თეატრი - ხედვის სკოლა

tarielashvilirati@gmail.com
a
1648
Comments: 2
a

Goals

Problem statement:

-წლებია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებდა თეატრი. მიუხედავად ამ სამწუხარო რეალობისა, ხელოვნების სიყვარულმა თავისი შედეგი გამოიღო და საბედნიეროდ სულ რაღაც ერთი წლის წინ კულტურის ცენტრის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო თეატრი ,,გარისი“, რომელიც აერთიანებს 40-მდე ნიჭიერ, შეომისმოყვარე და აქტიურ ახალგაზრდას, მათ შორის ვართ იგპ-ები ქურთიდან და ერედვიდან, ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან და სხვანეთიდან, ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. ამ მცირე ხნის განმავლობაში ხელმძღანელების და პატარა მსახიობების თავდაუზოგავი შრომით, რთულ სამუშაო პირობებში შედგა სამი თეატრალური დადგმა, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა ადგილობრივ თემში. სამწუხაროა, რომ თეატრს არ გააჩნია სათანადო მასალები, კერძოდ კოსტუმები და დეკორაციები. კულტურის ცენტრი ფინანსების არქონის გამო ვერ ახერხებს ჩვენთვის საჭირო და აუცილებელი მასალების შეძენას. კოსტუმების და დეკორაციების არქონა ამცირებს სპექტაკლის მიმზიდველობას და ხარისხს.

Proposed Solution:

-თეატრის წევრებს გაგვიჩნდა იდეა თქვენი დახმარებით შევიძინოთ ქსოვილები და წვრილმანი აქსესუარები, რომლებისგანაც ჩვენი მშობლების და მეგობრების მოხალისეობრივი საქმიანობით დამზადდება საბავშვო თეატრ გარისის სპექტაკლებისთვის საჭირო კოსტუმები. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ჩვენთვის, შევძლებთ გაცილებით უკეთ წარვსდგეთ მაყურებლის წინაშე. ვაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი და სიამოვნება მივანიჭოთ მათ. ჩვენი სპექტაკლები გახდება ბევრად უფრო ცოცხალი და მიმზიდველი.

Sustainability:

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მიზანია სპექტაკლები გაცდეს ქალაქის ფარგლებს. რაც ნიშნავს, რომ დადგმები გავიტანოთ მუნიციპალიტეტის სოფლებში. თუ გვექნება სათანადო კოსტუმები ჩვენი სპექტაკლები ბევრად უფრო ცოცხალი და აღქმადი იქნება, ამასთან მეტ ბავშვს მიიზიდავს და გაუჩენს სურვილს გაეცნოს ხელოვნების ამ დარგს.

Equal gender opportunity:

კოსტუმების დამზადების პროცესში ქატიურად ჩაერთვებიან ქალბატონები, თუმცა დეკორაციების მომზადებაში მამაკაცებსაც აქტიურად ექნებათ ჩართვის შესაძლებლობა.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Fabrics and accessories

სხვადასხვა ქსოვილი და აქსესუარები (მძივები, მაქმანები და სხვ.)

თოლია

თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 128

295 06 89
800,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

tarielashvilirati@gmail.com მოგესალმებით, პროექტი ,,თეატრი - ხედვის სკოლა" აქტიურად მიმდინარეობს..წარმატებით ჩაიარა 22 და 24 მაისს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქ.თეთრიწყაროში დაგეგმილმა თეატრალურმა წარმოდგენებმა (,,ტრაგედიის აჩრდილები" და ,,სტუმარ მასპინძელი").
Reply
tarielashvilirati@gmail.com მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს მხარდაჭერისთვის და იდეის დაფინანსებისთვის. პროექტი ,,თეატრი-ხედვის სკოლა" აქტიურ ფაზაშია. შეძენილია ყველა საჭირო მასალა, რითიც მომზადდა/შეიკერა კიდეც საბავშვო თეატრი გარისის წარმოდგენებისთვის დეკორაციები და ფორმები. 22 და 24 მაისს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ქ.თეთრიწყაროში უკვე დაგეგმილია ორი თეატრალური წარმოდგენა (,,ტრაგედიის აჩრდილები" და ,,სტუმარ მასპინძელი"). უახლოეს მომავალში თეატრი დაგეგმავს გასვლით ღონისძიებებსაც.
Reply