მე საქართველოს მომავალი ვარ - All Activity

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

(19.06.2019) ხულდარას სათემო სარესურსო ცენტრში ჩვენმა მოსწავლეებმა ფონდი ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის “მე ვმოქმედებ“, „მე ვერთვები“ , „მე მივეკუთვნები“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა 3 თვის წინ გაიმარჯვეს ორ პროექტში. ერთი პრექტი ეხება დასუფთავებას. „სუფთა გარემო, ჯანსაღი ცხოვრება“ . პროექტის ფარგლებში ჩვენმა ახალგაზრდებმა აქცია გამართეს, დაარიგეს ბროშურები მოსახლეობაში და გამოხატეს თავიანთი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით რომ ქუჩის დაბინძურება და ნაგვის დაყრა არ შეიძლება. შევიძინეთ 2 სანაგვე ურნა და რამდენიმე დღეში განვათავსებთ სოფელში. მეორე პროექტი „მე ვარ საქართველოს მომავალი“ რომელიც უკვე დასრულდა, ეხებოდა ქალის როლს საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით ბავშვებმა მოამზადეს ვიდეო რგოლები, ჩაატარეს რტენინგები, გამოკითხვები. რადიო მარნეულის გადაცემაში ისაუბრეს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებეზე. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ხულდარასა და მოლაოღლის მოსახლეობა, ფონდი ორბელიანი საქართველოს წარმომადგენლები, აქტივისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development) დაფინანსებით.

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

პროექტის „მე ვარ საქართველოს მომავალი“ ფარგლებში ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა სადახლოს პირველ და მეორე საჯარო სკოლაში მეათე, მეთერტმეტე კლასელებისთვის პრეზენტაცია გამართეს თემაზე „ რატომ არის მნშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობის მიღება“

აღსანიშნავია ისიც რომ მსგავსი სახის ტრენინგი კიდევ ორ სოფელში ჩატარდება

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

პროექტის ნივტები შევიძინეთ. აქტივობები გრძელდება. სულ მალე ძალაინ საინტერესო ვიდეორგოლებს კიდევ გადავიღებთ. ვიქნებით 4 სოფელში ტრენინგს ჩასატარებლად

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

პროექტი “მე ვარ საქართველოს მომავალი“ ს ფარგლებში გადვიღეთ პირველი ვიდეორგოლი. ამის შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ ვიდეორგოლების გადაღებას არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე.

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის „მე ვარ საქრთველოს მომავალი“ ფარგლებში სოფელი მოლაოღლსა და ხულდარაში ჩავატარეთ გამოკითხვა არჩევნებთან დაკავშირებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქტივობები გაგრძელდება.

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

(03.05.2019) ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტების აქტივობები გრძელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება, სწავლის მოტივაციის ამაღლება და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, ტრენინგების ჩატარება. დღევანდელი ტრენინგის თემა იყო: აქტიური მოქალაქე
ტრენინგს დაესწრნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საინციატივო ჯგუფის წევრები.
დიდ მადლობას ვუხდით Kerim Gumbatli-ს ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისთვის.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID - US Agency for International Development) დაფინანსებით.

მე საქართველოს მომავალი ვარ Location: ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, Xüldərə kəndi
Sexavet Ilyasov commented

ფონდი „ორბელიანი საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება დავიწყეთ. ტრენინგის თემა იყო: ეპეკტიური კომუნიკაცია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საინციატივო ჯგუფის წევრები და ჯგუფის წარმომადგენელი აიშან გიზბასოვაც ესწრებოდა ტრენინგს.
საინტერესო ტრენინგისთვის დიდ მადლობას ვუხდით სულხან ჩარგეიშვილს.