მოწყობილობები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისათვის

ngo.gonieri@gmail.com
a
1677
Comments: 25
a

Goals

Problem statement:

რუსთავის ახალგაზრდობას ბოლო ორი ათწლეული ასეთეი პრობლემები აქვს: შესაძლებლობების ნაკლებობა,ცოტა საჯარო სივრცე და ძალიან ცოტა კულტურული ღონისძიება.ძალიან ბევრი სამუშაოდ თბილისში მიდის.ამის გამო ვერ ხერხდება რუსთავის განვითარება. ჩვენ გვსურს რომ ეს შევცვალოთ. გავაკეთოთ რეგულარული კულტურული ღონისძიებები,კრეატიული საღამოები გარე სივრცეში მაგ.რუსთავის ნაციონალურ პარკში.ასეთი ღონისძიებებზე ახალგაზრდებს თავისი ნიჭის და ერთმანეთთან ინტერაქციის საშუალება ექნებათ. გასულ წელს ჩვენ 3 მნიშვნელოვანი ღონისძიება გავაკეთეთ.1 ღონისძიება იყო 2მაისს,მეგობრობის დღე ავღნიშნეთ.ახალგაზრდები სცენაზე გამოვიდნენ.მათ მოძიებაში რუსთავის მერია დაგვეხმარა.ბევრს მოეწანა და ვაპირებთ ყოველ წელს ჩავატაროთ საღამო.

მეორე ღონისძიება "ჩახედე მეგობარს თვალებში" მოცეკვავეებისთვის და მომღერლებისთვის იყო.მესამე ღონისძიება მცირე ეთნიკურ ჯგუფს,აზერბაიჯანელ მოსწავლეებს შეეხებოდა. მათ ქართული და აზერბაიჯანული სიმღერა და ცეკვა წარმოადგინეს. ეს პროექტები მხოლოდ დასაწყისია.ისინი უნდა დამკვიდრდნენ რომ შესაძლებლობები გაჩნდეს.

Proposed Solution:

ჩვენი ბენეფიციალები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან უნდა იყვნენ.წელს სექტემებერში ჩვენ საღამოს ისევ გავმართავთ და მას "კულტურების მეგობრობა"ერქმევა.მასში მუსიკოსები,მხატვრები და ა.შ მიიღებენ მონაწილეობას.მონაწილეების ასაკი 7-16წლამდეა.

16 ოქტომბერს "მხიარული მეგობრობა" გაიმართება რუსთავის ნაციონალურ პარკში.მასში ყველაზე მეტი სკოლა მიიღებს მონაწილეობას.აქ გარდაბნელი მოსწავლეებიც იქნებიან.ჩვენ ვიპოვით ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საღამოების გამართვაში დავეხმარებით.ასეთი საღამოები ახალგაზრდებს გაამხიარულებს და შესაძლებლობებს დაანხებს.ვიმედოვნებთ ასეთი საღამოები რუსთავის ინტელექტუალურ ცხოვრებას გამოაცოცხლებს

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Dynamics

178904 Power Dynamics PD-515A
Active PA Speaker 15" 500W

Active PA speaker
- Class-D mosfet amplifier
- Music power 500W
- Microphone and line inputs with independent level control
- Two-band tone control
- Can be operated as top or full-range speaker
- Fly points for rigging
- Extra hard coating
- Supplied per piece

Power max. 1000W
Power Music 500W
Power rms 400W
Impedance 4 Ohm
Frequency response 35Hz - 17kHz
Crossover frequency 2.8kHz
SPL @ 1W/1m 100dB
SPL max 128dB
Woofer 15" (3" coil / 60oz)
Horn Dynamic ( 1.75" coil / 20oz)
Top hat Yes
Dimensions 450 x 470 x 755mm
Weight 32.7kg

DALE GmbH

v

5
1 350,00 ₾
Microphones

173460 SkyTec Dynamic mic 600 Ohms XLR
- On/Off switch, solid metal body and built-in anti-pop filter
- Unbalanced XLR -> 6.3mm jack lead
- Large frequency range
- Smooth response with slight vocal presence
- Dynamic and unidirectional

Frequency response 40Hz - 17kHz
Sensitivity - 55dB
Impedance 600 Ohm
Microphone:Connector XLR
Connector 6.3mm mono jack
Lead length 5m
Dimensions 168 x 51mmø
Weight 317g

DALE GmbH

v

5
99,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

ngo.gonieri@gmail.com გადმოვაგზავნეთ 3 წერილი-ინტერვიუ, რომელიც ჩამოვართვით ჩვენი პროექტის მთავარ მონაწილეებს და ბენეფიციარებს. წერილებში კარგად ჩანს ამ პროექტის დადებითი შედეგები. იმედი გვაქვს წარმატებით გაგრძელდება ჩვენი პროექტი სამომავლოდაც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი შანსისათვის.
Reply
ngo.gonieri@gmail.com გადმოსაგზავნად ვამზადებ 3 ინტერვიუ-წერილს, სადაც გამოხატული იქნება მონაწილეთა განწყობა და შეხედულება ჩვენი პროექტის შესახებ.
Reply
ngo.gonieri@gmail.com 23 დეკემბერს ქ. მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში ჩვენმა ბალერინებმა - ქ. რუსთავის ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის საბალეტო დასმა ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს გასვლითი კონცერტი, მიიღეს მონაწილეობა საახალწლო ღონისძიებაში, სადაც მუსიკალური გაფორმებით დავეხმარეთ ჩვენი დინამიკებით.
Reply
ngo.gonieri@gmail.com 24 დეკემბერს საკვირაო სკოლა კანდიგოში მოეწყო საახალწლო ღონისძიება. პატარებმა საკუთარი ნამუშევრებით მორთეს ეზო. ღონისძიების მუსიკალური გაფორმება ხმის გამაძლიერებლებითა და მიკროფონებით ჩვენ შევძელით თქვენგან მიღებული აპარატურის საშუალებით. ბავშვებს განსაკუთრებითღ მოეწონათ მიკროფონში სიმღერა და მილოცვები, ყველა ცდილობდა გამოეხატა საკუთარი მილოცვა მიკროფონით. გვიხარია, რომ მივიღეთ მონაწილეობა მათ საახალწლო მხიარულებაში. საკვირაო სკოლა "კანდიგოს" დირექცია და მასწავლებლები, მშობლები და განსაკუთრებით ბავშვები ძალიან კმაყოფილები დაგვრჩნენ :)
Reply
ngo.gonieri@gmail.com საახალცლო კონცერტების მზადებაში ვეხმარებით ჩვენი დინამიკებით, ვისაც სჭირდება.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ამჯერად ჩვენს დინამიკს იყენებს საახალწლო კონცერტის რეპეტიციებისათვის დასარტყმელი ინსტრუმენტების მასწავლებელი გიორგი ბექაური, მუსიკალურ სკოლაში თავის სტუდიაში. ჩვენ მას ვათხოვეთ ერთი დინამიკი. ძალიან მადლიერი დაგვრჩა, რომ დავეხმარეთ კონცერტის რეპეტიციების ჩატარებაში.
Reply
ngo.gonieri@gmail.com დეკემბერში, საახალწლოდ ორი ღონისძიება არის დაგეგმილი: ერთი ჩატარდება საკვირაო სკოლაში, სადაც სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა სკოლის ბავშვები საახალწლო კარნავალს გამართავენ. მეორე ჩატარდება ქალაქ მცხეთაში, საბალეტო დასის გასვლითი ტური იქნება საახალწლოდ. ორივე შემთღხვევაში მუსიკალურ აკომპანიმენტს ჩვენი აპარატურით გავუწევთ.
Reply
ngo.gonieri@gmail.com საბალეტო სტუდიის ხელმძღვანელი ნატო ფურცელაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარინა ვადაჭკორია, მადლობას გიხდით იმისათვის, რომ საშუალება მივეცით აპარატურა გამოეყენებინათ უფასოდ ღონისძიებების მოსაწყობად, რაც ასე აუცილებელია ბავშვების სხვადასხვა უნარების გასავითარებლად და თვითრეალიზაციისათვის. ასევე ჩვენი ორგანიზაციის სახელით, მეც ნათია ლურსმანაშვილი, მადლობას გიხდით "ორბელიანი საქართველოს" ასეთი შანსისათვის, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ნიჭიერი ადამიანების წარმოჩენას ქალაქში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს მათი ღვაწლის წარმოსაჩენად.
Reply
ngo.gonieri@gmail.com 9-10 ნოემბერს რუსთავის ქართული გიმნაზიის დარბაზში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით: "სიბრძნე სიკვდილისა", რომელიც დადგა ქართულის პედაგოგმა მარინა ვადაჭკორიამ. ამ ღონისძიებაზე მუსიკალური გაფორმება მოხდა პროექტით მოგებული აპარატურით. ეს ღონისძიება გაიტანეს საქალაქო კონკურსზე, მოხდა გადაღება და განათლების სამინისტროში გაგზავნა.
Reply
ngo.gonieri@gmail.com 11 ნოემბერს ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სკოლის დარბაზში ჩავატარეთ მეორე საჩვენებელი ღონისძიება ბალერინების დასის ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით. ეს ღონისძიება იყო საახალწლო წინა ჩვენება. ნოემბრის ბოლოს იგეგმება მესამე ღონისძიების ჩატარება.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ქ. რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში უმცროსი ასაკის ბალერინების დასი ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით გამართავს ღონისძიებას სახელწოდებით: "პატარა ბალერინები". ღონისძიების მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებლებით უზრუნველყოფილია "ორბელიანი საქართველოს" პლატფორმის საშვალებით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული, პროექტით მიღებული აპარატურით.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ბალერინების ღონისძიება ჩატარდება პარასკევს, 11 ნოემბერს. იმედი გვაქვს პატარა მოცეკვავეები გამოჯამრთელდებიან მანამდე.
Reply
ngo.gonieri@gmail.com პარასკევს, 4 ნოემბერს, რუსთავის ბავშვთა საბალეტო დასი ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით ჩაატარებს საჩვენებელ ღონისძიებას დახურულ სივრცეში, რაც წინა მოსამზადებელი ჩვენება იქნება საახალწლო ღონისძიებისათვის, რომელიც იგეგმება მცხეთაში, ჩვენი აპარატურა დაეხმარება რუსთავის პატარა ბალერინებს ამ ღონისძიებების მოწყობაში.
Reply
ngo.gonieri@gmail.com უამინდობის გამო მეორე ღონისძიება გადაიდო, ამას თან დაემთხვა არჩევნების მე-2 ტური, დახურულ სივრცეს ვეძებთ, ერთი უკვე დაგეგმილია საახალწლოდ მცხეთაში, დახურულ სივრცეში რუსთავის საბალეტო დასის, უმცროსი ასაკის ბავშვები ნატო ფურცელაძის ხელმძღვანელობით გამოვლენ და ჩაატარებენ ღონისძიებას, სადაც ჩვენი აპარატურით გავუწევთ დახმარებას.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ღონისძიებაში მონაწილე თითოეული ახალგაზრდას გადავეცით ორგანიზაციის მიერ დაბეჭდილი მონაწილის სერთიფიკატები.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ღონისძიება ჩატარდა წარმატებით. გამოიფინა სკოლის მოსწავლეების ნახატები, როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ბავშვების; სპეციალური მოწვევით ასევე მონაწილეობდნენ თვითნასწავლი მხატვრები, რომელთაც გამოფენილი ჰქონდათ საკუთარი ნამუშევრები. კონცერტზე მონაწილეობა მიიღეს: საბავშვო სტუდია "აპრილი", დასარტყმელი ინსტრუმენტების სტუდია "Kings and Darbuka", საბალეტო სტუდია, ეროვნული ცეკვების სტუდია "კავკასიონი" და ფანდურზე დამკვრელები.ეს იყო პირველი ღონისძიება. იმედი გვაქვს ყველასთან კვლავ გავაგრძელებთ ურთიერთობას და მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა.
Reply
ngo.gonieri@gmail.com მინდა გულისწყვეტით აღვნიშნო, რომ რატომღაც ღონისძიების წინა დღეს, ალიევის სკვერში პრობლემები შეიქმნა, ხელმძღვანელობამ გაგვაფრთხილა, რომ ხეები ახალი შეწამლული იყო და ამდენად თავს ვერ იაღვევდა ბავშვების უსაფრთხოებაზე, ამიტომ ჩატარების ადგილი შევცვალეთ, მივმართეთ ქალაქის მერიას და ავიღეთ ნებართვა, ჩავატაროთ ღონისძიება "კულტურათაშორისი მეგობრობა" რუსთავის ეროვნულ პარკში. ღონისძიება დაიწყება 3 საათიდან.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ბავშვები ემზადებიან ღონისძიებისათვის, რომელიც ჩატარდება ქ. რუსთავის ჰეიდარ ალიევის სკვერში, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. წარმოდგენილი იქნება მათი სამხატვრო ნამუშევრების გამოფენა და მუსიკალური ნომრები. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სკვერის უფროსობასთან. პარალელურ რეჟიმში მე-18 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სამხატვრო გამოფენა, სადაც სურთ რომ გამოავლინონ გამარჯვებულები და სწორედ ეს გამარჯვებული ნამუშევრები წარმოადგინონ ჩვენს ღონისძიებაზე. ამდენად ჩვენმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო კიდევ ახალი აქტიურობის ჩატარებას სასკოლო ცხოვრებაში.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ღონისძიებისათვის მზადება გრძელდება: ჩვენ უკვე ორშაბათ-სამშაბათს გვექნება მონაწილეთა სრული სია, შევიმუშავებთ პროგრამას, დავბეჭდავთ მონაწილეთა დასაჯილდოვებელ სერთიფიკატებს და ამ ყველაფერს გავაზიარებთ სოციალურ ქსელებში. ამ ეტაპზე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ: კერძო ბაღი "ქიდლენდი"-ს აღსაზრდელები სიმღერით: "we are the world". ასევე გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები: საბაა ნოზაძე და გიგა ბარათაშვილი - ფანდურზე დამკვრელები. ჩვენ სურვილი გვაქვს ყველა მონაწილე დავაჯილდოვოთ სერთიფიკატებით.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ღონისძიებისათვის მზადება გრძელდება, დავუკავშირდით ქორეოგრაფიული ბალეტის მასწავლებელს, ნატო ფურცელაძეს, რომელსაც ქალაქში ბალეტის საკუთარი სტუდია აქვს გახსნილი, დიდი სიხარულით დაგვთანხმდა ღონისძიებაში მონაწილეობაზე. ამის გარდა ფესიბუქ გვერდზე შევქმენით საკუთარი სარეკლამო გვერდი ღონისძიებისათვის, სადაც მოვათავსეთ თქვენი ორგანიზაციის მიერ გადმოცემული აპარატურის სურათები. ნელნელა რეკლამას გავზრდით და ყველა ჩვენს მხარდამჭერს ვთხოვთ კომენტარის გაკეთებას აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე.
Reply
ngo.gonieri@gmail.com ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ რუსთავის მე-3 მუსიკალურ სკოლას, სადაც ფლეიტის მასწავლებელმა, ზაქრო პირმისაშვილმა, სიამოვნებით მიიღო ჩვენი მოწვევა და შეგვპირდა თავისი 3 ნიჭიერი ფლეიტისტის გამოყვანას ჩვენს ღონისძიებაზე. გადავწყვიტეთ ღონისძიებას დაერქვას: "კულტურათაშორისი მეგობრობა".
Reply
ngo.gonieri@gmail.com ჩვენ დავუკავშირდით ქალაქ რუსთავის N 2 და N4 მუსიკალურ სკოლებს, რომელთა მუსიკის პედაგოგები მზად არიან მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. ისინი გამოიყვანენ საკუთარ ნიჭიერ მოსწავლეებს მონაწილეობის მისაღებად. პარალელურად ვაპირებთ მოსაწვევებისა და ბუკლეტების დაბეჭდვას ღონისძიებების რეკლამირების მიზნით. ფეისბუქით გვეხმიანებიან შემოქმედი ახალგაზრდები, რომელბიც მზად არიან დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
Reply
ngo.gonieri@gmail.com შევქმენით ფეისბუქ-ივენთის გვერდი, რომელშიც გავახმაურეთ ღონისძიების სათაური, მიზანი და ჩატარების დღე, დავპატიჟეთ ყველა შემოქმედი რუსთაველი მონაწილეობის მისაღებად. თანდათანობით გვერდს შევავსებთ სურათებითა და პროგრამით.
Reply
ngo.gonieri@gmail.com იმის გამო, რომ 8-9 ოქტომბერს იგეგმება საპარლამენტო არჩევნები, ღონისძიების თარიღად ავირჩიეთ 15 ოქტომბერი, შაბათი.
Reply
ngo.gonieri@gmail.com კულტურული ღონისძიება იგეგმება ოქტომბირს პირველ შაბათს ან კვირას, 8 ან 9 ოქტომბერს. ამ ეტაპზე შევეხმიანეთ მაია ჯამალაშვილს, რომელსაც ქალაქ რუსთავში აქვს საბავშვო -მუსიკალური სტუდია "აპრილი", სტუდიის ბავშვები შეასრულებენ ქართულ და უცხოურ სიმღერებს: ამის გარდა დავუკავშირდით სამხატვრო აკადემიის რუსთაველ სტუდენტებს, მარიამ იჩქითი, ელენე მებურიშვილი, ასევე მოყვარულ მხატვრებს: გიორგი ქურთაული, თამარ კოკოლაშვილი, რომელნიც გამოფენენ საკუთარ ნახატებს და ხელნაკეთ ნივთებს ღონისძიების დროს. სასწავლო წლის დაწყების თანავე ვაპირებთ დავუკავშირდეთ რუსთავის სკოლების დირექციას, რომ ნიჭიერ ბავშვებს მივაღებინოთ მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებაში, ქართველი ბავშვების გარდა ვაპირებთ მონაწილეობა მივაღებინოთ აზერბაიჯანულ სექტორს.
Reply