Humans of Tbilisi

humans.of.tbilisi.hot@gmail.com
a
1538
Comments: 14
a

Goals

Problem statement:

The concept of Humans of Tbilisi project is a street journalism and photo project that serves several purposes.

First, we recognise our personal stories are inherently connected to broader political, social and economic forces. We believe in reflecting these larger forces by bringing a collage of personal stories to life. This can help transform abstract concepts into concrete realities and demonstrate the impact of public problems.

We also recognise that sharing the attitudes, experiences, and personal stories of those in our community helps build a stronger community. We also think these stories should be not driven by news, but by the day-to-day pace of life.

We hope that the Facebook page we publish on will generate discussion, debate, and most importantly, solidarity and empathy.

Humans of Tbilisi is based on an international model which has already successfully brought these ideas to practice in other cities.

Proposed Solution:

ფოტო-ისტორიების შექმნისას ჩვენი სამუშაო ეფუძნება ქუჩის ჟურნალისტიკისა და ზეპირი ისტორიების მოდუსებს.
მუდმივი გასვლები ქალაქის ქუჩებში და ხალხთან პერმანენტული კომუნიკაცია, გვეხმარება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროექტში და რაც შეიძლება ბევრისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ეს სივრცე, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში. გარდა საკუთარი აზრის დაფიქსირებისა ჩვენ ვქმნით მათ ფოტოისტორიებს და რაც მთავარია ყოველი მათი ისტორია უნიკალური და დასამახსოვრებელია. სწორედ ეს არის ის იდეა რაც ლაიტმოტივად გასდევს მთელს პროექტს და გამოიხატება ჩვენ სამუშაო დევიზშიც: “Everyone you will ever meet knows something you do not.”
ფოტო-ისტორის მომზადებას წინ მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის.. ჩაწერილი ინტერვიუები და გადაღებული ფოტოები მუშავდება და თავსდება humans of tbilisi-სოციალური მედიის პლათფორმაზე. თითოეული ფოტო ისტორია იდება ორ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რათა უფრო დიდი დაინტერესება გამოიწვიოს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფ საქართველოს კულტურული, ისტორიული და სოციალრი მრავალფეროვნების წარმოჩენას. სწორედ ეს ორგანიზებლი და მიზანმიმართული ტაქტიკა გვაძლევს შესაძლებობას ჩვენი სოციალური სივრცე იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და რეზონანსული.
ასევე, გვაქვს სურვილი პროექტის ფარგლებში შექმნილი ფოტო-ისტორიების გამოფენა მოეწყოს, ამავე ფოტო-ისტორიების კრებული დაიბეჭდოს და გამოიცეს, პლატფორმის საქმიანობის პოპულარიზაციისა და პროექტში ჩართვის სურვილის მქონე ადამიანების მოზიდვის მიზნით.

Sustainability:

ამ საქმიანობას ჩვენი რამდენიმე წლიანი სრულად მოხალისეობრივი და წარმატებული პრაქტიკა უმაგრებს ზურგს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტურ განხორციელებას.
აHumans of Tbilisi- ის იდეა გაგვიჩნდა 2014 წელს მაშინ როდესაც ჩვენი მედია სივრცე ძირითადად შემოიფარგლებოდა მეინსტრიმული მედია საშუალებებით და თითქმის არ იყო საჯარო სივრცეები, სადაც მოქალაქეებს ექნებოდათ საშუალება ესაუბრათ საკუთარ თავზე , გარემოზე, იმ პორბლემებზე რომელიც აწუხებთ და ა.შ. Humans of New York-ი გახდა ჩვენთვის ინსპირაცია ჩვენი ქალაქისთვის შეგვეთავაზებინა ახალი სივრცე Humans of Tbilisi-ის სახით, რაც პრაქტიკულად განვახორცელეთ კიდეც.
Humans of tbilisi-ის იდეა იყო პირველი, ბოლო 10 წლის მანძილზე, რომელმაც დაიწყო საქართველოში ქუჩის ჟურნალისტიკის განვითარება, ჩვენი პროექტის შემდეგ ბევრმა სხვა პროექტმა აიტაცა ჩვენი ფორმატი.
გაჩნდა სხვადასხვა პლატფორმები განსხვავებული სოციალური ჯგუფებისთვის, რაც ხელს უწყობს მოქალაქეთა ინტერაქციასა და ჩართულობას მნიშვნელოვან პროცესებში.

ვიდეო და აუდიო ტექნიკის გამოყენებით შექმნილი საბოლოო პროდუქტი მუდმივი გამოყენების საშუალებას იძლევა და გრძელვადიანი ეფექტი გააჩნია, რაც ჩვენი ფორმატის უპირატესობას წარმოადგენს. მნშვნელოვანია, ისიც, რომ ჩვენ მიერ შექმნილი და გამოყენებული მასალებს ერთიანი საარქივო სახე მიეცემა, რომლის გამოყენება სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიზნით იქნება შესაძლებელი.
ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას რესურსების სიმწირე და მათზე ხელმისაწდომობა წაროადგენს. ამ ეტაპზე კამერისა და კომპიუტერის არ ქონა კარგად არ აისახება მუშაობის ეფექტურობაზე. ამ საჭირო ტექნიკის მოპოვების პირობაში წარმატებულად შევძლებთ ჩვენი საქმიანობის მოხალისეობრივად გაგრძელებას
ჩვენ ყოველთვის ვადევნებდით თვალს სტუდენტურ პროტესტებს, მათ სურვილებს, მოთხოვნებს და ვცდილობდით დავხმარებოდით ჩვენი სივრცით, რომ ჩენი 27 ათასი გამომწერისთვის მიეწვდინათ ხმა საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებზე.
მიუხედავად , ჩვენი 3 წლიანი მოხალისეობრივი მუშაობისა, პარალერულ რეჟიმში სწავლისა და სამსახურისა მაინც ვცდილობთ, რომ ეს პროექტი არ შევწყვიტოთ. ამ პროექტის საშუალებით უფრო იზრდება ხალხის ჩართულობა სოციალურ პროცესებ

Equal gender opportunity:

ჩვენი ფოტო-ისტორიის გმირები თანაბრად არიან როგორც ქალები ასევე, მამაკაცები. ამას გარდა, ზეპირი ისტორიები კონცეფტი სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ქალთა სპეციფიკური, მამაკაცთაგან სრულიად განსხვავებულ გამოცდილების წარმოაჩენის შესაძლებლობას იძლევა და ამრავალფერევნებს, Humans of tbilisi-სოციალურ პლათფორმას. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს სივრცე ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობების მიცემით გამორჩეულია და ჩვენი საქმიანობისათვის ეს ასპექტი ერთ-ერთი ცენტრალურია.
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ " Humans of tbilisi" პირველი სოციალური პლატფორმაა საქართველოში. ჩვენი მოხალისეობრივი სამუშაოს გათვალისწინებით ვცდილობდით აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა, რადგან ვხედავთ ამ გვერდის საჭიროებას და ხალხის დამოკიდებულებას ამ სივრცის მიმართ. ჩვენი გვერდი იძლევა საშუალებას რომ კომენტარებში დისკუსია წარიმართოს, უფრო განივრცოს კონკრეტული ადამიანის ისტორიები და შეხედულებები.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
Camera FUJIFILM X 30 BLACK

ჩვენი პროექტი გარდა ახალი სოციალური პლატფორმის შექმნისა და განვითარებისა, ადამიანთა ისტორიების შეგროვებისა და მათი აქტუალიზებისა, ცდილობს ეს ყველაფერი ადამიანებამდე ხარისხიანად მიიტანოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა 3 წელის მანძილზე. თუმცა ეს პროცესი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული . მთავარ სირთულეს კი ფოტოაპარატის არქონა იწვევს . ამის გამო ხშირად გვიწევს სხვადასხვა ადამიანებისგან კამერის თხოვება, რაც თავის მხრივ აფერხებს მუშაობის პროცესს , გვეზღუდება არეალი ვერ გავდივართ ქალაქ გარეთ და ხშირ შემთხვევებში გარეუბნებშიც კი . ამ ეტაპზე ძალიან დაგვეხმარება ფოტოაპარატი FUJIFILM X 30 BLACK (http://www.be.ge/product-138438.html) . ამ კამერის ყიდვის შემთხვევაში, პირველ რიგში გაიზრდება ჩვენი მუშაობის სიხშირე. შევძლებთ დღეში რამოდენიმე ფოტოისტორიის მომზადებას , არ გვექნება წყვეტა ერთი ფოტოს დადებიდან მეორე ფოტოს დადებამდე, როგორც აქამდე გვქონდა კამერის არქონის გამო .
ასევე საკუთარი კამერის ქონის პირობებში გვექნება საშუალება მოვიცვათ რეგიონები რაც ახალი გამოწვევაა და საციცოხლოდ მნიშვნელოვანია პროექტის განვითარებისათვის .

www.be.ge

თბილისი, ა. წერეთლის 116, დიდუბე პლაზა, ოფისი 202, 0119

(+995 32) 2 550 800
1 299,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

humans.of.tbilisi.hot@gmail.com დეკემბერში მშრომელთა ცენტრთან თანამშრომლობით დაგეგმილი გვაქვს კახეთის მიმართულებით რამოდენიმე გასვლა და იქიდანაც ძალიან საინტერესო და მნიშვნლეოვან მასალას ჩამოვიტან რომელიც ჩვენ გვერდს კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შესძენს
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com წინა კვირაში 2 დღე სრულად დავუთმეთ გარეუბნებში სიარულს და ძალიან კარგი და საინტერესო მასალების შეგროვება მოვახერხეთ .
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com ბოლო პერიოდში გადავიღეთ ორბელიანის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები . ყველა ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა . ყველამ მიიღო დადებითი და პოზიტიური შეფასება . თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც ლევანიმ მოგვწერა, რომ ჩვენ გვერდზე მისი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ბევრი ადამიანი წერდა და დაინტერესდა მისი თამაშით .
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com სექტემბერში კიდევ ერთხელ ვესტუმრეთ მუხიანში არსებულ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, სადაც პირველი შეხვედრის შემდგომ დამეგობრებული ბინადრები ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ. ბევრი ვისაუბრეთ, გადავიღეთ ფოტოები, ვითამაშეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ ერთად. ბოლოს კრისწისგან ავიღეთ ინტერვიუ, როგორღაც გამოგვრჩა მისი ჩაწერა და მანამდე არ გაგვიშვა სანამ არ გადავუღეთ ფოტო და ინტერვიუ არ ჩამოვართვით. ნინო, ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი სახლის კოორდინატორი ისევ გვეხმარებოდა ინტერვიუების ჩაწერაში და ზოგადად რესპოდენტებთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებაში.

humans.of.tbilisi.hot@gmail.com ზაფხულში ერთი კვირა და სექტემბრის დასაწყისში კიდევ ერთი კვირის გატარება გურიაში მოგვიწია, კონკრეტულად კი ჩოხატაურში, სოფელ გუთურში. აქაც, ისევე როგორც თერჯოლაში, ძალიან გაგვიჭირდა ახალგაზრდებთან დაკონტაქტება,რადგან სოფელი თითქმის დაცლილია მათგან, მიუხედავად ამისა, მაინც აღმოვაჩინეთ ადგილობრივი ბავშვები, რომელთა მიზნებაც და გეგმებმაც არამარტო ჩვენ, არამედ ყველა ჩვენი მომხმარებელი გააოცა(https://www.facebook.com/HumansOfTbilisi.HOT/photos/a.417107668396295.1073741824.417103835063345/1365471890226530/?type=3&theater). ასევე გურიაში ყოფნის დროს მოვახერხეთ ყველასთვის ძალიან ცნობილი მუსიკოსის - ელისო ბოლქვაძის გადაღება და ჩაწერა, რომელიც სპეციალურად ჩოხატაურის კულტურის სახლის გახსნაზე იყო ჩამოსული და გურული მსმენელისთვისაც დაუკრა.
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com ზაფხულის ერთი კვირა თერჯოლის რაიონში, სოფელ თუზში გავატარეთ. როგორც ჩანს, ბოლო წლების მანძილზე ამ სოფელში ახალგაზრდობა ნაკლებად შემორჩა, ამიტომაც ინტერვიუების ჩაწერა უფრო ასალოვან ხალხთან მოგვიწია. ვეცადეთ კარგად გაგვეგო მათი სატკივარი, სიხარული და ზოგადად მათ საქმიანობას დავკვირვებოდით. ეს პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი სიხარიულით ჩაერთო პროცესში, ვინც გადაღება არ ისურვა, მათ უბრალოდ დამეხმარნენ თუ სად და როგორ შეიძლებოდა გადამეღო მოსახლეობა. იმედია კიდევ ბევრ სოფელს ვეწვევით შემდეგშიც.
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com ეს კვირა ძირითადად დავუთმეთ, მუხიანში არსებულ მცირე ტიპის საოჯახო სახლებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელი-ხელს" მხარდაჭერით, დამოუკიდებლად ცხოვრებას ახერხებენ სრულწლოვანი შშმ პირები. ინტერვიუების ჩაწერის დროს აქტიურად იყო ჩართული შშმ პირების ასისტენტი ნინო ანანიაშვილი, რომელიც გვეხმარებოდა სრულფასოვნად ჩაგვეწერა ინტერვიუები და ამასთან ერთად ცდილობდა ტექსტის წერის დროს მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო სახლის ყოველი წევრის ინდივიდუალიზმი და კარგად წარმოჩენილიყო მათი იდენტობა. ყველა ფოტო განთავსებულ იქნა ჩვენს გვერდზე.
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com ამ კვირაში ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ გარეუბნებზე. კერძოდ მუხიანისა და გდანის ტერიტორიაზე . საინტერესო და სირთულეებით სავსე იყო ეს კვირა . გარეუბნებში შედარებით უფრო რთულია ხალხის გადასაღებად დათანხმება . ნაკლებად იხსნებიან შენთან თუმცა მაინც მოვახერხეთ რესპოდენტების შერჩევა ვინც დაგვთანხმდნენ და საინტერესო გამოხმაურებაც დაიმსახურეს ჩვენს გვერდზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ კვირაში რეპოდენტების შერჩევამ ბევრად მეტი დრო წაიღო. ამ პროცესმა კარგად გვაჩვენა ის კონტრასტი, რაც ცენტრალური უბნების და გარეუბნის მოსახლეობაში არსებობს, ეს ყოველივე გვიბიძგებს იმისკენ, რომ გარეუბნებში უფრო მეტად გავიდეთ და უფრო მეტად ჩავრთოთ ეს უბნები ჩვენს პროექტში.
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com წინა კვირის დასაწყისსში ვიყავით გურიაში , კერძოდ სოფელ გუთურში სადაც 2 არაჩვეულებრივი ადამიანი გადავიღეთ . 70 წლის ყოფილი ბაზიერი, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული თავის საქმეზე იმიტომ რომ დაინტერესება არ არის . არავის აინტერესებს , მაგრამ ჩვენმა ჩასვლამ და მისადმი ინტერესმა ძალიან გაახარა . მოგვცა პირობა , რომ აუცილებლად გააგრძელებს თავის საქმეს და შემდეგ სეზონზე ერთი მიმინოთი გადავიღებთ მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოს . ხოლო მეორე 14 წლის გოგონა რომელიც ძალიან აქტიურია , ბევრი გეგმები აქვს ცხოვრებაში და მიუხედავად სოფელში მწირი შესაძლებლობისა მაინც არ ამბობს უარს თავის ოცნებებზე ჩვენი იქ ჩასვლა და ამ პროექტში ჩასვლა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა . გაუხარდა, რომ სოფლებითაც დაინტერესდნენ და მიეცა საშუალება ფართო აუდიტორიისთვის თავისი აზრები და შეხედულებები გაეცნო და პირად საუბრში აღნიშნა , რომ ეხლა გაათმაგებული აქვს მოტივაცია და უფრო ბევრს იშრომებს თავისი მიზნების მისაღწევად.ამ უკანასკნელის ფოტომ კი ძალიან ბევრი პოზიტიური გამოხმაურება დაიმსახურა : https://www.facebook.com/HumansOfTbilisi.HOT/photos/a.417107668396295.1073741824.417103835063345/1365471890226530/?type=3&theater
Reply
humans.of.tbilisi.hot@gmail.com დღეს მივიღეთ კამერა და გავედით ქუჩაში გადასაღებად. სამწუხაროდ თავიდან არ გაგვიმართლა, პირველი ადამიანი ვისთანაც ვცადე გამოსალაპარაკება პაკისტანელი აღმოჩნდა, მაგრამ ენის ბარიერის გამო, ვერც ინგლისურად მესაუბრა და მოგვიწია დამშვიდობება. შემდგომ დედა-შვილის გადაღება მინდოდა, მივედი ავუხსენი ფორმატი, ვესაუბრე, მაგრამ მათაც უარით გამომისტუმრეს. ერთმა ქალბატონმა, როდესაც ფოტოს გადაღება შევთავაზე, გამომლანძღა. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულად წავიდა დღე, დაახლოებით 1 საათის შემდეგ ძლივს შევძელი საყვარელი წყვილის მართას და ვაჟას გადაღება, რომლებიც თავიანთ გაცნობის ისტორიას მომიყვნენ. ხვალ სავარაუდოდ შუადღიდან დავიწყებთ გადაღებას, იმედია დღევანდელზე წარმატებული დღე გვექნება.
Reply