Goals
Problem statement:
ლოკაცია: პირველი პერიოდი: გარიყულა, კავთისხევი, თბილისი. შემდგომი პერიოდი: მარნეული, ხარაგაული, თელავი, ქუთაისი, ახალციხე, ამბროლაური, მესტია, ოზურგეთი, ზუგდიდი და მისი გარშემო სოფლები.
მიზნები:
პრობლემის შესახებ: ჩვენი პროექტი ჩაეშვა 2014 წლის ივნისში და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი მოიცავს დაახლოებით ას წევრს, რომლის 70% ქალია და 30% მამაკაცი. ჩვენი გუნდის წევრების საშუალო ასაკი მერყეობს 15დან 50 წლამდე.
ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია კულტურული ცხოვრების გააქტიურება რეგიონებში, რაც გულისხმობს ფილმების ჩვენებას და მათ გარშემო დისკუსიას. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ვორქშოფების სერიის ჩატარებას, მასში ჩაერთვებიან მონაწილეებიც და მხარდამჭერებიც, განხორციელდება შესაბამისი აქტივობებიც. პროექტის დასაწყისში ორგანიზებული ვორქშოფები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციებზე, კონფლიქტის ზონების ჩათვლით, როგორიცაა გალი და მისი შემოგარენი.
2015 წელს, east west management institute-ს ფინანსური მხარდაჭერით, შედგა ცამეტი ვორქშოფი, რომელშიც წარმოდგენილი იყო სამასი მონაწილე მარნეულიდან, ხარაგაულიდან, თელავიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ახალციხიდან, ამბროლაურიდან, მესტიიდან, ბოლნისიდან, ოზურგეთიდან და ზუგდიდიდან. ეს ვორქშოფები ეძებდა/იკვლევდა კრეატიულ გზებს, როგორც შეიძლება გადაიღო ფილმი ბიუჯეტის გარეშე. მონაწილეები სწავლობდნენ როგორ უნდა დააორგანიზო გადაღება მცირე ტექნიკური რესურსით.
ჩვენი აუდიტორია მოიცავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებს. ჩვენი კავშირის წევრები სწავლობენ ორგანიზაციულ საკითხებს კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებიდან.
ისინი წერენ ოფიციალურ წერილებს საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ მერიიდან, სკოლებიდან, კერძო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. წერილები ეხება ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც სჭირდება ჩვენების ჩატარებას ფართო აუდიტორიისთვის.
Proposed Solution:
ტექნიკა და ხმის სისტემა იქნება საერთო ყველა დაგეგმილი აქტივობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენს ორგანიზაციას აკლია (თუნდაც) ერთი პროექტორი რათა დააორგანიზოს რეგიონალური ტური და მხარდაჭერა გაუწიოს ქსელის წევრებს მათ მიერ დაარსებული კინო-კლუბების ფუნქციონირებაში. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, ყველაზე წარმატებული ლოკაციები შეიქმნა იქ, სადაც იყო მაღალი ხარისხის ტექნიკური მხარდაჭერა. მაგალითად, ახალციხისა და ქუთაისის უნივერსიტეტები, გორის მოსწავლეთა და ახალგაზრდობის ცენტრი და ქსნის სკოლა.
ბევრ ადგილზე, ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა რთულია, მაგალითად, გარიყულას ვორქშოფი ინტეგრირდება წლიურ „ქონთემფორარი არტ ფესტივალ - ფესტინოვასთან“ ჩვენი სურვილია, რომ 8-დან 12 წლამდე სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებში და შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელონ ჩვენებების ორგანიზება, მაგრამ, ეს ძალიან რთულია საჭირო ტექნიკური აღჭურვილობების გარეშე. ვგეგმავთ, ვაჩვენოთ ფილმები და გავმართოთ დისკუსიები აქტუალურ თემებზე: გენდერი, კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა, განათლება, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ...
საჭირო ტექნიკა და აუდიო აპარატურა აუცილებელია ფართო მასშტაბიანი ჩვენებებისთვის, თავის მხრივ, ჩვენებები მნიშვნელოვანია რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. საჭირო ტექნიკითა და აუდიო აპარატურით უზრუნველყოფა მოიტანს უფრო მეტ დამსწრესა და მაღალი ხარისხის დისკუსიას, ვიდრე მცირე მასშტაბიანი ჩვენებები.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
Samsung HW-E550 | Brand: Watt (RMS): |
BMC
. 5 |
499,00 ₾ | |
ViewSonic PJD5555W | 3D Compatibility: |
AltaOK
. 5 |
1 004,24 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments