დასაქმების უნარების განვითარება

mamukamanagadzetelavi@gmail.com
a
2285
Comments: 22
a

Goals

Problem statement:

-დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდებისთვის, ეს ეხება მოზარდებს, რომლებიც 18 წლის შემდგომ ტოვებენ ზრუნვის სისტემას და უწევთ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. იმის გამო რომ მათი უმრავლესობა არის ღარიბი ან მავნე ჩვევების მქონე ოჯახებიდან (ნაწილს არ აქვს სახლი, ან შეიძლება ჰყავდეს მოძალადე მშობლები) 18 წლის შემდეგ მხარდაჭერის საშუალება ნაკლებად აქვთ და თავად უნდა მოახერხონ საარსებო სახსრების შოვნა. ამის გამო, სამსახურის შოვნა ორმაგად მნიშვბელოვანია ხდება.
მცირე საოჯახო სახლების სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და მინდობით აღმზრდელები, სადაც ცხოვრობენ ეს მოზარდები, ცდილობენ ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ განათლებას, თვითგამორკვევას, პროფესიულ ორიენტაციას და დასაქმებას. თუმცა გარდა ამისა, მათთვის საჭიროა დასაქმებისთვის საჭირო მოტივაციის და სოციალური უნარების გაუმჯობესება, ისეთები როგორც არის ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტისა და შფოთვის მართვა, თვით-პრეზენტაცია, რაც დაეხმარებათ მათ მომავალ დამსაქმებელთან ურითერთობისას.

Proposed Solution:

-პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში მცხოვრებმა 30-მდე მოზარდმა, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, გაიუმჯობესოს დასაქმებისთვის საჭირო სოციალური უნარები, ხოლო შემდეგ ეს ცოდნა გადასცეს შიდა ქართლში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს (ჯამში 60-მდე მოზარდი). სამიზნე ჯგუფში გაიზარდოს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ეს მოხდეს ინოვაციური მეთოდით - ფორუმ-თეატრით. ფორუმ-თეატრი გულისხმობს 15 წუთიანი სცენარის დადგმას შენობაში, ან ქუჩაში. დადგმის შემდეგ, ეწყობა დისკუსია თუ რა პრობლემები არის ნაჩვენები სცენარში. მოზარდები გამოყოფენ პრობლემურ საკითხებს, რომელიც ხელისშემშლელია დასაქმებისთვის. ამის შემდგომ კი ახლიდან მეორდება სცენარი, რის შემდეგაც მოზარდებს, შეუძლიათ ჩაანაცვლონ “მსახიობები”, მონაწილება მიიღონ პრობლემის გადაჭრაში და შეცვალონ არასასრუველი სცენარი.
პროექტი ჩატარდება სამ ეტაპად და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
აქტივობა # 1 ფორუმ-თეატრისათვის მოსამზადებელი შეხვედრები
იმისთვის, რომ მომზადდეს ფორუმ-თეატრი საჭიროა წინა მოსამზადებელი შეხვედრები მონაწილეებთან. შეხვედრები ჩატარდება
აქტივობა # 2 თანასწორთა განათლება და პროექტის გავლენის გაზრდა
მეორე ეტაპზე მოზარდები ფორუმ-თეატრს დადგავენ ქალაქ გორში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ მოზარდების ჩართულობით. ჯამში ჩატარდება 4 ფორუმ-თეატრი, ხოლო პროექტში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე მოზარდი.
აქტივობა #3 ვიდეო რგოლის მომზადება
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვიდეო რგოლი, რომელშიც ასახული იქნება დასაქმებისთვის საჭირო სოციალური უნარები - გორში ჩატარებული ფორუმ თეატრის კადრები, სადაც აუდიტორიისათვის უნდა გამოჩნდეს ის ძირითადი ხარვეზები და შეცდომები, რასაც ახალაგზრდები უშვებენ დასაქმების ძიების პროცესში

Sustainability:

პროექტის მდგრადობას განაპირობებს რამოდენიმე ფაქტორი, ესენია:
1. სამიზნე ჯგუფზე და საოფისე ფართზე ხელმისაწვდომობა კახეთის რეგიონში
2. ქალაქ გორში არსებული პარტნიორები, რომლებსაც ასევე უზრუნველყოფენ მათი მხრიდან მზრუნველობამოკლებული ბავშვების მონაწილეობას ღონისძიებებში და დაგვითმობენ ადგილობრივ სივრცეს.
3. ორივე მხარე აგრძელებს მუშაობას ბავშვთა და ახალგაზრდა განვითარების მიმართულებიც ამიტომ გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკით შემოდგომშიც მოხდება საქმიანობის გაგრძელება.
4. ადამიანური რესურსი - ტრენერი, რომელიც ფლობს ფორუმ-თეატრის ჩატარების ტექნიკას
-პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები როგორც ბიჭები, ასევე გოგოენები.

Equal gender opportunity:

-პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოზარდები როგორც ბიჭები, ასევე გოგოენები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Equipment

მიკროფონი Sony F-V120 Uni-Directional, აკუსტიკური სისტემა (YAMAHA NX-50 BLACK)

ალტაოკეი, be.ge

მისამართი: 0159, საქართველო, ქ.თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4
თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119

(+ 995 32) 238 00 38
370,00 ₾
taking video

NA

NA

NA

NA
350,00 ₾
Transport fee

NA

ოთარ ქოქოშვილი

NA

598154012
500,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

mamukamanagadzetelavi@gmail.com 29 ნოემბერს ჩავატარეთ პროქტით გათვალისწინებული ბოლო ფორუმ-თეატრი ქალაქ თელავში. ეს არ ყოფილა ისეთივე დიდი ფორუმები როგორც წინა ორი. ამჟამად ფორუმ-თეატრს ესწრებოდა რვა ბენეფიციარი. თემა ისევ დასაქმების უნარ-ჩვევებზე გაკეთდა. რვავე მონაწილემ გაოსცადა თავის თავი პირველ გასაუბრებაზე. მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა ვაკანსია და მიეცათ დრო რომ ვაკანსიის შესაბამისად "'მომზადებულიყვნენ". დიდი სიხარულით ჩაერთო რვავე მონაწილე. უნდა აღინიშნოს რომ ცინა მონაწილეებთან შედარებით მათი ასაკი უფრო ნაკლებია, 13-14 წლისანი არიან ამიტომ უფრო მეტად ნერვიულობდნენ. ტრენერებმა მივეცით რამოდენიმე რჩევა რაც არ უნდა გაიმეორონ შემდგომში გასაუბრების დროს. შესრულდა პროექტით გათვალისწინებული ვალდებულება და ჩაერთო ჯამში 60 მოზარდი, მათ აიმაღლეს დასაქმების უნარი და მზად არიან პირველად შეაბიჯონ დამოუკიდებელ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდით ორბელიანს გაწეული დახმარებისთვის.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com გუშინ დავესწარით ორბელიანის მიერ ჩატარებულ ტრენინგის story-ს წერაზე. მონაწილეებს დაგვევალა ჩავატაროთ ინტერვიუ ჩვენი პროექტით მოსარგებლე სამ ბენეფიციართან და ამ ინტერვიუების საფუძველზე დავწეროთ ამავი სადაც ასახული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება (most significant changes). ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო რადგან ესწრებოდნენ სხვა რეგიონებიდან სხვადასხვა იდეების წარმომადგელებიც რომლებაც გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ტრენინგიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარება ბენეფიციარებიდან ინფრომაციის ამოღებაში.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com დამატებით გიზიარებთ სურათებს ჩვენი ფორუმ-თეატრიდან ^_^
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com ეს ჩვენი მეორე გასვლითი ფორუმ-თეატრი იყო! მოზარდებისთვის სახალისოა როდესაც იმიტირებული თამაშის მსგავს აქტივობაშ ერთვებიან. ისინი უნდა დაკვირვებოდნენ გასაუბრებაზე მისულ თანატოლს, დაენახათ შეცდომები რასაც გასაუბრებაზე უშვებდა შემდეგ მოეფიქრებინად გამოსავალი და ჩაენაცვლებინათ მონაწილე. მოზარდები აქტიურად ჩაერთვენენ. ყოველი ჩანაცვლების შემდეგ უმჯობესდებოდა და იხვეწებოდა სცენარი. მაგალითად პირველ ჯერზე თუ უჭირდათ საკუთარი სამუშაო გამოცდილების მოფიქრება, შემდეგ ჯერებზე უკვე კარგად გააზრებული სამუშაო გამოცდილებით "მიდიოდნენ" გასაუბრებაზე. ასევე ცდილობდნენ მორგებოდნენ ვაკანსიის მოთხოვნებს. მაგალითად ვაკანსიაში ნათქვამი იყო რომ გუნდურად მომუაშავე კადრი იყო საჭირო. მოზარდები ცდილობნენ მოეყვანათ გამსაუბრებლისთის ისეთ მაგალითები რომელიც ასახავდა მათ გუნდურობის უნარს. წინა ფორუმ თეატრში მოვაწილეობა მიიღო 30 მა მოზარდმა ამ ჯერად კი 12 მა. დარჩენილია 18 მოზარდის ჩართულობა იმისთვის რომ მივაღწეიოთ პროექტით გათვალისწინებულ 60 მოზარდს. ჯერჯერობით შეიძლებს ითქვას რომ პპრეოქტი სახალისო და წარმატებული მოზარდებისთვის. თითოეული მათგანისთის ეს არის პირველი გამოცდილება შემოდგომში წარამტებული დასაქმებისთვის!
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com 14 სექტემბერს ჩვენი მომდევნო ფორუმ-თეატრი ქალაქ მცხეთაში გაიმართა. რომელსაც ესწრებოდნენ მოზარდები მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან. ფორუმ-თეატრი ეხებოდა დასაქმების უნარებს. მოხდა გასაუბრების იმიტირება. ღონისძიებაში ჩართული იყო 12 მოზარდი.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com და აი ისიც ფინალური აქტივობა ჩვენი პროექტის პირველი ნაწილის. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ თუ რა ხდებოდა ფორუმ-თეატრზე: https://www.youtube.com/watch?v=Pt5kt5_6u_o&feature=youtu.be კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორბელიანს. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს შემოდგომაზე. როგორც იცით ამჯერად 30 მონაწილე ჩაერთო ჩვენი პროექტის მიზანი კი 60 მოზარდის ჩართულობაა ამოტომ მუშაობა კვლავ განახლდება ^____^
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com https://www.youtube.com/watch?v=Pt5kt5_6u_o&feature=youtu.be
Reply
Nino Giorgadze კარგი იქნება თუ მსგავს აქტივობას რეგულარული სახე მიეცემა თუმცა მამუკას თქმით, თელავში არსებული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდების ჩართულობა სრულად უზრუნველყვეს. თუმცა უნდა აღონიშნოს, რომ ამ ჯგუფში სხვა რეგიონებიდანაც შეძლეს მონაწილოების მიღება. შესაბამისად, ინიციატივის დასრულების შემდეგ შეძენილი ნივთები (დინამიკები, მიკროფონი) საჩუქრად გადაეცემა მცირე საოჯახო ტიპის სახლს. იდეის განხორციელების პროცესში ავტორებმა დაინახეს გამოწვევებიც. მათივე თქმით, კარგია თუ მეტი ბიუჯეტი დაიხარჯოს კოსტუმებზე და სცენის დეკორაციაზე, რაც უფრო მეტად იქნება მიახლოებული რეალობასთან და უფრო მეტი ეფექტი ექნება მონაწილეებისთვის. ფორუმ თეატრის ამსახველი ვიდეო აიტვირთება youtube.com ზე და გავრცელდება სოციალური ქსელით.
Reply
Nino Giorgadze იდეა ,, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების უნარების განვითარების’’ ჯგუფში ჩართულია მოხალისეთა გუნდი, რომელიც შედგება 6 გოგოს და 1 ბიჭისგან. თელავში, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ფორუმ თეატრი, რომელის შინაარსი დასაქმების იმიტირებულ სცენებს მოიცავდა. წინასწარ შეირჩა 45 ახალგაზრდა, და მათ ჩაუტარდათ ტრეინინგები ეფექტურ კომუნიკაციაში, ლიდერობასა და სხვდასხვა უნარების განმავითარებელი თემების ირგვლივ. როგორც იდეის ავტორი მამუკა მანაგაძე აღნიშნავს, ,, რთულია თეორიით მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს გადაუვიდეს ქცევაში. სწორედ ამიტომაც არის ფორუმ თეატრი, სადაც რეალური სცენები ეხმარებათ იმ უნარების გამომუშავებაში, რომელსაც ისინი გამოყენებენ რეალურ ცხოვრებაში.’’ მოხალისეთა გუნდა შეიმუშავა სხვადასხვა დასაქმების სცენარი და გამართა თელავის ღია თეატრის სივრცეში, სადაც მონაწილეობა მიიღო 45 ახალგაზრდამ. სცენებში აქტიურად ჩაერთვნენ ახალგაზრდები, და პრობლემების და უხერხული სიტუაციის გადაჭრის საკუთარ ვერსიას სთავაზობდნენ. თუმცა იყვნენ ისეთებიც ვისაც მოერიდათ და ვერ შეძლეს ბოლომდე ჩართვა. როგორც იდეის ავტორი ამბობს, მიზანი მიღწეულია, რადგან ახალგაზრდებთან მუშაობის შედეგად რამდენიმე მათგანი უკვე დასაქმდა და მათ ღირსეულად წარმოაჩნეს თავი გასაუბრებაზე. იგეგმება მომდევნო ჯგუფთან მუშაობა სექტემბრის თვეშიც.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com სცენარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: გარშემო მყოფი პირების უარყოფითი დამოკიდებულება მოზარდის დასაქმების მიმართ, გასაუბრების ცუდი კომუნიკაციის უნარები
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com თეატრში წარმოდგენილი სცენარი ეხებოდა დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. კერძოდ:
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com ფორუმ თეატრის ერთ ერთ სცნეაში წარმოდგენილი იყო გასაუბრებისთვის საჭირო უნარების ნაკლებობა
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com ფორუმ თეატრის მიმდინარეობა
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com უფრო ვრცლად ჩვენი ღონისძიების შესახებ: ფორუმ თეატრის მოსამზადებელმა შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. რაც იმას ნიშავდა რომ შესანიშნავი სცენარი გვქონდა დასადგმელად. სცენარში ჩანს თუ როგორ უპირისპირდება მეთორმეტე კლასელს ბიძა იმსთვის რომ არ დასაქმდეს. გარდა ამისა ამ სკოლის მოსწავლეს არ აქვს კომუნიკაციის უნარების რომელიც დაეხმარება გასაუბრებაზე თავის წარმოსაჩენად. გარდა ამისა მის გარშემო კლასელებს და მასწავლებელსაც მიაჩნიათ, რომ მან სწავლას უნდა მიხედოს და დასაქმება გააუარესებს მის ნიშნებს.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com მოზარდები აქტიურად ჩაერთვნენ, ჩანააცვლეს არასასურველი სცენარი. რაც ეხებოდა: 1. ოჯახის წევრების მხრიდან მუშაობის უფლების მიცემას მოზარდისთვის 2. სტაჟირების საჭიროებას 3. უკეთესი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების ქონას.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com 1 ივნისს ჩატარდა, ქალაქ თელავში ფორუმ თეატრი დასაქმების უანრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის, თელავის და საგურამოს მოზარდები. ჯამში 30. შეხვედრამ კარგად და სახალისოდ ჩაიარა.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com დღეს გვაქვს ფორუმ თეატრი ქალაქ თელავში დასაქმების უნარების განვითარებისთვის, რომელსაც 30 მდე მოზარდი დაესწრება თელავიდან გორიდან და საგურამოდან
Reply
Keti Khachidze Can you please post photos of the event and a bit of more detail how it went?
Reply
Keti Khachidze Can you please post photos of the event and a bit of more detail how it went?
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com შეხვედრას ესწრებოდა 12 მოზარდი. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრა, სადაც დაიწერება სცენარი და მოხდება როლების გადანაწილება.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com ეს თემებია: 1. გასაუბრებისთვის საჭირო უნარების არ ქონა 2. შშმ პირებისთვის დასაქმების ხელმისაწვდომობა 3. სტერეოტიპები რომელიც აქვთ დამქირავებელს, მაგალითად "საყურიანი ბიჭი" ან ზედმეტად "შკოლნიკის" იარლიყი 4. როდესაც გამოცილება არ გაქვს და დამსაქმებელი აასკის მიუხედავად რამოდენიმე წლიან გამოცდილებას ითხოვს.
Reply
mamukamanagadzetelavi@gmail.com ჩვენი პროექტი დაიწყო! დღეს მოზარდები შეხვდნენ ერთმანეთს და მოხდა პირველ ივნისისთვის ბავშვთა დაცვის დღისთვის პირველი ფორუმ-თეატრის დაგეგმვა. ბავშვებმა გამოყვეს ის თემები, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ დასაქმებასთან და შესაბამის უნარებთან დაკავშირებით.
Reply