გაყავი და მოიხმარე - All Activity

გაყავი და მოიხმარე Location: თბილისი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
სალომე ტაბატაძე commented

საბედნიეროდ სათბურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ბევრი პრობლემის და დაბრკოლების გადალახვა მხოლოდ გაერთიანებით შევძელით, კომაროვის სკოლის მოსწავლეები არამხოლოდ ნიჭიერი, არამედ უზომოდ შრომისმოყვარეები და კრეატიულები აღმოჩდნენ.

გაყავი და მოიხმარე Location: თბილისი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
სალომე ტაბატაძე commented

მინდა სასიხარულო ინფორმაციით მოგახსენოთ. მასალები შეძენილია და სათბურის თვის ბოლომდე ვიხილავთ კომაროვის სახელობის საჯარო სკოლის ეზოში. მოსწავლეები რომლებბიც პანსიონში ცხოვრობენ და ყოველდღიურად მიირთმევენ მცენარეუოლ საკვებს შეძლებენ სწორედ მათი საკვების ნარჩენებით შექმნან სასუქი და მოიყვანონ მდგრად სათბურში ბოსტნეული. სხვა მოსწავლეებს კი შეეძლებათ სახლიდან მოტანილი ორგანული ნარჩენი მოაგროვონ და არამხოლოდ სათბურისთვის არამედ ოთახის თუ გრუნტის მცენარეების სასუქი დაამზადონ. მოსწავლეები შეძლებენ საბუნებისმეტყველო ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. იმედი გვაქვს ეს იქნება პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი კომპოსტირების აპარატი და მდგარდი სათბური თბილისის ცენტრალურ უბნებში და სხვა სკოლებიც მიბაძავენ კომაროვის საჯარო სკოლას.

გაყავი და მოიხმარე Location: თბილისი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
სალომე ტაბატაძე commented

კომპოსტირების აპარატი უკვე გზაშია, მალე საქართველოში იქნება. სამოხალისეო ჯგუფს დიდი იმედი გვაქვს რომ საქმიანობას ძალიან მალე დავიყებთ. პროექტზე მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ ბიუჯეტი არც ისე ზუსტად გავაკეთე, როგორც ვფიქრობდი, პოლიკარბონატის ფილით სათბურის გაკეთება ამ ეტაპზე მისი ზომის შემცირებას მოითხოვს, თუმცა მოსახელობისთვის მაინც შევქმნით მდგრადი სისტემის სათბურს.

გაყავი და მოიხმარე Location: თბილისი, თბილისი, ვაჟა-ფშაველას კვარტლები
სალომე ტაბატაძე commented

ყველაფრის გაკეთება იმაზე რთული აღმოჩდა, ვიდრე დაგეგმარების ეტაპზე მეგონა, მე და ჩემი მეგობრები სულმოუთქმელად ველოდებით ჯერ კომპოსტის აპარატის ჩამოსვლას, რომელსაც ამერიკიდან ვიწერთ საუკეტესო ხარისხის მისაღებად. რომელიც ორგანულ სასუქს 3-6 თვის მაგივრად, 4-6 კვირის განმავლობაში დაგვიმზადებს. შემდეგი ნაბიჯები თბილისის მერიის მხრიდანაა გადასადგმელი. როგორც აღმოჩნდა სათბურის გათავსება არც ისე მარტივია, უნდა დაველოდოთ მერიიდან ნებართვას რომ მოგვცენ ნებართვა მისი გათავსების თაობაზე, ამის გამო შეიძლება აწყობის ტერიტორია შეიცვალოს. იმედი გვაქვს ნოემბრის ბოლოს, ყველაფერი მზად იქნება თბილისის პირველი საზოგადოებრივი სათვურის აშენებისათვის და მოხალისეების დახმარებით ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას.