7. ლიტერატურული სივრცე პანკისის ახალგაზრდებისათვის

Melsi Bagakashvili
a
1642
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

პანკისის ხეობაში ძირითადად ეთნიკური ქისტები ცხოვრობენ, რომელნიც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ საქართველოში. გარდა ამისა ხეობა გეოგრაფიულად იზოლირებულია , სამი მხრიდან მთათა სისტემა არტყავს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის და კიდევ სხვა განმაპირობებელი ფაქტორების შედეგად ხეობის ახალგაზრდობა მოწყვეტილია ქვეყანაში მიმდინარე კულტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა მათთვის საინტერესო პროცესებისგან.ხეობაში ნაკლებადაა თავისუფალი სივრცეები ურთიერთობებისთვის, დისკუსიისთვის, ცოდნის გაღრმავებისთვის., უფრო მეტიც ახალგაზრდობისთვის არ არის ხელმისაწვდომი თანამედროვე ლიტერატურა. ხეობაში არ არსებობს არც ერთი წიგნის მაღაზია, თუ თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა, საიდანაც მსურველი გაიტანს მისთვის სასურველ წიგნს ან ადგილზე წაიკითხავს. მიგვაჩნია რომ , წიგნთან ურთიერთობის დანაკლისი აუნაზღაურებადია და ადამიანის შემდგომ განვითარებაზეც მნიშვნელოვნად აისახება. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ წიგნი, თანამედროვე ლიტერატურა და შევუქმნათ თავისუფალი სივრცე წიგნის კითხვისთვის, ურთიერთობისთვის, დისკუსიისთვის, შეხვედრებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, პანკისის ხეობაში გავხსენით პირველი სოციალური კაფე, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კვების სერვისი, ხელმისაწვდომია Wi-fi ინტერნეტი და მცირე რაოდენობით მხატვრული ლიტერატურა . ჩვენი სურვილია, ჩვენს სოციალურ კაფეში უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი ლიტერატურული კუთხე, ახალგაზრდებს შევთავაზოთ თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი ავტორების ბესცელერები, თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები,საინტერესო წიგნი და არა უბრალოდ მაკულატურა. გარდა ამისა გვსურს კომფორტული სამკითხველო კუთხე მოვაწყოთ სოციალურ კაფეში, რათა შევქმნათ კომფორტული გარემო წიგნთან და ერთმანეთთან ურთიერთობის. მიგვაჩნია ეს იქნება ინოვაციური გარემო ხეობისთვის და მიმზიდველი და თვისუფალი სივრცე ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის.

Proposed Solution:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში მოქმედებს სოციალური კაფე. აღნიშნული კაფე გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაციის "პანკისის ახალგაზრდული ცენტრი" თაოსნობით,რომელიც დაფინანსდა ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ. სოციალური კაფეს კონცეფცია თავის თავში მოიცავს სამი ტიპის სერვისისს. ეს არის : კვება, wi-fi ინტერნეტი და ლიტერატურული კუთხე. ამ ეტაპზე სოციალურ კაფეში მცირედ არის წარმოდგენილი ლიტერატურა, რაც სამწუხაროდ ვერ ფარავს ადგილობრივი ახალგაზრდების ინტერესს. ჩვენი სუევილია უფრო ფართოდ გამოვყოთ ლიტერატურული სივრცე, გავაწყოთ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატური, კომფორტული სავარძლებით.შევქმნათ ახალგაზრდებისთვის თავისუფალი, ინტელექტუალური და საინტერესო გარემო ურთიერთობებისთვის , წიგნის კითხვისთვის.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის სივრცეების გაჩენა ხეობაში პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადგილობრივ ახალგაზრდებზე( გოგონებზე და ბიჭებზე), მეტად დაახლოვებს მათ წიგნთან და გაუჩნდებათ შესაძლებლობა თავისუფალი დრო უფრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატრონ.
ასეთი სივრცის არსებობის პირობებში შეძლებენ სხვადასხვა საინტერესო იდეები და პროექტები განახორციელონ. მაგალითად , როგორიცაა თანამედროვე ქართველი ავტორებთან შეხვედრების ორგანიზება თუ სხვა.

Sustainability:

აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის მომგებიანი ფაქტორი არის ის, რომ ლიტერატურული სივრცის მოწყობა იგეგმება სოციალური კაფეს ბაზაზე. იჯარის ქირა, კომუნალური ხარჯი თუ სხვა ტიპის გასავალი იფარება სოციალური კაფეს შემოსავლის მეშვეობით. კაფე მდებარეობს ხეობის ცენტრში, სკოლასა და კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ადგილი სადაც ყველაზე ხალხმრავალია მოძრაობა. აქ შესაძლოა სპეციალურად წიგნისთვის სტუმრობა ან სხვა მიზნით მისულის წიგნით დაინტერესებაც.

Equal gender opportunity:

ლიტერატურული სივრცე განკუთვნილია, როგორც ბიჭებისთვის ისე გოგონებისთვის და მათი ერთობლივი შეკრებებისთვის თუ ღონისძიებებისთვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Books

Literary fiction (in Georgian and Russian languages) – 250 GEL
Historical literature – 100 GEL
Science literature – 100 GEL
Culinary – 50 GEL

წიგნების მაღაზია ბიბლუსი

ქ. თელავი, სააკაძის ქუჩა #4

(995 32)2486844
500,00 ₾
Soft armchairs

Soft furniture, in order to create a comfortable environment for the reader

LTD NAIRIA

0

0
700,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Melsi Bagakashvili აქ კი ლიტერატურული სივრცის პირველი სტუმრები , ოჯახი პანკისიდან, კრძოდ დუისიდან,
Reply
Melsi Bagakashvili ეს კი პუფები
Reply
Melsi Bagakashvili ესეც ჩვენი წიგნები
Reply
Melsi Bagakashvili ესეც ჩვენი წიგნები
Reply
Melsi Bagakashvili ესეც ჩვენი წიგნები
Reply
Melsi Bagakashvili ესეც ჩვენი წიგნები
Reply
Melsi Bagakashvili ამ ეტაპზე ჩვენი იდეა აქტიურ ფაზაშია. ჩვენ უკვე შევისყიდეთ წიგნები თელავში, ბიბლუსის მაღაზიაში. შევარჩიეთ მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო და საბავშვო წიგნები. ასევე პრაქტიკული გამოყენების სახელმძღვანელო,როგორიცაა მართვის მოწმობის გამოცდისთვის მოსამზადებელი ლიტერატურა და ა.შ. გარდა ამისა , შეკვეთით დავამზადებინეთ და თბილისიდან მოვახდინეთ პუფების ტრანსპორტირბა, რათა კომფორტული გარემო შეგვექმნა ჩვენი მკითხველებისთვის.
Reply
Melsi Bagakashvili მოგესალმებით გამომდინარე იქიდან რომ დეკრეტული შვებულება დაემთხვა ჩემი იდეის განხორციელების პერიოდს , შეგვიფერხდა გვერდის განახლების და ინფორმაციის მოწოდების პროცესი. რაზეც გპირდებით რომ გამოვასწორებთ და პერიოდულად მოგაწოდებთ სიახლეებს ჩვენი ლიტერატურული სივრცის შესახებ.
Reply