ნივთები უფასო ინგლისური გაკვეთილებისთვის

Maka Vardanashvili
a
2542
Comments: 11
a

Goals

Problem statement:

მე ვარ მაკა ვარდანაშვილი, 2013 წელს დავამთავრე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ინგლისური ენის ფილოლოგის განხრით,ამ ჟამად ვარ კერძო რეპეტიტორი,ვამზადებ სკოლამდელ, სკოლის მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ინგლისურ ენაში, გორის რაიონ , სოფელ ახალუანში. ( ჩემს სახლში). ვინაიდან მაქვს მწირი სახელმძღვანელოები და მოსასმენი აპარატურის არ ქონა ამ პროექტის ფარგლებში შეძენილი აღნიშნული ნივთებით შევძლებ დავეხმარო სოფელ ახალუბნში , აძვიში, ჯარიაშნში მცოვრებ სკოლამდელი ასაკის და სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში, ენთუზიაზმით სამი თვის განმავლობაში. ვფიქრობ ჩემი ასეთი დახმარება ამ მოსწავლეებისადმი და მათი ოჯახის ბიუჯტისათვის სასიკეთო იქნება

Proposed Solution:

სახელმძღვანელოები, ლეპტოპი და მოსასმენები დამეხმარება უკეთ შეისწავლონ მოსწავლეებმა ინგლისური ენა. ტექსტების დამოუკიდებლად დამუშავებაში დაეხმარებათ ლექსიკონები ( ინგლისურ–ქართული,ქართულ–ინგლისური, ინგლისურ–ინგლისური განმარტებითი ლექსიკონი, ოქსფორდის.) ლეპტოპის და დინამიკების საშუალებით " listening", რაც გაუადვილებთ სიტყვების უკეთ გამოთქმას, ჩამოუყალიბდებათ ასევე ინგლისური ენის აქცენტი. ციფრული ფოტო აპარატი,სხვადასხვა თვალსაჩინოებები , ნახატები დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს,ხალისით შეისწავლონ ინგლისური, ციფრული ფოტო აპარატის საშუალებით გადავიღებთ მცირე წარმოდეგნებს , დიალოგებს, რომელიც დადგმული იქნება ინგლისურ ენაზე. კვირის საუკეთესო მოსწავლის სურათს გამოვაკრავთ ე.წ.სიბეჟითის ხეზე, ეს გარკვეულ წილად გაზრდის სწავლის მოტივაციას დაწყებითი და სკოლამდელი ასაკის მოსწავლეებში.ამ ინიციატივით ისარგებლებენ ზემოთ აღნიშნული სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები.

Sustainability:

ეს ინიციატივა გაამართლებს და მის მდგრადობასაც უზრუნველყოფს, რადგან ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ინგლისური ენის შესწავლისადმი დიდი ინტერესია მოსწავლეებში. ეს ნივთები იქნება ჩემს პირად საკუთრებაში, რადგან ყოველთვის გამოვიყენებ შემდგომშიც, და მოსწავლეებს საშუალება ექნებთ ისარგებლონ ამ ნივთებით ნებისმიერ დროს.

Equal gender opportunity:

This will provide equal opportunities for both boys and girls without any limitations. They can use the equipment equally.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
laptop

LENOVO B50-30 59439827 BK/157073

Alta OK

0

0
507,00 ₾
books

1)round-up–all elves 2)Headway-all levels workbook–ით, 3)Destination, 3)grammar and vocebulary B1,B2, 4)English vocabulary, pre-intermediate,
5)Thomas-elementary, 6)Thomas-advanced vocabulary and idiom, 7)Gammar scan ავტორი Michael Swean, 8) English grammer, author Tsisana Burdiladze, Georian English and English Georgian dictionary; Oxford English English dictionary

სულაკაურის წიგნების მაღაზია და წიგნების მაღაზია ბიბლუსი

გორი,სულაკაურის წიგნების მარაზია, ირუშალაიმის 18
გორი,წიგნების მაღაზია ბიბლუსი, სტალინის 9

595908691 ნინო
150,00 ₾
books

1)round-up–all levels, 2)Headway-all levels with workbooks, 3)Destination, 3)grammar and vocebulary B1,B2, 4)English vocabulary, pre-intermediate,
5)Thomas-elementary, 6)Thomas-advanced vocabulary and idiom, 7)Gammar scan by Michael Swean, 8 English Grammar by Tsisana Burduladze: 1) English-Georgian and Georgian-English dictionaries;

სულაკაურის წიგნების მაღაზია და წიგნების მაღაზია ბიბლუსი

გორი,სულაკაურის წიგნების მარაზია, ირუშალაიმის 18
გორი,წიგნების მაღაზია ბიბლუსი, სტალინის 9

595908691 ნინო
0,00 ₾
digital photo camera

SONY W800S/I

-

Tbilisil

0
0,00 ₾
speakers

speakers to be connected to the laptop

Alta OK

0

0
19,50 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

Maka Vardanashvili მაისის თვის მიმოხილვა- ერთ -ერთი მეცადინეობა დაუთმეთ თამაშს "storm"-ს, თამასი მდგომარეობს შემდეგში, ბავშვები ისმენდნენ და ხედავდნენ ბუნებრივი მოვლენების ხმებს , მაგალითად წვიმის და საუბრობდნენ ინგლისურად აღნიშნული მოვლენის შესახებ, მუსაობა მიმდინარეობდა სამ ჯგუფში კითხვა პასუხის რეჟიმში ინგლისურ ენაზე, ჯგუფებმა მოახდინეს ერთმანეთის შეფასებაც,მეცადინეობა იყო ღია და ესწრებოდა რამდენიმე მშობელიც, გაკვეთილი დასრულდა "clap your hands".
Reply
Maka Vardanashvili აპრილი-გასვლა ბუნებაში და მეცადინეობა. შესწავლილი გრამატიკული მასალით და დაგროვილი ლექსიკური მარაგით,ბავშვები ახერხებენ საუბარს ინგლისურად. გადავწყვიტეთ აპრილის თბილ ამინდში გავსულიყავით ბუნებაში. მეცადინეობა მიმდინარეობდა 2 საათი და არც ერთი სიტყვა არ იყო ქართული,ის ვინც იტყოდა ქართულ სიტყვას არ მიირებდა ვარსკვლავის(შეფსებას).საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა ამ მეცადინეობამ.ამ ეტაპზე შესწავლილი გვქონდა წელიწადის,დროები,თვეები,დღეები და ა.შ. ჩვენი speaking-ი მოიცავდა სწორედ შესწავლილ მასალას.რა ხდება თითოეული წელიწადის დროს,როგორი ამინდია,როგორია ბუნება და ა.შ. საუბარი მიმდინარეობდა როგორც მონოლოგის, ასევე დიალოგის სახით.
Reply
Maka Vardanashvili თებერვლის თვის მიმოხილვა: გარდა ლექსიკური და გრამატიკული მასალის შესწავლისა დროს ვუთმობდი ასევე listening-ის გაკვეთილებს,მიუხედავად ამისა ბავშვებს მაინც უჭირდათ listening-ი.ამიტომ გადავწყვიტე თებერვალი და მარტის თვე მთლიანად დამეთმო მოსასმენი გაკვეთილებისთვის,რათა უფრო გამარტივებოდათ ბავშვებს ინგლისურის მოსმენა აქცენტით. ეს მეთოდი ასევე ეხმარება ბავშვებს speaking-ში.
Reply
Maka Vardanashvili მოგესალმებით. იანვრის თვის შეჯამება: მეოთხე-მეხუთე კლასთან გავიარეთ ლექსიკური და გრამატიკული მასალა,რაშიც დაგვეხმარა ''ორბელიანის'' მიერ გადმოცემული სახელმძღვანელოები,კერძოდ Headway,round up.
Reply
Maka Vardanashvili ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ასაკის ჯგუფებში და ვსწავლობთ. ინგლისურს ხალისით. აღნიშნულ ჯგუფში გაამართლა რიცხვების შესწავლამ ''ნარდის'' თამაშით. თამაში წარიმართა ინგლისურად.ბავშვებმა აითვისეს ახალი სიტყვები და რაც მთავარია რიცხვები მილიონის ფარგლებში. ასევე კამათელის დახმარებით ხალისით აკეთებდნენ არითმეტიკულ მაგალითებს ინგლისურად. :)
Reply
Maka Vardanashvili :)
Reply
Maka Vardanashvili ''ნარდის'' თამაშით შესწავლილი რიცხვები
Reply
Maka Vardanashvili ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ასაკის ჯგუფებში და ვსწავლობთ. ინგლისურს ხალისით. აღნიშნულ ჯგუფში გაამართლა რიცხვების შესწავლამ ''ნარდის'' თამაშით. თამაში წარიმართა ინგლისურად.ბავშვებმა აითვისეს ახალი სიტყვები და რაც მთავარია რიცხვები მილიონის ფარგლებში. ასევე კამათელის დახმარებით ხალისით აკეთებდნენ არითმეტიკულ მაგალითებს ინგლისურად. :)
Reply
Maka Vardanashvili დიალოგის კითხვის დროს როლებს ვინაწილებთ და ხალისით კითხულობენ :)
Reply
Maka Vardanashvili ნასწავლის შეჯამება დამოუკიდებელი სამუშაო:)
Reply
Maka Vardanashvili ჩემი სამეცადინო ჯგუფი შედგება მაქსიმუმ 3 მოსწავლისგან, რადგან სწავლა იყოს უფრო ხარისხიანი და ნაყოფიერი.ამ სურათში მოსწავლეები ეუფლებიან კარგად კითხვას. ყოველ კვირას ამ პლათფორმაზე გაიცნობთ ჩემს ბეჯით მოსწავლეებს.
Reply