ზებრახაზი! იმოძრავე უსაფრთხოდ!

mziajavshanashvili@gmail.com
a
2068
Comments: 17
a

Goals

Problem statement:

-გზებზე უსაფრთხო გადაადგილება ქვეითებისთვის დღეს ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. განსაკუთრებით ეს იგრძნობა ცენტრალურ გზებზე, სადაც უამრავი მანქანა მოძრაობს მთელი დღის განმავლობაში, თითქმის უწყვეტად. გვაქვს სამწუხარო სტატისტიკაც იმის, თუ რამდენი ადამიანის სიცოცლხე შეეწირა ამ პრობლემას. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე ბევრი აქციაც ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და გამოხმაურებადი აქცია იყო ზებრა ხაზების მოხატვის იდეა და საქართველოს ბევრი ქალაქი შეურთდა ამ აქციას. ეს პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას ლაგოდეხშიც. არ არსებობს შუქნიშნები, ხოლო არსებული ზებრა ხაზები თითქმის შეუმჩნეველია და ხშირია მძღოლების მზრიდან მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითთა მიმართ. ძალიან ხშირ შემთხვევაში ქვეითებს გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადასასვლელად საკმაო ხანს უწევს ლოდინი.
აღნიშნულ პრობლემას ამძაფრებს ჩვენი მენტალობა, რაც განპირობებლია დაბალი ცნობიერებით.

Proposed Solution:

-რათქმაუნდა ჩვენი ინიციატივა ბოლომდე ვერ აღმოფხვრის ამ პრობლემას, რადგან კანონმორჩილება ჩვენს მოქალაქებშიი, სამწუხაროდ დაბალია. ჩვენი სურვილია, რომ მოვხატოთ ზებრა ხაზი, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხში, ცენტრალურ გზაზე, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო გზაჯვარედინი და მთელი დღის განმავლობაში მოძრაობს უამრავი მანქანა გზაჯვარედინის ოთხივე მიმართულებით, ამ ზებრახაზით კი სარგებლობენ 2 სკოლის მოსწავლეეები და ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ზებრახაზის მოხატვა უფრო მეტად წაახალისებს ქვეითებს, რომ დაიცვან უსაფრთხო მოძრაობის წესები, ხოლო მძღოებისთვის კი ეს იქნება ფერადი გზავნილი, რომლიც კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ ვალდებულებას ქვეითებთან მიმართებაში.
ზებრა ხაზის მოხატვის პარალელურად ჩატარდება აქცია უსაფრთხო მოძრაბის წესებთან დაკავშირებით. აქციის ფარგლებში დაიბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც გადაეცემათ როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს, რაც გარკვეულწილად აამაღლებს მათ ცნობიერებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.

Sustainability:

-პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, გაკეთებული ზებრახაზი წლების განმავლობაში მიიქცევს არაერთი მძღოლის და ქვეითის ყურადღებას, რაც გახდება საწინდარი უსაფრთხი მოძრაობისა.

Equal gender opportunity:

-დათვლა იმისა თუ რამდენად იქნება დაცული გენდერული ბალანსი ამ პროექტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა, შეუძლებელია. თუმცა თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გენდერული პროექტი, რომლიც არ აკეთებს აქცენტს არც ერთ სქესზე და პირიქით, ორივე სქესის წარმოადგენლებს თანაბდრად მოუწოდებს გახადონ მოძრაობა უსაფრთხო.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Asphalt paint

ასფალტის საღებავი, NOVOPOX LP გვესაჭირეოება 3 ფერის - თეთრი, წითელი და ლურჯი. თეთრი ფერი გვჭრდება 2 ცალი, წითელი და ლურჯი თითო-თითო. ერთი ცალის ღირებულებაა 240 ლარი, სულ ჯამში 960 ლარი.

Tikkurila

ქ.თბილისი, სააკაძის I შესახვევი №1.

+995 32 2385401
960,00 ₾
Cartridge

კარტრიჯი - კოდი:CE278A შტრიხკოდი:6942937500267 ბრენდი:Helio, ფასი 29,41

საკანცელარიო მაღაზია geosm.ge

ქ.თბილისი, მ. ასათიანის ქ. 14

+995 32 2729119
29,41 ₾
Brushes

6 ცალი ფუნჯი (კატოკი). თითო ფუნჯის ღირებულება 12 ლარი.

დათო შარმიაშვილი

ქ.ლაგოდეხი, თავისუფლების ქ.№1

+995 579 070375
72,00 ₾
Solvents

8 ცალი გამხსენლი. ერთი გამხსენლის ღირებულება 10 ლარი.

დათო შარმიაშვილი

ქ.ლაგოდეხი, თავისუფლების №1

+995 579 070375
80,00 ₾
Color sheets

ფერადი ფურცლები, A4 250 ფურცელი სისქე: 80გ/მ² კოდი:855 შტრიხკოდი:8993282376500, 2 შეკვრა. 1 შეკვრის ღირებულება 9 ლარი.

საკანცელარიო მაღაზია geosm.ge

ქ.თბილისი, მ.ასათიანი ქ. №14

+995 32 2729119
18,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

mziajavshanashvili@gmail.com აი ასე გამოიყურება საბოლოოდ ჩვენი ნამუშევარი.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com ფერად ფურცლებზე, რომელიც შევიძინიეთ პროექტის ფარგლებში, დავბეჭდეთ ზებრა ხაზის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ფოტო. მოხატვის პროცესის პარალელურად, ასევე ვუწევდით პოპულარიზაციას ზებრა გადასასვლელს ამ ფოტოს დახმარებით.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოხატვის პროცესი. ამერიკელი მოხალისე ნიკი, ცოდნის კაფის პროექტის იდეის ავტორი.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოხატვის პროცესი
Reply
mziajavshanashvili@gmail.com ჩვენი ყველაზე პატარა მოხალისე, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც მთელი დღე ჩვენს გვერდით იყო და რამდნეიმე ნახატის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოხატვის პროცესი
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი პროექტის მთავარი იდეა-ქვეითთა გადასასველელის მოხატვა, დღეს განხორციელდა. სამუშაოები დავიწყეთ 11 საათზე და ყველაფერი დასრულდა 5 საათისთვის. მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოხატვის პროცესში, ასევე ჩაერთვნენ ადამიენბი, რომლებიც შემთხვევით მოხვდენ იმ ადგილზე და დიდი მონდომებით მუშაობდნენ. ხატვის პროცესში, რამდენჯერმე გვესტუმრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ჯონდო მდივნიშვილი, ასევე ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ბ-ნი გიორგი კლიმიაშვილი, რომელმაც ჩვენი თხოვნით დილიდან გადაკეტა ის ქუჩა, სადაც ვხატავდით და დღეს მთელი დღე გადაკეტილი იქნება, რომ საღებავები გაშრეს და ნახატები არ დაზიანდეს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პროექტის მეგობარი პროექტების მონაწილეებს-ქეთი მოლაშვილს, მარიამ ბუშელაშვილს, მარიამ ოსიაშვილს და ამერიკელ მოხალისეს ნიკის (გვარი არ ვიცი), რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ და ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ნახატების შექმნაში. და რათქმაუნდა უდიდესი მადლობა, კიდევ ერთხელ მინდა გადავიხადო ფონდ ორბელიანს ამ შესაძლებლობისთვის და ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის, რომ ლაგოდეხშიც ყოფილიყო მოხატული ქვეითთა გადასასველელი.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com 14 ივნისს, 11 საათიდან ვიწყებთ მოხატვას. ადამიანური რესურსი, საჭირო მასალები ყველაფერი მზად გვაქვს. ასევე ველოდებით დამეგობრებული პროექტების წარმომადგენლებს - წნორიდან და ენისელიდან, მონიტორინგზე.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com დღეს ვესტუმრე სოფელ ენისელს, პროექტ ,, განათლებული თაობა უკეთესი მომავლისათვის" მონიტორინგის მიზნით. მოვისმინე პროექტის განვლილი გზა დაწყებიდან დღემდე, მიმდინარე და სამომავლო აქტივობები. ასევე გავაცანი ჩემი პროექტის მდგომარეობა, როგორ მოვედით აქამდე და რას ვაპირებთ სამომავლოდ. გავუზიარეთ გამოცდილება ერთმანეთს და მივეცით საჭირო რჩევებიც.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com დღეს ვესაუბრე ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს და გაირკვა, რომ კახეთის სამხარეო პოლიცია არ გვაძლევს ნებართვას მოვხატოთ კონკრეტულად ის ზებრა ხაზი (მიზეზბი იხილეთ წინა კომენტარებში). ამის შემდეგ ისევ მივმართე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მერს, ბ-ნ კონდო მდივნიშვილს, რომ მოეცათ ნებართვა მოგვეხატა შიდა გზაზე არსებული გადასასველელი, რომელიც მდებარებს ქ.ლაგოდეხის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე. ისევ თავიდან დამაწერინეს განცხადება, რადგან სხვა ადგილზე ვითხოვდი მოხატვის ნებართვას (იხ.ფოტო). ასევე პირადად ვესაუბრე, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს და შემპირდა რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა მოხატვასთან დაკავშირებით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მოვხატავთ 14 ივნისს, ხუთშაბათს, რადგან ბოლო 2 კვირაა ყოველ ღამე წვიმს ლაგოდეხში (მხოლოდ წუხელის არ უწვიმია :) ), ხუთშაბათს კი, ამინდის პროგნოზი მზიან ამინდს აჩვენებს. განცხადების დაწერის შემდგომ (ახალი ადგილის მოთხოვნით), პირადად ვესაუბრე ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს, ავუხსენი მდგომარეობა, მივიღე სიტყვიერი თანხმობა და სრული მხარდაჭერა (სანამ მერია მიმართავს წინასწარ მაინც გავესაუბრე). მითხრა, რომ არანაირი პორბლემა არ იქნება ზემოთ აღნიშნული ადგილის მოხატვის და მთელი დღის განმავლობაში ლაგოდეხის პოლიცია გადაკეტავს იმ ქუჩას, სადაც ეს გადასასველილი მდებარეობს, რომ მოხატვის პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შეგვექმნას.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მერიაში დამაწერინეს განცხადება მერის სახელზე (იხ.თანდართული ფოტო ). ჩემი განცხადების საფუძველზე მათ მიმართეს ლაგოდეხის პოლიციას ნებართვის მოსაპოვებლად. ამის მერე, დამიკავშირდა ლაგოდეხის პოლიციის უფროსი ბ-ნი გიორგი კლიმიაშვილი და ამიხსნა არსებული მდგომარეობა, რომ გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის და ნებართვა უნდა გასცეს კახეთის სამხარეო პოლიციამ. ასევე, მიესალმა ინიციატივას და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. საუბარში აღნიშნა, რომ შიდა გზაზე, ნებისმიერ ქვეითთა გადასასვლელეზე, იმავე დღეს მოგვცემდა მოხატვის ნებართვას, მაგრამ რადგან ეს ადგილი წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის ტრასის მონაკვეთს მას არ აქვს ნებართვის გაცემის უფლება.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო! მოკლედ მოგიყვებით ყველა იმ ეტაპზე, რაც აქამდე გამოიარა პროექტმა. საჭირო საღებავები შევიძინეთ გორგიასა და ბრიკორამაში, სპეციაური ასფალტის საღებავები, რომელიც არის შეზღუდული ფერები - წითელი, ყვითელი,თეთრი და შავი, იქიდან გამომდინარე, რომ საგზაო ნიშნების დატანა ასფლატზე ამ ძირითადი ფერებით ხდება. შემდგომ უკვე მივმართე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს - ბ-ნ ჯონდო მდივნიშვილს, რომ გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა მოეცათ მოხატვის ნებართვა. ძალიან მოიწონა იდეა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს. აღნიშნა, რომ თავადაც სურდა ზებრა ხაზის მოხატვა ლაგოდეხში. ის ზებრა ხაზი, რომლის მოხატვაც ჩენ გვინდა მდებარებს ცენტრალურ გზაზე. ეს გზა არის საერთაშორის მნიშვნელობის, რომელიც მიდის ქვეყნის სახელმწიფო საზღვრამდე (აზერბაიჯანის საზღვართან) და აქ ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილდებიან თურქეთიდან აზერბაიჯანში მიმავალი ტრაილერები და პირიქით.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით! გუშინ საღამოს ჩამოვიტანე ყველა საჭირო მასალა ლაგოდეხში რაც შევიძინეთ. ველოდებით ამინდების გაუმჯობესებას, რომ მოვხატოთ ზებრახაზი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფონდ ,,ორბელიანი საქართველოს" ამ შესაძლებლობისთვის.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით მეგობრები! დღეს ვესაუბრე ქ.ლაგოდეხის პოლიციის უფროსს ბ-ნ გიორგი კლიმიაშვილს. ამიხსნა, რომ ის ზებრა ხაზი რომლის მოხატვაც გვინდა არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, ამიტომ ასე მარტივად არ ხდება ნებართვის გაცემა. სამომავლოდ რაიმე უბედური შემთხვევა რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ნებართვის გამცემს, ასევე მომხატავს. დამპირდა, რომ უახლოეს მომავალში დეტალურად გაივლის კახეთის სამხარეო პოლიციასთან აღნიშნულ საკითხს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ზებრა ხაზი მოიხატოს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ამ ზებრა ხაზის მოხატვა, გვეძლევა ნებართვა რომ ქ. ლაგოდეის ნებისმიერ შიდა ქუჩაზე მოვხატოთ ზებრახაზი.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით მეგობრებო, გუშინ ჩამოვიტანე ლაგოდეხში ფერადი ფურცლები და კარტრიჯი. ორშაბათის კვირაში ვაპირებ დავბეჭდო უსაფრთხო მოძრაობის და ზებრა ხაზის პოპულარიზაციის შემცველი ინფორმაცია და გამოვაკრა ლაგოდეხის ქუჩებში. მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე დაწერილი მაქვს განცხადება ნებართვის მისაღებად და ველოდები პასუხს.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com 7 მაისს შევხვდი ქ.ლაგოდეხის მერს ბ-ნ ჯონდო მდივნიშვილს. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს და მზად არის ყველანაირი დახმარებისთვის რაც საჭირო იქნება. ოფიციალურ წერილს გაგზავნიან საგზაო დეპარტამენტში. პასუხის მიღებისთანავე გადავალთ აქტიურ მოქმედებებზე. სამწუხაროდ, ფოტოებს ვერ ვტვირთავ დიდი მოცულობის გამო.
Reply
mziajavshanashvili@gmail.com მოგესალმებით! გასულ კვირას ყველა მაღაზიებიდან გავაგზავნე ინვოისები. ზოგიერთი პროდუქცია არ ჰქონდათ ადილზე, როგორც კი ჩამოვა შემატყობინებენ და ყველაფერს ერთად წამოვიღებ.
Reply