მწვანე ყუთები

chachukashviliteka@gmail.com
კახეთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის საჯარო სკოლები და საზოგადოებრივი დაწესებულებები
2532
Comments: 8

Goals

Problem statement:

როგორც ვიცით, ხე-მასალას იყენებენ გასათბობად, სხვადასხვა ავეჯისა თუ ნივთების დასამზადებლად, ქაღალდის საწარმოებლად… ამის გამო, მასიურად იჭრება ხეები და ნადგურდება ტყის საფარი. ტყის ჩეხვას კი მივყავართ დიდ პრობლემებთან როგორიცაა, მაგალითად კლიმატური ცვლილებები, მეწყერსაშიში ზონების რაოდენობის ზრდა..
ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ხის ჭრა ჩვენი ძალებით. დღეს, სამწუხაროდ უამრავი მაკულატურა ნადგურდება , როდესაც შესაძლებელია ხეების მოჭრის გარეშე, უსარგებლო ფურცლების გადამუშავებით, დამზადდეს ახალი ქაღალდი. გვინდა ,რომ თბილისიდან 2 საათის სავალზე, კახეთში მდებარე პატარა ქალაქ გურჯაანის სკოლის მოსწავლეებმა თუ ზრდასრულებმა შეიტანონ წვლილი გარემოს დაცვაში და მოგვაწოდოს მათთვის უკვე გამოუსადეგარი მაკულატურა.
ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით რომ ჩვენი ძალებით შევეცდებით ბუნება კარგისკენ შევცვალოთ, უმტკივნეულოდ მოვიპოვოთ გადასამუშავებელი მასალა და ქ. გურჯაანის ბიბლიოთეკები მოვამარაგოთ ახალი წიგნებით.

რა არის თქვენი შემოთავაზებული გადაწყვეტა?

ჩვენი მიზანია გავაკეთოთ მწვანე ყუთები რომლებიც ხელს შეუწყობენ მოგვარდეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რაც ქაღალდის გადამუშავებას ეხება. ქალაქ გურჯაანში ხშირად არ ხდება ქაღალდის გადამუშავება. ეს ინიციატივა გულისხმობს, მწვანე ყუთების განთავსებას საჯარო სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში , მაგალითად ქ. გურჯაანის მერიაში. ყუთებში აღნიშნული ორგანიზები მოათავსებენ გადასამუშავებელ ქაღალდის ნივთებს (მაკულატურას), რომელსაც შემდეგ გადავცვლით წიგნებში პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. საჯარო სკოლებიდან შეგროვებული მაკულატურის წიგნები თავად ამ სკოლას გადაეცემა, ხოლო მერიიდან კი ქ. გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკას. აღნიშნული პროექტი შეამცირებს უსარგებლოდ გადაყრილი ქაღალდის რაოდენობას და შეასრულებს ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორის როლს ქაღალდის გადამუშავებისა და გარემოს დაცვის საქმეში. შევქმნით ეკოლოგიურად სუფთა და მეგობრულ გარემოს რომლითაც სარგებელს რათქმაუნდა ხალხი მიიღებს. პროექტი მინიმუმადე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯამრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

ამ ინიციატივის მიზანია დავიცვათ ბუნება და ავამაღლოთ საზოგადოების შინაგანი კულტურა. ვფიქრობთ, რომ მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული თავად გააგრძელონ ჩვენს მიერ დაწყებული კამპანია 6 თვის შემდეგ, ამიტომ ყუთებიც და გადაცვლით მიღებული წიგნებიც გადავა სკოლის მფლობელობაში.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

მწვანე ყუთების პროექტის მიმდინარეობისას არ შევხვდებით გენდერულ დისბალანს. ამ ინიციატივით ქალებიც და კაცებიც ერთნაირად ისარგებლებენ. ვინაიდან ეს ინიციატივა ემსახურება გარემოს დაცვას და ამისთვის ჩვენი პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ მაკულატურის შეგროვებას, არ მოხდება არანაირი შეზღუდვა გენდერული თანასწორობის კუთხით.

Recommendations

Reviewer 1

დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო იდეისთვის. რამდენიმე შეკითხვა/რჩევა მაქვს: 1. თქვენ მიერ შერჩეული ყუთები სწორედაც რომ ნაგვის ურნებია და არ იწვეს გადასამუშავებელი მასალის შესაგროვებელი ადგილის ასოციაციას. ასეთი სახის ყუთების შენობების შიგნით განთავსებაზე შეიძლება უარიც კი გითხრან დაწესებულებებმა. უმჯობესი იქნება, თუ უფრო ღია სახის ყუთებს ააწყობინებთ/შეიძენთ. გადახედეთ ამ ბმულსაც: https://goo.gl/cHUxHm. 2. ყუთების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გარკვეული შრომის გაღება მოგიწევთ; შეგიძლიათ, გამოიყენოთ სოციალური მედია; გაშუქება თხოვოთ ადგილობრივ ტელევიზიას და რადიოს. გირჩევთ, მოიფიქროთ ენაკვიმატური სლოგანები, რაც აღწერს თქვენს იდეას (მაგალითად, სიტყვებით თამაში მაკულატურას და კულტურას შორის; გურჯაანში ახალი წესია -- ქაღალდი ნაგავი არაა). 3. შეგროვებულ მაკულატურას ალბათ თვითონ გადამამუშავებელი კომპანია წაიღებს მითითებული ადგილიდან, თუ არის გურჯაანში ასეთი. თუ არ არის, მაშინ მოსაფიქრებელი იქნება ტრანსპორტირების საკითხი. შესაძბელებული უნდა იყოს მერიასთან შეთანხმება. მოსაფიქრებელი იქნება ასევე შეგროვებული წიგნების ბიბლიოთეკებში ტრანსპორტირების საკითხი. 4. საჭირო იქნება სკოლებსა და ბიბლიოთეკებთან იმის წინასწარ შეთანხმება, თუ რა წიგნებს მიუტანთ. იმ შემთხვევაში, თუ წიგნების შეძენას მაკულატურის ჩაბარების შემდეგ აღებული თანხით აპირებთ ან, როგორც განცხადში აღნიშნულია, პარტნიორი ორგანიზაციები მოგაწვდიან, კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკებს წიგნებს თავად აარჩევინებთ. 5. საჭირო იქნება იმის მოფიქრებაც, თუ სად წავა თქვენთან ის ჩაბარებული წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკებს არ სჭირდებათ.

Reviewer 2

ძალიან კარგი იდეაა. უბრალოდ, ჩვეულებრივი, მუყაოს ყუთების ორიგინალურად გაფორმება და მისი გამოყენებაც შეიძლება მგონი...

Reviewer 5

https://www.facebook.com/pg/Mtsvanesachuqari/posts/ ეს არის სოციალური საწარმო მწვანე საჩუქარი. ისინი მოდიან ადგილზე ატარებენ სემინარს დგამენ ეკო ნაგვის ურნებს და შეგროვილი მაკულატურის ტრანსპორტირებასაც ახდენენ რამდენადაც ვიცი. ვფიქრობ კარგი იქნება თუ მათ დაუკავშირდებით

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
მწვანე ყუთები

ჩვენ გვჭირდება 8 პლასტმასის ნაგვის ურნა.
https://forum.ge/?showtopic=34656683
http://nishnebi.ge/ge/production.php?cc=230

Ansar

ქ.თბილისი, წერეთლის გამზ 118

+995 593540094
1 360,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

თეკლა ჭაჭუკაშვილი პროექტის ბიუჯეტში ტრანსპორტირების ხარჯების გაუთვალისწინებლობის გამო, გადავწყვიტეთ ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართოთ. ვფიქრობთ, ისინი დაგვთანხმდებიან დახმარებაზე და მაკულატურის შეგროვების შემდეგ უპრობლემოდ შევძლებთ მათ ჩაბარებას.
Reply
Nino Giorgadze ძალიან კარგი ამბავი თეკლა
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი პროექტ 'მვანე ყუთების' მონაწილეები ვესტუმრეთ სოფელ გურჯაანის სკოლას და ვნახეთ ქაღალდის გადამუშავების პროცესი. ქაღალდის დამზადების პროცესში ჩვენც ჩავერთეთ. პროექტს ძალიან საინტერესოს ხდის მისი სიმარტივე- თურმე, გამოყენებული ქაღალდისგან ჩვენი ხელებით, მარტივად შეგვიძლია ახალი დავამზადოთ. პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც გარემოში არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მაქსიმალურად არიან ჩართულები პროექტის მიმდინარეობაში და დიდი მოტივაცია აქვთ. ჩვენს პარტნიორ პროექტის მონაწილეებთან ერთად რამდენიმე სამომავლო გეგმა დავსახეთ.
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი მაკულატურის შეგროვების პროცესში ორ სკოლაში გარკვეულმა პრობლემებმაც იჩინა თავი. დავაფიქსირეთ,რომ მოსწავლეებმა რამდენჯერმე სცადეს ინვენტარის დაზიანება. დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს პრობლემა. საბოლოოდ, მივაღწიეთ იმას რომ, ბავშვები, განსაკუთრებით უმცროსკლასელები, ჩვენი დამხმარეები გახდნენ, აქტიურად ''იცავენ'' ურნებს და შეძლებისდაგვარად აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას.
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი შემდეგ კვირაში, არდადეგების მოახლოებამ ბავშვების სიმცირე გამოიწვია სკოლებში, რაც თავისთავად აისახა მაკულატურის რაოდენობაზე. პროექტის მიმდინარეობა ერთი თვის განმავლობაში იყო შეწყვეტილი და ქაღალდის ნარჩენების შეგროვება განახლდა იანვრის მეორე ნახევარში.
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი გარკვეული მიზეზების გამო, ურნების სკოლაში განაწილება მოხდა 16 დეკემბერს. ურნები განაწილებულია ქ.გურჯაანის 5 საჯარო სკოლაში. პროექტმა ინტერესი გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში და პირველივე დღიდან მოხდა მაკულატურის ყუთებში მოთავსება. ყველა სკოლაში პროექტის ორგანიზებას მონიტორინგს უწევენ ჩვენი გუნდის წევრები.
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი დღეს მივიღეთ ინვენტარი. მომავალ კვირაში კი გავანაწილებთ საჯარო სკოლებში.
Reply
თეკლა ჭაჭუკაშვილი უკვე დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში. მოველაპარაკეთ დირექტორებს და ისინი დათანხმდნენ ყუთების განთავსების იდეას. მოსწავლეებშიც დიდი დაინტერესება გამოიწვია მწვანე ყუთების იდეამ.
Reply