ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დიდ დიღომში

Nino Khaduri
თბილისი, თბილისი, თავდადებულის ქუჩა, საუნივერსიტეტო დასახლება, დიდი დიღომი
173
Comments: 3

Goals

Problem statement:

დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება მდებარეობს თავდადებულის ქუჩისა და მუხათგვერდის სასაფლაოს გზებს შორის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ თბილისში განვითარებულ საშიშ მეწყერულ ზონებს შორის პირველ ადგილზეა მუხათგვერდის მეწყერი, რომელიც განვითარდა მუხათგვერდისვსასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სექტორ #72,მე-14 კვარტალში. მუხათგვერდის სასაფლაოს განაშენიანებას მოჰყვა საავტომობილო გზის გაყვანა დიდი დიღმიდან სასაფლაოსკენ. ამან ძლიერ შეუწყო ხელი მეწყრების წარმოქმნასა და
განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების სიმცირე და ქარის სიხშირე უფრო ამძაფრებს არსებულ პრობლემას.

Proposed Solution:

Sustainability:

Equal gender opportunity:

რა არის თქვენი შემოთავაზებული გადაწყვეტა?

უბნის საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით, მოხდება ბიოლოგებთან კონსულტაციების გავლა, ყველაზე საშიში ზონების იდენტიფიცირება, შეირჩევა არსებული ლანდშაფტის შესაფერისი ხე-მცენარეები და დაირგვება უბნის მიმდებარე რამოდენიმე ზონაში. ამ ინიციატივით დაახლოებით 5-7 წელში, უბანს ექნება რამოდენიმე ქარსაცავი ზოლი და მეწყერის შემაკავებელი ზონები.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივის მდგრადობა გამოიხატება შემდეგში: ხე-მცენარეების დარგვის შემდგომ, საჭირო მოვლის პირობებში ხის ფესვები დაიცავს მიწას მეწყერული შემთხვევებისაგან, ხოლო ვარჯი კი ქარისგან დაახლოებით 50-100 წლის განმავლობაში.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

არსებული ინიციატივის შედეგები სრულიად თანაბრად სასარგებლოა ორივე სქესის მცხოვრებლებისთვის.

Recommendations

Reviewer 2

იქნებ მერიასაც დაუკავშირდეთ ამ ინიციატივით.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ხე-მცენარე

ქარსაცავი და მეწყერისაგან დამცავი ზონების შესაქმნელად მოხდება ხე-მცენარეების შეძენა.უნდა შევიძინოთ 200 მინიმუმ 3 წლიანი ნერგი, რომლის საშუალო საერთო ღირებულება იქნება 2000 ლარი. ხოლო მოვლა-პატრონობისთვის საჭირო იქნება 500 ლარი.
დარგვისა და მოვლისათვის სამეზობლო დამატებით გამოყოფს საკუთარ როგორც შრომით, ისე ფინანსურ რესურსს.

საქართველოს ნერგები

თბილისი. აღმაშენებლის ხეივ. 10 კმ.

2 30 62 20
2 500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.
ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დიდ დიღომში Location: თბილისი, თბილისი, თავდადებულის ქუჩა, საუნივერსიტეტო დასახლება, დიდი დიღომი
Keti Khachidze commented 5 თებერვალი, 2019 11:34 a.m.

ნინო, მადლობა, გაზიარებისთვის. ვინ გააგრძელებს ნერგების მოვლას? რა სიხშირით ჭირდებათ მორწყვა და ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

Reply
ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დიდ დიღომში Location: თბილისი, თბილისი, თავდადებულის ქუჩა, საუნივერსიტეტო დასახლება, დიდი დიღომი
Nino Khaduri commented 1 თებერვალი, 2019 08:04 a.m.

მოხდა 4 სახეობის 205 ნერგისა და საჭირო სამუშო იარაღების შესყიდვა და შერჩეულ ადგილებზე დარგვა. აქტივობაში მონაწილეობას იღებდა 15მდე ადამიანი.

Reply
ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია დიდ დიღომში Location: თბილისი, თბილისი, თავდადებულის ქუჩა, საუნივერსიტეტო დასახლება, დიდი დიღომი
Nino Khaduri commented 13 ნოემბერი, 2018 02:14 p.m.

მოხდა ეროზირებული და შლადი ნიადაგების მქონდე ადგილების იდენტიფიცირება. მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ველური მცენრაეებისგან და ბალახისგან.

Reply