ჩხირკედელა - All Activity

pati shavadze commented

ჩხირკედელური ფოტოამბები თეთრიწყაროდან 🌿🌲

Nino Giorgadze commented on comment : pati shavadze at: 27 აგვისტო, 2018 08:03 a.m.

ყოჩაღები ხართ ძალიან!!!

Nino Giorgadze commented on comment : pati shavadze at: 27 აგვისტო, 2018 08:03 a.m.

რა ლამაზებია <3

pati shavadze commented

მოგესალმებით ^_^ ჩხირკედელა აგრძელებს საქმიანობას...17 აგვისტოს ვეწვიეთ მეგობარ პროექტს ,,ტყის მეგობარი". მოვინახულეთ სანერგე ტერიტორია, მოხალისეობრივი საქმიანობაც არ დავიშურეთ, მივიღეთ მონაწილეობა ღობის შეღებვის სამუშაოებში. გავეცანით ალგეთის ეროვნული პარკის საქმიანობას ასევე, გავიგეთ ამბები მუნიციპალიტეტის ბიომრავალფეროვნების და პროექტის ,,ტყის მეგობარი" მიზნებისა და მომავალი/დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. გვახარებს ბევრი ,,მწვანე ამბავი" თეთრიწყაროში ^_^

pati shavadze commented

დღეს კიდევ ერთი საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა, თავდაუზოგავად ვიჩხირკედელავეთ :)) მზა სახლებს მალე განვათავსებთ ციყვების პარკში და გადავალთ მეორე ეტაპზე, მიმართულების ნიშნულების დამზადებაზე :))

pati shavadze commented

ჩხირკედელას ეწვია მეგობარი პროექტის ,,კლიმატური ცვლილებების ეფექტი გარემოზე" წარმომადგენელი ^_^ მივიღეთ სასრგებლო რჩევები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენთან მიმდინარე ამბები და ღიმილიანი ფოტოც არ დავიშურეთ ^_^

pati shavadze commented

პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში მიმდინარეობს ციყვების სახლების ,,მშენებლობა". საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა 8 ივნისის სამუშაო შეხვედრამ ^^ შემდეგი სამუშაო შეხვედრა შედგება 12 ივნისს.

pati shavadze commented

პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში მიმდინარეობს ციყვების სახლების ,,მშენებლობა". საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა 8 ივნისის სამუშაო შეხვედრამ ^^ შემდეგი სამუშაო შეხვედრა შედგება 12 ივნისს.

pati shavadze commented

მოგესალმებით, პროექტ ,,ჩხირკედელას" ფარგლებში 3 ივნისს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. დაინტერესებულ პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის, დაგეგმილი ღონისძიებების და შეძენილი იარაღების გამოყენების შესახებ. წარმატებული აღმოჩნდა პირველი მცდელობა ხის მეორადი მასალით ღია კარადის შექმნის ^_^ პარასკევს, 8 ივნისს დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა :)

pati shavadze commented

მოგესალმებით :) ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველოს" პროექტ ,,ჩხირკედელას" დაფინანსებისა და კომფორტული თანამშრომლობისთვის ^_^ პროექტის ფარგლებში უკვე შესყიდულია ყველა საჭირო მასალა ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობას მიემართა შეთანხმების წერილით, შერჩეულ ლოკაციებზე ციყვების სახლების და მიმართულებების მანიშნებლებიანი ბოძების განთავსების შესახებ. უახლოეს მომავალში იგეგმება გუნდის მობილიზება და ციყვების სახლების ,,სამშენებლო სამუშაოების" დაწყება ^_^ აქვე გეტყვით, რომ ციყვები მოუთმენლად ელოდებიან ჩვენს გამოჩენას :))