სუფთა ნახიდური

Gara Ismailov
ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალუტეტი, სოფელი ნახიდური
1487
Comments: 11

Goals

Problem statement:

სოფელ ნახიდურში ადამიანების უპასუხისმგებლობის და ჭარბი ნაგვის გამო ეკოლოგია ცუდ დღეშია. დანაგვიანებულია ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, სარწყავი არხები, რაც კატასტროფულად აისახება გარემოზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე. ასევე სკოლის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოიპოვება არცერთი სანაგვე ურნა, შესაბამისად, მოსწავლეები იძულებულნი არიან ნაგავი (შესაფუთი ქაღალდი, პოლიეთილენის პარკი და ასე შემდეგ) დაყარონ ძირს, რითიც ხდება არასასურველი ქცევის გამტკიცება. ნაგვიანდება სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია. იქიდან გამომდინარე , რომ ჩვენს სოფელში სკოლა საზოგადოებრივი თავშეყრის ყველაზე დიდი ადგილია, ამ ლოკაციაზე დაბინძურების მასშტაბებიც დიდია. ცელოფნის პარკები ხშირად ქარს მიაქვს და ანაგვიანებს მიმდებარე სახნავ-სათეს მიწებს. აუცილებელია ჩატარდეს დასუფთავების აქციები სადაც ჩაერთვებიან მოხალისეები თემიდან და სკოლის მოსწავლეები (რისთვისაც გვჭირდება: სანაგვე ცელოფნები, ხელთათმანები და ურნები ). ასევე აუცილებელია განთავსდეს სანაგვე ურნები, რათა მოსწავლეები სასკოლო ასაკიდანვე მიეჩვიონ გარემოზე ზრუნვას. მათ უნდა ჰქონდეთ გამომუშავებული ჩვევა - ძირს არ დაყარონ ნარჩენები. აღნიშნული ცვლილებების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ზრუნავს გარემოზე.

რას გააკეთებთ ამ ცვლილების მისაღწევად?

ამ ცვლილებისთვის ვითანამშრომლებთ სოფლის საბჭოსთან, ვთხოვთ ადამიანური და მატერიალური რესურსით დახმარებას (მაგალითად დასუფთავების დღეს მუნიციპალიტეტმა გამოგვიყოს სანაგვე მანქანა). შევიკრიბებით მინიმუმ 50 ახალგაზრდა (სრულწლოვანი), დავიყოფით ჯგუფებად და სხვადასხვა ლოკაციებზე გადავნაწილდებით. დავასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს და შეგროვილ ნაგავს გადავანაწილებთ არსებულ კონტეინერებში, რასაც შემდგომ გაიტანს სანაგვე მანქანა. ასევე სკოლის ეზოში განვათავსებთ სანაგვე ურნებს , ვინაიდან სკოლა ყველაზე ხალხმრავალი ადგილია. სკოლაში ჩატარდება პრეზენტაცია გარემოსდაცვით თემატიკაზე, წახალისდება სანაგვე ურნით სარგებლობა.

მდგრადობა (2,000 სიმბოლო)

დასუფთავების აქციები სოფელში ჩატარდება პერიოდულად 4 თვეში ერთხელ. ურნები დამონტაჟდება სკოლის ეზოში. ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და თემის წარმომადგენლებთან, თუ რამდენად მავნეა არაორგანული ნარჩენების მოხვედრა ნიადაგში, როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე. წახალისდება მოსწავლეთა სასურველი ქცევა იზრუნონ გარემოზე. გამოვლინდებიან სამაგალითო მოხალისეები რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან დასუფთავების აქციებში და თანატოლებში პროპაგანდას გაუწევენ სანაგვე ურნით სარგებლობას. ასე მოხდება სასურველი ქცევის განმტკიცება გარემოზე ზრუნვის და სანაგვე ურნით სარგებლობის გრძელვადიანი პრაქტიკის დანერგვა.

თანაბარი გენდერული შესაძლებლობა

სანაგვე ურნებით თანაბრად ისარგებლებენ ორივე სქესის წარმომადგენლები, ასევე დასუფთავების აქციებში ჩაერთვებიან როგორც ბიჭები, ისე გოგონები რაც ხელს შეუწყობს მათში თანასწორუფლებიანობის გრძნობის განვითარებას.

Recommendations

Reviewer 5

სკოლის ტერიტორია რატომ არის ასეთი დაბინძურებული? რას აკეთებს სკოლის ადმინისტრაცია? სჯობს მიმართოთ მათ, რომ შეიძინონ ურნები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
ურნა

ორდონიანი სანაგვე ურნა 6ცალი (საცალო ღირებულება 280 L)

აჩისარი/ACHISARI

თბილისი, დადიანის #7, ოთახი ა417
სარაჯიშვილის 6 (ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორია)

(+995) 599 749376
1 680,00 ₾
ხელთათმანი

მუშის ხელთათმანი - 100 ცალი (საცალო ღირებულება 1.1 ლარი)

შ.პ.ს. “ჯორჯიან გრუპ”

საქართველო, თბილისი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-7-ე შესახვევი კორპ. 3 ბინა 35ა

(+995) 551-16-15-65
110,00 ₾
ნაგვის პარკი

ნაგვის ცელოფანი 70ლიტ 20ც 72X95სმ - 20 ცალი (საცალო ღირებულება 4 ლარი)

შ.პ.ს. “ჯორჯიან გრუპ”

საქართველო, თბილისი
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-7-ე შესახვევი კორპ. 3 ბინა 35ა

(+995) 551-16-15-65
80,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

cingiz ismayilov დღეს, ხიდისყურის ბავშვები დავეხმარეთ ნახიდურის ახალგაზრდებს სოფლის დასუფთავებაში. ჩვენ წინასწარ შევთანხმდით დღეზე და დასასუფთავებელ ტერიტორიაზე. ეს ადგილი იყო სტადიონი. სადაც ყოველ დღე თამაშობენ ფეხბურთს. სტადიონი სავსე იყო ბოთლებით, პარკებით, სიგარეტებით. ყველამ ერთად შევძელით 10 პარკი ნაგავის შეგროვება. როცა სტადიონზე მივდიოდით, სხვა ბავშვებიც შემოგვიერთდნენ და ყველამ ერთად დავასუფთავეთ ის ადგილი. გოგოებიც და ბიჭებიც მხიარულად ვატარებთ ამ აქციას. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სოფლები სუფთა იყოს.
Reply
Gara Ismailov გამარჯობა ყველას! დღეს ჩავატარეთ "სუფთა ნახიდური" პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპეპიდან (ჩვენი გეგმის შინაარსით) საინფორმაციო ტრენინგს. ტრენინგი იყო ეკოლოგიის შესახებ. "ეკოლოგია რას ნიშნავს?" და "ნახიდურის ეკოლოგია" იყო მთავარი ორი სათაური ტრნინგს. ტრენინგში იყვნენ 25+ (25-ზე მეტი / ზუსტად 27 (ჩვენი ჯგუფის გარდა)) სკოლის მოსწავლეები / ახალგაზრდები. ვილაპარაკეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და გავაზიარე ჩემი გამოცდილება მათთან (გარემოს დაცვის შესახებ ტრენინგები, სისუფთავების აქციები და ა. შ.).
Reply
Gara Ismailov ფოტოები
Reply
Gara Ismailov .
Reply
Gara Ismailov .
Reply
Gara Ismailov .
Reply
Gara Ismailov .
Reply
Gara Ismailov .
Reply
Gara Ismailov ფოტოები ტელეფონით გადაღებულია ამის გამო ხარისხი ცოდა ცუდია და ზოგი ვერტიკალური ფოტო არ ჩანს სრულად საიტში
Reply
Keti Khachidze გარა, რა ხდება თქვენს პროექტში?
Reply
Gara Ismailov ძვენი პროექტი წინაშიე სულ პრობლემები იყო (დროს პრობლემა). ახლა 13 მაისია და ახლა ჩვენი გეგმით უნდა იქნებოდეს მეორე გასუფთავების აქცია მაგრამ არც პირველი გაკეთებული არ არის. აპრილში როცა გვინდოდა დავიწყოთ პროექტი აღდგომა იყო. დაველოდეთ და მაისის პირველი და მეორე კვირაში დაწყებას გეგმავდით მაგრამ ჩვენთვის სიუპრიზი მოხდა და ცესკო'ს სასწავლო ტრენინგი ჩატარდა სკოლაში ერთი კვირა და ნორმალურად დრო არ გვქონდა პროექტის დასაწყისად. დღეს მინდოდა დაწყება მაგრამ დღეს კი თბილისში ექიმთან ვიყავი . ბოდიში ყველაფერისთვის. რაც შემიძლია ადრე დავიწყებ პროექტს
Reply