ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტის მოწყობა დევნილებისა და სოციალურად დაუცველებისათვის

psycheageorgia@yahoo.com
a
1515
Comments: 9
a

Goals

Problem statement:

UNHCR მონაცემებით შიდა ქართლში 15 000-ზე მეტი დევნილია.
იძულებით ადგილნაცვალ პირთა უმეტესობა არის საომარი მოქმედებების შემსწრე, ზოგი მათგანი ძალადობის მსხვერპლი, მათ დაკარგეს პირადი საკუთრება და საარსებო წყარო, ამჟამად უმრავლოსეობა დაუსაქმებელია, არ იციან თავიანთი სამოქალაქო უფლებები, იძულებით ადგილნაცვალ პირთა უმეტესობისათვის გაურკვევლია მათი მომავალი, არ იციან როგორ უნდა გაუმკლავდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რა დახმარებით იქნებიან უზრუნველყოფილი, ექნებათ თუ არა დასაქმებისა და ოჯახის რჩენის საშუალება. ერთფეროვანი კვების გამო ისინი წუხან ბავშვების ჯანმთელობაზე. ამბობენ რომ “დაიღალნენ” დაუსაქმებლობით, მამაკაცების ნაწილი ეტანება იაფფასიან ალკოჰოლურ სასმელს. დევნილთა შორის გახშირდა კონფლიქტები და მათ შორის ოჯახური კონფლიქტებიც. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების, ქალების მდგომარეობა, მათ ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება. ყურადღებას იქცევს ახალგაზრდების მდგომარეობაც.
“ფსიქეას” მიერ ჩატარებულმე სწრაფი შეფასების კვლევამ აჩვენა რომ ადგილნაცვალ პირებში აღინიშნება: მაღალი შფოთვა (82%), ძილის დარღვევა (88%), სომატური აშლილობები ანუ ჯანმრთელობის სხვადსხვა სახის პრობლემები (67%) და სხვა.
ასევე „ფსიქეას“ მიერ ჩატარებულ სხვა კველვაში (იხ. დანართი) აღინიშნება დეპრესიის, შფოთვის მაღალი მაჩვენებლები, სტრესის დაძლევის დაბალი უნარი. ძალიან მომატებულია სტრესის ფონზე განვიტარებული სომატური დაავადებების რიცხვი ( ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება და ა.შ.).
ასევე დიდი რაოდენობითაა რეგიონში სოციალურად დაუცველი პირები, რომელტაც ხელი არ მიუწვდებათ ფსიქოლოგიურ სერვისზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო იძულებით ადგილნაცვალი და სოციალურად დაუცველი პირები ქმნიან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისთვის მაღალი რისკის ჯგუფს.
უკიდურესად საგანგაშოა სუიციდების სტატისტიკა . ბოლო წლებში შიდა ქართლში სუიციდების რიცხვი 2-ჯერ და მეტად გაიზარდა, მეტწილად ახალგაზრდებში. ერთერთმა ახალგაზრდამ - 20წლის სოციალურ ქსელებშიატვირთა ომის ფოტოები და მერე განახორციელა სუიციდი , რაც პირდაპირ კავშირშია არარეაბილიტირებულ ტრამვასთან .

Proposed Solution:

მართალია, იძულებით ადგილნაცვალ და სოციალურად დაუცველ პირებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ეს დახმარება ამჟამად შეწყდა. ცენტრალური ორგანიზაციები გავიდნენ რეგიონიდან. ამ ორგანიზაციების დახმარება უმთავრესად შემოიფარგლებოდა ერთჯერადი აქციებით, იყო წყვეტადი და სხვადასხვა ორგანიზაციების ქმედებები არა კოორდინირებული, რაც ბუნებრივია, არასაკმარისია პრობლემის დაძლევისთვის. პრობლემის საფუძველია ის, რომ, დევნლებისათვის და სოციალურად დაუცველთათვია სახელმწიფოს მხრიდან დანიშნულია მხოლოდ ზოგადი-ექიმი და ამ ხარვეზის შევსებას ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ეს მხოლოდ დევნილების ნაწილს ფარავდა, ისიც წარსულში.
საჭიროა, რომ ადგილბრივად არსებობდეს ფსიქოლოგიური კაბინეტი, რომელიც მოემსახურება აღნიშნულ კატეგორიას. ასოციაცია "ფსიქეა" 2000 წლიდან არსებობს რეგიონში და დიდი გამოცდილება აქვს. 2008წლის ომის შემდგომ ადგილობრივმა თვითმართველობაბ რამოდენიმე წელი გამოგვიყო ფართი,სადაც ვატარებდიტ კონსულტაციებს, ჩვენ ცალკე გვაქვს ადმინისტრაციული ოფისი.

Sustainability:

ამჟამადაც ადგილობრივი თვითმართველობა გვაძლევს ფართს, რომელიც მოსაწესრიგებელია, იდეის დაფინასების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ოთახის მოწყობა. ჩვენის მხრივ, ასოციაცია "ფსიქეას" ფსიქოლოგები მოხალისებრივად, იმისდა მიუხედავ გვექნება თუ არა პროექტი, წინაწარი ჩაწერით მოემსახურებიან აღნიშნულ კატეგორიას, ბოლო პერიოდში ჩვენთან არაერთი ზარი შემოვიდა, რომლითაც აღნიშნული კატეგორია ითხოვდა მომსახურებას, მაგრამ ადმინისტრაციულ ოფისში მას ვერ ვახერხებდით. იდეის განხორციელების შემთხვევში დარჩება ფსიქლოგიური მომსახურების კაბინეტი, რომლიც შემგომშიც მოხალისებრივად გაუწევს კონსულტირებას აღნიშნულ კატეგორიას.
მიუხედავად, იმისა, რომ ჩვენი იდეა არაა "მყვირალა" და "პოპულისტური", სამაგიეროდ ის დროში მდგრადია. ჩვენთვის არ წარმოადგენ პრობლემას, მოწსრიგებული საკონსულტაციო ოთახის შემთხვევაში მოხალისეობრივად, მორიგეობით, კონსულტაციების გაწევა.

Equal gender opportunity:

This is intended to benefit to both men and women, as both can apply. However, based on our experience we can say that women tend to apply for help most often. This does not mean that men do not have issues but they consume alcoholics or other means unfortunately. The purpose of consultations with different groups is different, the issues are different and are treated on individual basis.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
floor, wall-paper, paints, table and chairs

იატაკი, შპალერი, შეღებვა, მაგიდა და სკამები

ტენდერში გამოვლენილი შპს

ტენდერში გამოვლენილი შპს

ტენდერში გამოვლენილი
2 350,98 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, ფსიქოლოგიური მომსახურების კაბინეტი მუშაობს მთელი დატვრთვით, უკვე მოვემსახურეთ 12 ბენეფიციარს, გავწიეთ 37 კონულტაცია, ამათთან შემთხევათა ნაწილი არ დასრულებულა და მუშაობა გრძელდება, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით "ორბელიანს" იმ შეჭირვებული ბენეფიცირების სახელით, რომელთაც ამ პროექტის გარეშე არ შეეძლოთ ეს ძვირადღირებული მომსახურებ მიეღოთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მოზრდილთა ფსიქოლოგიური დახმარება არც ერთ სახელმწიფო პროგრამაში არ დევს და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, კაბინეტმა დაიყწო მუშაობა და პიეველი კონსულტაციებიც გავწიეთ, ჩატარებული 3 შემთხვევიდან 1 დარეფერირდა, ხოლო 2 –თნ ვაგრძელებთ მუშაობას.
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოსამზადებელი სამიშაობი დამთავრდა, ახლა პრობელმაა ელექტროენერგია და ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას
Reply
psycheageorgia@yahoo.com კიდევ
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, მინდა გაუწყოთ, რომ სარემონტო სამუშაოები დამთავრებულია . გთვაზობთ ფოტოებს. ახლა დავასუფთავებთ და ავეჯს მივიტანთ. წარმატებები ჩვენ
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, მინდა გაუწყოთ, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე თითქმის დამთავრებულია . როგორც ხელოსნებმა განმარტეს, მხოლოდ იატაკიღაა მოსაწსრიგებელი . წარმატებები ჩვენ
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, მინდა გაუწყოთ, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც ხელოსნებმა განმარტეს, ძველი მასალის დემონტაჟი უკვე მოახდინეს, კარი შეაკეთეს, საკეტი დააყენეს და ახლა ახლსი გაკეთებას შეუდგებიან. უახლოეს ხანში რემონტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს შემოგთვაზებთ. წარმატებები ჩვენ
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, გვაცნობეს, რომ სარემონტო და საკანცელარიო მასალები უკვე შეძენილია (თანხა გადარიცხულია) , უახლოეს 2-3 დღეში უკვე მასალებს ადგილზე მივიტანთ და ხელოსნებთან რემონტის უკვე ზუსტ დაწყების დღეს შევათანხმებთ. წარმატებები ჩვენ
Reply
psycheageorgia@yahoo.com მოგესალმებით, პირველ რიგში ჩვენს ემოციას გაგიზიარებთ- ძალიან გვიხარია, რომ "ორბელიანი- საქართველომ" მოგვცა ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება, რისთვისაც მადლობას ვუხდით. ჩევნც -მოხალისეთა ჯგუფი ( ელენე მაკარიძე, შორენა ხუციშვილი და რუსუდან ლოცულაშვილი) დიდი ენთუზიაზმით შევუდექით მოსამზადებელ სამუშაოებს: მოვძებნეთ და შევუთანმხდით ხელოსანს, მასთან ერთად დავგეგმეთ მუნიციპალიტეტის მიერ გადმოცემული ოთახის კეთილმოწყობა, შევუთნხმდით საკანცელარიო მაღაზიას. ორივე ობიექტიდან უკვე დღესვე გაიგზავნება "ინვოისები "ორბელიანის " ფინანსურ მენეჯერთან. ჩვენ გვჯერა ჩვენი წარმატებების! Welcome. to the first our emotions - we are very happy, that "orbeliani- Georgia" has given us the opportunity to our ideas, for which we thank. We did the -our Group (Helen Makaridze-, Ms. Rusudan Khutsishvili and Lotsulashvili) with great enthusiasm, we started preparatory work: to find and agreed with the craftsman, with planned Municipality has given room amenities, we were stationery shop. Both have been the object will be sent to "Invoices" Orbelian "financial manager. We believe our success!
Reply