,,ოაზისი"

Natia
ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი დიოკნისი
733
Comments: 1

Goals

Problem statement:

სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა დაარსდა 1993 წელს. სკოლის ახალი შენობა აშენდა 2016 წელს. მას აქვს 1 ჰექტარზე მეტი ფართის განაშენიანებისთვის განკუთვნილი ტერიტორია. ამ 4 წლის მანძილზე არაერთხელ იქნა დარგული მწვანე ნარგავები, თუმცა მათი შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ შეუძლებელი გახდა მორწყვა, რის გამოც მათი დიდი ნაწილი გახმა. სკოლას წინ სარწყავი არხი ჩამოუდის, რომელშიც მთელი წელი მიედინება წყალი. თუმცა ტერიტორიაზე ვერ შეგვყავს, საჭიროა წვეთოვანი მორწყვის სისტემა. სკოლას არ აქვს ფინანსები, ამ საკითხის მოსაგვარებლად. ვთვლით, რომ თუ ჩვენი იდეა დაფინანსდება, შევძლებთ სკოლის ტერიტორიის გამწვანებას.
ქვემო ქართლი, მოგეხსენებათ ყურძნის სამშობლოდ ითვლება, ჩვენი დასახლებიდან რამდენიმე კილომეტრში იმირის გორაზე აღმოჩენილია ნეოლითის პერიოდის ძეგლი, სადაც ყურძნის ნაშთები აღმოჩნდა. გვინდა ვენახის გაშენებაც, სიმბოლურად პატარა მუზეუმის დაარსება. სოფელს ჰყავს გამოცდილი ფერმერები, რომლის შვილებიც სწავლობენ სოფელში, ბევრჯერ ჰქონიათ შემოთავაზება სხვა სკოლების მსგავსად გააკეთონ სათბური, აწარმოონ სხვადასხვა კულტურა, გაყიდონ, მიღებული შემოსავლით განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები და სკოლისა და მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით გამოიყენონ. ამ ყველაფრის ორგანიზება შესაძლებელია, თუმცა სარწყავი სისტემის გარეშე შეუძლებელია ამაზე ფიქრიც კი.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

დაფინანსების შემთხვევაში პირველ რიგში დეტალურად გავწერთ პროექტს. მოვიძიებთ შესაბამის ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარებიან საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსების მოძიებაში და შეძენაში. ჩავატარებთ ბაზრის კვლევას, რათა ხარისხიანი და მისაღები ფასის რესურსები მოვიძიოთ. გამოვაცხადებთ კონკურსს მოსწავლეებში, განაშენიანების ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შემუშავებისთვის (Minecraft -ის საგანმანათლებლო რესურსის აქტიური გამოყენებით). სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდეგ გამოვაცხადებთ აქციას - ,,ერთი ხე ჩვენს სკოლას“, რომლის ფარგლებში შეგროვილი თანხით შევიძენთ ნერგებს. უპირატესობას მივანიჭებთ ხეხილს, ყურძენს, დეკორატიულ წიწვოვან ნარგავებს. სამომავლოდ თუ შევძლებთ სკოლის ტერიტორიის გამწვანებას, სოფლის ცენტრალურ ადგილას იქნება ნამდვილი ოაზისი, სკვერი და დასავენებელი ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ დაისვენონ, ითამაშონ, გაერთონ. განაშენიანებაში აქტიურად ჩაერთვებ სასკოლო საზოგადოება, რაც მათ დაახლოებას, თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მოსწავლეები დაეუფლებიან სოფლის მეურნეობის დარგს, ისწავლიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, თავისუფალ დროს დაკავდებიან სასიამოვნო და ჯანსაღი ცხოვრების წესით.სკოლას გაუჩნდება დამატებითი ფინანსები, რასაც მოსწავლეთა საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

შესყიდულ ნივთებს განკარგავს სკოლა. ორგანიზებას გაუწევს ტერიტორიის მოვლას, სისტემის მიზანმიმართულად გამოყენებას. ამ პროექტის განხორციელებით ხელს შევუწყობთ თანამშრომლობას, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით ინტერესდებიან ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობისა თუ გარემოსდაცვითი ღონისძიებების პოპულარიზაციას. მოსწავლეები შეიძენენ მრავალმხრივ უნარებს, შესაძლოა მათ სამომავლო პროფესიულ არჩევანზეც კი მოახდინოს გავლენა.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

პროექტი თავისი არსით ითვალისწინებს კიდეც ჩაერთონ ორივე სქესის ადამიანები. მათი გამოცდილება თანაბრად მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განხორციელებაში. სარგებელიც თანაბრად იქნება ყველასთვის.

Recommendations

Reviewer 3

გთხოვთ, წარმოადგინოთ უფრო ზუსტი ბიუჯეტი, სადაც ასახული იქნება პროექტის ფარგლებში თქვენი იდეის რა ნაწილის განხორციელება არის შესაძლებელი გამოყოფილი დაფინანსებით და რა დამატებითი სახსრები იქნება საჭირო იდეის სრულფასოვნად განსახორციელებლად.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
,,ოაზისი"

პროექტის დაფინანსებით მოვაწყობთ წვეთოვან სარწყავ სისტემას სკოლის ტერიტორიაზე. გავაშენებთ მზვანე ნარგავებს, ხეხილს, ვენახს, ყდეკორატიულ მცენარეებს, პატარა სათბურს - ბოსტნეულისთვის.

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ პაქსაძე და მისი მეგობრები

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა

599 055684
5 000,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Natia ვფიქრობთ ამ პროექტში გამარჯვება მნიშვნელოვანია არა მარტო კოლისთვის, არამედ სოფლის მომავალი თაობების წახალისებისთვის, გახდნენ აქტიურები საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების საკითხებში.
Reply