“ხელნაკეთი ეკო ჩანთები“

MATE ALTUNASHVILI
ქვემო ქართლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, გარისი #40
3954
Comments: 27

Goals

Problem statement:

ჩვენ ამ პროექტში გვსურს ორი პრობლემის წამოჭრა პირველი: თეთრიწყაროში არარის არანაირი სამუშაო სადაც შეიძლება იმუშაონ ქალბატონებმა, მითუმეტეს მათ ვინც გარკვეული საოჯახო პრობლემების გამო ვერ მიიღეს განათლება გათხოვდენე და წლები დიასახლისობას მიუძღვნეს თუმცა ეხლა სურთ რაიმე სამუშაოიშოვონ. მეორე: ეკოლოგიის დაბინძურების დიდი პროცენტი მოდის ეგრედ წოდებულ პოლიეთილენის პარკებზე, ეომლებიც არ გადამუშავდება და ჩვენი გარემოს დიდი ნაწილი დაბინძურებულია რადგან საზოგადობა არ უფრთხილდება გარემოს და ყრის მათ.

რა არის თქვენი შემოთავაზებული გადაწყვეტა?

ჩვენ გავაერთიანთეთ ეს ორი პრობლემა და მოვძებნეთ გამოსავალი რომელიც დაეხმარება ქალბატონებსაც მიიღონ მცირეოდენი შემოსავალი და წაშელონ ოჯახებს და შევამსუბუქოთ გარემოს დაბინძურება პოლიეთილენის პარკებით, ჩვენს რეგიონში მაინც. ამ ქალბატონების უმეტესობა ფლობს სხვა უნარებვს მაგალითად ქსოვს, კერავს, შეუძლია სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადება. ყველასთვის ცნობილია რომ საქართველოში ცოტახანში შემოვა კანონი რომლის თანახმადაც აიკრძალება პოლიეთილინის პარკების წარმოება გაყიდვა. ჩვენ გვსურს შევქმნათ პატარა ქალტა გაერთიანება რომელიც შეკერავს და გაყიდის ნაჭრის ჩანთაბს რომლებითაც ხალხს შეეძლებათ პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლება. ასევე პარალელურად ამ ქალბატონებს შეეძლებათ ასწავლონ, კერვა, ქსოვა თუ სხვა ახალგაზრდებს ვისაც ექნებათ ამის სურვილი. ჩვენ გვსურს ამ საქმიანობით დავაკავოთ ხუთი ქალი მაინც დროის განმავლობში კი ქალბატონები თავად განავითარებენ და გაზრიან თავიანთ წარმოებას.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

ჩვენ მიერ შეძენილ ინვენტარს პროექტის დასრულების შემდეგაც გამოიყენებენ ქალბატონები, ხოლოინვენტარი მოთავსებული იქნება ან „თეტრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში“ ან „ხელოვნების სკოლაში“ იმ ორგანიზაციაში რომელიც გამოგვიყოფს ოთახს ამ საქმიანობისთვის

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში გვსურს დავასაქმოთ ქალბატონები თუმცა გაკვეთილები რომელტაც ქალბატონები ჩააუტარებენ მსურველებს და ჩანთების შეძენა შეეძლება ნებისმიერ მსურველს განურჩევლად სქესისა.

Recommendations

Reviewer 1

The volunteer has applied for two calls with the same initiative, but there is a small difference in the requested funding (prices for fabric and the sewing machine). If funded, I think we should ask that the bags made during this initiative are given to the households in the region for free. If sold, the raised money should be spent for the cause.

Reviewer 3

მაინტერესებს 1200 ლარის ნაჭრით რამდენი ჩანთის შეკერვაა შესაძლებელი? გაყიდვას თუ მოახერხებთ ადვილად?

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ნაჭრები

ნაჭრები ჩანთების შესაკერად

თოლია

თბილისი. აღმაშენებლის გამზ

128 295 06 89
1 200,00 ₾
აქსესუარები

მოსართავი აქსესუარები, ღილები, მძივები, ბჭყვიალები

mymarket.ge

თბილისი, ნუცუბიძის ქ. 129 III სართული

205 268 645
400,00 ₾
ტექნიკური ინვენტარი

ძაფები საკერავი მანქანის ნემსები ზეთი და მსგვსი ინვენტარი

extra.ge

თბილისი, აფაქიძის ქ. #15

032 2 333 111
300,00 ₾
საკერავი მანქანა

ხუთი ქალბატონიდან უმეტესობას ექნება საკუთარი საკერავი მანქანები რომელტაც გამოიყენებენ კერვისას თუმცა ჩვენ გვსურს ვიყიდოტ კიდებ ერთი საკერავი მანქანა ავერლოკის ფუნქციით რომელიც დაეხმარება ქალებს დროის დიდი ნაწილის ეკონომია გააკეთონ.

be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა

(+995 32) 2 550 800
1 100,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

MATE ALTUNASHVILI გავაგრძელებთ ჩანთების კერვას და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობების განხორციელებას
Reply
MATE ALTUNASHVILI გუშინ პროექტის ფარგლებში, ვესტუმრეთ ზრუნველობამოკლებულ სასადილოს ბენეფიციარებს, მოუყევით მათ ჩვენი იდეის შესახებ და გადავეცით ეკო-ჩანთები. ყველას ძალიან გაუხარდა ჩვენი იქ მისვლა, და დიდი სიმპატია გამოხატეს ჩვენი იდეის მიმართ. ბევრმა მადლობაც კი გადაგვიხადა, შეგვპირდნენ რომ ეკო-ჩანთებს გამოიყენებდნენ ყოველდღიურად პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.
Reply
MATE ALTUNASHVILI "ჩხირკედელას" პროექტის ფარგლებში ნაყიდი აღჭურვილობის დახმარებით "ეკო-ჩანთები"-ს პროექტისათვის გავაკეთეთ პატარა ჩამოსაკიდი და პროექტის შესახებ ინფორმაციის აღწერა, რომელიც ზრუნველობამოკლებულ სასადილოში განთავსდა
Reply
MATE ALTUNASHVILI დღეს დავამთავრეთ მეორადი ნაჭრებისგან ჩანთების კერვა ჩვენ უკვე გვაქვს 50 ცალი ჩანთა. ამ დღეებში ჩატარდება აქცია რომლის ფარგლებშიც გადავცემთ ჩანთებს კატარზისის მომხმარებლებს
Reply
MATE ALTUNASHVILI დღეს დავამთავრეთ მეორადი ნაჭრებისგან ჩანთების კერვა ჩვენ უკვე გვაქვს 50 ცალი ჩანთა. ამ დღეებში ჩატარდება აქცია რომლის ფარგლებშიც გადავცემთ ჩანთებს კატარზისის მომხმარებლებს
Reply
MATE ALTUNASHVILI დღეს მოხდა ახალგაზრდებისთვის ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და პირველი მოკლე მასტერკლასი კერვაში. მასტერკლასები კერვაში გაგრძელდება და მსურველებს შეეძლებათ შექმნან ჩანთა საკუთარი ხელითა და დიზაინით. ამ დროისთვის ნაჭრები შემოგვწირა 3 ადამიანმა და გვაქვს კიდე რამოდენიმე შემოთავაზება სულ მეორადი ნაჭრებით 40 ჩანთა უკვე შეიკერა როდესაც რიცხვი მიაღწევს 50ს ჩვენ მოვაწყობთ აქციას რომლის ფარგლებში შეკერილ ეკო ჩანთებს დავურიგებთ თეთრიწყაროს კატარზისის მომხმარებლებს .
Reply
MATE ALTUNASHVILI დღეს მოხდა ახალგაზრდებისთვის ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და პირველი მოკლე მასტერკლასი კერვაში. მასტერკლასები კერვაში გაგრძელდება და მსურველებს შეეძლებათ შექმნან ჩანთა საკუთარი ხელითა და დიზაინით. ამ დროისთვის ნაჭრები შემოგვწირა 3 ადამიანმა და გვაქვს კიდე რამოდენიმე შემოთავაზება სულ მეორადი ნაჭრებით 40 ჩანთა უკვე შეიკერა როდესაც რიცხვი მიაღწევს 50ს ჩვენ მოვაწყობთ აქციას რომლის ფარგლებში შეკერილ ეკო ჩანთებს დავურიგებთ თეთრიწყაროს კატარზისის მომხმარებლებს .
Reply
Keti Khachidze რამდენი ჩანთა შეკერეთ დღემდე? თუ გაქვთ დაახლოებით აღიცხული, რამდენმა ადამიანმა შემოგწირათ ნაჭერი?
Reply
MATE ALTUNASHVILI ამ ატაპზე პროექტის ფარგლებში ახალი ნაჭრებით (რომელიც ვიყიდეთ პროექტის ფარგლებში) შეკერილია 20 ჩანთა;
Reply
MATE ALTUNASHVILI მეორადი ნაჭრებით, რომელიც ჯამში შემოგვწირა 10 ადამიანმა შეკერილია 50 ჩანთა
Reply
MATE ALTUNASHVILI გვაქვს დარჩენილი, როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდი ახალი ნაჭრები, ასევე შემოწირული მეორადი ნაჭრები, რითაც გავაგრძელებთ კერვას
Reply
MATE ALTUNASHVILI ნაჩუქარი ნაჭრების გამოყენების პროცესში
Reply
MATE ALTUNASHVILI გვაჩუქეს მეორადი ნაჭრები ჩანთების შესაკერად.
Reply
MATE ALTUNASHVILI აი ესენია :)
Reply
Keti Khachidze ეს მეორადი ნაჭრებისგანაა? მშვენიერია! კარგი იქნება, ჩანთების გამოფენას/ფესტივალს თუ მოაწყობთ გაზაფხულზე :) წარმატებები
Reply
MATE ALTUNASHVILI დიახ ესეთებია მეორადი ნაჭრებით შეკერილი ჩანთები
Reply
MATE ALTUNASHVILI დღეს შუადღის მერე ლიკო ამ დრომდე კერავს, მას შეურთდა ნინელიც და დაეხმარა ნაჭრების მომზადებაში. ძირითადად მეორადი ნაჭრებით ვიმუშავეთ დღეს. ამ დრომდე აქ ვართ და ვკერავთ. ცოტათი გვცივა მაგრამ ბევრს ვსაუბრობთ და საქმესთან ერთად ვცდილობთ გავერთოთ კიდევაც. ჩაი დავლიეთ, ტკბილის ვჭამეთ და ეხლა საჭელსაც შევჭამთ. იმედია არ გავათენებთ აქ 😂 და მალე სახლში წავალთ, სადაც თბილ ლოგინში ჩავწვებით. 10ცალი ჩანთა შევკერეთ დღეს მეორადი ნაჭრებით. აი ასეთებია ნახეთ? მოგწონთ?
Reply
MATE ALTUNASHVILI სამუშაო პროცესი ასეთია ხოლმე ჩვენთან
Reply
Nino Giorgadze მოხდა შეხვედრა ეკო ჩანთების გუნდის წევრებთან, გაიმართა დისკუსია და მოხდა შეთანხმება დაგეგმილი აქტივობების განხორციელების სამოქმედო გეგმაზე. გაიმართა ქალებთან შეხვედრა და განვიხილეთ ეკო ჩანთების პროექტის სოციალური აქტივობების გეგმა. ეკო ჩანთენის გუნდი გეგმავს: 1. მეორადი ნაჭრების შეგროვების აქციას, რომლისგანაც შეიკერება ჩანთები. 2. 4 ქალი მოხალისეობრივად შეკერავს 100 ჩანთას პირველი საქველმოქმედო ღონისძებისთვის. 3. ჩანთები დარიგებდა მზრუნველობამოკლებულ სასადილოს ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შეძლებენ საკვების სახლში წაღებას ჩანთებით. 3. სამშვილიდის, თეთრიწყაროს და ჭივჭავის საჯარო სკოლებში მოეწყობა ეკო გაკვეთილები, სადაც გამახვილდება ყურადღება პოლიეთილენის მოვნებლობის შესახებ. აგრეთვე, რამდენად შეამცირებს ეკო ჩანთების მოხმარება მუდმივი ნარჩენის წარმოქმნას. 4. გაიმართება მოლაპარკება ადგილობრივ მაღაზიებთან, სადაც განთავსდება ჩანთები და დაიწყება აქცია ,,წაიღე და დააბრუნე''. მოსახლეობა შეძლებს ეკო ჩანთების გამოყენებას და უკან დაბრუნებას. 5. იგეგმება ქალი მკერავების მიერ ახალგაზრებისათვის კერვის კურსების სწავლება და მათი კერვის პროცესში ნელ ნელა ჩართვა.
Reply
MATE ALTUNASHVILI შევაგროვეთ გარკვეული ნაწილი მეორადი ნაჭრების, აქედან უკვე გვავქს შეკერილი 22 ცალი ჩანთა, ეხლა ვამზადებთ პოსტს ჩვენი იდეის შესახებ და უნდა გავავრცელოთ მოსახლეობაში რომ მეორადი ნაჭრები შემოგვწირონ და გავავრცელოთ კერვა. პროექტში მოხალისეობრივად და აქტიურადაა ჩართული 3-მი ქალი.
Reply
MATE ALTUNASHVILI ჩვენს სამკერვალოში აქტიური მუშაობა მიდის. ჩანთების დიზაინი გავამრავალფეროვნეთ და ვიყენებთ როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდ, ასევე მეორად ნაჭრებსაც. ამ ეტაპზე უკვე შეკერილია ეკო ჩანთა. ქალები ამ წუთებშიც სამკერვალოში არიან და განაგრძობენ მუშაობას
Reply
MATE ALTUNASHVILI ჩვენს სამკერვალოში აქტიური მუშაობა მიდის. ჩანთების დიზაინი გავამრავალფეროვნეთ და ვიყენებთ როგორც პროექტის ფარგლებში ნაყიდ, ასევე მეორად ნაჭრებსაც. ამ ეტაპზე უკვე
Reply
MATE ALTUNASHVILI ლიკომ აქტიურად განაგრძო ჩანთების შეკერვა. ხვალ უკვე 2 ქალი დაემატება პროექტის ფარგლებში ეკო ჩანთების კერვის პროცესს, და შესყიდული ნაჭრებისაგან შეკერავენ კიდევ დამატებით ჩანთებს. აი აქ სურათში შანს რამოდენიმე ჩანთა, როგორებიც გამოდის. გვაქვს იდეა უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ჩანთები, და ასევე სხვადასხვა მეორადი ნაჭრებისაგან დავიწყოთ კერვა.
Reply
MATE ALTUNASHVILI გაიცანით ლიანა, ჩვენი პროექტის აქტიური ბენეფიციარი. მან დაიწყო საკერავი მანქანების და ავერლოკის შესწავლა და მათთან "დამეგობრება". იდეის განხორციელება გადადის აქტიურ ფაზაში. ამ ეტაპზე უკვე დავიწყეთ ეკო ჩანთების კერვის პროცესი. ცოტახანში უფრო მეტ ქალი ჩაერთვება ამ პროექტში.
Reply
MATE ALTUNASHVILI იმ მაღაზიაში სადაც საკერავი მანქანები ვიყიდეთ, იქ გვითხრეს რომ თითო მანქანის აწყობისათვის უნდა გადავუხადოთ ამწყობს 45 ლარი, ჯამში 90 ლარი გამოდიოდა. გადავწყვიტეთ ჩვენით აგვეწყო, როცა ყუთები გავხსენით მაგიდებს აწყობის ინსტრუქცია არ მოყვა, რამაც ცოტა აგვაფორიაქა, თუმცა შემდეგ იუთუბში მოვძებნეთ ინსტრუქცია და დავიწყეთ საკერავი მანქანების მაგიდების აწყობა. ამ პროცესში შართული იყო 3 ბიჭი, მანქანები 2 დღეში ავაწყეთ.
Reply
Nino Giorgadze რა მაგრიაა. ყოჩაღ მთელ გუნდს.. ველოდებით პროექტის მიმდინარეობის პროცესს მოუთნელად.
Reply
MATE ALTUNASHVILI პროექტის ფარგლებში შევისყიდეთ 2 საკერავი მანქანა, ავერლოკი, სამკერვალო აქსესუარები და ცოტა ნაჭრებიც. ყველაფერი ეს მოვიტანეთ და განვათავსეთ თეთრიწყაროში ახალგაზრდული ცენტრის სივრცეში, სადაც სამომავლოდ გავაგრძელებთ პროექტის აქტივობებს. ორგანიზაციამ ეს სივრცე დაგვითმო ამ იდეის განსახორციელებლად ყოველგვარი პრობლემის გარეშე, და ცდილობს მაქსიმალურად შეგვიწყოს ხელი.
Reply