ეთნო-ბანაკი

გია ცერცვაძე
a
2784
Comments: 12
a

Goals

Problem statement:

-ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების სიმრავლით: სოფლები – ჩანტლისყურე, სარუსო და თივი დასახლებულია ლეკებით (ავარიელები/ხუნძები), სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ უდები, წიწკანაანთსერი კი ოსებითაა დასახლებული.
ზემოთ ჩამოთვლილ ეთნიკურ ჯგუფებს და ქართველ ხალხს ისტორიულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორის გავლენით ეს დამოკიდებულება თანდათან შესუსტდა. თემის წარმომადგენლები გაუცხოებულნი არიან ერთმანეთის მიმართ. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აზარალებს ახალგაზრდებს. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ითვლება კომუნიკაციის პრობლემა თემებს შორის. საგულისხმოა, რომ, უფროსი თაობებისგან განსხვავებით, ეთნიკური ჯგუფის ახალგაზრდა წარმომადგენლბი ბოლო პერიოდში ხშირად ერთვებიან ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში. ამის მაგალითებია: ,,შემოდგომის ფესტივალი"_სადაც ყველა აღნიშნულმა სოფელმა წარმოადგინა ხელნაკეთი ნივთები. ასევე გრძელვადიანი ერთობლივი სალექციო კურსი კვალიფიციურ ტრენერებთან ერთად და ა.შ.
მიუხედავად იმასა, რომ არსებობს, ინიციატივა და პრეცენდენტები ერთობლივი ღონიძიებებისა, ეს საკმარისი არ არის, თემთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. საჭიროა, უფრო მეტი და მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ჩატარება, რომელიც განამტკიცებს ურთიერთობებს ახალგაზრდებს შორის.

Proposed Solution:

-სოფელ ახალსოფლის განაპირა ტერიტორიაზე მოეწყობა საველე პირობების ბანაკი, რომელიც უმასპინძლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მაცხოვრებელ ახალგაზრდებს. შეირჩევიან წარჩინებული მოსწავლეები ახალსოფლიდან, ხოლო ეთნიკურად არაქართული სოფლებიდან - მასწავლებლების რეკომენდაციით და ბავშვების სურვილის მიხედვით. ბანაკი უმასპინძლებს ხუთ ნაკადს. თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა იქნება 4 დღე. პროექტში სულ ჩაერთვება 150-მდე ახალგაზრდა.
“ეთნო-ბანაკის“ პროგრამა ძირითადად მოიცავს კულტურულ-საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით ახალგაზრდების აქტიური დასვენების უზრუნველყოფას, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ყვარლის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტის პირდაპირი მოსარგებლეები იქნებიან პროექტში მონაწილე ექვსი სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდები და ზოგადად მთლიანი მუნიციპალიტეტი.

Sustainability:

-საჭირო რესურსების მოპოვების შემთხვევაში ახალსოფლის მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიაზე (“კოპალე“) 25 ივლისიდან - 21 აგვისტომდე (სულ 5 ნაკადი - 30-30 ბაშვი ერთ ნაკადზე) მოეწყობა საველე პირობების ბანაკი. ბავშვები დაიყოფებიან ჯგუფებად, მათ უხელმძღვანელებენ ლიდერები(გოგო-ბიჭი). ლიდერებს შეარჩევს "ახალსოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი" კვალიფიკაციის მიხედვით. ბანაკის ყველა სახის საორგანიზაციო საქმიანობაზე იზრუნებენ "ახალსოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის" წარმომაგდენლები (5 ორგანიზატორი). ახალგაზრდები გუნდების მიხედვით განაწილდებიან კარვებში.
აქტივობების განრიგი 4 დღის განმავლობაში:
დღე I: გაცნობა-დაბანაკება; საუზმე; გუნდებად დაყოფა (ლიდერების წარდგენა და გაცნობა); ბანაკის წესების ვალდებულებების გაცნობა; სადილი; საინფორმაციო ტრენინგი (ტოლერანტობაზე, ეკოლოგიაზე, უფლებებზე და ა.შ.); გუნდის შეხვედა და დღის შეფასება; ვახშამი; ლიდერიბის სიურპრიზი და ნომრების გაცნობა.
დღე I I : საუზმე; ჩანჩქერზე ასვლა; დასვენება - პიკნიკი; ჩამოსვლა ჩანჩქერიდან; თავუსუფალი დრო; გუნდების შეკრება; ტრენინგი ( ეკოლოგიურ პრობლემებზე); ვახშამი; დღის შეჯამება.
დღე I I I : საუზმე; გუნდების შეკრება; სპორტული აქტივობა; დასვენება; სადილი; თამაში (გემობანა); ვახშამი; კონცერტი (გუნდების ნომრების წარდგენა).
დღე IV: საუზმე; გასული დღეების შეფასება - ემოციების გაზიარება; სახლში დაბრუნება.
უსაფრთხოების მიზნით, ბანაკში მუდმივად იმუშავებს ექიმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მონაწილეთა ჯანმრთელობაზე და საჭიროების შემთხვევაში შეძლებს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას. პროექტის დასრულებისას ხელმძღვანელი მოამზადებს ანგარიშებს და წერილობით წარუდგენს დონორს, მუნიციპალიტეტის გამგეობას და ზოგადად მოსახლეობას.

Equal gender opportunity:

-ნაკადში შეირჩევიან თანაბარი რაოდენობის გოგონები და ბიჭები (15-15). ასევე კარვები გამოყოფილი იქნება ცალკე ბიჭებისა და გოგონებისთვის. გუნდში იქნება 10 ბავშვი: 5 -
გოგო და 5 - ბიჭი. საერთო ჯამში "ეთნო-ბანაკში" სულ მონაწილეობას მიიღებს 150 ახალგაზრდა. ეთნიკური და გენდერული ნიშნით რაოდენობა იქნება დაბალანსებული.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Hawking and Camping materials

საჭირო ინვენტარის შეძენა შეიძლება აღნიშნულ მაღაზიაში. ინვენტარის სია:
> 5-6 ადგილიანი 8 კარავი; (80ლ. X 8 ც. = 640 ლარი)
> 40 საძილე ტომარა; (50ლ. X 40ც. = 2000ლარი)
> 40 პარალონი. (15ლ. X 40ც. = 600ლარი)

ფასები მითითებულია დღევანდელი მონაცემებით (25/02/2018) და შეიძლება შეიცვალოს.

მაღაზია: “Tent.ge“

მის: თბილისი, სააკაძის მოედანი მიწისქვეშა გადასასვლელი N11

593761651; 551542249
3 240,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

gia cercvadze ეთნო-ბანაკს ბოლო დღეს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდისა და ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი-დავით ხახუტაშვილი სტუმრობდა. მან პირადად მოინახულა ბავშვები და საბანაკე ტერიტორია დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მნიშვნელოვანი და საინტერესო სტუმრები: ალექსი ფილფანი - წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი კვესიტაძე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი; დავით ყვენწაშვილი - ბიზნესმენი, ახალსოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მხარდამჭერი; იოსებ ხომერიკი -კატარში მოღვაწე ფეხბურთელი; იმედა სისაური - საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. სტუმრებმა ბანაკში მონაწილე ბავშვებს სიგელები გადასცეს და ორგანიზატორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცეს.
Reply
gia cercvadze მესამე დღეს დილიდან მონაწილე გუნდებს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ეთნო-ბანაკი 2018“ გადაღება დაევალათ. მათ უნდა გადეღოთ 5-7 წუთიანი ფილმი, სადაც აღწერდნენ ბანაკის სიტუაციას, შთაბეჭდილებებს და ა.შ. დღის ბოლოს გუნდების მიერ გადაღებული ფილმების პრეზენტაცია გაიმართა. ბანაკს სტუმრობდა ქ-ნი ელენე ნოდია, რომელმაც ბავშვებთან ერთად ერთი საღმო გაატარა. კოცონით, შთბეჭდილებების ყუთის გახსნით, გიტარასა და ფანდურზე სიმღერით, ცეკვითა და ემოციების გაზიარებით დასრულდა მესამე დღე.
Reply
Nino Giorgadze წარმატებები მთელ გუნდს !!!!
Reply
gia cercvadze მეორე დღეს, ეთნო-ბანაკი 2018-ის მონაწილეებმა მოინახულეს ახალსოფელში მიმდინარე ჰესის მშენებლობა და ინფორმაციული შეხვედრის შემდეგ, გაიგეს მისი მნიშვნელობა. საველე ბანაკში მოხალისედ მუშაობდა ექიმი -ნანა აჭაიძე, რომელმაც მონაწილეებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა . თეორიული ცოდნის გამოყენება ბავშვებს ველურ პირობებში მოუწიათ. გუნდებს დაევალათ პირველადი დახმარების გაწევა ტყეში ფეხმოტეხილი ადამიანისთვის. მათ დაამზადეს საკაცეები და შესაბამისი დახმარება გაუწიეს თავიანთ თანაგუნდელს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელმაც უფრო სწრაფად და სწორად გაართვა თვი დაკისრებულ მოვალეობას. დღის ბოლოს გუნდებს შორის მუსიკალურ-შემოქმედებითი კონკურსი გაიმართა.
Reply
gia cercvadze აქტივობებში.პირველ დღეს მონაწილეების ჯგუფებში ფორმირება, ბანაკის წესებისა და ლიდერების გაცნობა მოხდა. მათ გადაეცათ სხვადსხვა ფერის მაისურები. მას შემდეგ რაც 4 სხვადსხვა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, დღის ბოლოსთვის მათ მოსამზადებელი ჰქონდათ გუნდის სახელი, შეძახილი, გერბი და ნომერი, რომელზეც დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შუალედში ახალგაზრდებს ვესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში და ისტორიაზე. საღამოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი სპორტულ შეჯიბრებში ,,ორდროშაობა“ და ,,ფრენბურთი“.დღის ბოლოს თითოეულმა გუნდმა თავისი სახელი, შეძახილი, გერბი და თეატრალური/საცეკვაო/იუმორისტული/ მუსიკალური ნომერი წარმოადგინა.
Reply
gia cercvadze აქტივობებში.პირველ დღეს მონაწილეების ჯგუფებში ფორმირება, ბანაკის წესებისა და ლიდერების გაცნობა მოხდა. მათ გადაეცათ სხვადსხვა ფერის მაისურები. მას შემდეგ რაც 4 სხვადსხვა ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი გაიცნეს, დღის ბოლოსთვის მათ მოსამზადებელი ჰქონდათ გუნდის სახელი, შეძახილი, გერბი და ნომერი, რომელზეც დღის განმავლობაში მუშაობდნენ. შუალედში ახალგაზრდებს ვესაუბრეთ ეთნიკურ უმცირესობებზე, მათ ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში და ისტორიაზე. საღამოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი სპორტულ შეჯიბრებში ,,ორდროშაობა“ და ,,ფრენბურთი“.დღის ბოლოს თითოეულმა გუნდმა თავისი სახელი, შეძახილი, გერბი და თეატრალური/საცეკვაო/იუმორისტული/ მუსიკალური ნომერი წარმოადგინა.
Reply
gia cercvadze 30 ივლისს ეთნო-ბანაკი 2018 დაიწყო და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ბანაკი ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, ავარიელი და უდი ბავშვების, ინტეგრაციას ემსახურებოდა ჩვენს საზოგადეობაში. საველე ტიპის ბანაკში სულ 6 სოფლის 40-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომელთაც სხვადასხვა თემებზე ტრენინგები უტარდებოდათ, სპორტულ, გასართობ, სალაშქრო და კულტურული აქტივობებში იყვნენ ჩართულები. ,,ეთნო-ბანაკი 2018” ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც კარვები, საძილე ტომრები და პარალონები შევისყიდეთ. აღნიშნულ ბანაკს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა ყვარლის მერიამ გამოუცხადა . ბანაკის კვება უზრუნველყო რესტორნებმა ,,შატო ყვარელი“ და ,,როილ ბატონი“. ფინანსური მხარდაჭერა გამოხატა რესტორან ,,ყვარლის ტბის“ მენეჯერმა - ზაზა ხუციშვილმა . ბანაკის აღჭურვილობა და მის განსახორციელებლად საჭირო რესურსები ,,ახალსოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრმა“ , ხოლო მარკირებული მაისურების დაბეჭვდა ,, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა“ უზრუნველყო. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და ღირებული იყო პროექტის განსახორციელებლად . ,,ეთო-ბანაკი 2018“-ში ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტების ჯგუფი იყო ჩართული, რომელთც ლიდერების ამპლუა მოირგეს. ბანაკში მოხალისეობრივად 12-მდე ახალგაზრდა და ცენტრის ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას. ეთნო-ბანაკში მონაწილე 40-მდე ბავშვი ჩართული იყო საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში
Reply
Nino Giorgadze მიმდინარეობს ეთნო ბანაკისთვის მზადების პროცესი.
Reply
info.akhalsopeliyouth@gmail.com ორშაბათს მოხდა ყვარლის გამგებელთან, ბატონ როსტკმ სესიაშვილთან, შეხვედრა ვისაუბრეთ ჩვემს პროექტზე და მის მნიშვნელობაზე ბატონ როსტმს ძალიან მოეწონა ჩვენი პროექტი და დაგვპირდა რომ გამგეობა ყველანაირად გვერში დაგვიდგებოდა დაგვიიფინანსებდა საკვები პროდუქტებისთვის საჭირო თანხევბს (რომელიც ჩვენ ვთხოვეთ) და თუ დაგვჭირდებოდა ასვე დაგვეხმარებოდა ტრანსპორტითაც ბავშვების გადასაყვანათ
Reply
info.akhalsopeliyouth@gmail.com ოთხშაბათს თექვსმეტ მაისს მოხდა ჯგუფის წევრების შეკრება სადაც გაიწერა: დღის გეგმა, საკვები პროდუქტების მოცულობა და სახეობსბი, განვიხილეთ საკვები პროდუქტებით დაფინანსების ყველა შესაძლო ალტერნატივა ორშაბათს ოდაერთ ივნისს გვაქვს შეხვედრა ყვარლის გამგებელროსტომ სესიაშვილთან რათა გაარკვიოთ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ ვენთვის
Reply
info.akhalsopeliyouth@gmail.com მოთხოვნილი პროდუქტი ნაყიდია და დასაწყობებულია
Reply
გია ცერცვაძე ფოტოებზე მოცემულია საბანაკე ადგილი
Reply