შაბათის თბილი სახლი

tako.p@yahoo.com
a
1659
Comments: 4
a

Goals

Problem statement:

ახალციხიეში ხშირია რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული ბულინგი, დისკრიმინაცია, სტერეოტიპული მიდგომა, ნეგატიური, არამეგობრული ურთიერთდამოკიდებულება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, რომელიც თავს იჩენს განსაკუთრები ბავშვთა ასაკში.
უმცირესობათა მიმართ გავრცელებული სტერეოტიპების რღვევისა და ნეგატიური ურთიერთდამოკიდებულების შესაცვლელად, შეიქმნებაა ,,შაბათის თბილი სახლი". ეს ,,სახლი", მიზნად ისახავს მშვიდობიანი თანაცხოვრების, სხვათა მიმართ პატივისცემის სწავლებას, მეგობრული გარემოს შექმნას განსხვავებულობათა შორის.რაც თავის მხრივ შეამცირებს კომფლიქტურ სიტუაციებსა და დაძაბულობას უმცირესობა–უმრავლესობას შორის.

Proposed Solution:

შაბათის თბილი სახლი" კაპუცინი ძმების მიერ შემოთავაზებულ თავისუფალ ფართში განთავსდება. აქ 7 –დან 13 წლამდე ასაკის, ნებისმიერი აღმსარებლობისა და ეროვნების ბავშვს შეეძლება დაკავდეს საკუთარი ინტერესების მიხედვით: ითამაშოს ჭადრაკი, წაიკითხოს წიგნი, ისწავლოს გიტარაზე დაკვრა ( გაერთიანდნენ გიტარის წრეში), ისწავლოს იტალიური ენა,დახატოს,ქსოვოს ან ქარგოს, ისწავლოს ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ბისერებზე მუშაობა, ორიგამის ხელოვნება. ბავშვებს ყოველივე ზემოთქმულის სწავლებაში დაეხმარებიან მოხალისე ,, ანიმატორები". რომელთა მომზადება–ორგანიზებაზეც ზრუნავს ,,კაპუცინ ძმატა ორდენი" საქართველოში.
,, შაბათის თბილი სახლი" სტუმრებს შაბათობით და კვირაობით მიიღებს (16:00–18:00), აქ მოსახვედრად ბავშვებს არ სჭირდებათ სპეციალური რეგისტრაცია, საჭიროა მხოლოდ ,, სურვილი". ანიმატორები ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ქმნიან მცირე, (დროებით,ერთჯერად) ჯგუფებს (მაგ: გიტარის, ორიგამის, ბისერის და ა. შ.). რადგან შემდეგ შაბათს ბავშვს შესაძლებელია სხვა ინტერესი გაუჩნდეს.ანიმატორები თითოეული ჯგუფისთვის ხელმძღვანელობენ პროგრამით, რომლის მიხედვითაც ერთ კონკრეტულ დღეს ბავშვი შეძლებს შეისწავლოს კონკრეტული რაიმე (ბისერებით ყვავილის მოქსოვა, ორიგამით კონკრეტული ფიგურის აწყობა და ა.შ). ბავშვებს სწავლასთან ერთად შეეძლებათ ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენაც. კვირას მოეწყობა ფილმის ან ანიმაციის ჩვენება, რომლის თემატიკაც მეგობრული თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა იქნება.ანიმატორების დახმარებით ბავშვები შეიმუშავებენ ,, მეგობრობის წესებს" რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება თითოეული ,, სტუმრისთვის".
ვფიქრობ საერთო ინტერესების აღმოჩენა,ჯგუფებად გაერთიანება, ერთად გატარებული დრო, საერთო სივრცე,ერთობლივი მუშაობა,ხელს შეუწყობს მათ შორის პოზიტიური კომუნიკაციის გაჩენას, გააღრმავებს მეგობრულ ურთიერთობას ბავშვებს შორის.ღრმა და მყარი ურთიერთობები კი მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარია.

Sustainability:

,, შაბათის თბილი სახლი " ხანგრძლივი დროით იფუნქციონირებს, ბავშვები იქ სხვადასხა ტიპის განათლებას წლების მანძილზე მიიღებენ, ასევე წლების მანძილზე ჩამოყალიბდება და გამყარდება მათ შორის პოზიტიური ურთიერთობები. მეგობრული ურთიერთობისა და დამოკიდებულების ზრდასთან ერთად შემცირდება ბულინგი და დისკრიმინაცია. რაც უფრო მეტი ბავშვი მოხვდება ამ სახლში , მით უფრო გაიზრდება კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და ჩაგვრის შემცირების შანსი. მით უფრო ბევრ ბავშვს ეცოდინება მეგობრული და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესახებ.

Equal gender opportunity:

,,შაბათის თბილი სახლის" სტუმრები იქნებიან გოგონებიც და ვაჟებიც

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Glitter glue

Glitter glue

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595 269 552
1,34 ₾
Clay – JOVI WHITE–4 items

Clay – JOVI 1000 გრ WHITE

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595269552
29,60 ₾
Equipment for cutting out figures -2 items

Equipment for cutting out figures -2
ფიგურების საჭრელი Foska 1,6მმ ფიფქი/ანგელოზი

საკანცელარიო მარაზია ,,ბიბლუსი"

კოსტავას ქუჩა #32

+995 32 2 48 68 44
10,00 ₾
Color stationary sponge, sticky – 4

Color stationary sponge, sticky – 4

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595269552
17,24 ₾
Color stationary sponge

Color stationary sponge – 10 items

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595269552
48,70 ₾
Color papers – 10–items

Color papers – 50*100cm

0,65 GEL for each p.

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595269 552
6,50 ₾
Chess board and figures – 2

Chess board and figures – 2

მაღაზია ,,ჭიტა"

ქ. ახალციხე კოსტავას 30

032 2-38-08-22
36,00 ₾
Color felt -2

Color felt -2

შპს,, დეკორი"

ქ.თბილისი, ბელიაშვილის #157

595269552
11,92 ₾
Guitar

Classical guitar

საყოფაცხოვრებო მაღაზია

ქ.ახალციხე კოსტავას 16

592 446981
170,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

tako.p@yahoo.com გიტარის გაკვეთილებიც ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა. საერთო გაკვეთილები იძლევა განსხვავებული კულტურების წარმომადგენელთა ერთმანეთთან დაახლოვების შესაძლებლობასა და ხელს უწყობს მიმღებლობის განვითარებას მცირე ასაკიდანვე.
Reply
tako.p@yahoo.com ეს სივრცე მნიშვნელოვანია მათთვის იმდენად რამდენადაც ახალციხეში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანები მოდიან და სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივი ჩართვით ხელსაქმის გარდა თანდათან ერთმანეთის კულტურების პატივისცემასაც სწავლობენ. აქ ისინი სწავლობენ მიიღონ ერთმანეთი ისეთებად როგორებიც ისინი არიან.
Reply
tako.p@yahoo.com ბავშვები შაბათის თბილ სახლში შაბათის გარდა მთელი კვირის მანძილზე დადიან და შაბათობით დაწყებულ ნამუშევრებს კვირის სხვა დღეებშიც უბრუნდებიან და ასრულებენ.
Reply
tako.p@yahoo.com სამწუხაროდ იდეის გვერდის განახლება მანამდე ვერ მოხერხდა. ახლა კი მოკლედ აქტივობების შესახებ: შაბათის თბილი სახლისათვის უკვე შეძენილია და გადმოცემულია გაკვეთილებისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთები, ასევე გიტარა და ჭადრაკის დაფები - მოკლედ ყველაფერი ის, რაც მოხალისე მასწავლებლებს ესაჭიროებათ სხვადასხვა ხელსაქმისა თუ აქტივობის სასწავლებლად. ესეც შეძენილი ნივთების ნაწილი, რომლებსაც მოხალისეები და ბენეფიციარები აქტიურად იყენებენ
Reply