ცოდნა სწორი არჩევანისთვის

maritsarelashvili@gmail.com
a
1768
Comments: 21
a

Goals

Problem statement:

ქართული საგანმანათლებლო სისტემა არის ძალიან ზოგადი და არ აწვდის სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას რომელიც მათ დაეხმარებათ შემდგომში პროფესიების არჩევაში. ამიტომ აბიტურიენტების უმეტესობა სასწავლო დაწესებულებებისა და პროგრამების არჩევას ახდენს მწირ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაუაზრებლად. მათ არაქვთ წარმოდგენა იმაზე თუ რამდენი პროფესია არსებობს და როგორ აირჩიონ ისეთი პროფესია რომელიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს. საგანმანათლებლო პროგრამის არჩევისას და ჩარიცხვისას კი აბიტურიენტი ხვდებაუნ უნივერსიტეტში სადაც მას ელის სკოლისგან განსხვავებული სასწავლო პროცესი რაც აბიტურიენტები სუმეტესობისთვის რთულ გამოცდას წარმოადგენს. ასევე მწირი ინფორმაცი უწყობს ხელს იმასაც რომ მხოლოდ ჩარიცხვის და გარკვეული დროის სწავლის შემდეგ პიროვნება ხვდება რომ მოცემული სასწავლო პროგრამა არარის მისთვის საინტერესო და ხვდება რომ არასწორი არჩევანი გააკეთა.

Proposed Solution:

-ჩვენი ინიციატივა გულისხმობს სტუდენტების მიერ გამოცდილების გაზიარებას აბიტურიენტებისთვის. პროექტის ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა სასწავლო პროგრამებიდან და უნივერსიტეტებიდან ასევე უკვე პროფესიას დაუფლებული ახალგაზრდები რომლებიც მუშაობენ ჩაუტარებენ საუბრებს აბიტურიენტებს (11-12 კლასელბს) რომლებშიც შეეცდებიან დაანახონ აბიტურიენტებს სხვადასხვ აპროფესიებისთვის დამახასიათებელი სპეციკა. აუხსნან ამ პროფესიის შესაძლებლობები უფრო ფართო სპექტრში გაუზიარონ რაგამოწვევებთან მოუწევთ შეტაკება ადამიანებს ვინც აირჩევს ამა თუ იმ პროფესიას და რომელ პროფესიაში რომელი უნარჩვევები არის საჭირო. ასევე შეეცდებიან დაეხმარონ მათი ინტერესებიდან გამომდინარე შესაფერისი პროფესიები. მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია შესავალი კურსი სხვადასხვა პროფესიბში იმისთვის რომ ახალგაზრდებს შეექმნათ გარკვეული წარმოდგენა იმაზე თუ რა ელით. როლური თამაშების წყალობით პრაქტიკაში აგრძნობინონ თავი რომელიმე პროფესიის წარმომადგენლად. მოცემული ინიციატივის განხორციელება გვსურს ქალაქ თეთრიწყაროში და ასევე თეთრიწყაროს რაიონის რამოდენიმე სოფელში კერძოდ: თონეთში, ჭივჭავში, მანგლისში...

Sustainability:

-ჩვენ მიერ შეძენილი მასალა ჩვენ გვსურს დავუტოვოთ პროექტის ბენეფიციალებს პირადად ნაწილი კი გადავცეთ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს რამეთუ ისიყოს მისაწვდომი ყველა მსურველისთვის.

Equal gender opportunity:

-ჩვენ გვსურს რომ ჩვენპროექტში ჩაერთონ როგორც გოგონები ისე ვაჯები. ასევე მოცემული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენდერული თვალსაზრისითც რადგან ჩვენ ვეცდებით ავუხსნათ ახალგაზრდებს რომ არ არსებობს "ქალის პროფესია" ან "კაცის პროფესია" რომ ორივე სქესს აქვ სერთნაირი უნარჩვევები და შესაძლებლობები და მხოლოდ პიროვნების სურვილზე და მოტივაციაზეა დამოკიდებული შეძლებს ის თუ არა დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას. მოცემულ აზრს ჩვენ საკუთარი მაგალითაბითაც დავადასტურებთ.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Books

ჩვენ გვსურს გადავცეთ აბიტურიენტებს ამ პროექტის ფარგლებში სახელმძღვანელოები რომლებიც გამოადგებათ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლათ თითოეულ ახალგაზრდას გადაეცემა იმ საგნის სახელმძღვანელო რომელიც საჭიროა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე ჩასარიცხად. წიგნები-30ც

ბიბლუსი

თბილისი, იოსებიძის ქ. №49

+995 (32) 248 68 44
900,00 ₾
Flyer

ფლაერები სხვადასხვა პროფესიების და საქმიანობების აღწერით ასევე საინტერესო არასაუნივერსიტეტო პროგრამების აღწერა.

პორტფოლიო

ვაჟა-ფშაველას 5

238 50 18, 238 50 19
600,00 ₾
stationary

შეხვედრების დროს პრაქტიკული სვარჯიშოებისთვისჩვენ დაგვჭირდება სხვადასხვა ინვენტარი მათ შორის საკანცელარიო მასალა:
ბლოკნოტები, კალმებ, ფურცლები, ფლომასტერები, დაფა...

ფორმატი

თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 4ა (ყოფილი ჯიქია)

(995) 032 2 187 187
500,00 ₾
Transport fee

ჩვენ გვესაჭიროება ტრანსპორტირების ფული იმისთვის რომ დავიქირაოთ მანქანა რომელიც ჩაგვიყვანს სხვადასხვა სოფლრბშისადაც ჩავარებთ შეხვედრებს აბიტურიენტებთან.

გორგი დოსტიბეგიანი

გორგასლი #42

598890555
400,00 ₾
Camera

შეღვედრების აღსაბეჭდათ

be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119 https://www.be.ge/contacts.html

(+995 32) 2 550 800
500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

maritsarelashvili@gmail.com ცჰატარდა გამოსამსჰვიდობებელი საღამო
Reply
maritsarelashvili@gmail.com მონაწილეებს დაურიგდათ მონაწილეობის სიგელები
Reply
maritsarelashvili@gmail.com მოხდა კიდევ ერთი ფილმის ჩვენება
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა ტრენინგი პრობორიენტაციაზე
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა შეხვედრა რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა დგეგმეს ღონისძიებები რომელთა განხორციელებასაც თავად შეუდგებიან. ღონიზძიებათა შორის არის : ფორუმთეატრი, სითი გეიმი, სპორტული შეჯიბრება, 4დღიანი ახალგაზრდული ფესტივალი.
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა ტრენინგი ბულინგზე
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა "რა სად როდის" გამარჯვებულებმა მიიღეს წამახალისებელი პრიზები.
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა ტრენინგი სამართალმცოდნეობაში. ახალგაზრდებმა განიხილეს სამარლის დარგები და ამოხსნეს სამართლებრივი კაზუსები. ასევე გაგვიზიარეს საკუტარი გამოცდილება სამართალდამცავებთან ურთიერთობის
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა ტრენინგი სამართალმცოდნეობაში. ახალგაზრდებმა განიხილეს სამარლის დარგები და ამოხსნეს სამართლებრივი კაზუსები. ასევე გაგვიზიარეს საკუტარი გამოცდილება სამართალდამცავებთან ურთიერთობის
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ ცოდნა სწორი არჩევანიას ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თოენთში პროფორიენტაციაზე. შეხვედრის შემდეგ თონეთის სკოლას საჩუქრად გადაეცა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოები.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტი "ცოდნა სწორი არჩევანიშთვის ესტუმრა კოდის სათემო განათლების ცენტრს სადაც მოინახულა მეგობარი პროექტი " დროებითი ფერადი სახლი და ჩაატარა შეხვედრა ადამიანის ძირითად უფლებებზე. ასევე ჩაატარა პატარა სავარჯოშო რომლის გამარჯვებულებსაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები, ხოლო კოდის სათემო განათლების ცენტრს საჩუქრად გადაეცა რამოდენიმე ეროვნულებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელო გადაეცათ.
Reply
rima4ka1@gmail.com ჩატარდა ტრენინგი ადამიანის ძირითად უფლებებზე და კონკურს-სავარჯიშო რომლის გამარჯვებ ულებსაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები. სავარჯიშოს ფარგლებში თითოეულმა ჯგუფმა შექმნა წარმოსახვითი სახელმწიფო და აირჩია ოთხი ადამიანის ძირითადი უფლება რომელც დააკანონა საკუთარ სახელმწიფოში. მონაწილეებს დაევალათ განემარტათ რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს 4 უფლება და არა სხვა რომელიმე.
Reply
rima4ka1@gmail.com პროექტ ცოდნა სწორი არჩევანისთვი" ფარგლებში ახალგაზრდებმა აირცჰიეს პოპულარული სოციალური და სამეცნიერო ტემები და გააკეთეს მათი პრეზენტაცია. ამ ტრენინგით ჩვენ ვცადეთ მონაწილეთა პრეზენტაბელურობისა და სხვა უნარჩვევების განვითარება. ამ ღონისძიებას და ესწრნენ ჩვენი მეგობარი პროექტის წარმომადგენლაბი "დროებითი ფერადი სახლიდან.
Reply
oqropiridze2003@gmail.com ,,დროებითი ფერადი სახლი" მონიტორინგზე: პროექტ ,,ცოდნა სწორი არჩევნისათვის" ფარგლებში ახალგაზრდებმა აქტიურად გამოიჩინეს ინიციატივა რომ ჩართულიყვნენ ამ პროექტში, ყველაფერი მოხდა დროულად და ხარისხიანად, რაც მთავარია პროექტის განხორციელებას არ შექმნია პრობლემები და შესაბამისად ამ პროექტში ჩართული ბენეფიციარები დარჩნენ კმაყოფილები. ჩვენ კი იქ ჩასულებს ბევრი აქტიური ახალგაზრდა ახალ-ახალი პრეზენტაციებით შეგვხვდა მადლობა მათ ასეთი ჩართულობისთვის.
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩტარდა მორიგი შეხვედრა პროექტ "ცოდნა სწორი არჩევანისთვის" ფარგლებში სადაც დაიგეგმა და გაიწერა პროექტის აქტივობები. სამწუხაროდ თეთრიწყაროს #2 სკოლის მოსწავლეებმა რომელთაც აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია მოცემული პროექტის შესახებ არ მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში. ამიტომ პროექტის ორგანიზატორები ვეძებთ სხვა სკოლას თეთრიწყაროს რეგიონის ფარგლებში რომელიც გამოიჩენს ინიციატივას იმონაწილეოს მოცემულ პროექტში.
Reply
maritsarelashvili@gmail.com მოხდა პროექტ "ცოდნა სწორი არჩევანისთვის" ფარგლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფლაერების გავრცელება.
Reply
maritsarelashvili@gmail.com დღეს სოფელ სამღერეთში ჩატარდა შეხვედრა პროექტ "ცოდნა სწორი არჩევანისთვის ფარგლებში" მოცემული სოფელი გამოირჩევა ეროვნული და რელიგიური სიჭრელით. ამ სოფელის მოსახლეობას წარმოადგენენ როგორც მუსულმანები ისე ქრისტიანები. სოფელში ცხოვრობენ სომხები, აზერბაჯანელები, აჭარლები. ტრენინგე ეხებოდა პროფ ორიენტაციას და მას ესწრებოდა 17 ბავშვი მე-10 მე-9 და მე-11 კლასიდან ასევე რამოდენიმე დაბალკლასელი. ფართი მოცემული შეხვედრისთვის გამოგვიყო სამღერეთის ნომერ #1 საჯარო სკოლამ. მოცემული შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია მოცემული პროექტის შესახებაც. შეხვდერის ბოლოს ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცათ ბლოკნოტები და კალმები. ასევე აქტურ ბვშვებს პროექტის ჭიქები, ხოლო სკოლას გადაეცა 5 სახელმძღვანელო 5 დისციპლინაში მოსამზადებლად. მოცემული სახელმძღვანელოები დარჩება სკოლის ბიბლიოთეკაში რათა ხელმისაწვდომი იყოს სკოლის თითოეული მოსწავლისთვის.
Reply
maritsarelashvili@gmail.com ჩატარდა პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან პროექტ "ცოდნა სწორი არჩევანისთვის" ფარგლებში. ამ შეხვედრაზე ახალგაზრდბს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის თემის და ეტაპების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდა 21 ახალგაზრდა. თითოეულმა გამოიჩინა სურვილი პროექტში ჩართულიყო. პროექტის შემდეგი შეხვედრა ჩატარდება სოფელ თონეთის სკოლაში უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სკოლის დირექციასთან ბავშვების მობილიზაციის და ოთახის დათმობის თაობაზე.
Reply
maritsarelashvili@gmail.com დღეს მოხდა პროექტ"ცოდნა სწორი არჩევანისთვის" ინვენტარის ჩამოტანა. ამ კვირიდან ვიწყებთ პროექტის აქტივობებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა "ორბელიანი საქართველოს" ამ შესაძლებლობისთვის.
Reply
maritsarelashvili@gmail.com პიველ რიგში მოგესალმებით. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო"-ს ასეთი შესაძლებლობისთვის და ჩემი პროექტის დაფინანსებისთვის. მოცემული პროექტი დაეხმარება აბიტურიენტებს სწორი წარმოდგენა შევუქმნათ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ შესაძლებლობებზე. ჩვენმა გუნდმა უკვე დაასრულა ინვოისების გადაგზავნა და ხვალ იგეგმება შეძენილი ნივთების წამოღება. აგრეთვე უკვე დაგეგმილი პირველი შეხვედრის თარიღიც ის ამ პარასკევს ჩატარდება. მე და ჩემი გუნდი, ძალიან ბედნიერები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი იდეის რეალიზაციის და ვიმედოვნებთ რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. ჩვენ ვეცდებით რომ მოცემულმა პროექტმა მაქსიმალურად კარგი შედეგები დადოს.
Reply
Nino Giorgadze გვიხარია ასეთი შედეგი. წარმატებები მარიამს და მთელ გუნდს <3
Reply