ჩხირკედელა

pati shavadze
a
2634
Comments: 10
a

Goals

Problem statement:

-თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ თეთრიწყაროში, ადგილობრივებისგან აუცილებლად მოისმენდით გულისტკივილს ჩვენი მუნიციპალიტეტის შესახებ საზოგადოებაში არსებული მცირე და სამწუხაროდ არაზუსტი ცოდნის შესახებ. ხშირ შემთხვევაში თეთრიწყარო წარმოუდგენიათ კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტად. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში დღეს არსებული ტურისტთა საკმაოდ დიდი ნაკადის მიუხედავად ( რა თქმა უნდა გარკვეულ ლოკაციებზე - ბირთვისი, სამშვილდე, ალგეთის ეროვნული პარკი, ფიტარეთის და გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი, კლდეკარი და სხვ.) ხშირ შემთხვევაში ტურისტებისთვის უცნობი რჩება რომელ მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ ადგილზე არ იქმნება პროდუქტი, თუნდაც სუვენირის სახით, რომელიც თავის მხრივ, არის ერთ-ერთი კარგი საშუალება ცოდნის გავრცელების და ადგილის პოპულარიზაციის.

Proposed Solution:

-ჩვენი იდეაა გამოვიყენოთ მუნიციპალიტეტში არსებული, ბევრისთვის უცნობი, თუმცა საინტერესო სახელწოდებების მქონე ლოკაციები მაგ.: ციყვების პარკი, დათვების ტყე, მგლის კარი და სხვ. რომელთა ხშირი გაჟღერება ჰეშთეგით პირობითად #ციყვებისპარკი #მემივდივართეთრიწყაროში გამოიწვევს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა მხოლოდ საინტერესო სახელწოდებები ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, ამიტომ ჩვენმა გუნდმა იფიქრა ამ ლოკაციებზე საინტერესო და მიმზიდველი ატრაქციების მოწყობაზე. ქ. თეთრიწყაროში მდებარე ციყვების პარკში გვინდა ხეებზე ციყვების ფერადი სახლების განთავსება. რაც გარდა იმისა, რომ გაალამაზებს პარკის ინფრასტრუქტურას, ამასთან ციყვებზე დაკვირვების პროცესი იქნება ბევრად უფრო მარტივი. მიიზიდავს ბევრ დამთვალიერებელს განსაკუთრებით ბავშვებს. პარკში სეირნობა გაჯანსაღებასთან ერთად გახდება შემეცნებითი. ასევე ვფიქრობთ ქალაქში და სხვა საინტერესო ლოკაციებზე მიმართულების მაჩვენებელი ნიშნულების დამზადება-განთავსებას (ადგილობრივ თვითმმართველობასთან, საგზაო დეპარტამენტთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით - საწყის ეტაპზე შეირჩევა 10 ლოკაცია). მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება შესაბამის დაწესებულებებთან. იდეის განსახორციელებლად გვესაჭიროება ხის დასამუშავებელი მანქანა დანადგარები, საღებავები და წვრილმანი ხელსაწყოები, რომელთა გამოყენებით გუნდის წევრები მოხალისეობრივად დავამზადებთ ყველა პროდუქტს. ასევე მოხალისეობრივად მოვახდენთ ადგილზე განთავსებას და Fcebook გვერდის აქტიური გამოყენებით თითოეული აქტივობის გაშუქებას და შერჩეული ლოკაციების პოპულარიზებას.

Sustainability:

-გასათვალისწინებელია, რომ გუნდში გვყავს წევრები, რომლებსაც აქვთ ხეზე მუშაობის გამოცდილება. ერთ-ერთი 45 წლამდე მამაკაცი ამ სფეროში გამოცდილი ადამიანია და შეძლებს ამ საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს გადასცეს თავისი ცოდნა. გუნდში გვყავს პროფესიით ხატმწერი, რომელიც ხის ზედაპირის მხატვრულ დამუშავებასა და სხვადასხვა ფორმის თარგების გამოყვანაში მიიღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი არ არის ერთჯერადი ხასიათის, დაფინანსების შემთხვევაში შეძენილი ნივთები დარჩება თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის გაგრძელებას. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ცენტრის ბაზაზე დაფუძნდეს სოციალური საწარმო, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, კერძოდ ხისგან დამზადდება სხვადასხვა სახის პროდუქტი - სუვენირები, სათამაშოები და სხვ. და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ხატვის კონკურსი შშმ ბავშვებისთვის, რომელთა მიერ ხის მცირე ზომის დაფებზე შექმნილ კომპოზიციებს გადავაქცევთ ფაზლებად და შევთავაზებთ მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო ბაღებს.

Equal gender opportunity:

-ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტით იქნება გათვალისწინებული არის თანაბარი შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა. საინიციატივო ჯგუფში წარმოდგენილი არიან როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. გვყავს ზრდასრული წევრები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, იგპ და ეკომიგრანტის სტატუსის მქონე წევრები. განხორციელების სხვადასხვა ეტაპებზე ჩაერთვებიან შშმ პირები.შედეგით თანაბრად ისარგებლებს

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Wooden materials

0.2 კუბი

eliavaze.ge

თბილისი, აგლაძის ქუჩა

+995 599 71 10 85
120,00 ₾
paints

14 ქილა (1 ქილა 2,7 კგ) ზეთის საღებავები

დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
154,00 ₾
Glue

მცირე სამუშაოების შესასრულებლადდ წებოს პისტოლეტი

დომინო

კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის 2

(+995 32) 2 50 50 50
45,00 ₾
სარჩილავი

ხის ზედაპირის გასაფორმებლად

დომინო

თბილისი, კახეთის გზატკეცილი, თვალჭრელიძის #2 East Point

(+995 32) 2 50 50 50
40,00 ₾
Machinery

ბეწვა ხერხი ,,ლობზიკი" - 169 ლ
ელ. ბურღი ,,დრელე"- 199ლ
ფრეზი - 102ლ
ბორმანქანა - 122ლ
ცირკული ხერხი - 347ლ

გორგია

თბილისი, წერეთლის #140

(+995) 322 960 960
939,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

pati shavadze ჩხირკედელური ფოტოამბები თეთრიწყაროდან 🌿🌲
Reply
pati shavadze მოგესალმებით ^_^ ჩხირკედელა აგრძელებს საქმიანობას...17 აგვისტოს ვეწვიეთ მეგობარ პროექტს ,,ტყის მეგობარი". მოვინახულეთ სანერგე ტერიტორია, მოხალისეობრივი საქმიანობაც არ დავიშურეთ, მივიღეთ მონაწილეობა ღობის შეღებვის სამუშაოებში. გავეცანით ალგეთის ეროვნული პარკის საქმიანობას ასევე, გავიგეთ ამბები მუნიციპალიტეტის ბიომრავალფეროვნების და პროექტის ,,ტყის მეგობარი" მიზნებისა და მომავალი/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. გვახარებს ბევრი ,,მწვანე ამბავი" თეთრიწყაროში ^_^
Reply
Nino Giorgadze ყოჩაღები ხართ ძალიან!!!
Reply
pati shavadze დღეს კიდევ ერთი საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა, თავდაუზოგავად ვიჩხირკედელავეთ :)) მზა სახლებს მალე განვათავსებთ ციყვების პარკში და გადავალთ მეორე ეტაპზე, მიმართულების ნიშნულების დამზადებაზე :))
Reply
Nino Giorgadze რა ლამაზებია <3
Reply
pati shavadze ჩხირკედელას ეწვია მეგობარი პროექტის ,,კლიმატური ცვლილებების ეფექტი გარემოზე" წარმომადგენელი ^_^ მივიღეთ სასრგებლო რჩევები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენთან მიმდინარე ამბები და ღიმილიანი ფოტოც არ დავიშურეთ ^_^
Reply
pati shavadze პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში მიმდინარეობს ციყვების სახლების ,,მშენებლობა". საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა 8 ივნისის სამუშაო შეხვედრამ ^^ შემდეგი სამუშაო შეხვედრა შედგება 12 ივნისს.
Reply
pati shavadze პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში მიმდინარეობს ციყვების სახლების ,,მშენებლობა". საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა 8 ივნისის სამუშაო შეხვედრამ ^^ შემდეგი სამუშაო შეხვედრა შედგება 12 ივნისს.
Reply
pati shavadze მოგესალმებით, პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში 3 ივნისს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის, დაგეგმილი ღონისძიებების და შეძენილი იარაღების გამოყენების შესახებ. წარმატებული აღმოჩნდა პირველი მცდელობა ხის მეორადი მასალით ღია კარადის შექმნის ^_^ პარასკევს, 8 ივნისს დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა :)
Reply
pati shavadze მოგესალმებით :) ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველოს" პროექტ ,,ჩხირკედელას" დაფინანსებისა და კომფორტული თანამშრომლობისთვის ^_^ პროექტის ფარგლებში უკვე შესყიდულია ყველა საჭირო მასალა ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობას მიემართა შეთანხმების წერილით, შერჩეულ ლოკაციებზე ციყვების სახლების და მიმართულებების მანიშნებლებიანი ბოძების განთავსების შესახებ. უახლოეს მომავალში იგეგმება გუნდის მობილიზება და ციყვების სახლების ,,სამშენებლო სამუშაოების" დაწყება ^_^ აქვე გეტყვით, რომ ციყვები მოუთმენლად ელოდებიან ჩვენს გამოჩენას :))
Reply