A Stadium for Gomi

ciuritediashvili@gmail.com
a
1483
Comments: 11
a

Goals

Problem statement:

სოფელ გომში ხაშურთან ახლოს, ახალგაზრდებს არ გვაქვს ადგილი სადაც ერთად შევიკრიბებით, სპორტის სათამაშოდ თუ უბრალოდ რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად. ძირითადად შეკრებებისთვის სკოლის ეზოს ვიყენებთ, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები არის, თუმცა არცერთი მათგანი არ ფუნქციონირებს რადგან შესაბამისი ინვენტარი არ გვაქვს, ფრენბურთისთვის ბადე, კალათბურთისთვის კალათა , ფეხბურთისთვის კარები, არც სკამები გვაქვს და არც განათება.

გომში არარსებობს სკოლის გარდა სხვა სივრცე ახალგაზრდებისთვის. ჩვენ სკოლაში 24 პედაგოგი და 182 მოსწავლეა, ასევე მეზობელ სოფლებშიც არ არის ინფრასტრუქტურა სტადიონისთვის და როგორც ჩვენთვის ასევე მათთვისაც სასარგებლო იქნება სოფელში სათამაშო მოედნის არსებობა.

Proposed Solution:

სტადიონის აშენებით ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერას მოვიპოვებთ და გავწმენდთ გარემოს ნაგვისგან, ამისათვის დაგვჭირდება მინიმუმ ორი სანაგვე ყუთი. სტადიონზე დამონტაჟდება კრებები, ბადეები და კალათები კალათბურთისთვის. ამ მოედნის მოსაწყობად მხოლოდ სამშენებლო მასალები გვესაჭიროება, დანარჩენს ჩვენი სოფლის ახალგაზრდები თვისი ხელით ააშენებენ და გააკეთებენ.

Sustainability:

tion and the community will take care of it.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
cement- 3 package

cement

LTD NIKE 2009

Khashuri

5
18,65 ₾
2 rubbish bins

rubbish bins

LTD NIKE 2009

Khashuri

5
0,00 ₾
3 chairs

wooden chairs

LTD NIKE 2009

Khashuri

5
196,62 ₾
sport equipments

balls, basketball, net

LTD Sport shop Chempioni

თბილისი

5
215,27 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ciuritediashvili@gmail.com გამარჯობა! ძალიან გადატვირთული რეჟიმის გამო სისტემატიურად ვერ მოვახერხე თქვენთვის იმ სიკეთეებზე საუბარი , რაც თქვენი ორგანიზაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი . დიახ, საქმე ჩვენს განახლებულ სპორტულ მოედანს ეხება, რომელიც თავისი ფერადოვნებით უმალ იქცევს სტუმრის ყურადღებას. არდადეგების განმავლობაში და ახლაც, როცა სწავლა დაიწყო, ჩვენი სტადიონი ხალხის ნაკლებობას არ უჩივის, რადგან ახლა უკვე შესაძლებელია ერთდროულად ფეხბურთის , კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში. თქვენი წყალობით შევიძინეთ ბურთები და ბადეები, დამონტაჟდა ფერადი სკამები, მოკლედ რომ იტყვიან ავ თვალს არ ვენახვებით :) რა თქმა უნდა კიდევ ბევრი რამის მიმატება შეიძლება მოედნისათვის, მაგრამ ეს სამომავლოდ! პროექტი დასრულდა, მაგრამ პროექტის ფარგლებში შეძენილი ინვენტარი კიდევ დიდხანს გვასიამოვნებს. . მდლობა, დიდი მადლობა ორგანიზაცია ორბელიანი საქართველოს , რომელმაც ბედნიერი დღეები გვაჩუქა <3 .
Reply
ciuritediashvili@gmail.com მხიარული არდადეგები გრძელდება. მცხუნვარე მზისგან დაღლელები ყოველ საღამოს სპორტულ შეჯიბრებებს ვაწყობთ.
Reply
ciuritediashvili@gmail.com ყველა სამუშაო შევასრულეთ და მოედანიც გავალამაზეთ გასახსნელად . წვიმამ ცოტა დისკომფორტი შეგვიქმნა, მაგრამ ახალგაზრდები მაინც არ შეეპუენ და მაყურებლები ქოლგებით გულშემატკივრობდნენ კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მატჩებს. ყველაფერმა მხიარულად ჩაიარა. წინ უამრავი სპორტული ზეიმი გველის. მადლობა საზოგადოება ორბელიანი საქართველოს და შვედეთს ფინანსური მხარდაჭერისათვის . განსაკუთრებით გვინდა მდლობა გადავუხადოთ ნინო გიორგაძეს გაწეული დახმარებისათვის. მომავალ შეხვედრამდე :)
Reply
ciuritediashvili@gmail.com კალათბურთის ფარების შეღებვა წვიმაშიც არ შეწყვიტეს ბიჭებმა .ამ საქმეში ძალიან ბევრმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა , რადგან ზოგჯერ ძალიან ცხელოდა და დიდი ხნით მზეზე გაჩერება და თან შეღებვა აუტანელი იყო. მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა და რისი გაკეთებაც გვქონდა ჩაფიქრებული შევასრულეთ . დღეს უკვე განახლებული , გალამაზებული მოედნის გახსნა გვაქვს 15 სთ -ზე და 30 წთ-ზე. გვეწვიეთ :)
Reply
ciuritediashvili@gmail.com მიმდინარეობს სკამების შეღებვა
Reply
ciuritediashvili@gmail.com ჩვენისკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულის , აგრუნის მე-2 კურსის სტუდენტის ცოტნე თევზაძისა და მისი მეგობრის შალვა ხეთაგურის მიერ შეიღება მოედნის გარშემო დამონტაჟებული სკამები . თუ წვიმამ გვაცალა კალათბურთის ფარებსაც შევღებავთ
Reply
ciuritediashvili@gmail.com მიუხადავად ხალისშემშლელი ამინდებისა, მაინც წინ ივიწევთ- დავასრულეთ სპორული მოედნის ბალახის გათიბვა ჯაბასა და ბექას დახმარებით . ახლა სკამების შეღებვა, მოედნის დახაზვა და გალამაზება დაგვჩა :)
Reply
ciuritediashvili@gmail.com დღევანდელი დღე ცოტა ნერვიულობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ შედეგიანად გაგრძელდა: ბიჭებმა ხის სამუშაოები დაასრულეს. ახლა სკამების შეღებვას დავიწყებთ . თიბვის საქმეც მოსაგვარებელია!
Reply
ciuritediashvili@gmail.com მართალია ხშირად წვიმს, რაც ხელს გვიშლის გარე სამუშაოების შესრულებაში, მაგრამ წვიმიდან წვიმამდე მაინც ვახერხებთ სკამების დამონტაჟებას სოფლის ახალგაზრდებისა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით.
Reply
ciuritediashvili@gmail.com სპორტული ინვენტარიც შევიძინეთ და სკოლაში მოვიტანეთ ჩვენი მოსწავლეების დახმარებით .ხვალ თუ ისევ წვიმამ არ შეგვიშალა ხელი სკამების გაკეთებას დავიწყებთ.
Reply
ciuritediashvili@gmail.com შევიძინეთ მოედნისთვის სამშენებლო მასალები. ვიწყებთ დამონტაჟებას. სკოლის მოსწავლეები აქტიურად გვეხმარებოდნენ მასალის დაბინავებაში.
Reply