#ქართულად

kristesiashvili2002@gmail.com
a
1497
Comments: 8
a

Goals

Problem statement:

-თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტ სოფელ კოდის დევნილთა დასახლებაში 2010 წლიდან ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია "კოდის სათემო განათლების ცენტრი ". აღნიშნულ ორგანიზაციაში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც დაახლოებით 500 წიგნს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ წიგნების ძალიან დიდი ნაწილი უცხოენოვანია.სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ნაკლებად იყენებენ არსებულ წიგნებს, რადგან არ შეუძლიათ უცხოენოვანი წიგნების კითხვა. მიუხედავათ იმისა, რომ სოფელ კოდაში არსებობს მუნიციპალური ბიბლიოთეკა მისი ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია ახალგაზრდების შეკრება და ლიტერატურული დისკუსიებისა და საღამოების გამართვა, სათემო განათლების ცენტრისგან განსხვავებით . გარდა ამისა, აუცილებელია ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ ელექტრონულ წიგნებსაც, რომელიც საჭიროებს შესაბამის აღჭურვილობას და ამ აღჭურვილობით სარგებლობის უფლებას კოდის სათემო განათლების ცენტრი მოგვცემს.

Proposed Solution:

-აღნიშნული პროექტის შედეგად კოდაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება ნაყოფიერად გამოიყენონ თავისუფალი დრო, უცხოენოვან ლიტერატურასთან ერთად გაეცნონ ქართულ ლიტერატურას, როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ ვერსიას. სამკითხველო სივრცეში მოწყობილი ლიტერატურული დისკუსიები და საღმოები სტიმულს მისცემს ახალგაზრდობას იკითხონ უფრო მეტი.

Sustainability:

-პროექტი იქნება გრძელვადიანი ხასიათის, რომლის საშუალებითაც როგორც დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე სოფელ კოდაში მცხოვრები ახალგაზრდები შეძლებენ აღნიშნული ბიბლიოთეკის სარგებლობას.

Equal gender opportunity:

-აღნიშნული ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომი იქნება, როგორც გოგონებისთვის ასევე ბიჭებისათვის.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Books

70ც წიგნი. 1ც-15 70ც-1050

ბიბლუსი

თბილისი ,იოსებიძის ქ49

322486844
1 050,00 ₾
Table

4ც. 1ც-120 4ც-480

საბა

ქ.თბილისი თ.ერისთვის N5

+32 2 269 06 53
480,00 ₾
Bookshelf

2ც წიგნის თრო 1ც-150 2ც- 300

გორგია

წერეთლის გამზირი #140

2960960
300,00 ₾
Puffy

12ც პუფი. 1ც-15ლ 12ც-480

საბა

ქ.თბილისი თ.ერისთვის N5

+32 2 269 06 53
480,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Nino Giorgadze ზაფხულის არდადეგების პერიოდში ბავშვები აქტიურად სარგებლობენ ბიბლიოთეკით. ახალგაზრდებს იღებენ და დროულად აბრუნებენ წიგნებს. სექტემბერში იგეგმება ცნობილ მწერალთან შეხვედრა და საინტერესო დისკუსიის გამართვა.
Reply
Keti Khachidze ახალგაზრდებმა მოაწყვეს ფილმების ჩვენება ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის და სივრცე დისკუსიისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მოაწყვეს ბიბლიოთეკის პრეზენტაცია და ბავშვებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება! დღესდღეობით 30-მა ბავშვმა ისარგებლა ბიბლიოთეკით.
Reply
Keti Khachidze გთხოვთ, გაგვიზიაროთ რა გაგრძელება მოყვა ამ ტექნიკის შეძენას და რა აქტივობები განხორციელდა და რა გამოხმაურება მოყვა. ვერ ვხედავთ შედეგს თქვენი კომენტარების მიხედვით.
Reply
kristesiashvili2002@gmail.com კოდის სთემო განათლების ცენტრმა მოგვცა საშუალება, რომ არნიშნულ ბიბლიოთეკაში განვათავსოთ პროექტორი და ეკრანი რის შედეგადაც ახალგაზრდები შეძლებენ უყურონ ფილმებს აღნიშნულ სივრცეში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები ბიბლიოთეკაში არა მხოლოდ განათლების მიღების მიზნით არამედ გასართობათაც შეძლებენ შეკრებებს.
Reply
kristesiashvili2002@gmail.com როდესაც აღნიშნული პრობლემა მოგვარდა ჩავედით მარნეულში და ჩამოვიტანეთ 81 წიგნი. ამის შემდეგ მოვახდინეთ ამ წიგნების აღწერა და განლაგება სხვა ნივთებთან ერთად. ამ ყოველივეს შემდეგ სისტემატიურად ხდება ბიბლიოთეკაში შეხვედრების გამართვა და სხვადასხვა აქტიობების დაგეგმვა(ბავშვთა ფესტივალი).
Reply
kristesiashvili2002@gmail.com ინვოისების გაგზავნის შემდეგ როდესაც თანხები ჩაირიცხა ავტომატურად მოხდა თითქმის ყველა ნივთის ტრანსპორტირება მაგრამ შეგვექმნა პრობლემა ბიბლუსთასნ თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. მაგრამ მალევე მოვახერხეთ ამ პრობლემის მოგვარება
Reply
kristesiashviligio2010@gmail.com 30 აპრილს დავასრულე ინვოისების გაგზავნა, ხოხლო 2 მაისს ჩაირიცხა თანხები რის შემდეგაც მოვახდინეთ საჭირო ინვენტარი ტრანსპორტირება და მოწყობა რაშიც კოდის სათემო განათლების ცენტრი დამეხმარა.
Reply
kristesiashviligio2010@gmail.com 30 აპრილს დავასრულე ინვოისების გაგზავნა, ხოხლო 2 მაისს ჩაირიცხა თანხები რის შემდეგაც მოვახდინეთ საჭირო ინვენტარი ტრანსპორტირება და მოწყობა რაშიც კოდის სათემო განათლების ცენტრი დამეხმარა.
Reply