სასკოლო სტამბა

Laura Gotiashvili
a
2803
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია. ბავშვებს სახლში არ აქვთ არანაირი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. ისინი იზრდებიან წიგნებისგან იზოლირებულ გარემოში, მიუხედავად სკოლაში არსებული მწირი ბიბლიოთეკისა სადაც ხელმისაწვდომია წიგნები აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე, ბავშვებს არ უჩნდებათ სურვილი და ინტერესი ამ წიგნების წაკითხვისა. მათი ცოდნა შემოიფარგლება მხოლოდ სასკოლო ლიტერატურით, ამიტომ მათთვის კითხვა არა სასიამოვნო პროცესი არამედ მოსაბეზრებელი ვალდებულებაა. გარდა ამისა, სკოლის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე არ აქვს რესურსი უზრუნველყოს მოსწავლეების სასწავლო პროცესისათვის საჭრო თვალსაჩინოებებითა თუ სახალისო რებუს-ტესტებით, რის გამოც სასწავლო პროცესი ერთფეროვანი და მხოლოდ წიგნში არსებული მასალით არის შემოფარგლული. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად სასურველი გამოსავალია “სკოლის სტამბა”, რომლის დამხმარებითაც გაიზრდება მოსწავლეთა მიერ წიგნებით დაინტერესების დონე, გამარტივდება მასწავლებლების მიერ სასწავლო პროცესის წარმართვა. სასკოლო გაზეთის დახმარებით სკოლაში მიმდინარე სიახლეებისა თუ მიღწევების შესახებ ცნობები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებულ პირთათვის, ასევე მოსწავლეები განივითარებენ აკადემიურად წერის უნარ-ჩვევებს და გაიზრდება თანამშრომლობა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

Proposed Solution:

ბავშვების წიგნის დაინტერესების საშუალებად მიმაჩნია „სკოლის სტამბა“, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც აზერბაიჯანული ზღაპრების თარგმნა ქართულ ენაზე, ასევე ქართული ზღაპრების დაბეჭდვა და ილუსტრირება, სადაც ჩართულნი იქნებიან როგორც ხატვის ნიჭის მქონე, ასევე ქართულ-აზერბაიჯანული ენების მცოდნე მოსწავლეებიც. ასევე სტამბა უზრუნველყოფს კედლის გაზეთის გამოცემას. სტამბის მიერ გამოცემული წიგნები აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და გააჩენს სურვილს რომ გაეცნონ როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ ზღაპრებს. ასახონ ისინი როგორც სურათების,ასევე ტექსტის სახით. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლები დაეხმარებიან სირთულეების დაძლევაში. ერთობლივი მუშაობით კი გაიზრდება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის დონე.
სტამბის მიერ დაბეჭდილი თვალსაჩინოებების დახმარებით გაკვეთილის ახსნის პროცესი იქნება უფრო მრავალფეროვანი და მარტივად აღსაქმელი მოსწავლეებისათვის. აგრეთვე, შეამსუბუქებს მასწავლებელთა შრომას, რადგან ამ დროისათვის ისინი სახლში არსებული მწირი რესურსებით ცდილობენ პოსტერების დამზადებას.

Sustainability:

სტამბა გადაეცემა სკოლას, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებენ როგორც მოსწავლეები ასევე მასწავლებელბი. ისინი ერთობლივად შექმნიან სასწავლო რესურსებს. საწყის ეტაპზე სტამბის ფუნქციონირება, გამოსაყენებელი ტექნოლოგიის ათვისება, მოვალეობათა გადანაწილება მოხდება გამოცდილ მასწავლებელთა დაკვირვებითა თუ მონაწილეობით. ჩამოყალიბდება "ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი",რომლის წევრებიც ორგანიზებას გაუწევენ სასკოლო გაზეთის ყოველთვიურ გამოცემას. აგრეთვე, მასწავლებლებისთვის შესაძლებელი იქნება პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში სასწავლო რესურსების შექმნა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება. რაც შეეხება მდგრადობას, ძირითადი ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შემდეგ სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა სტამბის საკანცელარიო ნივთებით მოსამარაგებლად,რომლის შესახებაც პასუხისმგებლობას აიღებს დირექტორი. სტამბის ფუნქციონირების უწყვეტობით კი დაინტერესებულნი არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.

Equal gender opportunity:

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები და მასწავლებლები, როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.მათ მიერ გამოხატული ინტერესი თანაბრად მაღალია, რადგან სტამბის უქონლობით გამოწვეული დანაკლისი მთლიანად სკოლისთვის დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა.
საწყის ეტაპზე, მოსწავლეები კლასების მიხედვით აირჩევენ ზღაპარს და მასწავლებლის დახმარებით იზრუნებენ ტექსტის აკრეფასა და ილუსტრირებაზე. კედლის გაზეთში მიმოხილული იქნება როგორც სასკოლო მიღწევები, ასევე სიახლეები კულტურასა თუ სპორტში, ჟურნალისტები სურვილისამებრ გადანაწილდებიან ინტერესების მიხედვით სასურველ ბლოკში. გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, წიგნის შინაარსი შერჩეული იქნება როგორც გოგონების მიერ, ასევე ბიჭების მიერ. კედლის გაზეთშიც საშუალება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი სვეტი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Stationary items

1. Binding cover, transparent (plastic) A4, 50 pieces pack 10,80*4=43,2
2. Metal binding spring for 25 sheets of paper (100 pieces pack). 15,26*2=30,52
3. Cardboard binding cover A4 100 pieces – 10 GEL *2 = 20 GEL
4. Binding machine, cutting quantity 15 sheets, binding 425 sheets – 116
5. Printing paper A4 80g double A – 7,40*5=37
6. Color paper A4 80g 500 sheets -14,99 *3=44,97
7. Plotters paper 1067mm 35 m – 37,49
8. Pins, 100 pieces, 2,14 GEL*3=6,42
Dry glue PVP 36 g – 1,50 *2 = 3 GEL
Liquid glue 65 ml 1,03*2=2,06
9. Pens with gel 10 GEL
10. Board marker 10 GEL
Color pencil (24 colors) 13,59
Markers 24 colors 9.05
11. eraser – 40 tetri, 2 pieces, 80 tetri
12. sharpener- 31 tetri, 4 pieces, = 1,24

LTD "Biblus", LTD COMPANY GEOSM

0

0
416,81 ₾
Printer, cartridge

1. Multifunctional equipment CANON I – SENSYS MF3010 (insert link) – 386 GEL
2. Cartridge CANON 725 BK BLACK ORIGINAL TONER (3484B002) (insert link) - 202 GEL *2 (pieces) = 404 GEL

LTD "PCshop.ge"

0

0
499,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Laura Gotiashvili ჩვენ მადლობას ვუხდით ორბელიანსა და ნიდერლანების საელჩოს გაწეული დახმარებისათვის <3
Reply
Laura Gotiashvili რაც შეეხება წიგნს 'რწყილი და ჭიანჭველა' ის მოსწავლეებმა ორიგინალი ვერსიით დატოვეს და მხოლოდ ერთადერთი და უნიკალური ეგზემპლარი გაგვაჩნია.
Reply
Laura Gotiashvili აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ევროკავშირის შესახებ წიგნის შექმნას წინ უძღოდა ლაურა-მარიტას მიერ განხორციელებული 3 თვიანი ლექციათა ციკლი ევროკავშირის შესახებ. ლექციის განმავლობაში აქტიურად იყო გამოყენებული არაფორმალური მეთოდები და სახალისო კარიკატურები.
Reply
Laura Gotiashvili გარდა ამისა, ჩვენი პროექტი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 30 საუკეთესო პროექტში მოხვდა საქართველოს მასშტაბით და გუშინ ოფიციალურად გავაცანით დამსწრე საზოგადოებას <3
Reply
Laura Gotiashvili თქვენ იფიქრეთ, რომ დავასრულეთ პროექტი? ნურას უკაცრავად ;) ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქმიანობას და ამჯერად გთავაზობთ 'ევროკავშირის ისტორიას' (კომიქსად მოთხრობილს).
Reply
Laura Gotiashvili ნაწილი 2
Reply
Laura Gotiashvili გიზიარებთ ჩვენი ჟრიამულის ამსახველ ფოტომასალას <3
Reply
Laura Gotiashvili ამჯერად ჩვენი წიგნი თოვლის ბებიასა და ბაბუას ეხება სხვადასხვა ქვეყანაში, რომლის ნახატებიც შექმნილია მოსწავლეების მიერ და ტექსტიც მათ მიერ არის აკრეფილი. გარდა ამისა, გთავაზობთ საახალწლო ხელნაკეთ პოსტერს და გისურვებთ ბედნიერ 2019 წელს!!!
Reply
Laura Gotiashvili პროექტი დაიწყო 2017 წლის იანვრიდან და განხორციელდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში. იდეის მთავარ მიზანს წარმოდგენდა სასკოლო სტამბის დაარსება აღნიშნული სოფლის სკოლაში წიგნიერების დონის ასამაღლებლად. პროექტმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ცვლილებები როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში. კერძოდ, მოსწავლეებმა ისწავლეს საკუთარე ხელით საოფისე პროგრამები, რედაქტირება, ბეჭდვა-აკინძვა, დიზაინის შემუშავება. მასწავლებლებს საშუალება მიეცათ შეემუშავებინათ უფრო მრავალფეროვანი დიზაინი საგაკვეთილო მასალებისათვის. იდეა სასარგებლო აღმოჩნდა დაახლოებით 40-50 ადამიანისთვის.რთული სათქმელია თუ რამდენად იყო დაცული გენდერული ბალანსი, რადგან მოსწავლეების მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები სურვილისამებრ ეცნობოდნენ ბავშვების მიერ დაბეჭდილ-აკინძულ წიგნებს. მთავარი ცვლილება იყო ის,რომ სოფლის მაცხოვრებლებს გაუჩნდათ შეგრძნება,რომ ისინიც არიან საქართველოს ნაწილი და მათი პროგრესით დაინტერესებულნი არიან მათგან შორს მყოფი ადამიანები. განსაკუთრებით ეფექტიანი იყო "ორბელიანი საქართველოს" წარმომადგენლების ვიზიტი სოფელში,რადგან სოფლის მაცხოვრებლებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ ის ადამიანები,რომლებიც დაეხმარნენ იდეის განხორციელებაში. პროექტის მიმდინარეობისას არ ყოფილა გაუთვალისწინებელი ხარვეზები. სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეების მაღალი ჩართულობა შეინიშნებოდა.
Reply
Laura Gotiashvili საავტორო უფლებების სადარაჯოზე
Reply
Laura Gotiashvili წიგნის ავტორები
Reply
Laura Gotiashvili წიგნის აკინძვამ მღელვარედ და ხალისიანად ჩაიარა
Reply
Laura Gotiashvili პირველი წიგნი "წყლის სამყარო" უკვე დაამზადეს მოსწავლეებმა. მიუხედავად სირთულეებისა საბოლოოდ მაინც შეძლეს და წარმატებით აითვისეს ტექნიკის გამოყენება. გარდა ამისა, საკუთარი ნაშრომი წარუდგინეს როგორც პედაგოგებს, ასევე მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს, რომელთა სასწავლო პროგრამაშიც გათვალისწინებული იყო წყალქვეშა ცხოვლები. მიუხედავად იმისა,რომ პირველ წიგნზე სარგებლობდნენ მასწავლებლების დახმარებით, მეორე წიგნის დამზადება შეძლეს დამოუკიდებლად, რომლის დაბეჭდვა-აკინძვა ხუთშაბათს არის დაგეგმილი.
Reply
Laura Gotiashvili კლუბის წევრებმა მოიძიეს მასალები ინტერნეტ-რესურსებისა და წიგნების დახმარებით, გაამარტივეს ტექსტი და ელექტრონულად აკრიფეს,თან დაურთეს ნახატებიც. საგაზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით შეფერხდა წიგნის დაბჭდვისა და აკინძვის პროცესი,რადგან სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. კლუბის შეკრებები განახლდება 16 მარტს და დამზადდება წიგნი.
Reply
Laura Gotiashvili "ჟურნალისტთა კლუბის" კლუბის გადაწყვეტილებით პირველი წიგნი იქნება "წყლის სამყარო" , რომელიც დასურათდება სკოლის მოსწავლეთა მიერ. კლუბის წევრებმა ზემო და ქვემო არქევანის სკოლებში ჩაატარეს შიდა შესარჩევი კონკურსი მხატვრებს შორის და აირჩიეს წყლის სამყაროს წარმომადგენელი ცხოველების ნახატები. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია ამ ცხოველების შესახებ. საწყის ეტაპზე პირველი წიგნი იქნება მარტივი ენით დაწერილი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე გათვლილი. მიმდინარე კვირაში იგეგმება მოძიებული ინფორმაციების და ნახატების ელექტრონულ ფორმატში დამზადება.
Reply
Laura Gotiashvili სტამბისათვის საჭირო საკანცელარიო ნივთები და ტექნიკა უკვე ქვემო არქევანის საჯარო სკოლაშია. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა კლუბი, რომლის წევრებიც არიან მე-8 და მე-10 კლასების 6 მოსწავლე (2 ბიჭი და 4 გოგო). მოსწავლეთა შერჩევა მოხდა 2 მთავარი პრინციპით: ქართული ენის ცოდნა და სურვილის გამოხატვა სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა,ზემო არქევანში მცხოვრებმა მე-10 კლასის მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, დაეხმარონ ზემო არქევანის საბაზო სკოლას სტამბის ფუნქციონირებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული სკოლა ოფიციალურად ქვემო არქევანის საჯარო სკოლის შემადგენლობაშია, თუმცა ტერიტორიულად მეზობელ სოფელში მდებარეობს. ორშაბათს გაიმართება ჟურნალისტთა კლუბისა და ქართული ენის მასწავლებლების შეხვედრა სკოლის სტამბის სამოქმედო გეგმის ჩამოსაყალიბებლად.
Reply
Laura Gotiashvili ამჟამად მიმდინარეობს საჭირო საკანცელარიო ნივთების შეგროვება. უკვე გვაქვს პრინტერი და ასაკინძი მანქანა. თუმცა 29 დეკემბრიდან 16 იანვრამდე სასკოლო პროცესი შეწყვეტილია, რის გამოც შეფერხდება სასკოლო სტამბის ფუნქციონირება.
Reply