სოფლის თავშეყირს ადგილი დარაკოვში

Stanislav Mezhdoyan
a
1755
Comments: 13
a

Goals

Problem statement:

სოფელ დარაკოვში არ არსებობს ადგილის სადაც მოსახლეობა შეკრიბებოდა, დაისვენებდა, გაატერბდა დროს და ამავე დროს იმსჯელებდა სხვადასხვა საკითხებზე. არც სოფლის ახალგაზრდებს არც მოხუცებს არც ქალებს და არც ბავშვებს არ გააჩნიათ სივრცე სადაც ყველა ერთდროულად შეიკრიბებოდა და გაატარებდა დროს.
მეორე გამოწვევა - ისევე როგორც ბევრგან ამ სოფლის მოსახლეობაც ნაკლებად არის ინფორმირებული მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებიდან შესაბამისად ნაკლებადაა ჩართული ამ პროცესებში.
გარდა სკოლისა დასახლებას არ გააჩნია სოციალური სივრცე სადაც იდეებისა სიახლეების ცვლა მოხდებოდა.
გარდა ზემოდ ხსენებულისა პროექტი საინტერესოა იმით, რომ განხორციელების შედეგად სოფელში მოხალისეობრიობა წახალისდება რადგან თვითონ ფორუმის მოწყობაში მთლიანად ჩართულები იქნებიან სოფლის მკვიდრები. არ დავაქირავებთ მუშებს და საჭირო ინვენტარის გარკვეული ნაწილიც სოფლის მოსახლეობა უზრუნველყოფს.

Proposed Solution:

ჩვენ გვინდა სოფელში მოვაწყოდ სივრცე სადაც ყველა თაობისა და გენდერის წარმომადნენლი ერთად შეიკრიბება და გარდა საჭირო ინფორმაციის მიღებისა ასევე გაატარებდა დროს ისეთ ერთამენთან ურთიერთობაში და რაც მთავარია კეთილმოწყობილ გარემოში. რაც საკმაოდ იშვიათობაა ამ რეგიონისათვის.
პრობლემის გადაჭრისათვის ჩვენ გვინდა სკვერის მოწყობა, თავისი საბავშვო საქანელებით, სკამებით, ტურნიკები ახალგაზრდებისათვის და მაგიდა სკამი მოხუცებისათვის ასევე საინფორმაციო ბილბორდი სადაც სოფლის გამგებელი (და არა მხოლოდ) პერიოდულად გააკრავს სიახლეებს და განსახილველ თემებს. ეს იქნება ლამაზათ კეთილმოწყობილი კვერის სადაც ახალგაზრდა მშობელი მოიყვანს თავის ბავშვს სათამაშოდ, სადაც მოზარდები მოვლენ სავარჯიშოდ, ხოლო მოხუცი თაობის ადამიანები სასიამოვნოდ და ნარდისა ან ჭადრაკის სათამაშოდ. და ამ ყველაფერთან ერთად სივრცეს მიეცემა ინფომრაციის გაცვლისა და მსჯელობის ცენტრი ანუ ფორუმი.

Sustainability:

სკვერი მისცემს ბიძგს სოფელში ცხოვრების გამოცოცხლებასა და გააქტიურებას. სკვერი კი შენარჩუნდება მრავალი წლის მანძილზე ხოლო მის გამოყენებას შეძლებენ როგორც საკრეაციულო მიზნით, ასევე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების განსახლილველად. ასევე აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება სხვა იდეებისა თუ პროექტების დამატება. მაგალითად პატარა საბიბლიოთეკო კუთხე, ან მაღაზია გახსნას ან სხვა მოწყობილობები დაემატოს - ახალი საქანელები და ტურნიკები. ან თუ ვინმეს გამოკითხვის ჩატარება და მოსახლეობასთან შეხვედრა-გასაუბრებას მოისურვებს.
გარდა ამისა ტურნიკები ხელს შეუწყობს სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას.
ხარჯ ეფექტრურობა - ეს პროექტი ასევე მნიშნელოვანია იმით რომ იგი რამდენიმე ჯერ (4-5) ეკონომიური გამოდის თავისი არსით (მოხალისეობრივი) ვიდრე საჯარო ფინანსებით დაფინანსებულ მსგავს კეთილმოწყობილ პროექტებზე.

Equal gender opportunity:

როგორც უკვე აღინიშნა ზევით პროექტი გათვლილია და მიმზიდველი იქნება როგორც მამრობითი სქესის ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის. რაც მთავარი ხელი შეეწყობა ქალების ჩართულობას საზოგადოებრივ და სოციალურ ცხოვრებაში.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
inventory

ინვენტარი ფასი ლარებში
ხე (სკამის) 50
კრეპიოჟი 6
შავი საღებავი 13
რკინა (სკამის) 80
ლაკი 15
ტრუბები 60/40 110
კრეპიოჟი 20
42მ 45
ლაკი 25
კრიშა - რკინის შიფერი 90
ჭერის ხე 140
სკამის ხე (2 ც, 2 მ) 100
მაგიდის ხე 100
ბოძე 20
დაფა 30
ცემენტი 12
სვარკის ჩხირები 14
საღებავი 54
რასტვარიტელი 20
რკინა ტურნიკი 305

ელიავას ბაზრობა

ამ ყვეაფერს ვიყიდი ელაივაზე სხვადასხვა მაღაზიებში და ვფიქრობ ცალ-ცალკე დაწერას აზრი არაქვს და ამიტომ უბრალოდ მთავარ ინვენტარს დავასახელებ და დავწერ

+995598253050
1 249,00 ₾
Transport fee

კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალება რომელიც გადაიტანს ინვენტარს მთლიანად.

შალვა

ელიავას ბაზრობა

შალვა
200,00 ₾
Transport fee

წინასწარი საორგანიზაციო ვიზიტი სოფელში

რეზო

სამგორის ავტოსადგური

557202076
48,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Stanislav Mezhdoyan Eventually, we finished the project. Around 40-50 locals were engaged in the project. Both youngsters and elders were helping me in the project. Thanks everyone for the support. In the link below you can find the video about the project. https://youtu.be/RLT-uPKn2bQ
Reply
Keti Khachidze Slava, please post photos of the results. Also include who was included in making the initiative happen, approximately how many people have volunteered, if any, who will benefit and what people think of it and its benefits. Can you record videos or voice files and post links here?
Reply
Stanislav Mezhdoyan ხვალ ჩავდივარ სოფელში პროექტის დასამთავრებლად.
Reply
Stanislav Mezhdoyan ველაპარაკე სოფლის წარმომადგენლებს და შემდეგ კვირაში დიდი ალბათობით ჩავალ და დავამტავრებთ პროექტს.
Reply
Stanislav Mezhdoyan ამ კვირაში შევიძინე სამშენებლო მასალები რომელიც დააკლდა. და ასევე ველაპარაკე ადგილობირვებს სავარაუდოთ შემდეგ კვირაში ჩავალ და დავამთავრებთ პროექტს.
Reply
Stanislav Mezhdoyan ველაპარაკე ადგილობირვებს, და ამ თვის ბოლომდე დაკავებულები არიან, ვგეგმავ ოქტომბრის დასაწყისში ჩასვლას და პროექტის დასრულებას.
Reply
Stanislav Mezhdoyan ამ კვირაში ვიმუშაეთ და კონსტრუქციების ძირითადი ნაწილი ავაწყეთ და შევღებეთ. მას შემდეგ რაც კარტოფილს ამოიღებენ და სოფელი მოიცლის დანარჩენსაც დავათავრებთ.
Reply
Stanislav Mezhdoyan დღეს დავიწყეთ კონატრუქციების შეკეთება ამ კვირაში ვაპირებთ დამთავრებას.
Reply
Stanislav Mezhdoyan 16 აგვისტოს ველაპარაკ სოფლის გამგებელს და შევთანხმდით რომ ერთ კვირაში განთავისუფლდებიან და დაიწყებენ სამუშაოებს,
Reply
Stanislav Mezhdoyan ორშაბათს 31 ივლისს, ორბელიანი-საქართველოს წარმომადგენელთან ერთად ვეწვიეთ ს. დარაკოვს შევხვდით და ვესაბურეთ ადგილობირვებს, ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს რომ მიირებენ მონაწილეობას ფორუმის მშენებლობის საქმიანობაში.სოფლის გამგებელმა და სოფლის საკრებულოს წარმომადგენლემა მხარდაჭერის მზაობის სურვილი გამოთქვეს.
Reply
Stanislav Mezhdoyan 27-28 ივლისის შევისყიდე, სათამაშო მოედნის საჭირო კონსტრუქციის მასალები და სხვა საჭირო ამანათები და ჩავიტანეთ სოფელში, სოფლის მოსახლეობა და გამგებელი შეგვხდა და სოფლის საკრებულოს წარმამადგენლის გარაჟში დავტოვეთ ნაყიდი ნივთები. შემდეგ კვირას ვგეგმავთ სამუშაოების დაწყებას.
Reply
Stanislav Mezhdoyan 19-20 ივლისს საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად ვეწვიე სოფელ დარაკოვს და ასევე ქ. წალკას. სოფელ დარაკოვში შევხვდი ადგლობრივებს, სოფლის გამგებელს, სკოლის დირექტორს, მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის წარმომადგენელს ანუ საკრებულოს წევრს. საღამოს ჩავატარეთ კრება და ადგილობირვებთან ერთად განვიხილეთ სოფლის ფორუმისათვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილები. პროექტისათვის ყველაზე კარგი ადგილი აირჩა სოფლის ცენტრში არსებული მიტოვებული (ანუ არავისი) ადგილი რომელიც საუკეთესოდ ვარიანტად მიგვაჩნია, მეორე ვარიანტი არის სოფლის სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მაგრამ სკოლა არის სოფლის ბოლოში ანუ ხალხის კრების თვალსაზრისით ნაკლებად სავარგისია, რადგან მათი თქმით იქ ნაკლებად ივლის ხალხი იქეთ. როგორც მეორე დღეს გავარკვიე წალკის გამგეობაში, სოფლის ეს (სოფლის ცენტრი) ადგილი ეკუთვნის სახელმწიფოს და იქ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ქონების მართვის სააგენტოსგან. ვგეგმავ ხვალ დავუკავშიდე და გავარკვიო თუ როგორ შეგვიძლია მოვიპოვოთ ნებართვა. ადგილობივებმაც და გამგებლის მოადგილემაც გამოთქვეს მზადყოფნა დახმარების, როგორ ფიზიკურ ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთობებშიც.
Reply
Stanislav Mezhdoyan გუშინ 27 ივნისს, ვიყავი ელიავაზა კონსტრუქციების მასალების ფასების დასადგენად.
Reply