათ ოთახი,სადაც კარგი ქცევის ან კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში მასწავლებელი მის ქცევას დადებითი განმამტკიცებლის სახით სათამაშო ოთახში წაიყვანს.14 აპრილს დაგეგმილი გვაქვს გამოფენის მოწყობა.საგულდაგულოდ ვემზადებით და დიდი ენთუზიაზმით ვხატავთ სხვადასხვა თემატურ ნახატებს.უკვე საკმაოდ მოვაგროვეთ..ბვშვები ცდილობენ თავიანთი ნახატების შინაარსი ქართულად გადმოგვცენ,ნელა-ნელა ეგუებიან ისინი რომ ქართულად საუბარი აუცილებელი და სასურველი ენაა,მხოლოდ იმიტომ რომ საქართველო მათი სახლია,ზუსტად მათ განათლებაზეა დამოკიდებული არაქართული დასახლების საზოგადოებაში ინტეგრაცია.სახელმწიფო ძალიან ბევრ პროექტებს ახორციელებს ასეთი დასახლებისათვის,მათ კი ქართული ენა კარგად რომ ეცოდინებათ ყველა სასიკეთი პროექტით სრულყოფილად ისარგებლებენ.კიდევ ერთხელ გიხდით უღრმეს მადლობას ასეთი სიკეთისათვის.
Reply
ნინო ხუციშვილი თუ თავს არ შეგაწყენთ ერთ სახალისო ამბავსაც მოგიყვებით.პირველკლასელ ბავშვს მშობელმა დროზე ადრე მოაკითხა.ეს იმ დროს ხდება,როდესაც ბავშვებს სახატავებს ვურიგებდით და ხატვისათვის ვემზადებოდით..ბავშვმა კატეგორიული უარი განაცხადა ადრე წასვლაზე.მშობელი აზერბაიჯანულად ეუბნებოდა რომ სტუმრად მიდიოდნენ ლაგოდეხში საყვარელ მამიდასთან და გარეთ ტაქსი ელოდებოდათ,თუმცა ბავშვმა უარი თქვა ამ ყველაფერზე და დედაც იძულებული გახდა კარს უკან დალოდებოდა სკოლის ზარს,როცა გაკვეთილი გამოვიდოდა..აი ასეთი ამბებიც ხდება..მე მიხარია ასეთი თაობა რომ მოდის..თავიან პოზიციას რომ ინარჩუნებენ და სწავლა რომ უფრო მნიშვნელოვანია ამას რომ გრძნობენ..ალბათ წლები გავა და ჩვენ ვიამაყებთ ასეთი მოტივირებული ბავშვების მიღწევებით. მე მიმაჩნია რომ ზუსტად მასწავლებელმა უნდა გააღვივოს ის სიკეთის მარცვალი აღმოსაცენებლად,რომელიც სათითაო ბავშვშია..ასე რომ იყოს ალბათ ბოროტებაც აღარ იარსებებდა დედამიწაზე,ყველა ადამიანშია სიკეთის და ბოროტის მარცვლები,თუმცა ჩვენ რომელსაც ავირჩევთ მხოლოდ ის განვითარდება და გაძლიერდება,სწორედ ამიტომ ვთვლი რომ ჩვენი ყოველი ქმედება თუ შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე-მხოლოდ სიკეთეზე უნდა იყოს ორიენტირებული..
Reply
ნინო ხუციშვილი მოგესალმებით კიდევ ერთხელ..საინტერესოა ჩვენი ყოველი გაკვეთილი თქვენი წყალობით..ამჯერად უფროსკლასელებზე ვისაუბრებ..დაუგეგმავად მომიწია შესვლა მეთორმეტე კლასში.ვიფიქრე რა აქტივობა გავაკეთო მეთქი და უცბად გამახსენდა რომ ახალი წიგნები გვქონდა..მეც წამოვავლე რამოდენიმე პატარა წიგნს ხელი და ხალისით გავეშურე ჩემს საყვარელ მოსწავლეებთან.კლასში მხოლოდ გოგონები დამხვდნენ.მოგეხსენებათ გაკვეთილებზე ბიჭები უფრო აქტიურობენ ხილმე და გოგონების უმეტესობა ჩუმად ზის.ახლა მომეცა შანსი რომ გენდერული ბალანსის რაგულირებაზეც მეფიქრა..გადავშალე ლამაზნახატიანი წიგნები და სათითაოდ დავიწყეთ სურათების აღწერა ქართულ ენაზე...ჰოი საოცრებავ! ის გოგონები,რომლებიც მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზე მეტყველებდნენ,ქართულად ალაპარაკდნენ..საინტერესო ნახატებმა ისე ბუნებრივად მოხსნა მათი კომპლექსი ქართულ ენასთან დაკავშირებით,რომ ვერც კი წარმოვიდგენდი.ამ გაკვეთილზე აღმოჩნდა რომ თურმე მათ იმაზე ბევრი სცოდნიათ ქართული სიტყვები,ვიდრე თვითონ ეგონათ..ამ გაკვეთილმა მომავალი გავვეთილის აქტივობაც თავისთავად დამაგეგმინა..გოგოებს და ბიჭებს შევაჯიბრებ სიტყვებსა და წინადადებების სწორად გამოთქმაში..გენდერიც გამოგვივაა..როგორ მიხარია ნეტავ იცოდეთ ასეთი პროექტის მონაწილეები რომ გავხდით..თითქოს მხოლოდ ჩვენი თავის მიმართ კი არ ვართ ანგარიშვალდებული,არამედ უკვე ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ ამ ვალდებულებას და მიხარია რომ ამ საქმიანობაში ყველანი თანაბრად ვართ ჩართულები..და რაც მთავარია სხვა მასწავლებლებიც აქტიურად იყენებენ იმ ძვირფას მასალას რაც თქვენი პროექტის ფარგლებში შევიძინეთ.
Reply
ნინო ხუციშვილი ჩვენი პირველი ფოტო
Reply
ნინო ხუციშვილი 16 მარტს სკოლასთან გაჩერდა ავტომობილი.საიდანაც უკვე შეძენილი ნივთებით დატვირთული ყუთები მივიტანეთ.უნდა გენახათ სათითაოდ ყველა ბავშვის რეაქცია,როგორი ანთებული თველებით გამორბოდნენ ნივთების სანახავად..იყო დიდი ჟრიამული და გაბრწყინებული სახეები..სიტყვები არ მეყოფა ალბათ იმ წუთების გადმოსაცემად რაც იმ დროს ხდებოდა.ბავშვებმა წინასწარ არაფერი არ იცოდნენ და მოულოდნელი სიურპრიზი მათთვის იმაზე დიდი და საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.დირექტორმა დაპირებული ოთახი გამოგვიყო და ყველაფერი საგულგადულოდ შევინახეთ.დავგეგმეთ როგორ აქტივობებს განვახორციელებთ მომავალში და შევადგინეთ გრაფიკი,რითაც მორიგეობით ისარგებლებენ სხვადასხვა კლასის ბავშვები.ყველაზე საინტერესო კი უფროსკლასელების რეაქცია იყო,ისინიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ პროექტში და სურვილი გამოთქვეს რომ ჩვენთან ერთად ყველა აქტივობაში მიიღებდნენ მონაწილეობას.ამ დღეს ერთი უჩვეულო რამ შევნიშნე ჩემს მოსწავლეებს,ისინი თითქოს უფრო მეტად მეგობრულები გახდნენ,ერთმანეთს ეფერებოდნენ,ხტუნავდნენ,მღეროდნენ,უზიარებდნენ სხვადასხვა სასკოლო ნივთებსა და სათამაშოებზე აღმოჩენილ სიახლეებს,ხალისიანები გახდნენ...მოკლედ თქვენი ორგანიზაციის წყალობით თითქოს მთელი ცხოვრება ლამაზი ფერებით გაფერადდა..მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ორბელიანს ასეთი საინტერესო და კრეატიული პროექტისათვის..ჩვენ ამ პროექტის წყალობით სასკოლო დღეები უფრო მიზანდასახული და საინტერესო გავხადეთ..ბავშვები დილით სულ სხვა სიხალისით მოდიან სკოლაში,და სახლში დაბრუნება ეძნელებათ,რადგან მათ იციან,რომ სკოლა ის სახლია,სადაც მათ ჩვენთან ერთად უკეთესი მომავლის შენება უნდა დაიწყონ.
Reply
Lamara Tabatadze გენახათ ბავშვების სიხარული, როდესაც ამდენი სათამაშო და წიგნი ერთად დაინახეს. არასდროს დამავიწდება მათი აციმციმებული თვალები და ჩაბღუჯული სათამაშოები. ერთი გახარებული ბავშვის დანახვა საკმარისია ადამიანის მელი დღის პოზიტიური განწყბისვის და ახლა ამდენი გახარებული ბავშვი წარმოიდგინე ერთად, როგორი სანახავია. დოსტოევსკის სიტყვების პერიფრაზირება მინდა მოვახდინო: თუ მთელი მსფლიო ბავშვის ერთ ცრემლად არ ღირს, მაშინ ამდენი ბავშვის ღიმილის , შეფასებას ალბათ მარლაც ვერავინ შეძლებს!!!! მადლობა ორბელიანს!!!!
Reply
Lamara Tabatadze გამარჯობა!
Reply