სამაგიდო თამაშის ტურნირი: ვეფხისტყაოსანი - All Activity

levanig84@gmail.com commented

დღეს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავატრეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი.

ღონისძიება ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა დაძაბულ ემოციურ ხალისიან თამაშებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი (ექვსი სტუდენტი) რომლებიც დავაჯილდოეთ თამაშების ბრენდირებული კალენდრებით მაისურებით სერტიფიკატებით ვეფხისტყაოსნის პირველი ფერადი ილუსტრირებული გამოცემით და ფულადი ჯილდოებით.

მალე ფოტოებსაც დავდებ https://www.facebook.com/groups/1877253112493667/?fref=ts

levanig84@gmail.com commented

დღეს სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ.

ძალიან ემოციური და საინტერესო თამაშები შედგა, მოსწავლეები მთელი აზარტით ჩაებნენ თამაშში. მონაწილეობდა 30 მდე მოსწავლე. გამარჯვებულები დავაჯილდოეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პირველი გამოცემით.

levanig84@gmail.com commented

დღეს წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ სამ ტურად. მონაწილეობდა 18 მოსწავლე, გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად თამაშები, ვეფხისტყაოსნის ჩემპიონატის ბრენდირებული მაისურები და თამაშების მაგიდის 2018 წლის კალენდრები

levanig84@gmail.com commented

დღეს წეროვანის მესამე საჯარო სკოლაში ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩავატარეთ სამ ტურად. მონაწილეობდა 18 მოსწავლე, გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრად თამაშები, ვეფხისტყაოსნის ჩემპიონატის ბრენდირებული მაისურები და თამაშების მაგიდის 2018 წლის კალენდრები

levanig84@gmail.com commented

დღეს 11 ნოემბერს იყალთოში ჩავატარეთ ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. იყალთოს სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ღონისძიებაში მონაწილეობა და გამარჯვებულებს გადავეცით საჩუქრები

levanig84@gmail.com commented

დღეს გიმნაზიაში ჩატარდა ჩემპიონატი ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშში. ამ ჩემპიონატში ორი სხვადასხვა თამაში მონაწილეობს ერთია აფორიზმების ლოტო-ფაზლი რაც სრულიად იღბალზეა დამოკიდებული ანუ თამაშობ თან აფორიზმებს სწავლობ და მეორე რუკის თამაში იღბალზეც არის და ცოდნაზეც ორივე თანაბრად ჭირდება მოთამაშეს. მონაწილეობდნენ მე-10-11-12 კლასის მოსწავლეები. გამარჯვებულ 3 გუნდს გადავეცით მაისურები და ვეფხისტყაოსის სათამაშო ფაზლი და ბრენდირებული კალენდრები

levanig84@gmail.com commented

მალე გახდება ცნობილი თუ რომელ უნივერსიტეტში როდის ვატარებთ ჩემპიონატს.

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატები ჩატარდება სკოლებშიც, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.

გამარჯვებულებს ვაჯილდოებთ ხოლმე, ფულადი პრიზით ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშით, ბრენდირებული მასიურებით ჩანთებით კალენდრებით და სერთიფიკატებით.

levanig84@gmail.com commented

გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი, ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის უამრავი საქმე იყო თამაშების მოგონებიდან, დამზადებიდან და საორგანიზაციო საკითხებით დამთავრებული; ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, მოკლედ რომ ვთქვა ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვითამაშეთ და გამარჯვებულებიც დავაჯილდოეთ. მადლობა ყველას ინტერესი იყო დიდი, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

მადლობას ვუხდით ორბელიან საქართველოს შვედეთის საელჩოს დახმარებისთვის.

ვემზადებით სხვა უნივერსიტეტში ჩმპიონატის ჩატარებისთვის, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები.

levanig84@gmail.com commented

12 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსში 115 აუდიტორიაში გაიმართება ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი. დღეს 10 ოქტომბერს დასრულდა გუნდების რეგისტრაციის ვადა. ინტერესი საკმაოდ დიდია. უფრო მეტი გუნდი დარეგისტრირდა ვიდრე ველოდით. ღონისძების ჩატარებაში ფინანსურად გვეხმარება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩემპიონატისთვის ყველაფერი მზად არის.

levanig84@gmail.com commented

მოკლედ ხვალ მაქსიმუმ ზეგ ყველა თამაში მზად იქნება. და უკვე დავიწყებთ ჯგუფების რეგისტრაციას ღონისძიებისთვის. პრობლემად რჩება ქვიშის საათი რომლისტვისაც ფული გვაკლდება და ასევე ქალაქში არსად არ იყიდება 45 წამიანი ხის ქვიშის საათი. რამდენიმეს ვშოულობთ მაღაზიებში მაგრამ ოც ცალს ვერსად. ფიზიკურად არსად არ არის.

levanig84@gmail.com commented

დღეს შევღებეთ პერსონაჟები, რამდენიმე სახეობა ოქროსფრად (უფრო ბზინავი აგურისფერი ეთქმის), ვერცხლისფრად და მუქ ყავისფრად შევღებეთ. დარჩა ეხლა სადგამებზე მათი დაწებება.

დღის მოვლნათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის რომ დღეს დავბეჭდეთ თამაშის სათამაშო რუკა. უშუალოდ მთავარი დაფა, საუკეთესო ხარისხი გამოვიდა რაც შეიძლება იყოს. დარჩა ამ თამაშისთვის ხიფათის და სხვა სახის ბარათების დაბეჭდვა რაც ხვალ მზად იქნება უკვე.

ყველა სახის თამაშისთვის უკვე მზად არის ყუთები და წამოღება არის საჭირო რასაც ხვალ გავაკეთებთ.

ცალკე უნდა აღინიშნოს ამ ჩემპიონატის მეორე ტურისთვის განკუთვნილი თამაში სრულიად ინოვაციური გამოგონებაა. ფაზლის სისტემაზე აგებული ეს თამაში მზად გვაქვს თავის გრავირებული ხავერდოვანი ველიურით, საჭიროა ეხლა ფორმებზე ძაფების დამაგრება (და თავის მხრივ ძაფებზე მძივივით რამის) რომ მოთამაშემ ხელის მოკიდება შეძლოს და ამოღება. ეს არის ძალიან საინტერესო თამაში, რომელიც ერთბაშად შეუძლია 9 ან 18 ადამიანმა ითამაშოს. ამჟამად ამ თამაშს ხავერდოვანი მატერიის დაწებება და ფორმების ჩასასმელის დაწებება ჭირდება ასევე ხე უნდა დამუშავდეს ბაიცით ან სპეციალური ხის ზეთით, შესაძლებელია გალაკვაც. ფორმები მილიმეტრის სიზუსტით არის ამოჭრილი ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ზეთი არის კარგი ვარიანტი ამ შემთხვევაში.

levanig84@gmail.com commented

ყუთები თითქმის მზადაა და მალე წამოვიღებთ რამდენიმე ცალის დამზადებაღა დარჩა.

დღეს დავამზადეთ პერსონაჟები და ასევე დიდი ბარათები ე. წ. ლოტო. ძალიან ლამაზი და კარგი გამოვიდა. ხვალ დილას დარჩენილ დეტალებს დავასრულებთ.

თამაშების დამზადება ძალიან საინტერესო ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია: დიზაინის მოფიქრება , თამაშების ალგორითმის შექმნა, ფაილების ელექტორნული ფორმატის დამზადება და ურთიერთობა სტამბებთან. ჩვენი თამაშები მოიცავს რამდენიმე ათეულ სხვადასხვა კომპონენტიან მატერიალებს, ყველა სხვადასხვა მწარმოებელთან ინდივიდუალურად გვიწევს ახსნა და ურთიერთობა. გარდა ამისა ვცდილობთ მაქსიმალურად იაფად გავაკეთოთ. პროცესი შუა ნაწილს გაცდა მაგრამ უკვე ზღვა შრომაა ჩადებული.

რამდნეიმე ასეული პერსონაჟი რაც დავამზადეთ უკვე საჭიროა სადგამზე დაწებდეს სათითაოდ. ამ მომსახურებას არცერთი მწარმოებელი არ აკეთებს. რასაც ხვალიდან შევუდგებით.