Library and Community Center for Giorgeti

ninomodebadze1989@gmail.com
a
2330
Comments: 77
a

Goals

Problem statement:

The library in Giorgeti has been functioning since the second half of 20th century. Village inhabitants say that its role in literary development of the society was huge.

Unfortunately, for almost 20 years, that the village library has not been functioning well. The furniture and materials are too old, and the book supply has never been renewed. Most of the literature is in Russian, and the shelves are so old that it is dangerous to walk between them. The floor is old as well.

The village inhabitants don’t even know about the existence of the library and it is not popular because of its state of disrepair.

Proposed Solution:

To solve this problem, the youth of the village and the library director have volunteered to rehabilitate the library.

They will create the creative and original interface, renew the books and remake this room to be a space where we can host different writers and poets, organize poetry evenings and other events, to create a reading club and make different presentations. This process will awake the enthusiasm and civil activity in youth and older society.

To buy the materials for the cosmetic repair, we will collect the books from different publishers and charity. We will invite Giorgi Kekelidze, director of the Georgian national library on the opening day at our presentation. I know him and we have discussed it. He will give us 300 books to start our library.

Sustainability:

Project stability will be caused by those activities which are planned for the public space of the library. The plans are as follows:

1.Purchase the needed supplies for the repair.
2. Repair and arrange the room.
3. Purchase books with funds and solicit donations of books.
4.Reopen the library with the National Parliamentary Library's Giorgi Kekelidze.
5. Launch events: poetry nights and a reading club.
6. Establish a weekly cinema club.
7. Hold weekly open houses inviting local youth groups and adult club.s
8. Recruit and train volunteers for maintaining the facilities.
9. Host civil and religious festivals. Engage school groups for participation.
10. Host exhibitions with local artists.

Equal gender opportunity:

We hope that this project will reawaken the civil spirit of our entire community, helping men and women.

Items Needed

Item აღწერა Vendor Info Total Purchased?
10 liter Painting material

for the walls

Zakaria Tsodorishvili

Tbilisi

5
70,00 ₾
3 containers Painting material

for the floor

Zakaria Tsodorishvili

Tbilisi

5
19,00 ₾
6 chairs

for audience

LTD LAMA

Tbilisi

5
210,00 ₾
6 pouf

Comfortable reading the book, the audience

LTD LAMA

Tbilisi

5
245,00 ₾
Table

for the newspapers/magazines

LTD DACHI

Tbilisi

5
100,00 ₾

Activity See All Activity

შესვლა first to add your own comment.

Comments

taso_mode@yahoo.com ერთი ლამაზი საყვავილე გვაქვს სამკითხველო ოთახში.. მამამ ჯართში ჩაიბარა, ისეთი უსახური და ძველი იერი ჰქონდა!.. მწვანედ შევღებე, ყვითელი ორნამენტები გავუკეთე და დღეს ასე გამოიყურება <3 :))))
Reply
taso_mode@yahoo.com ასე გამოიყურება ჩვენი წიგნის თაროები.. <3
Reply
taso_mode@yahoo.com 2 მაისს სამკითხველო ოთახის მცირე ბიბლიოთეკა ათამდე წიგნით გამდიდრდა! <3 სოფლის ერთმა მაცხოვრებელმა, მარიამ ბობოხიამ, ახალი გამოცემებით და რამდენიმე თანამედროვე შემოქმედის ნაწარმოებებით დაგვასაჩუქრა და ძალიან, ძალიან გაგვახარა! <3 წიგნების შეგროვების აქცია გრძელდება...
Reply
taso_mode@yahoo.com 24 აპრილს სამკითხველო ოთახში წნორელ ახალგაზრდებს ვუმასპინძლეთ. ახალგაზრდები წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციას - "სამოქალაქო ინიციატივა".. მოხდა ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და გაცნობა/დამეგობრება. წნორელები აღფრთოვანებულები დარჩნენ სამკითხველო ოთახში შექმნილი გარემოთი და მისი შექმნის ისტორიით <3 <3 <3
Reply
taso_mode@yahoo.com გია ფერაძე - "არასერიოზული კაცი" <3 <3 <3
Reply
taso_mode@yahoo.com დავიწყეთ ამ სივრცის გამოყენება ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის.. პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო მსახიობ გია ფერაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი გენიალური ფილმის - "არაჩვეულებრივი კაცი" - ჩვენება და დისკუსია. <3 სამწუხაროა, რომ იტვირთება მხოლოდ ერთი ფოტო.. :)
Reply
taso_mode@yahoo.com სიხარულის სელფი :D
Reply
taso_mode@yahoo.com დავასრულეთ სამკითხველო ოთახის მოწყობა და ის ასეთი გამოვიად <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ფანჯარაში მინები ჩავსვით. დღეს ფარდის საკიდები დავამაგრეთ. მამა და ბიძა მომეხმარნენ.. :*
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დღეს მე და დედამ ფანჯრის მინები გავასუფთავეთ.. ამ დღეებში ჩავსვამთ.
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ხვალ, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, მინების ნაწილს ჩავსვამთ... პროცესი ასე იმიტომ გაიწელა, რომ ადგილობრივი მთავრობის იმედზე ვიყავი, რომელსაც შევთავაზე, რომ აღნიშნულ ოთახში ახალგაზრდული ცენტრიც გაგვეკეთებინა, მათი თანხმობის შემდეგ დავწერე პროექტი და პირობა იყო შემდეგი: კოსმეტიკური რემონტის პარალელურად შემოვიდოდნენ ინფრასტრუქტურული მოწყობის კუთხით თანადაფინანსებაში(კარ-ფანჯრის გამოცვლა, ახალი კარის დაყენება, განათების მოწესრიგება და ა.შ..), სამწუხაროდ, გამგეობის მხრიდან თანხების დარიცხვა დროულად არ მოხდა და ვერ ხერხდება აპრილის ბოლომდეც.. ამის გამო მე ხელთ შემრჩა მთელი რიგი პრობლემები: დამოუკიდებლად უნდა მომეძიებინა რესურსები და ყველა პრობლემატური დეტალი სრულიად მარტოს მომეგვარებინა.. ბუნებრივია, ეს არ იყო და არც არის ადვილი პროცესი.. მითუმეტეს, რომ სხვა უამრავი საქმე და პასუხისმგებლობა მაკისრია სამსახურისა(სკოლა) და სხვადასხვა პროექტის მართვის მხრივ.. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ აქტივობების დაწყება 2 თვით დაგვიანდა და სანამ დარჩენილ პრობლემებს არ მოვაგვარებ, დაწყება ვერც მოხერხდება.. მე ვდარდობ იმაზე, რომ ასე დაგვიანდა ოთახის გახსნისა და აქტივობების განხორციელების დაწყება.. ვდარდობ იმაზეც, რომ ამის გამო, როგორც დონორი, მისაყვედურებთ და გამკიცხავთ.. მაგრამ მეც, ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმაც და ღმერთმაც ვიცით, როგორ საცოდავად ვცდილობ პროცესის შეუქცევადობას და ჩემი და დამხმარე ადამიანების თავისუფალი დროის მაქსიმალურად გამოყენებას.. გთხოვთ, გაგებას და გულშემატკივრობას.. რადგან პროცესი მაინც მივა ბოლომდე და ასე წვალებ-წვალებით გაკეთებულს უფრო მადლი ექნება.. :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ახლო ხედი :) ამ უჯრედებში წიგნების გარდა ქოთნის ყვავილებსა და დეკორაციულ ნივთებსაც განვათავსებთ :* <3 :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com საბოლოო სახე.. ძალიან მოუხდა ოთახს <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დამონტაჟების პროცესი..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დღეს, შუადღისას, ხელოსნებმა დამზადებული თაროები დასამონტაჟებლად მოიტანეს ჩვენს ოთახში. ამ პროცესში მათ სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი დაეხმარა.. მადლობა ამ ბიჭებს გულისხმიერებისთვის! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ზომების აღების პროცესი..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სასიხარულო ფაქტია ის, რომ ორგანიზაცია "ლელის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხელოსნებმა დაამზადეს და დაამონტაჟეს სამკითხველო ოთახში არსებულ ნახევრად ამოშენებულ ფანჯრის ველში ულამაზესი წიგნების თარო! <3 ხელოსნების მომსახურება დაჯდა 110 ლარი. ბედნიერი ვარ, რომ ოთახი ნელ-ნელა ლამაზდება <3 ეტაპობრივად იხილეთ ფოტო-მასალა..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com შევღებეთ და დავაყენეთ წიგნების საცავში გამავალი ოთახის კარი, რომელიც სოფლის საბავშვო ბაღის გამგემ სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ჩამოვხსენით მეორე კარი, რომელიც სახლში წავიღეთ და ახალი პროექტის ბიუჯეტით შეძენილი თანხით შევღებეთ და სამი დღის მერე, სრულიად გამშრალი კვლავ ჩამოვკიდეთ. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა მამაჩემი დავით მოდებაძე, ჩემი მეგობარი ნინო რეხვიაშვილი და კარის შეღებვაში დედაჩემი, ქეთევან კედელაშვილი :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ფანჯრის ჩარჩოების შეღებვამდე, ამოვიღეთ შუშები, რომლის ნაწილიც უნდა შევცვალოთ, ნაწილი კი გავასუფთავოთ..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ასე გამოიყურება შეღებილი ფანჯრის ჩარჩოები :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com იმის გამო, რომ პროექტით გათვალისწინებული საღებავები სრულად გაიხარჯა გარკვეული შეცდომების გამო ხელოსნების მხრიდან, მომიწია სხვა გზით მათი მოძიება. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ -"ლელი" - გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი თემის საჭიროებებზე ზრუნვის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოვიყენე და სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დავწერე პროექტი, რომელშიც გავითვალისწინე სამკითხველო ოთახის ფანჯრებისა და ორივე კარის შეღებვისთვის საჭირო საღებავები, ამოშენებული ფანჯრის ადგილზე ხის თაროების შეძენა/დამონტაჟება და დღის ფარდები ორივე ფანჯრისთვის.. პროექტში გაწერილი იყო სხვა აქტივობებიც, რომელიც არაა კავშირში სამკითხველო ოთახთან.. პროექტი დაგვიფინანსეს და ბიუჯეტის ათვისებას ნელ-ნელა ვახდენთ. შევღებეთ ფანჯრები.. იმის გამო, რომ ფანჯრის ჩარჩოები ძალიან ძველია და დეფექტების დაფარვა ძნელი იქნებოდა, გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა მუქი ყავისფერი საღებავი. იდეამ გაამართლა! :) ხის სიძველე დიდწილად დაიფარა. ფანჯრების შეღებვაში დამეხმარა მამაჩემი <3
Reply
elene.modebadze.2016@mail.ru ხის ეს დასადგამი სუნელების ჩასაყრელ ჭურჭელს მოჰყვა, როცა ვიყიდეთ :) ჰოდა, სხვა დანიშნულება მოვუძებნე: შევღებე, საკიდი გავუკეთე და სამი საყვავილე შიგ ჩავდე :) ტასოს ახლა ექვსი საყვავილე და ორიგინალური საკიდი ექნება თავისი ოთახისთვის. ძალიან ახარებს ასეთი რამეები! :))) წაღებამდე ჩვენი სახლის კედელს ამშვენებს :)
Reply
elene.modebadze.2016@mail.ru :) <3 ჩვენი ეზოს ღობეზე ჩამოვკიდე საყვავილეები :)
Reply
elene.modebadze.2016@mail.ru მე ელენე ვარ, ტასოს და. :) დიდად არ მესმის იმ ყველაფრის მნიშვნელობა, რა საქმიანობასაც ტასო ეწევა. არ შემიძლია იმის გაგება, როგორ იტვირთავს თავს ადამიანებისთვის, რაღაცების ცვლილებისთვის და მერე ამას სულ პატარა შედეგი მოაქვს. ვფიქრობ, რომ ადამიანებს ასეთი რამეები არ სჭირდებათ, საოცრებების მოხდენას კი დრო და სხვა საშუალებები უნდა. მაგრამ პატივს ვცემ ჩემი დის სურვილებს და რწმენებს, ოცნებებს იმის შესახებ, რომ აუცილებლად შეცვლის საკუთარ სოფელში ბევრ რამეს. ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა მივეშველო ამ პროცესებში და კონკრეტულად კი სამკითხველო ოტახის გალამაზებაში. მიყვარს ნივთების სხვა დანიშნულებით გამოყენება :) სახლში უქმად ყოფნისას მარანში მინის ეს წურჭლები ვიპოვე, საყვავილეებად გამოვიყენე, ბაფთები შევაბი და იები ჩავაწყვე :) ტასო ამ საყვავილეებს ოთახის გახსნის დროს წაიღებს და იქ განათავსებს :)
Reply
qebadze@hotmail.com დღეს მე და ტასომ ფანჯრის ჩარჩოებიდან ძველი საღებავი ჩამოვფხიკეთ. ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ორი ფენა საღებავი ადვილად არ შორდება. რაც შევძელით, გავაკეთეთ... იმედია, ახალი საღებავი დაფარავს დეფექტებს და უფრო ლამაზი გამოჩნდება. ზოგადად, ძალიან ძველია ჩარჩოები, ხე გაფუჭებულია და უსახურად გამოიყურება, მაგრამ სხვა გზა არ არის... :( :( :( ტასო ამბობს, რომ ოდესმე ამ სივრცეს ძალიან კომფორტულ გარემოდ აქცევს, მთავარია, დაიწყოს სიცოცხლე სამკითხველო ოთახმა! :) მე მჯერა ტასოს ენთუზიაზმის და მისი იმედების! აგვისტოს თვეში სოფელში გადმოვცხოვრდები, საკუთარ საადვოკატო ბიუროს გახსნას ვაპირებ რაიონში. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვაპირებ, რომ ვიყო აქტიური ახალგაზრდების გვერდით. კითხვა ძალიან მიყვარს, ამიტომ სამომავლოდ კომფორტულ გარემოში წიგნთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მომეცემა, ეს აქედანვე მახარებს :) მადლობა ტასოს და ორგანიზაცია "ორბელიანს", რომელმაც მას ამ ყველაფრის შექმნის შესაძლებლობა მისცა!
Reply
qebadze@hotmail.com მე მარიამი ვარ. ტასოს კლასელი და საუკეთესო მეგობარი. ტასოსავით ჩემს სოფელზე შეყვარებული. <3 საქმეების გამო თბილისში ვცხოვრობ, თუმცა ყოველ ორ კვირაში ჩემს მშობლიურ სოფელში ჩამოვდივარ. ახლა სწორედ ჩემს სოფელში ვარ და ეს დღეებია, ტასოს ვეხმარები რაღაცებში. აი, მაგალითად, გუშინ ტასოს ძველი ტელევიზორი ვთხოვე, მინდა, რომ ორიგინალური წიგნის სათავსო გავუკეთო, სულ ცოტა მეხერხება ასეთი ნივთების კეთება და საბედნიეროდ ტასოსაც აღმოაჩნდა ძველი ტელევიზორი :) სახლში წამოვიღე, ზედმეტი შიგნთავსი გამოვაცალე, გავასუფთავე და შემდეგ ჩამოსვლაზე დავასრულებ მის გადაკეთებას. მინდა, რომ ტასოს ამ საქმეების კეთებაში ცოტა დავეხმარო, რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო აქვს და დამხმარეც სამწუხაროდ იშვიათად თუ გამოუჩნდება. ბავშვებს სკოლისა და მეცადინეობის გამო ჯერ-ჯერობით სამკითხველო ოთახის მოწყობისა და რემონტის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ... :(
Reply
taso_mode@yahoo.com 12 მარტის ქრონიკებიდან... როცა სამკითხველო ოთახს გავხსნით და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის ამ სივრცეს საინტერესოდ დავტვირთავთ, არ დამავიწყდება იმის თქმა, რომ მამაჩემი იყო ერთ-ერთი აქტიური მოხალისე კეთების პროცესში!!!! <3 <3 <3 რომ არა ის, ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდით... რკინის გისოსები მოვაცილეთ ფანჯრებს.
Reply
taso_mode@yahoo.com მოხალისე აკაკი ლობჟანიძე <3 მადლობა მას ამ გულისხმიერებისთვის!
Reply
taso_mode@yahoo.com სამკითხველო ოთახის ფანჯრებს გარედან რკინის გისოსები ჰქონდა. რადგან მინების გამოცვლას ვაპირებთ და ჩარჩოების შეღებვას, გისოსები ხელს შეგვიშლიდა, ამიტომ მამაჩემი და ჩემი სოფლის ერთ-ერთი აქტიური მოხალისე აკაკი ლობჟანიძე მის მოჭრაში დამეხმარნენ :)
Reply
taso_mode@yahoo.com კარები, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ საბავშვო ბაღის გამგემ გადმოგვცა და ასევე უსასყიდლოდ შეგვიკეთა ზაურა ბაბუამ, სახლში წამოვიღე და დედაჩემმა შეღება :) :) :) მშვენიერი იერი მიეცა <3 ამჯერად ვაშრობთ და ახალ კვირაში დავაყენებთ კიდეც..
Reply
taso_mode@yahoo.com 3 მარტის ქრონიკებიდან.. მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც 54 წლის მიუხედავად რჩება ბავშვად! ისეთი ენთუზიაზმით დამყვება ხოლმე ჩემს საქმეებზე, სიყვარულით მებერება გული! <3 ჩვენს ბუდეს ვაწყობთ... ფანჯრებში ახალი მინები უნდა ჩავსვათ... ზომები ავიღეთ მე და მამამ :) <3
Reply
ანა ჯოხაძე კვირას, 28 თებერვალს ორბელიანი გვესტუმრა სოფელში და პროექტის მიმდინარეობის შესახებ გააკეთა სიუჟეტი
Reply
taso_mode@yahoo.com "ორბელიანი" გვესტუმრა <3 ჩაწერებისშემდგომი სელfი :D :D <3
Reply
taso_mode@yahoo.com იკო ლობჟანიძე - ბიჭი, რომელიც სამკითხველო ოთახის იატაკის შეღებვაში დაგვეხმარა <3 :)
Reply
taso_mode@yahoo.com გუშინ ჩვენი ოთახი მოვინახულეთ. იატაკი კარგად გამშრალა. ლამაზი გამოდის, მგონი.. :) <3
Reply
ანა ჯოხაძე :) ❤
Reply
ანა ჯოხაძე დღეს სამკითხველო ოთახის კარი საბავშვო ბაღის გამგემ გადმოგვცა და შესაკეთებლად სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ხელოსანს მივუტანეთ. კარის გადატანაში საკუთარი ტრანსპორტით მოგვეხმარა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის მფლობელი მამუკა მუმლაძე. მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის! ხელოსანიც სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარება კარის შეკეთებაში.
Reply
ninomodebadze1989@gmail.com სხვა რაკურსით :) :) :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com სხვა რაკურსით :) :) :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com მოხალისეებთან ერთად გუშინ სამკითხველო ოთახი დავასუფთავეთ. ხელოსნებს იატაკი მოვუწმინდეთ, რომ დღეს მისი შეღებვა მოეხერხებინათ. <3 მშვენიერ ფერშია კედლები :) ვფიქრობ, მყუდრო და სასიამოვნო გარემო შეიქმნება. გასაკეთებელი დარჩა იატაკის გაშრობა, კარის დაყენება-შეღებვა, ფანჯრების მოწესრიგება და ოთახის მოწყობა. შეიძლება, დროში გაგვეწელა სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ჩვენი გუნდი ხარისხს გპირდებათ! :) <3 თებერვლის ბოლომდე აქტივობებს აუცილებლად დავიწყებთ, როგორც გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული... უზარმაზარი მადლობა ხელოსნებს, რომლებიც ამ საქმეში სრულიად მოხალისეობრივად გვიდგანან გვერდით! ამ პროცესებისა და მათი შემხედვარე, უკეთესი გავხდი, მგონია... <3
Reply
ანა ჯოხაძე გუშინ სამკითხველო ოთახი დავასუფთავეთ და ხელოსნებს ემულსიით დასვრილი იატაკი გავუწმინდეთ, დღეს შეღებავდნენ ჩვენს ოთახს. ველოდებით სულმოუთქმელად ჩვენი ამბების დაწყებას
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ორი დღის უკან ხელოსნებს "ემულსია" დააკლდათ. ჩემს დეიდაშვილს სოფელ მსხალგორში, ალეკო ჩინჩალაძეს 8 ლიტრიანი ნორმალური ხარისხის "ემულსია" აღმოაჩნდა და საკუთარი თანხა რომ არ დამეხარჯა, დაუფიქრებლად გვაჩუქა! <3 წინ კიდევ იმდენ ადამიანს "მოუწევს" ჩვენი მხარში დგომა და ამ პროცესებში მონაწილეობა, რომ ხანდახან ვერ ვიჯერებ ადამიანების ასეთ უანგარობას.. :* :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com შეშის გადმოზიდვაში პატარა მოხალისე დაგვეხმარა :) <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრს ოთახის გასათბობად შეშა ვთხოვეთ. გუშინ ჩამოგვიტანეს სოფელში, რისთვისაც მადლობას ვუხდით აღნიშნული ცენტრის დირექტორს, ბატონ ივანე ხაჩიძეს! ხელოსნებს დღეს მთელი დღის განმავლობაში ენთოთ ღუმელი "შპაკლის" გასაშრობად. ხვალ "შკურკას" გააკეთებენ და ჯერი კედლების შეღებვაზე მიდგება. რიგი მიზეზების გამო სარემონტო სამუშაოებში პერიოდულად პრობლემა გვექმნება, რის გამოც დროულად ვერ ვახერხებთ ოთახის გახსნას :( თუმცა, არის რაღაცები, რის წინაშეც უძლურები ვართ: ამინდი, მოხალისე ხელოსნების თავისუფალი დრო..
Reply
ninomodebadze1989@gmail.com აქ ჭერი მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com თოვლიანი ამინდების გამო სამკითხველო ოთახის სარემონტო სამუშაოები 5 დღით შეფერხდა.. მუშაობა მოხალისე ხელოსნებმა შაბათს, 30 იანვარს განაახლეს. ჭერი მზად არის, "ქაფებიც" დაამაგრეს, ოთხივე კედელი გაიშპაკლა.
Reply
Ачи Гобеджишвили ლაგოდეხის რაიონ სოფელ გიორგეთში მდებარე ბიბლიოთეკის რესტავრაცია თითქმის დასასრულს მიუახლოვდა , ეს ადამიანები დიდ დახმარებას გვიწევენ მადლობა მათ ❤❤ (შესვენებაზე იყვნენ) 😃❤
Reply
Tamo Tefnadze Me dzalian mixaria rom sof. Giorgetshi ketdeba biblioteka da imedi maqvs rom es proeqti xels sheuwyobs axalgazda taobas ufro metad ganvitarebasa da gaaqtiurebashi.
Reply
xugaevisaba1999@gmail.com Es proeqti ushualod exeba chven taobas da moxaruli var rom mec chartuli var am proeqtshi. vimedovneb rom sxvebic shemogviertdebian am saqmeshi?
Reply
Laliko Gobejishvili მე ძალიან მიხარია რომ ხორციელდება ისეთი პროექტი რომელიც ხელს შეგვიწყობს რომ გავხდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ! ❤
Reply
nana.naniko15@mail.ru Me dzalian momwons es proeqti, ristvisac dzalian didi madloba tasks. Imedi maqvs rom sabolood dzalian magari samkitxvelo otaxi gamova. Da dzalian minda rom otaxis damtavrebistanave aq gavaketot literaturis moyvarulta klubi, sadac sheikribebian sof. giorgetis axalgazrdebi, waikitxaven wignebs da ertmanets gauziareben taviant shexedulebebs. Vfiqrob rom es dzalian saintereso, shemecnebiti da gasartobi iqneba.
Reply
ანა ჯოხაძე დიდი სიხარულით ველოდებით სოფლის ბიბლიოთეკის გაკეთებას, რადგან შევძლოთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და მყუდრო სივრცეში კითხვა 😘❤
Reply
Teko TeKo მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში
Reply
Teko TeKo მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში
Reply
Teko TeKo მე მინდა რომ გიორგეთის ახალგაზრდული მოსახლეობა ჩაერთოს სოციალურ აქტივოვებში
Reply
Ачи Гобеджишвили ჩვენი შეხვედრა ორბელიანთან ❤
Reply
ninomodebadze1989@gmail.com მომდევნო დღეების გეგმა ასეთია: მწვანე საღებავი, რომლის გამოც "შპაკლი" კარგად ვერ მიიღო კედლებმა, მთლიანად უნდა ჩამოიფხიკოს, შემდეგ "გაიშპაკლოს", "გაიშკურკოს" და შეიღებოს. ახალმა ხელოსანმა გვირჩია, რომ კედელს ღია იასამნისფერი მივცეთ. იდეა მომეწონა :) :* ჭერის ემულსირება პარალელურ რეჟიმში მოხდება. კოსმეტიკური რემონტის ბოლო ნაწილი იატაკის შეღებვა იქნება. ეს სამუშაოები იმედი გვაქვს, რომ იანვრის ბოლომდე მორჩება. "გაშპაკლული" კედლები გაშრობას საჭიროებს, ისევე, როგორც შეღებილი იატაკის გაშრობა... თებერვლის დასაწყისში ოთახის მოწყობაზე გადავალთ. შუა რიცხვებში კი აქტივობების განხორციელებას დავიწყებთ. სირთულეებმა ცოტა დაგვღალა, მაგრამ ალბათ ყველა საქმეს თან ახლავს ხარვეზები, რომლებიც გარეშე პირების ან პირობების გამო ჩნდება... სოფლის მოსახლეობისგან აკრეფილი თანხით და გამგებლის თანადგომით ხელახალი რემონტისთვის საჭირო მასალების შეძენა მოხერხდა... მეტ-ნაკლებად მშვიდად ვარ, მაგრამ სანამ რემონტი დასრულდება, მაინც შინაგანი ფორიაქი მაქვს... ღმერთს გამუდმებით ვთხოვ, რომ ყველაფერი კარგად იყოს... მჯერა, რომ ასეც იქნება! უბრალოდ, მარტივად ჩემთან არასდროს არაფერი მომხდარა...
Reply
ninomodebadze1989@gmail.com მოგეხსენებათ, ზამთარია და ძალიან ცივა...აქამდეც ვნერვიულობდი ხელოსანზე, რომელსაც სრულ სიცივეში უწევდა მუშაობა. ამ ამბავში ისევ სოფლის გამგებელი დაგვეხმარა! გვათხოვა ღუმელი და ცოტაოდენი შეშაც მოგვცა <3 დღეს გაღუნღულებულ ოთახში ვიფუსფუსეთ ჩვენ და ხელოსნებმა <3 :) :) :) მერამდენე მადლობა სოფლის გამგებელს!!! :) <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დღეს, 11იანვარს "შპაკლის" ჩამოფხეკვაში ხელოსნებს ჩემთან ერთად სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მამუკა მაისურაძე ეხმარებოდა :) :* ხელოსნების წასვლის შემდეგ მე და მამაუკამ სამუშაოები გავაგრძელეთ... მიხარია, რომ ამ საქმეში მარტო არ ვარ.. <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ახლა კი მეორე პრობლემის შესახებ მოგახსენებთ... ოთახის კედლების შეღებვის შემდეგ, როცა კარი გავხსენით და სიტუაციის შესაფასებლად მივედი, ეს იყო 6 იანვარი, ძალიან მეწყინა, რომ რემონტი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდი... ვგულისხმობ იმას, რომ არც კედლების ფერი იყო ისეთი ვარდისფერი, როგორიც მინდოდა და არც იმ ხარისხით გაკეთებული, რომ გამხარებოდა :( მაგრამ რას ვიტყოდი, როცა ხელოსანი სრულიად უსასყიდლოდ გვეხმარებოდა ამდენი დღის განმავლობაში და სრულ სიცივეში... მოკლედ, მოვიღუშე :( თუმცა, სოფლის გამგებელთან ამ საკითხზეც დავიწუწუნე :) მითხრა, რომ სხვა ხელოსანს ეტყოდა და იქნებ რამენაირად გამოგვესწორებინა აღნიშნული სიტუაცია. რადგან მეორე დღეს შობა იყო, სამუშაოები ვერ განვაახლეთ. 8 იანვარს,როგორც ალექსიმ აღნიშნა, სოფლის გამგებელმა დამატებითი მასალები შეგვიძინა. 9-ში კი სამუშაოები განვაახლეთ. ახალმა ხელოსანმა შეამჩნია, რომ კედლების უმეტესმა ნაწილმა "შპაკლი" ვერ მიიღო და დაიბერა. საჭირო გახდა გაბერილი ნაწილის ჩამოფხეკა და ხელახალი "გაშპაკლვა". ბუნებრივია, კედლების ხელახალი შეღებვის აუცილებლობაც დგას. ორი დღეა, კედლებიდან "შპაკლის" ჩამოფხეკვით სამუშაოებს ახორციელებენ ხელოსნები... ძველ ხელოსან ახალი ხელოსანი ეხმარება :)
Reply
alexvoight12@gmail.com უნდა მოგიყვეთ, ამ დღეებში რა სირთულეები შეგვხვდა სამკითხველო ოთახის რემონტთან დაკავშირებით... წესით ახალ წლამდე უნდა დაგვემთავრებინა რემონტის ამბები, მაგრამ სამწუხაროდ გარეშე პრობლემების გამო ვერ შევძელით დროში მოსწრება. პრობლემა კი მდგომარეობს იმაში, რომ შენობა, რომელშიც ბიბლიოთეკაა განთავსებული, ამავდროულად არის სოფლის საბავშვო ბაღიც. სამწუხაროდ, შენობას ერთი მოქმედი კარი აქვს. ამ კარის გასაღებს ბაღის გამგე ფლობს. ბიბლიოთეკარიც მის რეჟიმზეა აწყობილი. ეს სიტუაცია იმით არის გამოწვეული, რომ შენობაში შესასვლელი მეორე კარი სიძველის გამო გაუქმებულია. ბაღის გამგე კი ხშირ შემთხვევაში დასვენების დღეებში გასაღებს არ გვაძლევდა, რომ რემონტი დროში მოგვესწრო. საღამოს 5-ის ნახევარზე კი კარს კეტავდა და ხელოსანიც იძულებული იყო, მუშაობა შეეწყვიტა. არადა, ხელოსანიც თავისი თავისუფალი დროის მიხედვით გვეხმარებოდა. ამას დაემატა ზამთრის არდადეგები, რომლის დროსაც საბავშვო ბაღი 15 დღით ისვენებს. ჩვენი თხოვნის მიუხედავად, ბაღის გამგემ არ მოგვცა შენობაში შესვლის უფლება! შესაბამისად, რემონტიც შეწყდა! ამ რთული მდგომარეობიდან გამოყვანაში სოფლის გამგებელი დაგვეხმარა: გაუქმებული კარის გაღებაში დაგვეხმარა, ახალი საკეტი შეგვიძინა და შენობაში შესვლის უფლება მოგვცა. დროებით ამ კარის გაღება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც სახიფათოა მისი ფუნქციონირება. გამგებელი დაგვპირდა, რომ მომავალში ამ პრობლემის აღმოფხვრაშიც დაგვეხმარება. უღრმესი მადლობა მას ამისთვის! დღეს უკვე თავისუფლად ვსარგებლობთ ამ კარით და რემონტიც გაგრძელდა... ასე გამოიყურებოდა სამკითხველო ოთახის კედლები შეღებვამდე...
Reply
alexvoight12@gmail.com ეს ჩვენი სოფლის გამგებელი შორენა ლობჟანიძეა, რომელიც ასე გვეხმარება პროექტის ეფექტურად განხორციელებაში <3 სწორედ ის დაგვეხმარა დასაწყისში ხელოსნის მოძიებაში და ამ დღეებში რამდენიმე სირთულის დაძლევაში. მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის! <3
Reply
alexvoight12@gmail.com 8 იანვარს ჩვენი სოფლის გამგებელმა შორენა ლობჟანიძემ სამკითხველო ოთახის რემონტისთვის დამატებითი მასალები შეგვიძინა. კერძოდ, ემულსია, ფანჯრებისთვის საღებავი და ე.წ ქაფები, რომელიც კედლებსა და ჭერს შორის მაგრდება. სამომავლოდ ქალბატონი შორენა დაგვპირდა, რომ ჭაღსაც შეგვიძენს. ძალიან გვიხარია, რომ სოფლის გამგებელი ასე აქტიურად გვიდგას გვერდით და გვეხმარება პროექტის განხორციელებაში...
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ეს ჩემი მეგობარი მარიამ ქებაძე და ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი მამუკა მუმლაძეა, რომელმაც დღის ყველაზე სოლიდური შემომწირველის ტიტული მოიპოვა და ჩვენთან "სელფის" გადაღებით დავაჯილდოვეთ :D მარიამი კი ისევე გაითოშა, როგორ მე... <3 მადლობაზე მეტი გეკუთვნის, სამყაროვ, შენ... <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დღეს ჩემი სოფლის ერთ უბანში სამკითხველო ოთახის მოწყობისთვის მოსახლეობისგან შემოწირულობებით 80 ლარი შევაგროვეთ. სარემონტო/ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ეს თანხა მნიშვნელოვნად გამოგვადგება. ჩემს სოფელში სამი ქუჩაა და ზუსტად ვიცი, ასეთი აქტიურობით ბევრ რამეს შევძლებთ <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ოთახის რემონტის ამბები ცოტა გაგვირთულდა, რამდენიმე დღე შევყოვნდით. ბიძაჩემმა, რომელიც ამ საქმეში უნდა დაგვხმარებოდა, თავისი გადაუდებელი საქმეების გამო ვეღარ შეძლო ჩვენს გვერდში დგომა. მამასაც ამ საქმის ბევრი არაფერი გაეგება და კარგა გვარიანად ვინერვიულე, სანამ რამე გადაწყდებოდა. გადავწყვიტე, სოფლის გამგებლისთვის მეთხოვა დახმარება, იქნებ ვინმე ხელოსანი ეგულებოდა, რომელიც რამდენიმე დღე უფასოდ გაგვიკეთებდა სამკითხველო ოთახის კოსმეტიკურ რემონტს. ჩვენდა საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ასეთ ადამიანს იცნობდა და მეორე დღესვე მოიყვანა სამკითხველო ოთახში სიტუაციის შესაფასებლად. ხელოსანმა პროექტით გათვალისწინებულ მასალებზე რამდენიმე მასალით მეტი მოითხოვა, საქმე იმაზე რთულად აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა...ბავშვებისგან აგროვებული 30 ლარი, რომელიც ფარდებისთვის უნდა გამომეყენებინა, მთლიანად ამ მასალების შეძენას მოხმარდა. დღეს, 16 დეკემბერს სარემონტო სამუშაოები ოფიციალურად დავიწყეთ! :) სკოლის მერე ჩავედი სოფელში, მაინტერესებდა ოთახის სიყუაცია, ხელოსნის მდგომარეობაც. ოთახში ძალიან ცივა... საცოდავად გამოიყურებოდა ამ სიცივეში თამაზი ძია :( გავიქეცი მაღაზიაში, ძეხვი და პური ვუყიდე, დილიდან არაფერი ეჭამა... ბევრი მადლობა გადავუხადე! ვესაუბრე ამ ოთახის მნიშვნელობაზე და შორსმავალ გეგმებზე. ვუთხარი, რომ საშვილიშვილო და ისტორიულ მომენტში იღებს მონაწილეობას <3 ძალიან თბილად მესაუბრა, არაფერზე ინერვიულო შვილოო. "შპაკლისა" და "შკურკვის" ამბები რამდენიმე დღეს გასტანს, მერე კი ფანჯრების მოპირკეთებასა და შეღებვაზე გადავალთ. ნელ-ნელა ბოლოშიც გავალთ. <3 ახალ წლამდე, ვფიქრობ, რემონტის ამბები მეტ-ნაკლებად დამთავრდება.
Reply
ninomodebadze1989@gmail.com რამდენიმე დღის წინ "შპაკლისთვის" თანხის შეგროვება დავიწყეთ . ისე მოხდა, რომ ერთი ტომარა "შპაკლი" მამამ გვაჩუქა, მეორე - სკოლის დირექტორმა და ეს თანხა გადავწყვიტეთ, ფარდებისთვის გამოვიყენოთ, დაახლოებით 50 ლარის ოდენობით თანხას შევაგროვებთ და ოთახის მოწყობის დროს ლამაზ და შესაფერის ფარდებს ვიყიდით... <3 დღეს 10 ლარზე მეტი შეგროვდა, ხვალ სკოლაშიც მიუტანენ ალექსის, პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს და ასე ნელ-ნელა გავალთ ბოლომდე...
Reply
ninomodebadze1989@gmail.com სამკითხველო ოთახის დასუფთავების პროცესში დამირეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ძალიან მოულოდნელი რამ მითხრა, რომ დღესვე ჩამოვიდოდა ჩვენთან და ასამდე წიგნსა და მხატვრების ალბომებს ჩამოგვიტანდა :* დავფაცურდით, საქმე დავაჩქარეთ, ბიბლიოთეკარს დავურეკეთ, ღუმელი ავანთებინეთ, თბილად გვინდოდა დავხვედროდით სტუმრებს :) სკოლის დირექტორსა და ორიოდე მასწავლებელს შევეხმიანეთ, მასპინძლობა გავუწიოთო, ვუთხარით და ისინიც მაშინვე შემოგვიერთდნენ <3 საღამოს 6 საათზე მოვიდნენ სტუმრები. ო, როგორი ძვირფასი წიგნები ჩამოგვიტანეს! სიხარულის ცრემლებს ვყლაპავდი მათი შემხედვარე! ბავშვებმაც როგორ გაიხარეს! <3 ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი პროექტის გეგმებზე, განვითარების გზებზე... გიორგი დაგვპირდა, რომ 25-27 დეკემბერს წინასაახალწლო წიგნის ფესტივალზე თანამედროვე მწერლებისა და პოეტების კრებულების მთეეეეელ ყუთს გვაჩუქებს! <3 <3 მესტუმრეთ ამ დროისთვის საჯარო ბიბლიოთეკაში და სიხარულით გავიმეტებ თქვენთვის ამ ძღვენსო! <3 როგორი გაოცებულები დაგვტოვა! <3 ისიც გვითხრა, რომ აუცილებლად ჩამოვა საკუთარი შემოქმედებითი საღამოს გასაკეთებლად უკვე გახსნილ სამკითხველო ოთახში და საკუთარ ამბებს წაგვიკითხავს :) <3 ჩვენ ვიყავით ძალიან აღელვებულები და დავიჯერეთ, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ!!! <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ძალიან ნაყოფიერი დღე გვქონდა პროექტის მონაწილეებს! <3 შუადღის ორ საათზე შევიკრიბეთ ცოცხებით, აქანდაზებით, საწმენდი ტილოებით, ლურსმნების ამოსაღები ჩაქუჩითა და ვედროებით შეიარაღებულნი და შევუდექით ოთახის გაწმენდა-დასუფთავებას :) ძალიან გვციოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი, ქონოდა სოფელს ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის სივრცე, გულს გვითბობდა <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com პატარა მოხალისე - გიორგი ლაპიაშვილი :)
Reply
ninomodebadze1989@gmail.com დღეს, 11 დეკემბერს დარჩენილი რკინის მილები გადავჭერით. ოთახიდან ზედმეტი ნივთები გავიტანეთ. ამ პროცესში სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი ლაპიაშვილი გვეხმარებოდა. კვირას საორგანიზაციო ჯგუთან ერთად კედლებსა და ფანჯრებს გავასუფთავებთ.
Reply
ninomodebadze1989@gmail.com წიგნების შემოწირულობის მხრივ სიახლე გვაქვს! <3 ერთმა საოცარმა გოგომ სამკითხველო ოთახისთვის ერთი ყუთი წიგნები გვაჩუქა <3 გავთბი... მომავალ კვირას ამ მიზნით ჩვენს სოფელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ჩამოდის... იღბალს უცნაურად არ ვუჩივით...
Reply
ninomodebadze1989@gmail.com 10 დეკემბერს, სკოლის მერე მამასთან ერთად სამკითხველო ოთახში "ატაპლენიებისა" და რკინის მილების მოსაჭრელად ჩავედი. სარემონტო სამუშაოებს ვიწყებთ. ახალ წლამდე ეს ამბები როგორმე უნდა მოვრჩეთ... ორი ტომარა "შპაკლისთვის" 24 ლარია საჭირო. ალექსის დავურეკე, რომ ორ-სამ დღეში 24-მა მოსწავლემ თითო ლარობით ამ თანხის შეგროვება შეძლოს. მითხრა, რომ არ იქნება რთული. გამიხარდა... ახალგაზრდების მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი იგრძნობენ, რომ მათი დახმარების გარეშე ეს ოთახი არ გაკეთდება, ვფიქრობ, ამის გამო აქედანვე ემოციურად განეწყობიან... ეს კი მე ძალიან, ძალიან გამომადგება მომავალი ამბებისთვის! ალექსი ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი საორგანიზაციო ჯგუფში... მამაჩემმა სპეციალური სათვალეების გარეშე გადაჭრა რკინები. მე გაბმულად ვიმეორებდი გულში - "ღმერთო, დაიფარე მამაჩემი! ღმერთო დაიფარე მამაჩემი!" საქმე ხვალისთვისაც დაგვრჩა, რაღაცები "ბარგალკით" არ გაკეთდა, ხვალ მამა "სვარკით" იმუშავებს. ამასობაში "შპაკლის" ფულიც შეგროვდება და კოსმეტიკურ რემონტზე გადავალთ...
Reply
ninomodebadze1989@gmail.com ამ დღეებში სამკითხველო ოთახისთვის ავეჯის მაღაზიიდან ჟურნალების მაგიდა, ხოლო სამეურნეო მაღაზიიდან იატაკისა და კედლების საღებავები წამოვიღეთ... ეს მამაჩემია და პროექტის ეფექტურად განხორციელებაში მოხალისეობრივად მიდგას გვერდში <3
Reply
ninomodebadze1989@gmail.com 2015 წლის 2 დეკემბერს ხელი მოვაწერე პროექტს, რომლის მეშვეობითაც ცოტა ხანში ჩემი სოფლის ბიბლიოთეკას სამკითხველო ოთახი ექნება... <3 ორგანიზაცია "ორბელიანი-საქართველოს" ოფისიდან პუფების წამოსაღებად ავეჯის სახლ "საბაში" წავედი. წინა დღემდე არ ვიცოდი, რითი შევძლებდი 15 პუფის გადატანას ჩემი დის სახლში... ისე მოხდა, რომ ჩემმა ახალმა მეგობარმა გვიან ღამით თბილისში მყოფ დეიდაშვილს თხოვა ჩემი დახმარება...ძალიან გავაწვალე ეს უცნობი ადამიანი: ჯერ იყო და შეკვეთილმა პუფებმა დაიგვიანა, რის გამოც 5 საათამდე ვერ შევძელით "საბადან" წამოსვლა, მერე იყო - არ დაეტია ერთ მანქანაში ეს ყველაფერი და ტაქსის დაქირავება დამჭირდა... ბოლოს ჩემი დის ახალნაქირავები სახლის მისამართი შემეშალა და წინ და უკან ვატარე დატვირთული მანქანები! მრცხვენოდა... მრცხვენოდა იმის, რომ ჩემს გამო სრულიად უცნობი ადამიანი უანგაროდ ასე გაწვალდა და იმის გამოც, რომ ჩემი ხელფასის უმეტესი ნაწილი იმ საქმეებს ხმარდება, რასაც ვაკეთებ...როცა დედას და მამას საზამთროდ ფეხსაცმელი და ქურთუკები ვერ უყიდიათ... და ვეკითხები ჩემს თავს: რა არის ის მთავარი ენერგეტიკა, რაც ასე მავიწყებს საკუთარ თავს და ძალიან აუცილებელ სურვილებს?!........ პასუხად ვიღებ უცნაურ და რაღაცნაირად საშიშ წინადადებას: - შენ იმდენად აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს, რამდენადაც სამყაროს... შენ გაზიარებული სიცოცხლე ხარ... და ჩვეულებრივმა ადამიანობამ დაგტოვა.....
Reply
Keti Khachidze This little girl studying at the public school in Gergeti, pops into the local library for books every week. She and other pupils from this villae will soon have a space to read the books on the spot and participate in other events in a new community space.
Reply