გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტირება: კომფორტული და უსაფრთხო კამპანია
a
1718 Comments: 25
Goals
Problem statement:
საზოგადოებრივი ტრანსპორტით უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება დიდწილად მგზავრებზეც არის დამოკიდებული. გარკვეული ქცევები, როგორიცაა კარებთან შეჯგუფება, ჩამსვლელი მგზავრების შეფერხება, სამარშრუტო მიკროავტობუსების შეუსაბამო ადგილებში გაჩერება და მსგავსი ქმედებები საკმაოდ დიდ გამოწვევებს ქმნის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების წინააღმდეგ.
ამ პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია დაიგეგმება, რომელიც მოიცავს რიგითი მგზავრების მეტად ინფორმირებასა და საკუთარი პასუხისმგებლობების გათვითცნობიერებას ამ საკითხში სხვადასხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კამპანია ასევე მოიცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.
Proposed Solution:
ეს პროექტი იქნება ურბანული ლაბორატორიის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელიც ზუსტად უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას ეხება.
ეს კამპანია მოიცავს შემდეგ მესიჯებს:
• როგორ ვცეთ პატივი ყველას/სხვების კომფორტს საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
• როგორ ავიდეთ და ჩამოვიდეთ საზ.ტრანსპორტში ისე, რომ მთელი ეს პროცესი იყოს სწრაფი და მოხერხებული;
• ცუდი და კარგი გამოცდილება მეტროს ესკალატორის გამოყენებისას;
• როგორ აზიანებს ვანდალიზმი ჩვენს საკუთრებას;
• მეტროში გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს როგორ უნდა მოვიქცეთ;
• სამარშრუტო მიკრავტობუსების გაჩერების ხერხები, რომლებიც ამცირებენ საცობებისა და ავტოავარიების მოხდენის რისკებს;
• როგორ ვისხდეთ ისე, რომ არ ვარღვევდეთ სხვის სივრცეს;
• როგორ განვალაგოთ ბარგი, ზურგჩანთა ისე, რომ დარჩეს მეტი ადგილი და ნაკლები დისკომფორტი გამოიწვიოს სხვებში;
ჩვენ დავიქირავებთ დიზაინერს, რომელიც შექმნის მარტივად გასაგებ და ,,ატაცებად“ ინფოგრაფიკებს და შემდეგ გავაზიარებთ სხვადასხვა ვებსაიტებზე. სამიზნე აუდიტორიის გასაზრდელად, დავბეჭდავთ ფლაერებს ამ ინფოგრაფიკებით და დავარიგებთ გადატვირთულ ავტობუსის გაჩერებებზე, მეტროს შესასვლელებთან და რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე აქტივობა საერთოდ არ საჭიროებს დამატებით დაფინანსებას. წინამდებარე განაცხადი ემსახურება საჭირო ფინანსების მოგროვებას შემდეგი აქტივობებისთვის:
• 8ც. სპეციფიკური მესიჯის შემცველი ინფოგრაფიკის დამზადება;
• სოციალურ მედიაში ინფოგრაფიკების დასპონსორება;
• 20 000 ფლაერის დაბეჭდვა ზემოთხსენებული 8 ინფოგრაფიკის გამოყენებით;
• ფლაერების მიწოდება საზ.ტრანსპორტის მგზავრებისთვის.
Items Needed
Item | აღწერა | Vendor Info | Total | Purchased? |
Designing 8 infographics | The infographics will bear specific messages for safe and comfortable ride, presented in a clear and catchy form. |
Yana Shavgantsuk
Tbilisi 595501179 |
714,09 ₾ | |
Dissemination of 20 thousands flyers | 20,000 flyers will be disseminated among passengers at various crowded places: subway entrances, bus stops, central railway station. |
Specific vendor will be selected later
N/A N/A |
952,12 ₾ | |
Printing 20 thousands flyers | We will print 20 thousands flyers with infographics for dissemination among passengers. |
Priniting House Damani
6, Chanchibadze str, Tbilisi, Georgia 0164 https://www.facebook.com/printhousedamani/ 577 33 38 55 |
452,26 ₾ | |
Dissemination of the infographics through social network (boosting) | We will put inforgaphics as a FB note and boost in order to increase the audience. |
Facebook
N/A N/A |
95,21 ₾ |
Similar Initiatives
Activity See All Activity
შესვლა first to add your own comment.Comments