After School English Classes

Ana Qurdadze-Kukhashvili
a
1855
Comments: 21
a

Goals

Problem statement:

Our school, founded in 1975, encompasses three village: Ertatsminda, Chocheti and Tedzmiskhevi. We teach foreign languages through 12th grade. English has been taught by volunteer teachers and a Peace Corps volunteer.

Only 235 pupils study in this school, and 59 of them are socially vulnerable. They cannot afford private tutors, and it is sometimes hard to pass the school-leaving exams and national exams. Our 39 Azeri students also face special challenges.

Proposed Solution:

Considering all the challenges, we have one idea: arrange a special English language class to supplement existing classes for those who need extra help.

We will listen to foreign text and carry out project to practice. The aim is preparation for the school-leaving and national exams. Speaking opportunities will especially emphasized, as there is not enough time to practice in the regular class.

Sustainability:

After the arrangement of the English language room, the purchased items will be under the school observation. School pupils will have the opportunity to use them under the observation.

Equal gender opportunity:

The project will benefit the pupils of the school, boys as well as girls..

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
projector

პროექტორი, პრეზენტაციების დასამუშავებლად

be.ge

ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა. ოფისი 202,0119

2550800
329,00 ₾
Screen

ეკრანი, ფილმების განხილვისთვის

be.ge

აკ. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202,0119

2550800
380,00 ₾
musical instrument

ხმოვანი გაკვეთილებისთვის
\

be.ge

აკ. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202,0119

2550800
349,00 ₾
Printer

მასალების ამოსაბეჭდად

be.ge

აკ. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202,0119

2550800
170,00 ₾
Laptop

პრეზენტაციების უზრუნველყოფისთვის

be.ge

აკ. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202,0119

2550800
548,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Ana Qurdadze-Kukhashvili ჩვენი პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც მე და რამდენიმე მოხალისემ გადავწყვიტეთ, სოფ. ახალქალაქის სკოლისთვის, ინგლისური ენის ტექნოლოგიური კაბინეტი მიგვეწყო, დავგეგმეთ კლასის არამხოლოდ ტექნიკით, არამედ წიგნებით აღჭურვაც. პროექტი, იმითაც იყო საინტერესო, რომ ამ კაბინეტით ისარგებლებდნენ, არამხოლოდ ინგლისური ენის მასწავლებლები. აღნიშნულ კაბინეტში ინგლისურის გარდა, ტარდება სხვა ბევრი გაკვეთილი. კაბინეტი დაიტვირთა მუსიკალური ცენტრით, პრინტერით, ლეპტოპით, პროექტორით და ასევე ინგლისურენოვანი წიგნებით პროექტის ფარგლებში პირველად ამ სკოლას ტექნიკის გადასაცემად ვესტუმრეთ, შემდეგ კი მონიტორინგის მიზნით, დავესწარით ღია გაკვეთილს, შემდგომ კი მასწავლებლების ტრენინგიც ჩავატარეთ "სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია", წარმდგენი ვიყავი მე და კიდევ ერთი მოხალისე - ხათუნა ჩუგოშვილი. ტექნიკის ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებაშიც რამდენიმე მოხალისე დაგვეხმარა. ცვლილებებზე საუბარი პროექტის დაწყებიდან მალევე შევძელით, მუდმივი კავშირი გვქონდა სკოლის დირექტორთან და ინგლისური ენის პედაგოგთან, ხშირად ვსაუბრობდით სწავლების მეთოდებზე, ერთმანეთთან ვცვლიდით ინფორმაციას. რასაკვირველია, მუდმივად ვინტერესდებოდი, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირებით. უკუკავშირი კი საკმაოდ სასიამოვნო იყო, ბავშვებისთვის ინგლისური ენის დასწავლა ბევრად უფრო შემოქმედებითი და მხიარული გახდა, მასწავლებლებიც უფრო მოტივირებულები გახდნენ. აღნიშნულმა ტექნიკამ მათი შესაძლებლობები უფრო გააფართოვა. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვტქვათ, რომ პროექტმა გაამართლა, რისთვისაც დიდი მადლობა ორბელიანის ფონდს.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili ახალქალაქის სკოლაში მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილმა ჩავატარეთ ტრენინგი, თემაზე - თანამედროვე სწავლების მეთოდები უცხო ენაში, ტრენინგს ახალქალაქის სკოლის უცხო ენის პედაგოგები დაესწრნენ, ტრენინგმა ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა. გავცვალეთ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, განვიხილეთ სხვადასხვა ქეისი, მოკლედ ყველაფერი ძალიან საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili მოსწავლეებსგანაც მუდმივად ვიღებთ პოზიტიურ უკუკავშირებს, ბავშვები სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს ამზადებენ, წერენ პროექტებს, მათი წარდგენისთვის კი ეფექტურად იყენებენ ჩვენს ტექნოლოგიურ კლასს, რომელმაც ინგლისურის კაბინეტის გარდა, დიდი სოციალური დატვირთვაც შეიძინა. ეს სივრცე, როგორც აღმოჩნდა, სკოლის მოსწავლეების საყვარელი კაბინეტია.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili მოხალისეები მუდმივად ინტერაქციაში ვართ ახალქალაქის სკოლასთან,მათთან ერთად დავგეგმეთ პრეზენტაცია და მცირე ტრენინგი, სადაც განვიხილავთ თანამედროვე სწავლების მეთოდებს. სკოლის მანსწავლებლებმა დიდი სიხარულით მიიღეს ჩვენი შეთავაზება. პრეზენტაცია მზადების პროცესშია.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სკოლიდან მივიღეთ მორიგი შეტყობინება რომ ორბელიანი ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ინგლისური ენის კაბინეტი ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელი და სასარგებლო ოთახია. ამ ოთახში ბავშვები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. უკვე განიხილეს ჩვენს მიერ ჩატანილი მხატვრული ლიტერატურა, მოაწყეს პრეზენტაციები და მიიღეს ახალი ცოდნა ავტორებსა და წიგნის პერსონაჟებზე.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სკოლიდან მივიღეთ მორიგი შეტყობინება რომ ორბელიანი ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ინგლისური ენის კაბინეტი ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელი და სასარგებლო ოთახია. ამ ოთახში ბავშვები ყველაზე დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. უკვე განიხილეს ჩვენს მიერ ჩატანილი მხატვრული ლიტერატურა, მოაწყეს პრეზენტაციები და მიიღეს ახალი ცოდნა ავტორებსა და წიგნის პერსონაჟებზე.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili წიგნები უკვე სკოლაშია და სასწავლო პროცესში მათი გამოყენება დაწყებულია..
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili დღეს სკოლიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ბავშვების ინგლისურის დონე მკვეთრად ამაღლდა, რაც ბოლოდროინდელმა შემაჯამაბელმა წერებმა და აქტივობებმა გამოავლინა. ასე რომ, ჩვენს მიერ ჩატანილი ტექნიკის წყალობით ბავშვების მიერ მასალის ეფექტური ათვისება სახეზე გვაქვს.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სულ მალე წიგნებს მოსწავლეებს გადავცემთ. ძალიან გვიხარია მომავალი თაობების განათლებაში ჩვენი წვლილის შეტანა.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili წიგნები არჩეულია და მზადაა მოსწავლეებთან გასამგზავრებლად..
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili ესეც სკოლაში ჩასტანი წიგნების შერჩევის პროცესი.. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ბავშვების საჭიროებები. ავარჩიეთ როგორც ინგლისური ენის გრამატიკის სახელმძღვანელოები, ასევე ლექსიკონები და ინგლისურენოვანი მხატვრული, პოპულარული ლიტერატურაც. ახლა კი გამგზავრების დაგეგმვის დროა ❤
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili ამჟამად მოხალისეები ვმუშაობთ შემდეგი ვიზიტის დასაგეგმად. შემდგომი ვიზიტი გულისხმობს, ინგლისური ენის შესასწავლი ლიტერატურის ჩატანას სკოლაში.. ლიტერატურა მოიცავს როგორც მხატვრულ, ასევე ტესტურ მასალებს.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სკოლაში ჩატარებულმა ღია გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეები, ადმინისტრაცია და მოხალისეებიც კმაყოფილები დავრჩით ღონისძიებით. ბავშვებმა გამოავლინეს მაქსიმალური ჩართულობა, ორბელიანი ფონდის დახმარებით შეძენილმა ტექნიკამ კი მეცადინეობა უფრო მხიარული, პროდუქტული და მრავალფეროვანი გახადა.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სკოლიდან ყოველდღიურად ვიღებთ ახალ შეტყობინებებს, თუ როგორ მოიმატა ეფექტურობამ მეცადინეობების. სწორედ ამიტომაც სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა დაგეგმეს ღია გაკვეთილი, ორბელიანის ფონდის წარმომადგენლისთვის და ჩვენი მოხალისეებისთვის.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili და აი მივიღეთ სკოლიდან პირველი გაკვეთილის ფოტოები. სწავლება ბევრად უფრო ეფექტური და ინტერაქციული გახდა. ორბელიანის ფონდის დახმარებით შეძენილი ნივთების გამოყენებით ბავშვებმა უფრო მეტი ჩართულობა გამოავლინეს, მასწავლებლებისთვის კი მუშაობა ბევრად უფრო შემოქმედებითი გახდა.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili დღეს გავიარეთ სატელეფონო კონსულტაცია ამავე სკოლის დირექტორთან და ინგლისურის მასწავლებელთან. მიმდინარეობს აქტიური მზადება სასწავლო წლისთვის, მოწესრიგდა ინგლისური ენის კლასი და უკვე მზადაა მოსწავლეების მისაღებად. კომპიუტერი დაიტვირთა ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამებითა და აპლიკაციებით.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili მალე სკოლაც დაიწყება და მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილი დავიძრებით ჩვენი სკოლისკენ, მომზადებული ტრენინგით და ახალი რჩევებით. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ფოტოებსაც. ტრენინგი შეეხება სასწავლო სისტემებს თანამედროვე ტქნოლოგიების გამოყენებით. ასე რომ, ახალქალაქის სკოლა, ორბელიანი ფონდის დახმარებით მორიგ ახალ ტრენინგს დაესწრება.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილი სექტემბრისთვის ვამზადებთ ტრენინგს "ინგლისური ენის სწავლების მეთოდები".. ტრენინგი განკუთვნილია ახალქალაქის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებლისთვის, რათა მან მიიღოს ახალი ცოდნა ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტრენინგი შესამჩნევად გააუმჯობესებს მასწავლებლის მუშაობას, ბავშვებს კი ახალი მასალის შესწავლას გაუადვილებს.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili სკოლიდან გამომგზავრების შემდეგ, მე და მოხალისე ხათუნა ჩუგოშვილმა დავიწყეთ შემდეგი შეხვედრისთვის მომზადება. ჩვენი პროექტის შემდეგი ნაწილია, სკოლას და ბავშვებს გავაცნოთ ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობა და ასევე, ენის შესწავლის თანამედროვე მეთოდოლოგია. ასევე ვაპირებთ ამავე სკოლის, ინგლისურის მასწავლებლისთვის მინი ტრენინგის ჩატარებას: როგორ გამოვიყენოთ მიწოდებული ტექნიკა ენის სწავლების პროცესში. ვინაიდან და რადგანაც, ამჟამად სკოლაში არდადეგებია, ჩვენ ვამზადებთ თეორიულ ნაწილს, სკოლის დაწყების შემდეგ კი ვეწვევით სკოლას, და დავიწყებთ პრაქტიკული სემინარებისა და ღია გაკვეთილების ჩატარებას.
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili ნივთების შეძენის შემდეგ, 29 ივნისს, მე და კიდევ ორი მოხალისე, გავემგზავრეთ კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში.. სკოლაში დაგხვდა დირექტორი ნანა სურამელი, სკოლის პერსონალთან ერთად. გადავეცით ტექნიკა, დავათვალიერეთ კლასი, გავცვალეთ გამოცდილებები სწავლების მეთოდოლიასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ სკოლის პრობლემებზე და ასევე, სკოლის სამომავლო პერსპექტივებზე, ფოტოზე: ხათუნა ჩუგოშვილი (მოხალისე), ანა კუხაშვილი (მოხალისე), ნანა სურამელი (დირექტორი), ია ვარდოშვილი (სასწავლო ნაწილი).
Reply
Ana Qurdadze-Kukhashvili ჩვენი პროექტის ფარგლებში მე და კიდევ ორმა მოხალისემ, ორბელიანი ფონდის დაფინანსებით შევიძინეთ პრინტერი, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი და მუსიკალური ცენტრი.
Reply