ჟანგმა ჭამა ქალაქი

Lusine Dostibegiani
a
1874
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

ქ. თეთრიწყარო მდებარეობს ქვემო ქართლში. ქალაქში არის რამოდენიმე გაჩერება და საინფორმაციო დაფები , რომელიც ვიზუალურად არაესთეტიურია. არამარტო ადგილობრივი არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც, ეს ადგილები ტოვებს მოუვლელობის და მიტოვებულობის განცდას.
გაჩერებებით სარგებლობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს ქალაქში და ასევე ხალხი, რომელიც დასაქმებულია ქ.თეთრიწყაროში და ყოველდღიურად სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან მგზავრობს ქალაქში.
საინფორმაციო დაფები ძირითადად გაკეთებულია განცხადებების გასაკრავად, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყენებს მათ, რადგან ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, არ არის შეღებილი, დაზიანებულია და ამავე დროს შემორჩენილია ძველი, წლების წინანდელი განცხადებები.
სამწუხაროდ,ადგლობრივი თვითმართველობის მხრიდან ამ ყველაფერს არ ექცევა ყურადღება და შესაბამისად, არ დგას საკითხი ახლო მომავალში მათი შეღებვის ან მოვლა-პატრონობის.
ყოველდღიურად ასეთი მოუვლელი გაჩერებების და საინფორმაციო დაფების ნახვა, რომელიც ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს, მოსახლეობაში და ახალგაზრდობაში ქმნის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და არამარტო, ასევე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ჩვენს გონებაზე, "რომ არაფერი გვეშველება" , იმას კი არავინ იაზრებს რომ ჩვენითაც შეგვიძლია ბევრი კარგი საქმის გაკეთება და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიურობა და ჩართულობა სამოქალაქო ცხოვრებაში.

Proposed Solution:

გამოსავალს ვხედავთ, იმაში, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით შევღებოთ საინფორმაციო დაფები და გაჩერებები, შევუცვალოთ ვიზუალი, გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ ისინი. ახალგაზრდების ჩართულობას მოვახდენ ასე: შევხვდებით ქ. თეთრიწყაროს N1 და N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, ასევე ადგილობრივ ახალგაზრდებს გავუზიარებთ ჩვენს იდეას და ვთხოვთ ჩაერთონ პროექტში. პარალელურად აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ აზრს მოხატვაზე. საინფორმაციო დაფები და გაჩერებები გარდა შეღებვისა, სამუშაო ჯგუფთან შეთანხმებით მოიხატება შინაარსობრივი და ესტეტიურად მომხიბლავი კომპოზიციებით.
პარალელურად თეთრიწყაროს დასუფთავების სამსახეური დახმარებით დავასუფთავებთ ყველა იმ ობიექტის მიმდებარე ტერიტორიებს სადაც ჩვენ იდეას განვახორციელებთ, რომ უფრო სუფთა, ლამაზი, და მიმზიდველი გახდეს ეს ადგილები და შეასრულოს ის ფუნქციები, რაც ამ ობიექტებს აკისრია.

Sustainability:

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ გაჩერებები და საინფორმაციო დაფები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს, დარწმუნებულები ვართ, რომ მათი შეღებვის დროს ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესდება და ჩაერთვება კიდეც პროცესში. მოსახლეობის ჩართულობით განხორციელებული პროექტი გარანტიაა იმის, რომ შეღებილი ობიექტები რამოდენიმე წელი დაამშვენებს ქალაქს.
პარალელურად ყველაფერს გადავიღებთ და გავაკეთებთ ვიდეო რგოლს ამ პროექტის შესახებ, რომელსაც ავტვირთავთ სოციალურ ქსელებში, ვაჩვენებთ სკოლებში და მოსახლეობაში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩვენი გაკეთებული საქმე და გაუფრთხილდეს ამ ყველაფერს, რადგან სამწუხაროდ ჩვენთან მუნიციპალიტეტში არის ვანდალიზმის შემთხვევები.

Equal gender opportunity:

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნებიან ჩართულები ორივე სქესის წარმომადგენლები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
emery

შკურკა გამოიყენება ხისა და რკინის ზედაპირების დასამუშავებლად

ელიავას ბაზრობა

თბილისი, მარცხენა სანაპირო ელიავას ბაზრობა

593429518
30,00 ₾
Gallon for painting

ღებავს 23 კვადრატულ მეტრს
2 დიდი რკინის საღებავი (გალონი)

AGA Georgia

თბილისი,აგლაძის ქუჩა N39ბ.

577491411; 558232933
300,00 ₾
პულივიზატორი

1 ცალი ღირს 6 ლარი, შეღებილ სანფორმაციო დაფებზე და გაჩერებებზე პულივიზატორების დახმარებით მოვხატავთ სხვადასხვა ნახატებს

DOMINO

http://domino.com.ge/
კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

ტელ: 250 50 50
300,00 ₾
2 დიდი როლიკი

ინსტრუმენტი შეღებვისთვის

AGA Georgia

თბილისი,აგლაძის ქუჩა N39ბ.

577491411; 558232933
40,00 ₾
Brushes

ინსტრუმენტი შეღებვის პროცესისთვის

AGA Georgia

თბილისი,აგლაძის ქუჩა N39ბ

577491411; 558232933
30,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Lusine Dostibegiani 2020 წლის 08 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხიკვთაში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ფინანსური მხარდაჭერით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, განხორციელდა სოფლის ცენტრში მდებარე, საბჭოთა პერიოდის გაჩერების მოხატვა. დაჟანგული გაჩერება შეიღება და მოიხატა დადებით მოტივზე შექმნილი კომპოზიციით, ღონისძიებაში ჩართული იყო როგორც ახალგაზრდული ცენტრის გუნდი, ასევე სოფლის მკვიდრი მოსახლეობა და მერის წარმომადგენელი ჩხიკვთის ადმინისტრაციულ ერთეულში. აღსანიშნავია, რომ მოხატვასთან ერთად ადგილზე მყოფი მოქალაქეები მიერ დასუფთავდა გაჩერების მიმდებარე ტერიტორია.
Reply
Lusine Dostibegiani პროექტის ფარგლებში ქ.თეთრიწყაროში შევღებეთ 2 ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი გაჩერებები. ერთი რაიონის ცენტრში, ხოლო მეორე ბაზართან მდებარეობს. ცენტრის გაჩერებით ძირითადად სარგებლობენ სოფელ ჭივჭავში,სამღერეთში, ირაგაში მიმავალი მოსახლეობა. ასევე ის ადამიანები ვინც ცუდი ამინდის დროს გაჩერებას ეფარება ან უბრალოდ თავის საქმეზე არიან გამოსულები და იცდიან. ქვედა ბაზრის გაჩერებასაც ასევე იყენებს სოფელ დაღეთში და სამშვილდეში მიმავალი მოსახლეობა, და თეთრიწყაროს მოსახლეობა. პროექტი ამით დასრულდა, თუმცა სხვა სოფლებიდან სადაც ზუსთად ესეთი ძველი გაჩერებები დგას, მოყვა დიდი გამოხმაურება ახალგაზრდების მხრიდან, რომ მათ სოფლებშიც განვახორციელოთ მსგავსი ინიციატივა, როგორც კი ამის რესურსი გამოჩნდება აუცილებლად დავეხმარები მათ. დღეს დღეობით მოსახლეობა კმაყოფილია შექმნილი სუფთა გარემოთი სადაც მათ უწევთ დღის განმავლობაში გარკვეული დროის ხარჯვა. ვფიქრობ ამ ინიციატივამ თეთრიწყაროს მოსახლეობაში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ნელ-ნელა გააქტიურება.
Reply
Lusine Dostibegiani აი როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება ეხლა ჩვენი გაჩერება!!!
Reply
Lusine Dostibegiani აი ესაც ჩვენი შედეგი ;)
Reply
Lusine Dostibegiani აი ესაც ჩვენი შედეგი ;)
Reply
Lusine Dostibegiani თეთრიწყაროში ამინდებმა შეგვიშალა ხელი და ამიტომ ჩვენი მუშაობის პროცესი იყო შეჩერებული, თუმცა როგორც კი გამოიდარა არც ვაცხელეთ და არც ვაციეთ, ეგრევე სამუშაოს შეუდგით. დავიწყეთ მეორე გაჩერების მოხატვა, სიმართლე გითხრათ უფრო გაგვიჭირდა, ჭერმა ძალიან გაგვაწვალა, მაგრამ ბოლოში მაინც მოვერიეთ. ამ გაჩერების მოხატვის დროს ბევრი სირთულე შეგვხვდა, არაუშავრა ხდება ხოლმე. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გამოვიდა. სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები და ერთობლივი ძალებით მოვერიეთ ამ ჟანგსაც. სურათებში კარგად არ ჩანს ის ეფექტი რაც სინამდვილეშია. ეს ყველაფერი ადგილზე უნდა ნახოთ და ისე შეაფასოთ ;)
Reply
Lusine Dostibegiani ჩვენი ერთობლივი და გუნდური მუშაობის შედეგი 2 დღეში #ჟანგმაჭამაქალაქი
Reply
Lusine Dostibegiani და აი პროცესიც დაიწყო მოხატვის, ძალიან მაგარი მომენტი, ყველა გვიდგას გვერდით, სრულ მოხატვას 2 დღე დაჭირდა. იქედან გამომდინარე ცენტრში რომ ვმუშაობდით, ყველა გვაქცევდა ყურადღებას, ახალგაზრდა ტაქსისტმა სახლში მიმიყვანა უფასოდ საღებავების წამოსაღებად, ყველა ახალგაზრდა ვინც ჩართული იყო პროცესში, ორი დღის მანძილზე სულ გვერდში მედგნენ და ყოველ წამს მეკითხებოდნენ რა და როგორ გვექნა. არავინ არ დარჩა ისე რომ რაღაც წვლილი არ შეეტანა. ტაქსტიტები შეღებვის დროს რჩევებს გვაძლევდნენ, რამოდენიმე ახალგაზრდამ ვინც გვერდით ჩაგვიარა მოვიდა და რამოდენიმე კუთხე თვითონ შეღება, ჩემი კლასელი რომელიც მაღაზიაში მუშაობს ისაც კი მორბოდა და მეხმარებოდა, ყველა ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ხალხი ვინც გაჩერებით სარგებლობს იმათ კი შევუშალეთ ხელი რადგან ერთი სკამია დასაჯდომი და ისაც მოვსვარეთ, თუმცა არც ერთს არ გამოუთქვამს რამე უარყოფითი და ცუდი, ყველა გვაქებდა, ყველას მოსწონდა რასაც ვაკეთებთ, ყველა მადლობას გვიხდიდა და ეს იყო ყველაზე სასიამოვნო, თუმცა რამოდენიმემ იკითხა ვისი დავალებით ვაკეთებთ ამას :დ ვუხსნიდით რომ ჩვენი ინიციატივაა და თბილისიდან ორგანიზაცია ორბელიანი საქართველომ გვიყიდა საღებავები და ეს მასალები რასაც ეხლა ხედავენ.
Reply
Lusine Dostibegiani დავიწყეთ ამ გაჩერების გასუფთავება, გაფხეკა და გაწმენდითი სამუშაოები, რომ მერე უკვე შევღებოთ. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დაგვჭირდა ე.წ. ბალგარკით ჟანგის გადაწმენდა. აქ ჩემი ძმა და მეგობარი დამეხმარნენ, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ცენტრში მაღაზიის უფროსი, რომელმაც დენის გადმოყვანის ნებართვა მოგვცა მაღაზიიდან და ასე მოვერიეთ ჟანგს. ( დენი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ბადგარკით გვემუშავა). ფოტოზე დაინახავთ ჩვენ პირველ და ყველაზე პატარა გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და გაწმენდით სამუშაოებს ყურადღებით ადევნებდა თვალს
Reply
Lusine Dostibegiani გამგებლის სახელზე შევიტანეთ საპასუხო წერილი, თან დავურთეთ გაჩერების ესკიზები. მოგვივიდა ნებართვა და ეხლა მოუთმენლად ველით სამუშაო პროცესის დაწყებას. თავიდან ვიწყებთ იმ გაჩერებას, რომელიც რაიონის ცენტრშია განთავსებული.
Reply
Lusine Dostibegiani პროექტის ფარგლებში იმ ეტაპზე ვართ მისული, რომ მეგობრებს და მეთ მეგობრებს ვთხოვ გამიკეთოთ ფოტოშოპის პროგრამაში გაჩერებების ისე გაკეთება როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია რადგან გამგეობას სჭირდება ესკიზები. სამწუხაროდ ეს პროეცესი ძალიან გაიწელა და იმას მივხვდი რომ ფოტოშოპის პროგრამა მე თვითონ უნდა შევისწავლო აუცილებლად, თუმცა ამ პროექტის მერე. ეხლა დაგვრჩა ერთო გაჩერების გასწორება და წერილს შევიტანთ გამგეობაში ესკიზებით უკვე ხვალე სავარაუდოთ დასამტკიცებლად. ხოლო ამის მერე გვექნენბა უფლება მათ შევეხოთ.
Reply
Lusine Dostibegiani პროექტის ფარგლებში ეხლა არის ყველაზე რთული პროცესი, რადგან ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი ნახატი და იდეა გამოგვიგზავნეს თუ როგორ შეიძლება მოვხატოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი გაჩერებები. თუმცა ვერ ვყალიბდებით რა გვინდა :( თბილისში მეგობრების დახმარებით დავუკავშირდი რამოდენიმე ადამიანს ვინც სტრიტ-არტით არის დაკავებული, აქედან რამოდენიმემ უარი გვითხრა დახმარებაზე რადგან ფიზიკურად დრო არ აქვთ რომ დაგვეხმარონ, და მათიც კარგად მესმის. მიუხედავად ამისა, გამოჩნდა ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელსაც ასევე არ ვიცნობდი და ეხლა ფეისბუქის საშუალებით მაქვს მასთან კომუნიკაცია და ყველა დეტალს მიხსნის მოხატვის შესახებ, რაც კი შეიძლება რომ გავითვალისწინოთ ამ საქმიანობის დროს. გამოვაცხადეთ ასევე კონკურსი და რამოდენიმე იდეა ამ კონკურსის ფარგლებშიც არის გამოგზავნილი. ეხლა უნდა შევიკრიბოთ ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ გადავწყვეტთ რაც უნდა გავაკეთეთოტ. ამ ყველაფერთან ერთად საღებავები. პულივიზატორები და სამუშაო ინსტრუმენტები თბილისიდან უკვე ჩამოტანილია და ზედნადებები გადაგზავნილია ორბელიანის ბუღალტერთან. ჩემ მეგობართან ერთად მოვიარეთ გაჩერებები და ზომებიც ავიღეთ ამ გაჩერებების რომ ვიცოდეთ კვადრატულობა და ის თუ რამხელა ნახატები შეგვიძლია დავიტანოთ. გირჩევთ მზგავსი პროექტის დაწერამდე ეს დეტალი წინასწარ განსაზღვროთ. ძალიან ვნერვიულობ სიმართლე თუ გინდათ, რადგან მინდა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიაროს. წავედი.
Reply
Lusine Dostibegiani მოგესალმებით, დღეს გამგეობაში, კერძოთ ქალთა ოთახში, შევხვდი ახალგაზრდებს სადაც გავუზიარე მათ ყველაფერი პროექტის შესახებ. სამწუხაროდ ბევრმა ახალგაზრდებმა მოსვლა ვერ მოახერხა თუმცა ინფორმაცია აქვთ უკვე ყველა დეტალებზე. დღეს პროექტის გაცნობის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი თუ რა ნახატები შეიძლება დავიტანოთ გაჩერებებზე, ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. საბოლოო ჯამში შევთანხმდით რომ ერთმანეთს 2 დღის განმავლობაში გავუზიაროთ მიახლოებით ის ნახატები რაც მოგვწონს, ამისათვის გამოვიყენებთ ინტერნეტს და ორი დღის მერე შეიკრიბება ჯგუფი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გამოგზავნილი ნახატებიდან. ამ ჯგუფში ასაევე ჩავრთავთ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და გავითვალისწინებთ მათ აზრსაც. საბოლოო ნახატების შერჩევის მერე მოსამზადებელია ესკიზები და გამგებლის სახელზე ისევ უნდა შევიტანოთ ესკიზებით, ეს უბრალოდ პროცედურაა რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ ოფიციალურად, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე აუცილებელია ესეთი საქმის დროს გამგეობის თანხმობა და მათთან ურთიერთობა ოფიციაურად წერილობით. ახალგაზრდები ასევე გაავრცელებენ თავის სამეგობროში ამ პროექტის ამბებს და ვგეგმავთ, რომ ივლისის თვეში დავიწყებთ უკვე სამუშაო პროცედურებსაც ;)
Reply
Lusine Dostibegiani მოგესალმებით, ძალიან გამიხარდა როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ჩვენი პროექტი დაფინანსდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დავწერეთ წერილი,სადაც ვთხოვეთ მუნიციპალიტეტს გაჩერებების შეხებვა-მოხატვის ნებართვა. პარალელურად მეგობართან ერთად წავედით თბილისში და "ორბელიანი საქართველოს" ორი მაღაზიიდან ყველა იმ ნივთის ინვოისები გავუგზავნეთ რაც კი გვჭირდება პროექტის ფარგლებში. გამგეობდან უკვე საპასუხო წერილი მოგვივიდა, თანამშრომლობისათვის მზად არიან თუმცა სჭირდებათ ესკიზები, ამიტომ ხვალე ვაპირებთ ახალგაზრდები შეხვედრის მოწყობას რომ ჩამოვყალიბდეთ და მოვამზადოთ ეს ესკიზები. ჯერჯერობით სულ ესაა რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ. ყველაფერი კარგად მიმდინარეობს დაწყებისათვის.
Reply