სამაგიდო თამაშის ტურნირი: ვეფხისტყაოსანი

Levan Gelashvili
a
2108
Comments: 25
a

Goals

Problem statement:

„ვეხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშები სხვა და სხვა დროსაც არსებობდა , თუმცა ყველა ეს სამაგიდო თამაში დაფუძნებული იყო მეხსიერებაზე და ვერ ითამაშებდა ის ვინც ტექსტი ზეპირად არიცოდა.
მე-19 საუკუნეში გამოჩნდა პოეზიის პირველი სამაგიდო თამაშები. ილია ჭავჭავაძის დროს ორჯერ გამოიცა აფორიზმებს სამაგიდო თამაში და ამის შესახებ გაზეთი „ივერიაც“ წერს.
წარსული პოპულარობის მიუხედავათ , თანამედროვე მსოფლიოში პოემა ისეთი პოპულარული აღარ არის ამიტომ სამაგიდო თამაშები ძალიან კარგი მეთოდია ტექსტის ხელახლა გასააზრებლად, რადგან მოთამაშე პირდაპირ რუსთაველის სიტყვათა სამყაროში ხვდება.

Proposed Solution:

2016 წელს „ვეფხისტყაოსნისადმი“ მიძღვნილი 750 წლის იუბილეზე გამოიცა ჩვენს მიერ შემუშავებული პირველი სამაგიდო თამაში.
ვფიქრობ თამაშის პოპულარიზაციისთვის, ტურნირის ჩატარება უნივერისტეტში ძალიან კარგი იქნება, ამისთვის ჩვენ გვჭირდება დაფინანსება, რათა თამაში გადავაქციოთ გუნდურ თამაშად.
სამაგიდო თამაში ჩვენ რამდენიმე სკოლაში წარვადგინეთ. ბავშვები სიხარულით ერთვებოდნენ პროცესში, თამაში შედგება 30 აფორიზმისგან, მოთამაშეებს უწევთ გადალახონ სხვა და სხვა დაბრკოლებები და მოიგერიონ თავდასხმები, რაც მეტ ხალისს სძენს თამაშის პროცესს. მაშინაც კი თუ მოთამაშე არ იცნობს აფორიზმებს ეს ხელს არ უშლის იყოს სრულად ჩართული თამაშში, მას ადგილზევე შეუძლია გაეცნოს მათ და ასევე შექმნას დამატებითი ბარათები სხვა აფორიზმებისთვის.თბილისის რამდენიმე სკოლას საჩუქრად გადავეცით „ ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში და პრეზენტაციაც გავმართეთ თამაშის წესების შესახებ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
carton

carton

ფავორიტი პრინტი (ან სხვა სტამბა)

---------

44444444
800,00 ₾
sand-glass

ათ წამიანი ხანგრძლივობის ქვიშის საათი
Sand Timer - Foxnovo Colorful Sandglass Hourglass Sand Clock Timer 30sec / 1min / 2mins / 3mins / 5mins / 10mins (6pcs)

amazon.com

AMAZON.COM

44444444
19,80 ₾
purse

ვეფხის ტყავის ფაქტურის დიდი ზომის ქისა ე. წ. ტომარა

amazon.com

AMAZON.COM

4444444444
150,00 ₾
maps

ლიტერატურული რუკა 70/50

ფავორიტი პრინტი (ან სხვა სტამბა)

-----------

44444444
800,00 ₾
cards

7/5 მყარი მუყაოს ბარათები

ფავორიტი პრინტი ან სხვა სტამბა

-----------

4444444444
750,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Keti Khachidze How many competitions have you organized and how many students have participated in total?
Reply
levanig84@gmail.com დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავატრეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. ღონისძიება ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დაძაბულ ემოციურ ხალისიან თამაშებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი (ექვსი სტუდენტი) რომლებიც დავაჯილდოეთ თამაშების ბრენდირებული კალენდრებით მაისურებით სერტიფიკატებით ვეფხისტყაოსნის პირველი ფერადი ილუსტრირებული გამოცემით და ფულადი ჯილდოებით. მალე ფოტოებსაც დავდებ https://www.facebook.com/groups/1877253112493667/?fref=ts
Reply
levanig84@gmail.com დღეს სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ. ძალიან ემოციური და საინტერესო თამაშები შედგა, მოსწავლეები მთელი აზარტით ჩაებნენ თამაშში. მონაწილეობდა 30 მდე მოსწავლე. გამარჯვებულები დავაჯილდოეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პირველი გამოცემით.
Reply
levanig84@gmail.com დღეს წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ სამ ტურად. მონაწილეობდა 18 მოსწავლე, გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად თამაშები, ვეფხისტყაოსნის ჩემპიონატის ბრენდირებული მაისურები და თამაშების მაგიდის 2018 წლის კალენდრები
Reply
levanig84@gmail.com დღეს წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ სამ ტურად. მონაწილეობდა 18 მოსწავლე, გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად თამაშები, ვეფხისტყაოსნის ჩემპიონატის ბრენდირებული მაისურები და თამაშების მაგიდის 2018 წლის კალენდრები
Reply
levanig84@gmail.com დღეს 11 ნოემბერს იყალთოში ჩავატარეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. იყალთოს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ღონისძიებაში მონაწილეობა და გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრები
Reply
levanig84@gmail.com ჩემპიონატის შესახებ ვიდეო სიუჟეტი https://www.youtube.com/watch?v=vmcnjVjs99o&t=1s
Reply
levanig84@gmail.com დღეს გიმნაზიაში ჩატარდა ჩემპიონატი ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშში. ამ ჩემპიონატში ორი სხვადასხვა თამაში მონაწილეობს ერთია აფორიზმების ლოტო-ფაზლი რაც სრულიად იღბალზეა დამოკიდებული ანუ თამაშობ თან აფორიზმებს სწავლობ და მეორე რუკის თამაში იღბალზეც არის და ცოდნაზეც ორივე თანაბრად ჭირდება მოთამაშეს. მონაწილეობდნენ მე-10-11-12 კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულ 3 გუნდს გადავეცით მაისურები და ვეფხისტყაოსის სათამაშო ფაზლი და ბრენდირებული კალენდრები
Reply
levanig84@gmail.com დღეს თბილსის ქართულ გიმნაზიაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ და გამარჯვებულებიც დავაჯილდოეთ.
Reply
levanig84@gmail.com მალე გახდება ცნობილი თუ რომელ უნივერსიტეტში როდის ვატარებთ ჩემპიონატს. ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატები ჩატარდება სკოლებშიც, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. გამარჯვებულებს ვაჯილდოებთ ხოლმე, ფულადი პრიზით ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშით, ბრენდირებული მასიურებით ჩანთებით კალენდრებით და სერთიფიკატებით.
Reply
levanig84@gmail.com გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის უამრავი საქმე იყო თამაშების მოგონებიდან, დამზადებიდან და საორგანიზაციო საკითხებით დამთავრებული; ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, მოკლედ რომ ვთქვა ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვითამაშეთ და გამარჯვებულებიც დავაჯილდოეთ. მადლობა ყველას ინტერესი იყო დიდი, რაც ყველაზე მეტად მახარებს. მადლობას ვუხდით ორბელიან საქართველოს შვედეთის საელჩოს დახმარებისთვის. ვემზადებით სხვა უნივერსიტეტში ჩმპიონატის ჩატარებისთვის, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები.
Reply
levanig84@gmail.com სატელევიზიო და რადიო ჩართვა პროექტის მიმდინარე შედეგების შესახებ. http://radio1.ge/ge/videos/view/189110.html https://www.youtube.com/watch?v=Ibaq5EVOxDo&feature=youtu.be
Reply
levanig84@gmail.com 12 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსში 115 აუდიტორიაში გაიმართება ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. დღეს 10 ოქტომბერს დასრულდა გუნდების რეგისტრაციის ვადა. ინტერესი საკმაოდ დიდია. უფრო მეტი გუნდი დარეგისტრირდა ვიდრე ველოდით. ღონისძების ჩატარებაში ფინანსურად გვეხმარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩემპიონატისთვის ყველაფერი მზად არის.
Reply
levanig84@gmail.com თამაშები სრულიად მზად არის. ვიწყებთ გუნდების რეგისტრაციას და ღონისძიებისტვის მზადებას.
Reply
levanig84@gmail.com მოკლედ ხვალ მაქსიმუმ ზეგ ყველა თამაში მზად იქნება. და უკვე დავიწყებთ ჯგუფების რეგისტრაციას ღონისძიებისთვის. პრობლემად რჩება ქვიშის საათი რომლისტვისაც ფული გვაკლდება და ასევე ქალაქში არსად არ იყიდება 45 წამიანი ხის ქვიშის საათი. რამდენიმეს ვშოულობთ მაღაზიებში მაგრამ ოც ცალს ვერსად. ფიზიკურად არსად არ არის.
Reply
levanig84@gmail.com დღეს შევღებეთ პერსონაჟები, რამდენიმე სახეობა ოქროსფრად (უფრო ბზინავი აგურისფერი ეთქმის), ვერცხლისფრად და მუქ ყავისფრად შევღებეთ. დარჩა ეხლა სადგამებზე მათი დაწებება. დღის მოვლნათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის რომ დღეს დავბეჭდეთ თამაშის სათამაშო რუკა. უშუალოდ მთავარი დაფა, საუკეთესო ხარისხი გამოვიდა რაც შეიძლება იყოს. დარჩა ამ თამაშისთვის ხიფათის და სხვა სახის ბარათების დაბეჭდვა რაც ხვალ მზად იქნება უკვე. ყველა სახის თამაშისთვის უკვე მზად არის ყუთები და წამოღება არის საჭირო რასაც ხვალ გავაკეთებთ. ცალკე უნდა აღინიშნოს ამ ჩემპიონატის მეორე ტურისთვის განკუთვნილი თამაში სრულიად ინოვაციური გამოგონებაა. ფაზლის სისტემაზე აგებული ეს თამაში მზად გვაქვს თავის გრავირებული ხავერდოვანი ველიურით, საჭიროა ეხლა ფორმებზე ძაფების დამაგრება (და თავის მხრივ ძაფებზე მძივივით რამის) რომ მოთამაშემ ხელის მოკიდება შეძლოს და ამოღება. ეს არის ძალიან საინტერესო თამაში, რომელიც ერთბაშად შეუძლია 9 ან 18 ადამიანმა ითამაშოს. ამჟამად ამ თამაშს ხავერდოვანი მატერიის დაწებება და ფორმების ჩასასმელის დაწებება ჭირდება ასევე ხე უნდა დამუშავდეს ბაიცით ან სპეციალური ხის ზეთით, შესაძლებელია გალაკვაც. ფორმები მილიმეტრის სიზუსტით არის ამოჭრილი ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ზეთი არის კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში.
Reply
levanig84@gmail.com ყუთები თითქმის მზადაა და მალე წამოვიღებთ რამდენიმე ცალის დამზადებაღა დარჩა. დღეს დავამზადეთ პერსონაჟები და ასევე დიდი ბარათები ე. წ. ლოტო. ძალიან ლამაზი და კარგი გამოვიდა. ხვალ დილას დარჩენილ დეტალებს დავასრულებთ. თამაშების დამზადება ძალიან საინტერესო ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია: დიზაინის მოფიქრება , თამაშების ალგორითმის შექმნა, ფაილების ელექტორნული ფორმატის დამზადება და ურთიერთობა სტამბებთან. ჩვენი თამაშები მოიცავს რამდენიმე ათეულ სხვადასხვა კომპონენტიან მატერიალებს, ყველა სხვადასხვა მწარმოებელთან ინდივიდუალურად გვიწევს ახსნა და ურთიერთობა. გარდა ამისა ვცდილობთ მაქსიმალურად იაფად გავაკეთოთ. პროცესი შუა ნაწილს გაცდა მაგრამ უკვე ზღვა შრომაა ჩადებული. რამდნეიმე ასეული პერსონაჟი რაც დავამზადეთ უკვე საჭიროა სადგამზე დაწებდეს სათითაოდ. ამ მომსახურებას არცერთი მწარმოებელი არ აკეთებს. რასაც ხვალიდან შევუდგებით.
Reply
levanig84@gmail.com დღეს დაიწყო ყუთების დამზადება თამაშებისთვის, სხვა დარჩენილი ნივთების შეკვეთაც მალე მოხდება.
Reply
levanig84@gmail.com ერთი ფაილი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ დიზაინერთან მუშაობას საკმაოდ შრომატევადი პროცესია, 60 ზე მეტი დეტალია დასამუშვებელი
Reply
levanig84@gmail.com დილიდან დიზაინერთან ერთად ვმუშაობთ თამაშისთვის განკუთვნილი დარჩენილი დეტალების ელექტრონული ფაილების გაკეთებაზე.
Reply
levanig84@gmail.com მიმდინარეობს მოლაპარაკებები დასამზადებელი ნივთების ორგანიზაციებთან. ამჟამად შევარჩიეთ უკვე დიდი და პატარა ყუთის დიზაინი და შეთანხმება მოხდა ფასზე. ასევე გარკვეულია რუკის, მატერიის და სხვა დეტალების ფასი, თუმცა არის კიდევ დარჩენილი დეტალები მაგალითად ბარათების და დღეს გავარკვევთ ამ ყველაფერს რის შემდეგაც დამზადებაზე მივცემთ შეკვეთას.
Reply
levanig84@gmail.com თსუ გვეხმარება სერთიფიკატების, ალაფურშეტის და სასაჩუქრე ვაუჩერების თანხით. რისთვისაც მათ დიდი მადლობა. პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შედის.
Reply
levanig84@gmail.com საჩემპიონატო თამაშების დამზადებისტვის შეიქმნა რამდნეიმე პროტოტიპი და საბოლოოდ განისაზღვრა და ჩამოყალიბდა საჩემპიონოტო თამაშის წესები. ასევე თავად თამაშის მატერიალები და თვითღირებულება რაოდენობა და მათი დამზადების ხარჯი. სულ მალე გადავალთ კონკრეტულად პრაქტიკულ ნაბიჯებზე და ფოტოებსაც განახებთ პატივისცემით ლევან გელაშვილი
Reply
levanig84@gmail.com მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა უნივერსიტეტბთან. იგეგმება ღონისძების შინაარსი შემოდგომაზე. დამატებითი დაფინანსების მოპოვება. ღონისძებისთვის აუცილებელი მატერიალური ბაზის განსაზღვრა და ინვენტარის რაოდენობის ჩამოყალიბება. რამდენიმე უნივერსიტეტთან შეხვედრის შემდეგ გაიწერება დეტალები.
Reply
levanig84@gmail.com სდასუს უნივერსიტეტთან ერთა დაიგეგმა შემოდგომაზე ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. ვრცლად გაიწერა ღონისძიების შინაარსი, დაიგეგმა რამდენიმე ტური, შეირჩა რამდნეი გუნდი უნდა მონაწილეობდეს ჩემპიონატში, რამდენი სტუდენტი (ბაკალავრი მაგისტრი) უნდა იყოს თითო გუნდში. განისაზღვრა ტურების ხანგრძლივობა. შევთანხმდით ღონისძიების წამყვანზე და ჩემპიონატის თანმიმდევრულ შინაარსზე. ვრცლად გაიწერა ღონისძებისთვის საჭირო მატერიალური ბაზა და ინვენტარი. (სკამები მაგიდები მიკროფონი ლეპტოპი და სხვა )
Reply