''აღმოაჩინე საკუთარი თავი''

აიშან გიზბასოვა
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ალგეთი
1488
Comments: 9

Goals

Problem statement:

პროექტი ''აღმოაჩინე საკუთარი თავი'' ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენას და მის განვითარებას, სხვადასხვა სფეროს მიმართ ინტერესის გაზრდას და პერსპეკტივების დანახვას.ამ მიზნით შეიქმნება კულტურულ-საზოგდოებრივი სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას და თავისუფალი დროის ეფექტურად გატარებას . ასევე პროექტი მიზნად ისახავს პროფესიების არჩევის დროს არსებული პრობლემის წინ წამოწევას და საზოგადოების ინფორმირებას და არსებული სტერეტიპების დამსხვრევას.
მოსწავლეები ინფორმაციას მიიღებენ პროფესიების და სხვადასხვა დარგების შესახებ. ამ ინფორმაციას გაავრცელებენ საზოგადოებაში და გაუზიარებენ ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებებს. შესაბამისად ახალგაზრდებში გაიზრდება ინტერესი სხვადასხვა სფეროს მიმართ და გამოვლინდება მათი ძლიერი მხარეები

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ახალგაზრდების დიდი ნაწილი მომავალ ცხოვრებას არ გეგმავს ნიჭზე და უნარზე დაყრდნობით, რადან ისეთი პირობა, არ აქვთ, რომ გამოავლინონ საკუთარი თავი. პროფესიების და მათი პრიორიტეტების შესხებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთბ. ახალგაზრდებს უჭირთ პროფესიების დამოუკიდებლად არჩევა. ამიტომაც საჭიროა ახალგაზრდების ორგანიზება და კულტურულ-საზოგადოებრივი სივრცის შექმნა, სადაც ისინი ინტერნეტითა და წიგნების გამოყენებით მრავალფეროვან აქტივობებს ჩაატარებენ. ჩატარდება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულ სტუდენტებთან, რომლებიც მოსწავლეებს ინფორმაციას მიაწოდებენ სხვადასხვა პროფესიებზე; გაიმართება პოეზიის საღამო; მოსწავლეები დადგამენ სპეკტაკლებს; ჩატარდება ინტელექტულური თამაში ; ხატვის და ხელნაკეთების გამოფენა; თემში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან გამოკითხვის ჩატარებით; საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრებს გაიმართავენ

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

ახალგაზრდების აღნიშნულ თემებზე ინფორმირებულობა უზრუნველყოფს სკოლის ასაკიდან მოყოლებული აზროვნების ეტაპობრივად ცვლილებას და თავდაჯერებულობის ამაღლებას, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას. კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრი პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს თავის ფუნქციონირებას. ცენტრით ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, რომლებიც რესურსების გამოყენებით გააძლიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

ალგეთის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან აღნიშნული იდეის განხორციელებაში და სკოლის ერთ-ერთ ოთახს აღჭურვავენ საჭირო ინვენტრებით. აქტივობების ორგანიზებაში და განხორციელებაში ძირითადად მონაწილეობას მიიღებენ : ჰავა მურადოვა, გუსეინ გულიევი, აინურ ბაქიროვა, ორხან გოიჯაევი, აისელ მურადოვა, ლამია ორუჯოვა, აგილ მურადოვი, სეიმურ რუსტამოვი.

Recommendations

Reviewer 3

You should also buy publications that can help meet your objectives such as choosing professions.

Reviewer 4

კარგი იქნებოდა რომ ამ პროექტის ავტორები გაგვიწერონ თუ როგორც აპირებენ ადგილობრივებთან მუშაობას, რა სახის ტრენინგებს ჩაუტარებენ.რომ ეს ინიციატივა უფრო კონკრეტულობა მიიღოს.

Reviewer 5

კარგი იქნება წარმოადგინოთ უფრო მკაფიო ხედვა, გრაფიკი თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების. როდის რის გაკეთებას აპირებთ? დაახლოებით 3 თვიანი გეგმა, თუ რა ხანგრძლივობისაც არის პროექტი.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
მაგიდა სკამი

3 მაგიდა, 2 სკამი

ამკარი

თბილისი, ანდრონიკაშვილის ქ 29

599093980
900,00 ₾
კომპიუტერი

1 პერსონალური კომპიუტერი
Lenovo IdeaPad 320-15IAP (80XR000LRU) black

zoommer.ge

თბილისი, წერეთლის გამზირი 1

+995322603060
699,00 ₾
წიგნების თარო

1 ხის თარო

ამკარი

თბილისი, ანდრონიკაშვილის ქ 29

599093980
250,00 ₾
დინამიკი

1 დინამიკი

zoommer.ge

თბილისი, წერეთლის გამზირი 1

+995322603060
60,00 ₾
გამაგრძელებელი

1 გამაგრძელებელი

OFFICE

მარნეული

557767727
17,00 ₾
სავარძელი

1 სავარძელი

ამკარი

თბილისი, ანდრონიკაშვილის ქ 29

599093980
98,00 ₾
ბოქლომი

1 ბოქლომი

OFFICE

მარნეული

557767727
20,00 ₾
კაბელი

20 მეტრი

OFFICE

მარნეული

557767727
10,00 ₾
საკანცელარიო ნივთები

თაბახის ფურცელი, ფერადი ფურცლები, სტეფლერი, ფერადი ფანქრები, წებო, ბლოკნოტი, მარკერი, პლიპჩარტი, საკანცელარიო ურნა, კორექტორი

OFFICE

მარნეული

557767727
98,00 ₾
სავარძელი ტომარა

4 სავარძელი -ტომარა მსხალი

DOMINO

თბილისი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 48 ვ

+995322505050(750)
320,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

აიშან გიზბასოვა კულტურულ-საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა ალგეთში. გაიმართა ხელნაკეთების გამოფენა.
Reply
აიშან გიზბასოვა 7 ივნისს, ალგეთის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტმა, რომელმაც უნივერსიტეტში არსებული 1+4 პროგრამის შესახებ და საინჟინრო ფაკულტეტის პერსპექტივებზე ისაუბრა. ასევე პრაქტიკულად აჩვენა რამოდენიმე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.
Reply
აიშან გიზბასოვა 31 მაისს ალგეთის ცენტრალურ პარკში გაიმართა პოეზიის საღამო. სადაც ალგეთის, მოლოღლუსა და ხულდარას ახალგაზრდებმა წაიკითხეს აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე ლექსები. მოწვეულმ9ა მასწავლებლებმა ისაუბრეს ლიტერატურაზე და პოეზიის მნიშვნელობაზე.
Reply
აიშან გიზბასოვა 30 მაისს, ალგეთის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, ილიაუნის სტუდენტმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა 1+4 პროგრამისა და ილიაუნის ფაკულტეტების შესახებ.
Reply
აიშან გიზბასოვა 24 მაისს ალგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი და გამარჯვებული ჯგუფის მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები
Reply
აიშან გიზბასოვა 24 მაისს ალგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი
Reply
აიშან გიზბასოვა მოგეხსენებათ, მარნეულში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ჩვენმა ახალგაზრდებმა მოამზადეს კითხვარები და ჩაატარეს გამოკითხვა სოფელში ''რა ვიცით არჩევნების შესახებ'' მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც გაავრცელეს თემში. 100-მდე ადამიანი გამოკითხეს და შედეგების გავრცელებს აპირებენ, რათა დაანახონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე აღნიშნული თემის გარშემ
Reply
აიშან გიზბასოვა 22 აპრილი - დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ დასუფთავების აქცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ კავკასიური მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტის პროექტ "ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკის" ორგანიზებით, 21 აპრილს მარნეულის სოფელ ალგეთში დავასუფთავეთ ადგილობრივი პარკი და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. კირით გავათეთრეთ ხეები. 22 აპრილს გარემოს დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შემდეგ მოსწავლლებმა მიღებული ინფორმაცია გაავრცელეს თემში.
Reply
აიშან გიზბასოვა 22 აპრილი - დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩავატარეთ დასუფთავების აქცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მე-2 საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ კავკასიური მემკვიდრეობის კვლევითი ინსტიტუტის პროექტ "ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკის" ორგანიზებით, 21 აპრილს მარნეულის სოფელ ალგეთში დავასუფთავეთ ადგილობრივი პარკი და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. კირით გავათეთრეთ ხეები. 22 აპრილს გარემოს დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შემდეგ მოსწავლლებმა მიღებული ინფორმაცია გაავრცელეს თემში. მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები.
Reply